01 ნოემბერი 2023, 11:35 / სანდო წყარო

კახა კალაძე: დიდუბის რაიონში შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

კახა კალაძე

კახა კალაძე

დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხიდის რეაბილიტაცია დაპირებულ ვადაში დასრულდა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია კი 2024 წლის იანვარში დასრულდება.

„შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია. ამ პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და მოეწყო სანიაღვრე ცხაურები, ხიდის მდგრადობისთვის მოეწყო ბეტონის გადახურვის ფილა, ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი, აღდგა და განახლდა ხიდზე არსებული ლითონის მოაჯირები, რეაბილიტირდა თაღების დაზიანებული უბნები და პარაპეტები, გაიწმინდა და მოპირკეთდა ფილები, საჰაერო სადენები კი მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. გარდა ამისა, მოეწყო გარე განათების ქსელი, დამონტაჟდა LED ლამპიონები და დეკორატიული მინათებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოძრაობა და გადაადგილება ხიდზე უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი.

„წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება, რომლის შემდეგაც გზის დახაზვის სამუშაოები ჩატარდება. მთლიანობაში წერეთლის გამზირი და შალიკაშვილის სახელობის ხიდი მნიშვნელოვანი სივრცეა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რადგან უმნიშვნელოვანესი დერეფანია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ყველა სიახლე

არჩილ ბერიძე

31 მარტი 2026, 14:21

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ბრძანა პატრიარქმა. ეს არის ის ღირებულებითი სამეული, რომელსაც ემყარება ჩვენი პოლიტიკაც

„ეს არის პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა ჩვენს ისტორიას და ტრადიციას, იმ გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიარა არა მხოლოდ ხმლითა და ფარით, არამედ გონივრული პოლიტიკით, გამოცდილებით და მომავლის ხედვით. ეს არის გზა, რომელიც აერთიანებს რწმენას, სახელმწიფოებრიობას და ადამიანის ღირსებას. სწორედ ამ გზაზე დგას საქართველო დღესაც“, - განაცხადა ბერიძემ.

გიორგი ვოლსკი

31 მარტი 2026, 14:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება

„ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

31 მარტი 2026, 14:20

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ერთ-ერთი ბანკის თანამდებობის პირად გაეცნო და თითქოსდა მაღალი სარგებლის მისაღებად, შესთავაზა მათ საკუთარი თანხები მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე განეთავსებინათ. ამ გზით ბრალდებულმა, დაზარალებულებს პირად ანგარიშებზე 397 760 ლარი ჩაარიცხინა, რასაც თაღლითურად დაეუფლა.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინი

31 მარტი 2026, 14:14

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი 1 აპრილს რუსეთს ეწვევა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 1 აპრილს სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციას ეწვევა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

31 მარტი 2026, 14:14

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ეს იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი ზარი შინაარსიდან გამომდინარე. ჩვენ უფრო მეტს ველით, უფრო დროულად ველით აშშ-ს და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვას

ეს იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი ზარი შინაარსიდან გამომდინარე, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

31 მარტი 2026, 14:14

საზოგადოება

მაია ბითაძე სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის საორგანიზაციო შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ქალაქ თელავში, სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის საორგანიზაციო შეხვედრას დაესწრნენ.

თორნიკე ფაღავა

31 მარტი 2026, 14:09

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: 9 წლიანი მმართველობის, 12 წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის შემდეგ, მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან თუ დაიშლებიან, მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება, განწირულია მარცხისთვის

9 წლიანი მმართველობის, 12 წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული საზოგადოებისთვის, პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა, შესაბამისად მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან ისინი თუ დაიშლებიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

აჩიკო ბერიძე

31 მარტი 2026, 14:08

პოლიტიკა

აჩიკო ბერიძე: ჩვენ ვიცავთ სამშობლოს, რომლის 20% ოკუპირებულია და რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს 2008 წლის ომის ტკივილი - ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეს არ ყოფილა შემთხვევითი, ეს იყო გონივრული პოლიტიკის შედეგი

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, იმ მძიმე და სამგლოვიარო დღეებში, ჩვენ ყველამ ვიხილეთ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სახე. ვიხილეთ არა მხოლოდ გლოვა, არამედ, ერთობა, თანაგრძნობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აჩიკო ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 მარტი 2026, 14:05

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ამოცანა და სურვილია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა იყოს

„საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებში უკვე არის პოზიტიური დინამიკა. ეს ნათლად ჩანს როგორც ვიზიტების გაცვლის, ასევე გუშინდელი ზარის შედეგად. ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთობების აღდგენა გადაიზრდება ურთიერთობების უფრო მეტად გაუმჯობესებაში.ეს ყველაფერი სამუშაო პროცესი უნდა იყოს, რომელიც დროს მოითხოვს. ჩვენი ამოცანა და სურვილია, რომ ქვეყნებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა იყოს“, - განაცხადა სამხარაძემ.

