გიორგი ამილახვარი: ამ დღით მასწავლებლებს არამხოლოდ მადლობას ვეუბნებით, ეს არის პოლიტიკური გზავნილი, რომ თითოეულის პრობლემა არის ჩვენი გულისტკივილი და მზად ვართ ეტაპობრივად, მაგრამ მოკლე ვადებში მათ გამოწვევებს ვუპასუხოთ
გიორგი ამილახვარი
ფოტო: განათლების სამინისტრო
დღეიდან ამ დღით [მასწავლებლების დღით] მათ არამხოლოდ მადლობას ვეუბნებით, საზოგადოებაში გვინდა მათი პროფესია გამოვარჩიოთ და ეს არის ასევე პოლიტიკური გზავნილი და სიგნალი, რომ თითოეული მასწავლებლის პრობლემა არის ჩვენი გულისტკივილი და მზად ვართ ეტაპობრივად, მაგრამ მოკლე ვადებში მათ გამოწვევებს ვუპასუხოთ, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„დღეს გვაქვს მასწავლებლების ზეიმი. ყველას მინდა, თითოეულ მასწავლებელს, პედაგოგს, მთლიანად საქართველოს მივულოცო მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, სიმბოლურად 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს დავაწესეთ. დღეს პირველად გვექნება ასეთი აღნიშვნა ოპერისა და ბალეტის თეატრში. ჩვენ ვმასპინძლობთ დღეს ღირსეულ, დამსახურებულ მასწავლებლებს. სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც 21 კაცისგან შედგებოდა, სადაც ყველა პროფესიით ცნობადი, წარმატებული სახეები იყვნენ, 10 საუკეთესო პედაგოგი აირჩა. მიმაჩნია, რომ მსგავსად სხვა ღირსეული და დაფასებული პროფესიებისა, მასწავლებელი, პედაგოგი არის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ზრუნავს ჩვენს მომავალ თაობებზე და ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს და საქართველოს. ამიტომ ამ პროფესიის კიდევ ერთხელ გამოსარჩევად, მადლობის სათქმელად და დასაფასებლად, თუ რა საგმირო მოღვაწეობას ეწევიან ისინი და ეს ნიშნავს ჩვენი გუნდის, მთავრობის გზავნილს, რომ მასწავლებელი დღეს ხდება ჩვენთვის ერთ-ერთი საყურადღებო პროფესია. გვინდა ყველა ის გამოწვევა, პრობლემა, რომლებიც მასწავლებლებს დღეს აქვთ, ძალიან სწრაფად და მყისიერად მოვაგვაროთ. დაწყებული სახელფასო პოლიტიკით, გაგრძელებული კვალიფიკაციის ამაღლებით. დღეიდან ამ დღით [მასწავლებლების დღით] მათ არამხოლოდ მადლობას ვეუბნებით, საზოგადოებაში გვინდა მათი პროფესია გამოვარჩიოთ და ეს არის ასევე პოლიტიკური გზავნილი, რომ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და ეს არის ის სიგნალი, რომ თითოეული მასწავლებლის პრობლემა არის ჩვენი გულისტკივილი და მზად ვართ ეტაპობრივად, მაგრამ მოკლე ვადებში მათ გამოწვევებს ვუპასუხოთ“, - აღნიშნა ამილახვარმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა.
ყველა სიახლე
24 მარტი 2026, 17:52
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, სოფელ კუსრების დამეწყრილი ზონიდან ძაღლები გამოიყვანეს
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორის, ლაშა გეგეჭკორის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კუსრების დამეწყრილი ზონიდან ძაღლები გამოიყვანეს.
24 მარტი 2026, 17:48
საზოგადოება
შალვა ოგბაიძე: არ მოიძებნება ისეთი სიტყვა, რომელიც ჩემს მადლიერებას გამოხატავს უწმინდესის მიმართ
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის, ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, პატრიარქის ღვაწლის შესახებ ისაუბრა სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ.
24 მარტი 2026, 17:45
მსოფლიო
მარკო რუბიო 27 მარტს საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჩავა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 27 მარტს საფრანგეთში ჩავა, რათა „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
24 მარტი 2026, 17:44
პოლიტიკა
ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცესკოს გამოცდილებას ეცნობა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციას მასპინძლობს. ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, შეხვედრებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მართავს.
24 მარტი 2026, 17:43
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ვერანაირი პოლიტიკური მანტია ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის
ვერანაირი პოლიტიკური მანტია ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას.
24 მარტი 2026, 17:29
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „ცაჰალი“ ლიბანის სამხრეთ ნაწილს გააკონტროლებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ლიბანის სამხრეთ ნაწილს გააკონტროლებს.
24 მარტი 2026, 17:22
საზოგადოება
საქართველოს მელიორაცია: ერთი მორწყვის ოპერაცია 15-დღიან ციკლს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეუძლიათ
საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, საირიგაციო წყლის მიწოდების საფასური გაუმრიცხველიანებელი პროფილური წყალმომხმარებლებისთვის შემდეგი სქემით დასუბსიდირდება: პირველი მორწყვის ოპერაციის ღირებულება ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში შეადგენს 116.50 ლარს 1 ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში 102 ლარს. მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულება სრულად სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ - ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში 349,6458, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში - 306,03 ლარით, - ინფორმაციას შპს საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.
