საზოგადოება
08 ივლისი 2026, 09:12
სინოპტიკოსების ვარაუდით, საქართველოს მასშტაბით 9 ივლისიდან გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში, კონკრეტულად კი კახეთის რეგიონში, 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე ნავარაუდევია ძალიან ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
08 ივლისი 2026, 07:59
როგორი ამინდია მოსალოდნელო 8 ივლისს საქართველოში
8 ივლისს ქუთაისში წვიმის ალბათობა დიდი იქნება, დღისით +28 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
07 ივლისი 2026, 23:29
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი: ძლიერი ნალექისა და ელჭექის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს
ძლიერი ნალექისა და ელჭექის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, - ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 21:08
აღსაყდრების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე სენაკს პირველად ეწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აღსაყდრების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე სენაკს პირველად ეწვია. იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მისმა უწმინდესობამ სენაკის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.
07 ივლისი 2026, 21:04
უნიკალური ბუნება, ექსტრემი და 150 მეტრიანი შუშის ხიდი. წალკის კანიონზე ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უნიკალური ბუნება, ექსტრემი და 150 მეტრიანი შუშის ხიდი. წალკის კანიონზე ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
07 ივლისი 2026, 21:03
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: 6 და 7 ივლისს ინგლისური ენის გამოცდაზე ჯამში 95%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა. 8 ივლისს გამოცდებს ჩააბარებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც უცხოურ ენად გერმანული, ფრანგული ან რუსული აირჩიეს
ინგლისური ენის გამოცდა აბიტურიენტებისათვის დასრულდა. 6 და 7 ივლისს ინგლისური ენის გამოცდაზე ჯამში 95%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა, - მონაცემებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
07 ივლისი 2026, 20:40
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ. სასამართლო პროცესები გრძელდება, რა შედეგები აქვს შსს-ს სამმართველოს? „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოქმების საფუძველზე ქვეყნის მასშტაბით სასამართლო პროცესები გრძელდება. საჯარო სივრცეში გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოდან გასვლა და სხვისი უფლების დარღვევა კანონით ისჯება.
07 ივლისი 2026, 20:35
კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული დავით ქუქჩიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარში, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით ქუქჩიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


