დავით ნარმანიამ სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა
ფოტო: სემეკი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა კომისიის განვითარების ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე, ყურადღება გაამახვილა ბოლო წლების განმავლობაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის სემეკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე.
„23 ოქტომბერი სემეკის დაარსების დღეა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყოველწლიურად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და საზოგადოებას წარვუდგინოთ მარეგულირებელი კომისიის მიერ განხორციელებული პროექტები. 1997 წლის 23 ოქტომბერს ხელი მოეწერა ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პირველი აპარატის ჩამოყალიბებას და განისაზღვრნენ ის პირები, რომლებსაც უნდა შეექმნათ მარეგულირებელი კომისია და შეესრულებინათ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები. დაარსების დღიდან სემეკის როლი მნიშვნელოვანია რეგულირებადი სექტორების განვითარებაში. ახლახან ჩვენს ფუნქციებს დაემატა მელიორაციის სექტორის რეგულირება და დავიწყეთ ამ მიმართულებით გამოწვევების დაძლევა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა ამ კუთხითაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში.
დაარსებიდან დღემდე, სემეკი დამოუკიდებლობის პრინციპებთან ერთად ხელმძღვანელობს ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობის პრინციპით. კომისიის საქმიანობის მახასიათებლებია თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ პირთან, პრობლემების გადაწყვეტის თანმიმდევრობა, პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და საჯაროობა.
ჩემი და ჩემი გუნდის, ყველა სემეკელის სახელით მადლობას ვუხდი საკანონმდებლო და აღმასრულებელ უწყებებს, ლიცენზიანტ კომპანიებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, ექსპერტებს, მედიას, არასამთავრობო სექტორს მარეგულირებელ კომისიასთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე. 1994-2000 წლებში ეკონომიკის მინისტრმა, ვლადიმერ პაპავამ 1997 წელს სემეკის დაარსების საფუძვლებზე ისაუბრა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
კონფერენციაზე დაჯილდოვდნენ სემეკის აპარატის პირველი შემადგენლობის წარმომადგენლები. სემეკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საპატიო სემეკელის წოდება მიენიჭათ კომისიის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს.
ინფორმაციას სემეკ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 16:05
პოლიტიკა
ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე
2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.
02 აპრილი 2026, 15:57
საზოგადოება
წყნეთში დევნილთა პოლიკლინიკის ახალი შენობა აშენდება
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ წყნეთის ფილიალის ახალი შენობის მშენებლობა იწყება, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:55
რეგიონი
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა.
02 აპრილი 2026, 15:45
საზოგადოება
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მას 43 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას და ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:35
მსოფლიო
მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკვე მოიწონა ქვეყნის მთავრობამ. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეცემა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ მანამდე დააზუსტა, რომ კიშინიოვი არ აპირებს უარი თქვას დსთ-სთან დაკავშირებულ ყველა შეთანხმებაზე: ის ხელშეკრულებები, რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ მოქალაქეებისთვის, ძალაში დარჩება, თუ ისინი ქვეყნის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.
02 აპრილი 2026, 15:30
საზოგადოება
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრ ოთარ ჩრდილელთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან და ზედა ვაკის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ბექა გელენავასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრ „პროსპეროს‘‘ ესტუმრა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს
აშშ-ს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგმა.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
ისკო დასენი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
02 აპრილი 2026, 15:05
თავდაცვა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:03
საზოგადოება
ბაია კვიციანმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა, - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:54
მსოფლიო
ამერიკელი კანონმდებლები ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან
ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან.
02 აპრილი 2026, 14:50
საზოგადოება
ლაშა ავალიანი: უშუალოდ ბაგა-ბაღის ჭიშკრის წინ არ უნდა მოხდეს ცხოველის დატოვება, თუმცა, ეს არ ზღუდავს ახლო ტერიტორიაზე მის დაბრუნებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ლოკაციაზე დაბრუნების წესზე ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ნორმა მკაცრად არ არეგულირებს მანძილს, თუმცა გულისხმობს, რომ ცხოველის დაბრუნება არ უნდა მოხდეს კონკრეტული ობიექტების, მაგალითად, ბაგა-ბაღების უშუალო შესასვლელებთან.
02 აპრილი 2026, 14:48
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაარსიანი დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია.
02 აპრილი 2026, 14:47
სამართალი
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:43
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
მინისტრს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპატრულო პოლიციის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.
02 აპრილი 2026, 14:43
პოლიტიკა
ნინო ენუქიძე: აქტიური პრივატიზაციის პროცესის შედეგად 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შესრულდა
2026 წლის იანვარ-მარტის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გააკეთა.
02 აპრილი 2026, 14:40
საზოგადოება
დეკანოზი ლევან ალადაშვილი: პატრიარქის არჩევა მოხდება წმინდა სინოდის წევრების მიერ და ეს მათი გადასაწყვეტია - პატრიარქის ფაქტორი, მისი ანდერძი, მისი არჩევანი, ალბათ, დიდწილად გათვალისწინებული იქნება.
პატრიარქის ეს გადაწყვეტილება შემდეგ განმტაცებდა, როდესაც მან რამდენიმეგზის მეუფე შიოს მან მადლობა გამოუცხადა იმის გამო, თუ როგორ უძღვებოდა ის მის მიერ დაკისრებულ მოვალეობას, - განაცხადა დეკანოზ ლევან ალადაშვილმა საპატრიარქოში ხვალ გასამართ წმინდა სინოდის სხდომაზე საუბრისას.
02 აპრილი 2026, 14:37
საზოგადოება
სალომე კვარაცხელია: თუ გორის თავშესაფარში ძაღლები კანონიერად დააძინეს ან დაწვეს, საჭიროა დახარჯული პრეპარატების აღრიცხვის ფორმები და თითოეული ცხოველის სიკვდილის აქტი ვეტერინარის ხელმოწერით
„ცუკა ფონდის" თანადამფუძნებელი სალომე კვარაცხელია ითხოვს დოკუმენტებს, რომ დადასტურდეს ინფორმაცია, რომ თითქოს ძაღლებს ცოცხლად წვავენ სიცრუეა.
02 აპრილი 2026, 14:30
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ჩვენ გუშინ ვიხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი
ჩვენ გუშინ ვიხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.