24 მარტი 2026, 17:14
მსოფლიო
მედია: ირანში დესტაბილიზაციის მომზადების ბრალდებით 460-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ირანის ხელისუფლებამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომზადების ბრალდებით 466 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
24 მარტი 2026, 17:13
სპორტი
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. გადაწყვეტილება გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რაც გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ის ბოლო მატჩს ნაკრების მაისურით ივნისში, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
24 მარტი 2026, 17:09
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას
სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას და მილიონ-ნახევარ მგლოვიარეს - არა?,- განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
24 მარტი 2026, 17:07
საზოგადოება
ლეილა კოლომიკოვი: ქართველმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე ამაყად გააცილა საქართველოს სიყვარულში დამაშვრალი თავისი პატრიარქი
ყველამ ჩვენი წილი პატრიარქი დავკარგეთ, - განაცხადა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ლეილა კოლომიკოვმა და პატრიარქის გარდაცვალება სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.
24 მარტი 2026, 17:02
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: ვიდრე განაჩენი დადგებოდა, ხოშტარიას გირაო შესთავაზეს, მაგრამ თავი ჟანა დ'არკად წარმოგვიდგინა, როცა რაღაცას აკეთებს, თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და ოთხი შვილის დედაა
ვიდრე განაჩენი დადგებოდა, მას გირაო შესთავაზეს, მაგრამ თავი ჟანა დ’არკად წარმოგვიდგინა, რომ ამას უკანონო ხელისუფლებისგან არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ, ამას და იმას ვიზამო, თვითდაპატიმრების პირველი ეტაპი მაშინ გამოავლინა, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
24 მარტი 2026, 16:58
პოლიტიკა
კახაბერ ლაბუჩიძე: სახელმწიფო ინსტიტუტების ასეთი ერთიანობითა და პროფესიონალიზმით მუშაობა ქვეყნის სიძლიერის დასტურია
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტი, რომლითაც მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა - პატრიარქის გასვენების ცერემონიის ორგანიზება - უზრუნველყვეს. ასეთი მასშტაბის ღონისძიება მოითხოვდა უზადო კოორდინაციასა და თითოეული დეტალის მაქსიმალური სიზუსტით დაგეგმვას“, - აღნიშნა ლაბუჩიძემ.
24 მარტი 2026, 16:58
პოლიტიკა
გია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას თუ მისი იდეის გამზიარებელ სხვა პოლიტიკურ ფიგურებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, საქართველოში ის ხელისუფლება მოვიდეს, რომელსაც მხარს კონკრეტული ქვეყნების ჯგუფი უჭერს
სამწუხაროა, როცა ოთხი შვილის დედა ჩართულია რევოლუციურ პროცესებში და თავის დანაშაულს არათუ უარყოფს, პირიქით, ამბობს, რომ სწორად მოიქცა და თუ ექნება საშუალება, კიდევ უარესს გააკეთებს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
24 მარტი 2026, 16:58
საზოგადოება
ქეთევან ჭავჭანიძე: უფალმა შეგვაძლებინოს ვიცხოვროთ ისე, როგორც მოგვიწოდებდა ჩვენი პატრიარქი - რწმენით და სიყვარულით
თბილისის საკრებულოს წევრმა ქეთევან ჭავჭანიძემ საკრებულოს სხდომაზე სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო უდიდესი მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალებით როგორც ჩვენი დედაეკლესიისათვის, ასევე მთელი ერისთვის ერთი ეპოქა დასრულდა.
24 მარტი 2026, 16:51
საზოგადოება
შალვა სუთიაშვილი: არაერთხელ მომისმენია პატრიარქის ქადაგება და თხოვნა ემიგრანტებისადმი, რომ საბოლოოდ დაბრუნებულიყვნენ საქართველოში
თბილისის საკრებულოს სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის შესახებ საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, პატრიარქის დიდი სურვილი იყო ემიგრანტები საქართველოში დაბრუნებულიყვნენ.
24 მარტი 2026, 16:50
საზოგადოება
ზაქარია წიკლაური: პატრიარქი არ ყოფილა მხოლოდ ეკლესიის წინამძღვარი - იგი თავად იყო უახლესი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შექმნის თანაავტორი
პატრიარქი არ ყოფილა მხოლოდ ეკლესიის წინამძღვარი - იგი თავად იყო უახლესი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შექმნის თანაავტორი. როცა ქვეყანა უღმერთობისა და შიშის ჩრდილში იყო გახვეული, როცა რწმენა დევნილი იყო და ეკლესიის კარი - ნახევრად დახშული, ზუსტად მაშინ აიღო მისმა უწმინდესობა ჯვარი და წაიყვანა ერი სიბნელიდან სინათლისკენ, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, ზაქარია წიკლაურმა, გააკეთა.
24 მარტი 2026, 16:47
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკის - „Oppenheimer“ -ის უფროს აღმასრულებელ ოფიცერს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის - „Oppenheimer“-ის უფროს აღმასრულებელ ოფიცერ მაქს ლემის.
24 მარტი 2026, 16:24
საზოგადოება
მარიამ გრიგოლიშვილი: დღეს ჩვენი ერთიანობა არის ის ძალა, რომელიც ინახავს ილია მეორის სულიერ მემკვიდრეობას
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა მარიამ გრიგოლიშვილმა საკრებულოს სხდომაზე სრულიად საქართველოს გამოუცხადა სამძიმარი სულიერი მამის გარდაცვალების გამო.
24 მარტი 2026, 16:18
პოლიტიკა
კონსტანტინე ზარნაძე: პატრიარქის გარდაცვალება ეროვნულ ტკივილთან ერთად ყველასთვის პირად ტკივილად აღიქმება, რამაც შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის, ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, პატრიარქის ღვაწლის შესახებ საკუთარი მოსაზრება საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ, გამოთქვა. როგორც მან განაცხადა, ამ დიდმა ტკივილმა გააერთიანა საქართველო.


