კახა კალაძე: გორგასლის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა ვერ მოხდება იმ ფორმით, როგორც გვინდოდა, რადგან შესაძლოა 360 ასწლოვან ხეს საფრთხე შეექმნას
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აბანოთუბნიდან ბაგრატიონის ძეგლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის შესაბამისი კვლევები ჩატარდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, სპეციალისტების მოსაზრებებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, 360 ასწლოვან ხეს საფრთხე შეექმნას.
„გვქონდა იდეა, რომ კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ჩაგვეტარებინა, აბანოთუბანი-ბაგრატიონის ძეგლის მონაკვეთზე არსებული საავტომობილო გზა მიწის ქვემოთ ჩაგვეტანა, გვირაბები გაგვეკეთებინა, ზემოთ კი რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო. პროექტზე მუშაობა რომ დავიწყეთ, არსებობდა საფრთხე, რომ იქ არსებული ხე-მცენარეები ამას ვერ გაუძლებდა და მათი მოჭრა გახდებოდა საჭირო. შესაბამისად, თბილისის განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკთან ერთად დაიწყო კვლევითი სამუშაოები, თუ რამდენად შესაძლებელი იქნებოდა პროექტის ისე განხორციელება, რომ ხეები არ მოგვეჭრა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, კვლევებით დადგინდა, რომ პროექტი ვერ განხორციელდება იმ ფორმით, რა იდეაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა, თუმცა გორგასლის ქუჩაზე არსებული გზაგამყოფი სრულად რეაბილიტირდება.
„კვლევები ჩატარდა დენდროლოგის, ინჟინრის, გარემოსდაცვის და ტრანსპორტის სპეციალისტის ექსპერტულ მოსაზრებებზე დაყრდნობით და გამოიკვეთა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა საფრთხე შეექმნას, დაახლოებით, 360 ასწლოვან ხეს. მთელი ამ ქუჩის სილამაზე ამ ხეებშია და სწორედ ამიტომ გვინდოდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. მათი უმრავლესობა ზრდასრული ჭადარია. შესაბამისი გამტარიანობის საავტომობილო გვირაბების მოწყობა გამოიწვევს ზრდასრული ჭადრის ხეების დაზიანებას და გზის დავიწროებას, რის შედეგადაც ეს მონაკვეთი ქალაქში არსებულ ნაკადებს ვეღარ გაატარებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროექტის განხორციელება არ არის მიზანშეწონილი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს, როგორც სატრანსპორტო ნაკადების შეფერხება, ისე ასწლოვანი ხეების გახმობის საშიშროება. პროექტის იმ ფორმით განხორციელება ვერ მოხდება, როგორც ჩვენ გვინდოდა, თუმცა იქ არსებული გზაგამყოფი მთლიანად მოწესრიგდება და მაინც ლამაზი სივრცე გამოვა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ყველა სიახლე
23 ივლისი 2026, 23:33
პოლიტიკა
პრეზიდენტი ევროკავშირზე: ჩვენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზად ვართ. დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. როცა ხდება იგნორირება, ზურგშექცევა, არაღიარება და დამამცირებელი დამოკიდებულება, ამას ჩვენ ვერ მივიღებთ. ვერავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ქვეყანა დაამციროს
ჩვენ ნებისმიერი დროს ვართ მზად დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხზე. დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. ორი მხარე უნდა არსებობდეს, მზაობა უნდა არსებობდეს, პატივისცემა უნდა არსებობდეს და შემდეგ უნდა მოხდეს საკითხების დაახლოება. როცა ხდება იგნორირება, ზურგშექცევა, არაღიარება და დამამცირებელი დამოკიდებულება ამას ჩვენ ვერ მივიღებთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.
23 ივლისი 2026, 23:31
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვაწარმოებთ ეროვნულ ინტერესზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული, ღირსეული სახელმწიფო, რომელიც მზად არის ყველა ქვეყანასთან თანასწორობის ფორმატში აწარმოოს პოლიტიკა
ჩვენ ვაწარმოებთ ეროვნულ ინტერესზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მისმა წინამორბედმა ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური გზა აირჩია.
