კახა კალაძე: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საჭიროა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადის მოწყობა, რის გამოც 16 აგვისტოდან, ერთი თვის განმავლობაში, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, საავტომობილო გზაზე ქვათაცვენის გუშინდელ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის ფოტოებიც სოცქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
„ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე, ბოლო პერიოდში ქვათაცვენის ფაქტები გახშირდა, რაც საავტომობილო გზაზე ავტომანქანების გადაადგილებას უქმნის საფრთხეს. მსგავსი ფაქტი გუშინაც გამოვლინდა, რაზეც რეაგირება ოპერატიულად მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო. უსაფრთხოების მიზნით, პირველ რიგში, გაიწმინდა მიმდებარე ტერიტორია.
გამომდინარე იქიდან, რომ ფერდზე არსებული ბადე ვერ ასრულებს დამცავ ფუნქციას, პრევენციის მიზნით, საჭიროა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდითი სამუშაოს ჩატარება. პირველ ეტაპზე აღნიშნული სამუშაოები ფერდის პრობლემურ ადგილებში განხორციელდება.
დაგეგმილი ღონისძიებების გამო, მიმდინარე წლის 16 აგვისტოდან, ერთი თვის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები საავტომობილო გზის ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ყველა სიახლე
14 ივნისი 2026, 11:45
სპორტი
„სტუდენტური ფესტივალი 2026“-ის დასკვნითი სპორტული ღონისძიება დაიწყო - მარათონს შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდენტი, თბილისის მერი და სპორტის მინისტრი
„სტუდენტური ფესტივალი 2026“-ის დასკვნითი სპორტული ღონისძიება დაიწყო - მარათონს შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდენტი, თბილისი მერი და სპორტის მინისტრი
14 ივნისი 2026, 11:32
საზოგადოება
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ იტალიაში საკონცერტო ტურნეს მართავს
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ იტალიაში საკონცერტო ტურნეს მართავს. ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე აჟღერდება.
14 ივნისი 2026, 11:29
მსოფლიო
უკრაინამ ყირიმში ტიტანის ქარხანაზე მიიტანა იერიში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანექსირებულ ყირიმში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი დაბომბეს. დრონებით თავდასხმა არმიანსკში მდებარე ტიტანის ქარხანაზე განხორციელდა.
14 ივნისი 2026, 11:28
მსოფლიო
ალბანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება
ალბანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. მომიტინგეებმა ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ძვირად ღირებული სამშენებლო ობიექტის გარშემო ლითონის ბარიერები და მავთულხლართები გაარღვიეს. აქტივისტებმა მშენებლობის ადგილას ეროვნული დროშები აღმართეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
14 ივნისი 2026, 11:25
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-თან სამშვიდობო შეთანხმება დღეს არ გაფორმდება
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი დღეს არ მოეწერება. უწყების პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმი 14 ივნისს არ გაფორმდება, თუმცა შესაძლოა ეს უახლოეს დღეებში მოხდეს.
14 ივნისი 2026, 11:22
პოლიტიკა
შსს-სა და პროკურატურის განმარტებების მიუხედავად, რომ მოძალადეები დაკავებულები არიან, „ნაცმოძრაობის“ ძველმა და ახალმა სახეებმა ძალადობა გააპროტესტეს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის განმარტებების მიუხედავად, რომ 2022 წელს მომხდარ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დაკავებულები და პასუხისგებაში მიცემულები არიან, აქცია გაიმართა. ახალგაზრდების სახელით დაანონსებულ აქციაზე, ოპოზიციონერი ლიდერები გამოჩნდნენ. ნაციონალური მოძრაობის ძველი და ახალი სახეები ძალადობას აპროტესტებდნენ
14 ივნისი 2026, 11:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ის პირები, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ, რა თქმა უნდა, მიეცემიან შესაბამის პასუხისგებაში. ზუსტად ეს განასხვავებს „ქართულ ოცნებას“ იმ სისტემური და სისტემატური წამების მანქანის შემქმნელი რეჟიმისგან, რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“
კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისი პასუხისმგებლობაც დგება და ზუსტად იგივე მოხდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ პროპაგანდისტულმა „ტვ პირველმა“ ეს ფაქტი საზოგადოებას დაუმალა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მოძალადე პოლიციელების შესახებ მანიპულაციური ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით.
