გიორგი ამილახვარი: დაახლოებით 900 სკოლაა, სადაც ახალი დირექტორი დაინიშნა და ერთ შემთხვევასაც ვერ ასახელებენ, რომ ვინმე არაკვალიფიციური ან ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანი შეირჩა
გიორგი ამილახვარი
ფოტო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დირექტორობის მსურველთა კონკურსის შესახებ ჟურნალისტების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები მიზანმიმართულად ცდილობენ, როგორმე დააზიანონ რეფორმები, რომლებიც წარმატებით ხორციელდება და ავრცელებენ დეზინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე – იქნება ეს მასწავლებელთა ხელფასების მატება, თუ დირექტორობის მსურველთა კონკურსი.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავაკეთე და კიდევ ერთხელ განვმარტავ. დღეს ჩვენი ოპონენტები ხედავენ, რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს, პრობლემებს ვუმკლავდებით და პოზიტივი მოდის სისტემიდან - ბუნებრივია, ახლა მათ სხვა ამოცანა არ ამოძრავებთ, გარდა იმისა, რომ როგორმე დააზიანონ ეს პროცესი. ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე. იქნება ეს ხელფასების მატება, თუ დირექტორობის მსურველთა კონკურსი.
აღსანიშნავია, რომ სკოლების 92%-ში, სადაც კონკურსები ჩატარდა და აპლიკანტებმა შემოიტანეს განცხადებები, სკოლების სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს კანდიდატები. მხოლოდ 8% დარჩა ისეთი, სადაც არ აურჩევიათ.
მე გამიზნულად არცერთი დისკრეცია არ გამომიყენებია, თუმცა ამის სრული, კანონიერი უფლება მაქვს. და ახლა ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ უნდა გამოვიყენოთ დისკრეცია. რისთვის უნდა გამოვიყენოთ? კვალიფიციურმა კომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ წარდგენის უფლება გამოვიყენეთ.
იყო ადგილები სადაც აირჩიეს კანდიდატი, მაგრამ იყო ადგილები, სადაც არ აურჩევიათ. თუ ვინმე არ იქნა წარდგენილი ეს აუცილებლად დასაბუთებულია შესაბამის ოქმებში. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თუ ფიქრობს, რომ მათი უფლება შეილახა.
სიმართლე ერთია - დაახლოებით 900 სკოლაა, სადაც ახალი დირექტორი დაინიშნა და ერთ შემთხვევასაც ვერ ასახელებენ, რომ ვინმე არაკვალიფიციური ან გარკვეული სუბიექტური მიზნებით განმწესებული, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანი შეირჩა.
ბრძენია ხალხი, ბრძენი არიან ჩვენი პედაგოგები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ქმნიან განათლების სისტემას. შესაბამისად, ბუნებრივია, ისინი არასდროს აჰყვებიან ვიწრო ინტერესებზე დაფუძნებულ ცრუ აჟიოტაჟს, რომლის უკანაც შესაძლოა, იყოს გულისწყრომა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, თუ ვინმე თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, ამისთვის არ არის გარკვეული პროტესტები საჭირო, ამისთვის საჭიროა სამართლებრივად მოქმედება.
იმ შემთხვევაში, თუ ამ პროტესტის უკან დგას დიდი პოლიტიკური ამოცანები, მაშინ გასაგებია რატომაც - მათ უნდათ, დააზიანონ ის მასშტაბური რეფორმები, რომლებიც ჩვენ განათლების სისტემაში დავიწყეთ“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
ყველა სიახლე
12 მარტი 2026, 15:38
პოლიტიკა
კახა კალაძე თურქეთისა და ბრაზილიის ელჩებს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში მოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს შეხვდა.
12 მარტი 2026, 15:35
მსოფლიო
ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ დარტყმები მიიტანეს ირანის იმ ბირთვულ ობიექტზე, სადაც რაკეტების წარმოება ხდებოდა
ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ დარტყმები მიიტანეს ირანის იმ ბირთვულ ობიექტზე, სადაც რაკეტების წარმოება ხდებოდა.
12 მარტი 2026, 15:28
სამართალი
შსს: პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი, ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. მომხდარ ფაქტზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
12 მარტი 2026, 14:59
კულტურა
სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის - „მარიამობისთვე 1924" პრემიერა გაიმართა
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სეზონი პრემიერით გაიხსნა. მაყურებელმა ალექსანდრე ქანთარიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "მარიამობისთვე 1924“ იხილა.
12 მარტი 2026, 14:58
რეგიონი
ბათუმის მერმა მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქალაქში მიმდინარე და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ქალაქის კეთილმოწყობასა და საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას.
12 მარტი 2026, 14:48
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს
მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
12 მარტი 2026, 14:44
საზოგადოება
საპატრიარქოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლები ეწვივნენ
საპატრიარქოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების, ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.
12 მარტი 2026, 14:43
მსოფლიო
რადიო „თავისუფლება“: ირანმა მალტის დროშის ქვეშ მცურავ ამერიკულ გემს შეუტია, რომლის ეკიპაჟიც საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება. ისინი არ დაშავებულან
ერთ-ერთი ნავთობტანკერის ეკიპაჟი, რომელსაც ირანი ერაყის ტერიტორიულ წყლებში დაესხა თავს, საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება. ამერიკული კომპანია VISHNU OCEAN CARRIERS LTD-ის კუთვნილი ტანკერის Zephyros კაპიტანმა „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს განუცხადა, რომ ტანკერს ჯერ დისტანციურად მართვადი კატერი დაეჯახა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული, შემდეგ კი მას კამიკაძე-დრონებით შეუტიეს.