31 მარტი 2026, 14:02

მსოფლიო

მედია: ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ისრაელში რვა ადამიანი დაშავდა

ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

31 მარტი 2026, 13:58

რეგიონი

კვერეთის აღკვეთილში, 14 779 ჰა ფართობზე, საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ზუსტი საზღვრების დადგენა შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის შექმნის შედეგად პარკის საზღვრებში მოექცა.

31 მარტი 2026, 13:58

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით აიძულებდა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.

31 მარტი 2026, 13:52

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ალუდა ღუდუშაური

31 მარტი 2026, 13:52

საზოგადოება

ალუდა ღუდუშაური: უწმინდესმა და უნეტარესმა ეპოქა შექმნა და მისი ამ ქვეყნიდან წასვლითაც კი დაგვიტოვა ყველაზე მთავარი გზავნილი - ერთიანობა, ერის ერთობა ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ

უწმინდესმა და უნეტარესმა ეპოქა შექმნა და მისი ამ ქვეყნიდან წასვლითაც კი დაგვიტოვა ყველაზე მთავარი გზავნილი - ერთიანობა, ერის ერთობა ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის, ბავშვები და ხანდაზმულები, მუხლჩაუხრელად, მრავალი საათი იდგნენ უდიდეს რიგში იმისთვის, რომ პატივი მიეგოთ მათი სულიერი მამისთვის და ეს იყო ერთიანობის ზეიმი, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

31 მარტი 2026, 13:50

საზოგადოება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ არმენ მურადიანს უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

31 მარტი 2026, 13:46

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე და ნინო ვარდოსანიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობენ

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესია გაიხსნა. სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე მონაწილეობენ.

ლევან მაჭავარიანი

31 მარტი 2026, 13:45

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: პატრიარქის ოცნება იყო ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მან შეგვაძლებინა

წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა. საკუთარი ხასიათით, ქცევითა და ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურა და იდენტობაც. ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

გია აბაშიძე

31 მარტი 2026, 13:42

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რას იტყვის უსაშველოთა კლასტერი საქართველოს პრეზიდენტის მეუღლეზე, თამარ ბაგრატიონზე ანდა „აღიარებენ“ თუ არა ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც დუჟმორეული აკაცუკის სირბილი რუსთაველზე

რას იტყვის უსაშველოთა კლასტერი საქართველოს პრეზიდენტის მეუღლეზე, თამარ ბაგრატიონზე ანდა „აღიარებენ“ თუ არა ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც დუჟმორეული აკაცუკის სირბილი რუსთაველზე, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

ირაკლი კირცხალია

31 მარტი 2026, 13:37

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მივმართავ რადიკალურ ძალებს, თქვენ ასრულებთ უცხო ქვეყნების დავალებებს და ატარებთ მათ ინტერესს საქართველოში, ამიტომაც ხართ უსამშობლო აგენტები

„მივმართავ რადიკალურ ძალებს - რაზეც არ უნდა ისაუბროთ, ვისგანაც არ უნდა მიიღოთ დავალებები, გაერთიანების მერამდენე წრეზეც არ უნდა წახვიდეთ, როგორც არ უნდა შეფუთოთ და რა პიარტექნოლოგიაც არ უნდა გამოიყენოთ თქვენი უდღეური, უსუსური, ვითომდა პოლიტიკური ალიანსის ბრენდირებისთვის, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ თქვენ ახალი გაერთიანება კი არა, ისევ ის ძველი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხართ და წარმოადგენთ სისხლიან რეჟიმს, რომელმაც ჩვენს ხალხსა და სამშობლოს არაერთი უბედურება დაატეხა თავს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ზურაბ ქადაგიძე

31 მარტი 2026, 13:37

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საქართველო არ არის და არასდროს იქნება რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო! ჩვენ ვართ ქრისტიანული ცივილიზაციის ის ციხე-გოდოლი, საიდანაც თავად ევროპა იშვა

მილიონობით დოლარი დაიხარჯა იმაში, რომ საპატრიარქო „რუსულ ინსტიტუციად“ მოენათლათ, რომ პატრიარქი დაეკნინებინათ, რომ ახალგაზრდებისთვის რწმენა და ტრადიცია ჩამორჩენილობად ეჩვენებინათ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.