23 ივლისი 2026, 23:15
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: განვიხილავ მასშტაბურ იერიშს, იმაზე დიდს, ვიდრე ოდესმე ყოფილა - გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოს ვარ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლოსაა გადაწყვეტილებასთან, განახორციელოს თუ არა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური თავდასხმა“ - იმაზე უფრო დიდი მასშტაბის, ვიდრე თეირანთან თვეების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დროს უკვე განხორციელებული დარტყმები იყო.
23 ივლისი 2026, 22:47
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ე.წ. პოლიტიკური პატიმარი კიკნაძე, ჩვენი დიდი ოჯახის უახლოეს ადამიანს, დიდ ნოდარ დუმბაძეს მამაჩემის მტრად მოიხსენიებს - ჩემზე კარგად იცის ანუ. რურუები,ჭანკოტაძეები, ბარამიძეები, ღოღობერიძეები,ნაირა გელაშვილები და სხვა პუტჩისტები არ დაგეკარგოთ არსად, იქედნეს ნაშიერებო
ვინმე ე.წ. პოლიტიკური პატიმარი კიკნაძე, ჩვენი დიდი ოჯახის უახლოვეს ადამიანს, დიდ ნოდარ დუმბაძეს მამაჩემის მტრად მოიხსენიებს, ჩემზე კარგად იცის ანუ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
23 ივლისი 2026, 22:43
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: გერმანიაში საქართველოს ელჩის დამტკიცების თემაც როგორი სირცხვილი იქნება, მომავალში ვინმე ნორმალური თუ მოვა გერმანიის ხელისუფლებაში და იმედი მაქვს გაიაზრებს დღევანდელ სიტუაციას, თუ როგორ იქცეოდა გერმანიის ელჩი საქართველოში
ეს თემაც როგორი სირცხვილი იქნება, მომავალში ვინმე ნორმალური თუ მოვა [გერმანიის ხელისუფლებაში] და იმედი მაქვს გაიაზრებს დღევანდელ სიტუაციას, თუ როგორ იქცეოდა არსებული ელჩი და ეს დამოკიდებულება ქვეყანასთან [საქართველოსთან] მიმართებაში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გერმანიის ელჩთან პეტერ ფიშერთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“.
23 ივლისი 2026, 22:41
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილმა მხოლოდ მას შემდეგ გააკრიტიკა ეკა გიგაური, რაც ის მას პირადად შეეხო და ამის გამო თქვა სააკაშვილმა ის, რასაც ჩვენ წლებია ვამბობთ
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ ეკა გიგაურის კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა იმ საკითხებზე დაიწყო საუბარი, რაზეც, მისი თქმით, „ხალხის ძალა“ წლების განმავლობაში ამახვილებდა ყურადღებას.
23 ივლისი 2026, 22:38
მსოფლიო
კაია კალასი: შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე - პუტინს იქ ვურტყამთ, სადაც ყველაზე მეტად ტკივა
შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე - ის მოიცავს ფართომასშტაბურ ზომებს მოსკოვის საფინანსო სისტემის, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ენერგოსექტორის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის საომარ ეკონომიკას ასაზრდოებს, - განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, კაია კალასმა.
23 ივლისი 2026, 22:14
პოლიტიკა
ზერეკიძე სააკაშვილზე: ამ მანიაკის გამოისობით ბავშვობა გამიმწარეს, პრეზიდენტი კაცი გამოდიოდა და როგორც უკანასკნელ კრიმინალს 14 წლის ბავშვს ისე მომიხსენიებდა, ცხოვრება დამიმახინჯეს და ისევ მე მოვყავარ კრიმინალის მაგალითად - არაფერს არ ნანობენ და შანსი რომ მიეცეთ ერთმანეთზე დაგვმარხავენ
ამ მანიაკის გამოისობით ბავშვობა გამიმწარეს, სამაგალითოდ დამსაჯეს ჩემი შეცდომის გამო, კვირაში სამჯერ პრეზიდენტი კაცი გამოდიოდა და როგორც უკანასკნელ დამნაშავეს და კრიმინალს 14 წლის ბავშვს ისე მომიხსენიებდა, მთელი სისტემა ჩემს წინააღმდეგ იყო დაგეშილი, ცხოვრება დამიმახინჯეს, - ამ სიტყვებით ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, სადაც მან ზერეკიძე მოიხსენია, როგორც - „ვერელი თინეიჯერი კრიმინალი“.
23 ივლისი 2026, 21:45
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი: ვითარება ახლო აღმოსავლეთში კონტროლიდან გამოდის
ვითარება ახლო აღმოსავლეთში კონტროლიდან გამოდის, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტპნიუ გუტერეშმა.