12 მარტი 2026, 14:38
რეგიონი
დავით კუბლაშვილი: გადაიკეტა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის მოძრაობა აკრძალული და ველოდებით გეოლოგების დასკვნას
გადაიკეტა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის მოძრაობა აკრძალული და ველოდებით გეოლოგების დასკვნას, - განაცხადა ტყიბულის მერმა დავით კუბლაშვილმა.
12 მარტი 2026, 14:35
რეგიონი
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, სოფელ კურსებში მეწყრის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა მიმდინარეობს
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, სოფელ კურსებში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, დაზარალებულია 38 ოჯახი, 104 მოქალაქე, რომლებიც დროებით ქუთაისსა და ტყიბულში გადაიყვანეს.
12 მარტი 2026, 14:34
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: ხალხი ომით დაიღალა. მათ სურთ მშვიდობა, თუმცა რუსეთთან დათმობებისთვის მზად არ არიან
„ხალხი ომით დაიღალა, რადგან გადარჩენა უწევს, თუმცა ხალხს არ დაუკარგავს ღირსება და საკუთარი თავი. მათ სურთ მშვიდობა, თუმცა რუსეთთან დათმობებისთვის მზად არ არიან. მე ამერიკელებს ვენდობი, რომ ამ ომის დასრულება სურთ. იმედი მაქვს, დაგვეხმარებიან, თუმცა მათ ზეწოლა რუსეთზე უნდა გაზარდონ და არა ჩემზე. ცხადია, ჩვენ გვჭირდება ფული შიდა წარმოებისთვის. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვის, ამიტომ რეალურად კონფლიქტი არა უკრაინასა და უნგრეთს შორის, არამედ ევროპასა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორისაა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბლოკავს სანქციების პოლიტიკას, ფულს, იარაღს, ბლოკავს ევროკავშირში ჩვენს შესვლას. ის რუსეთის ლიდერის მხარეს დგას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
12 მარტი 2026, 14:30
რეგიონი
რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე: სოფელ კურსებში შექმნილია შტაბი, რომელშიც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დავისახოთ სამოქმედო გეგმა
შემუშავდა მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა, რაც ითვალისწინებდა პირველ რიგში ეპიცენტრში მყოფი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციას, - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყერთან დაკავშირებით ადგილზე მიმდინარე სამუშაოებზე.
12 მარტი 2026, 14:30
პოლიტიკა
ბრანისლავ ონდრუში გრეგოროვას მიერ „იმედის“ ჟურნალისტისადმი ნათქვამზე: ასეთი რამის თქმა ევროპარლამენტის წევრს უნდა ეკრძალებოდეს, მითუმეტეს თუ ჩვენ დემოკრატიის სახლი ვართ
ასეთი რამის თქმა ევროპარლამენტის წევრს უნდა ეკრძალებოდეს, მითუმეტეს თუ ჩვენ დემოკრატიის სახლი ვართ, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშა მარკეტა გრიგოროვასთან დაკავშირებით, რომელსაც მიაჩნია, რომ „იმედს“ ევროპარლამენტში მუშაობა აკრძალული უნდა ჰქონდეს.
12 მარტი 2026, 14:28
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე რადიკალების გაერთიანებაზე: სინამდვილეში, ეს არანაირი ალიანსი არ არის. ეს არის ისევ ერთი პარტია, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“
წლების განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ, რომ თითქოს იშლებიან, შემდეგ ერთიანდებიან არჩევნების წინ, შემდეგ ისევ იშლებიან, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ რადიკალების გაერთიანებასთან დაკავშირებით.
12 მარტი 2026, 14:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა, რის შედეგადაც საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე
საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა სახელმწიფოს მხრიდან ომანიდან და საუდის არაბეთიდან, ამის შედეგად საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
12 მარტი 2026, 14:23
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: ეს იყო ლუსტრაცია სწორედ იმ დამოკიდებულებისა, რაც ამ პოლიტიკურ ძალებს უპირველეს ყოვლისა ქართველ ხალხთან აქვთ
„მისასალმებელია, რომ ევროპარლამენტში არიან ჯანსაღი ძალები, რომლებიც სწორედ ამისკენ მოუწოდებდნენ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომ თავი დაენებებინათ იმ მავნე პრაქტიკისთვის, რაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაა და მაქსიმალურად მიეცათ შესაძლებლობა საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რომ მათი სუვერენული ნება განეხორციელებინათ, მათ შორის არჩევნების გზით“, - განაცხადა მახაშვილმა.
12 მარტი 2026, 14:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი
შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
12 მარტი 2026, 14:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გასულ წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1 მლრდ 689 000 მლნ დოლარი, რაც 2024 შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია - 119 მილიონი დოლარით, 7,6%-ით გაუმჯობესდა წლიური მაჩვენებელი
გასულ წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1 მლრდ 689 000 მლნ დოლარი, რაც 2024 შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
12 მარტი 2026, 14:13
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
12 მარტი 2026, 14:13
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა, მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.