14 ივნისი 2026, 11:15
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ძალიან კარგად მოეხსენებათ რადიკალებს, რომ სწორედ ჩვენი საამაყო პოლიციელები იყვნენ ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც არ დაუშვა ამ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობა. ახლა ცდილობენ, საზოგადოებას გაუჩინონ იმის ილუზია, თითქოსდა პოლიციაში ძალადობას სისტემატური ხასიათი აქვს
„ეს პირდაპირ შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა, ვინაიდან ძალიან კარგად მოეხსენებათ რადიკალებს, რომ სწორედ ჩვენი საამაყო პოლიციელები, სამართალდამცველები იყვნენ ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც არ დაუშვა ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით, ძალადობრივი სცენარით პროცესების განვითარება, რევოლუციების მოწყობა. ახლა ცდილობენ, რომ ცალკეული ფაქტები გამოამზეურონ, აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე და საზოგადოებას გაუჩინონ იმის ილუზია, თითქოსდა პოლიციაში ძალადობას სისტემატური ხასიათი აქვს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
14 ივნისი 2026, 10:57
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ თუშეთის მიმართულებით ზამთრის სეზონის ბოლო სამოქალაქო რეისები შეასრულა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ქვემო ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ზამთრის სეზონის ბოლო სამოქალაქო რეისები შეასრულა.
14 ივნისი 2026, 10:49
მსოფლიო
შვეიცარიაში მოსახლეობის რაოდენობაზე ზედა ზღვარის დაწესების საკითხზე რეფერენდუმი იმართება
მუდმივ მცხოვრებთა რაოდენობის საკანონმდებლო დონეზე 10 მილიონზე დაბლა შენარჩუნების იდეა მემარჯვენე-კონსერვატიულ „შვეიცარიის სახალხო პარტიას“ (SVP) ეკუთვნის, რომელიც პარლამენტში ყველაზე მეტ - 200-დან 62 ადგილს ფლობს. პარტიამ ამას „მდგრადი განვითარების ინიციატივა“ უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს საცხოვრებელ ბაზარზე, საზოგადოებრივ სერვისებსა და გარემოზე ზეწოლის შემცირებას.
14 ივნისი 2026, 10:40
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ესპანეთის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის, ესპანეთის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის გენერალურ კომისართან და სამოქალაქო გვარდიის
14 ივნისი 2026, 10:40
საზოგადოება
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს.
14 ივნისი 2026, 10:37
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 14 წარმომადგენლისაგან დაკომპლექტებული დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.
14 ივნისი 2026, 10:36
სპორტი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე რამდენიმე მაღაზიაში უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც 2 000 ლარამდე თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
14 ივნისი 2026, 10:35
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: ორსაათიანი ეთერიდან, სადაც მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა პოლიტიკასა და იურისპრუდენციაში, ამოიღეს ერთი ფრაზა, ისიც კონტექსტიდან ამოგლიჯეს უხეშად, შემდეგ ეს ამოგლეჯილი ფრაზაც გააყალბეს - ბრავო, ამის მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს
ორსაათიანი ეთერიდან ამოიღეს ერთი ფრაზა, ისიც კონტექსტიდან ამოგლიჯეს უხეშად, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე „იმედის” ეთერში მამუკა მდინარაძის დებატების შესახებ და ამბობს, რომ ოპონენტებმა მისი ფრაზა გააყალბეს.
14 ივნისი 2026, 10:25
სპორტი
NBA-ს გამარჯვებული „ნიუ-იორკ ნიქსი გახდა“🏀
„ნიქსმა“ ჩემპიონის ტიტული შაბათს საღამოს, „სან-ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში გაინაღდა, როდესაც შვიდმატჩიანი სერიის მეხუთე შეხვედრა ანგარიშით 94:90 მოიგო, სერიის საბოლოო ანგარიში კი 4:1 იყო.
14 ივნისი 2026, 09:40
მსოფლიო
„ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებზე იერიში მიიტანა
დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებზე იერიში მიიტანა. დაჯგუფების ცნობით მათ დრონებით ისრაელის ჯავშანმანქანასა და ჯარისკაცებზე მიიტანეს იერიში.
14 ივნისი 2026, 09:16
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
14 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
14 ივნისი 2026, 08:45
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად აირჩიეს
ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად ხელახლა აირჩიეს. Reuters-ის ინფორმაციით, ორბანი პარტიის ლიდერად კიდევ ერთი წლით აირჩიეს.
14 ივნისი 2026, 08:05
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დღეს, 14 ივნისს მოეწერება, ამის შემდეგ კი ჰორმუზის სრუტე გაიხსნება.