23 ივლისი 2026, 21:12
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვის განცხადებით, იგი მხოლოდ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას დათანხმდება
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ თანამდებობებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტის გარდა, სხვა არცერთ შემოთავაზებას არ დათანხმდება.
23 ივლისი 2026, 21:11
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო კანდიდატთა გუნდი ჩინეთშია. მზადება სოლიდარობის თასისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტურნირზე პირველ შეხვედრას ქართველი სპორტსმენები ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ, თბილისის დროით 13:00 საათზე გამართავენ.
23 ივლისი 2026, 20:38
საზოგადოება
თავდასხმა ონისე ოქრიაშვილზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფიზიკური დაპირისპირება იყო მოსაშვილისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზეც. გავრცელებული კადრების მიხედვით, აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავა იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში განმარტავს, რომ ინციდენტის მიზეზი ოქრიაშვილის ერთ-ერთი პოდკასტი და იქ გახმიანებული გზავნილები გახდა.
23 ივლისი 2026, 20:37
ეკონომიკა
საქართველოს ყველაზე მასშტაბური სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი ახალ ეტაპზე გადადის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ყველაზე მასშტაბური სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი ახალ ეტაპზე გადადის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
23 ივლისი 2026, 20:37
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენა, შეურაცხმყოფელი კომენტარები სოციალურ ქსელში და ჯარიმები - სასამართლოებმა რამდენიმე მოქალაქის, მათ შორის ოპოზიციონერი აქტივისტის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები მიიღეს.
23 ივლისი 2026, 20:29
პოლიტიკა
მორიგი დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე - მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსჯავრდებულის უკმაყოფილება ორგანიზაციის იმ ანგარიშმა გამოიწვია, სადაც პოლიტიკური მოტივით დაკავებულთა შორის მისი გვარი ვერ მოხვდა.„ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის რეპუტაციასა და გზავნილებს იწონებდნენ, ახლა კრიტერიუმების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებენ.
23 ივლისი 2026, 20:21
პოლიტიკა
თითქმის 9-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს გერმანიაში ოფიციალურად აკრედიტებული ელჩი ჰყავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირების ფონზე, ქართველი დიპლომატის მთავარი ამოცანა ურთიერთობების გაჯანსაღება და პოზიციების დაცვა იქნება. პარალელურად, თბილისში გერმანიის ახალ ელჩსაც ელოდებიან, რომელიც საქართველოში აგვისტოში ჩამოვა. ნინი გოგიშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში.
23 ივლისი 2026, 20:21
სამართალი
სროლა ვერაზე, რომელსაც 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა - ბრალდებული დაკავებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სასტიკი თავდასხმა ვერაზე, რომელსაც 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა - შანიძისა და ხორავას ქუჩების გადაკვეთაზე ცეცხლი არასრულწლოვანებს გაუხსნეს. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელის აგრესიის მიზეზი ახალგაზრდების ხმამაღალი ლაპარაკი გახდა.
23 ივლისი 2026, 20:14
პოლიტიკა
აზიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ეკონომიკასთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის - საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ სინგაპურში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ირაკლი კობახიძე ქვეყნის პირველ პირებსა და მსოფლიო დონის, გიგანტი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. „ჩანგის“ აეროპორტის მმართველების დაინტერესება ვაზიანის ახალი აეროპორტის პროექტით, ქართველი სტუდენტებისთვის გაჩენილი ახალი სასწავლო და დასაქმების შესაძლებლობები. კიდევ რა კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიეს მხარეებმა და რა სფეროებში გაღრმავდება თანამშრომლობა?
23 ივლისი 2026, 20:01
მსოფლიო
პაველ დუროვი: რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ - მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება, ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წლიურად კვლავ 8%-ით იზრდება
„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს და საქართველოს მთავრობის ბიზნესპოლიტიკასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უსვამს ხაზს.
23 ივლისი 2026, 19:49
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ომის უფლებამოსილების შესახებ რეზოლუცია, რომელიც ტრამპს ავალდებულებს, ამერიკელი სამხედროები ირანში კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანოს
წარმომადგენლთა პალატის წევრებმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები კვლავ ძლიერდება, - წერს გამოცემა POLITICO.


