საქპატენტის თავმჯდომარემ 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი „Green star “დააჯილდოვა
ფოტო: საქპატენტი
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ წელს მეცხრედ ჩატარდა. საქპატენტი კონკურსის მუდმივი და აქტიური მხარდამჭერია. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს აჯილდოებს ფინალისტ გუნდებს და უკვე მესამე წელია მონაწილეობს საკონკურსო პროექტების შეფასებასა და გამარჯვებული გუნდების შერჩევაში, - ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებასა და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსის ორგანიზატორია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ზემოაღნიშნულ პროექტს.
21 დეკემბერს კონკურსის დაჯილდოების გალა ცერემონია გაიმართა, სადაც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის წლევანდელი გამარჯვებულები გამოავლინეს.
პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა: მესამე ადგილზე გავიდა გუნდი „Optical Visionaries”, რომელმაც შექმნა რობოტი ოფთალმოლოგი. მოწყობილობა მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას. მეორე ადგილის პრიზიორი გახდა გუნდი „FSTF (From Seeable To Feelable)“. მოსწავლეებმა შექმნეს პორტატიული მოწყობილობა, რომელიც რეალურ დროში ნაბეჭდ ტექსტებს ბრაილის შრიფტში თარგმნის, რითაც ტექსტები უფრო ხელმისაწვდომია უსინათლოთათვის. კონკურსის მთავარი გამარჯვებული გუნდი „TerraTech“ გახდა. გუნდმა შექმნა მაღალ-ტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი, რომელიც მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს.
საქპატენტმა კონკურსის ფინალისტებიდან თავისი რჩეული გუნდი „Green star“ გამოავლინა. გუნდმა კონკურსზე პიეზოკერამიკული წვეთმთვლელი წარმოადგინა. მოწყობილობა ავტომატურად უზრუნველყოფს წვეთების დათვლას დიდი სიზუსტით. მისი დანერგვა შესაძლებელია ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, სადაც აუცილებელია ხსნარში შემავალი კომპონენტების ზუსტი რაოდენობის შერევა, კერძოდ: ფარმაციაში, კულინარიაში, პარფიუმერიაში და ასევე ჰიდროპონიკასა და აეროპონიკაში. გუნდის ინსტრუქტორი გახლავთ დარეჯან ლორთქიფანიძე, ხოლო გუნდის წვერები არიან თბილისის სერვანტესის სახელობის სკოლა-გიმნაზია „აია-GESS-ის“, თბილისის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის, ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის, თბილისის სკოლა მერმისის და სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები.
საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ გუნდის წევრებს - ნიკოლოზ სიხარულიძეს, ეკატერინე ლეჟავას, მაქსიმ ქუცნაშვილს, კესო აბულაძეს და მარიამ ფიფიას საჩუქრად ელექტრონული წიგნები „ Amazon Kindle“გადასცა.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, სადაც დღეისათვის 2000-ზე მეტმა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებმა მიიღეს მონაწილეობა. გუნდებმა წარადგინეს პროექტები STEM დარგების ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: კოსმოსი და ავიაცია, კიბერ-ტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები, რობოტექნიკა.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 14:14
მსოფლიო
POLITICO: ლაიფციგის აეროპორტში კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინეს. ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია საფრთხეშია
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონების აღმოჩენა აჩვენებს, რომ გერმანია „რეალური საფრთხეების წინაშეა“. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 14:14
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
„25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
25 აგვისტო 2026, 14:08
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.
25 აგვისტო 2026, 14:08
სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას მსჯავრდებული არ ესწრებოდა. მან უარი თქვა სასამართლოში გამოცხადებაზე.
25 აგვისტო 2026, 13:47
პოლიტიკა
ვანო ჩხარტიშვილი: „ტერაბანკისა“ და სასტუმრო „ბილტმორის“ გასხვისების პროცესთან ჩემი სახელის დაკავშირება სრულიად უსაფუძვლოა და „ტვ პირველის“ მხრიდან სიცრუის მორიგ ტირაჟირებას წარმოადგენს
„ტვ პირველის“ მიერ ჩემ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. არც „ტერაბანკისა“ და არც სასტუმრო „ბილტმორის“ შესაძლო გასხვისების პროცესში ვყოფილვარ ჩართული, არც შუამავლობა გამიწევია და არც სიუჟეტში დასახელებულ პირებთან მქონია შეხვედრა ამ საკითხზე.
25 აგვისტო 2026, 13:40
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, თუმცა, რეალობა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციები
მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, - ასე ეხმიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველო გაეროში უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას შეუერთდა.
25 აგვისტო 2026, 13:36
მსოფლიო
რუსული მედია: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი Boeing C-17A Globemaster III მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 13:27
ჯანდაცვა
თელავში ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
თელავში, მაისის ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები, თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა.
25 აგვისტო 2026, 13:17
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა.
25 აგვისტო 2026, 13:09
მსოფლიო
Euractiv: სოლიდარობა კიევის ხაზინას ვერ შეავსებს
Euractiv-ის ინფორმაციით, ორშაბათს კიევის სოფიის მოედანზე უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროპის რვა ლიდერი შეიკრიბა. ქალაქისთვის, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსეთის თავდასხმების სამიზნე იყო, მათი ყოფნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი და მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გახდა.
25 აგვისტო 2026, 12:51
კულტურა
ვუდი ალენი ახალ ფილმზე მუშაობს
ოქტომბერში ესპანეთში ვუდი ალენის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებები დაიწყება. Deadline-ის ცნობით, პროექტი „უპირატესად ინგლისურენოვანი“ იქნება. ფილმში მონაწილეობას მიიღებს მსახიობთა „ვარსკვლავური შემადგენლობა“, რომელიც ჯერ ბოლომდე არ დაკომპლექტებულა. ამ ეტაპზე ასევე უცნობია სურათის სახელწოდება და სიუჟეტის დეტალები.
25 აგვისტო 2026, 12:50
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ პარლამენტის წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს, შემდეგ, მათი პატრონების დავალებით, მოკიდეს ხელი თავის ინფრასტრუქტურას და გადაიტანეს ესტონეთში, რაღაც დანგრეულ შენობაში და რას აკეთებენ, კაცმა არ იცის
როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ ამ შენობის [პარლამენტი] წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.
25 აგვისტო 2026, 12:29
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე: ყველა სტუდენტს ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. მჯერა, რომ სტუდენტობის წლებში დაგროვილ გამოცდილებას და ინტელექტუალურ რესურსს მთელი გულით მიუძღვნით ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და წარმატებას!
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს ყველა ახალგაზრდას და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, სტუდენტობის წლებში დაგროვილი გამოცდილება და ინტელექტუალური რესურსი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.
25 აგვისტო 2026, 12:18
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი: ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს - მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში
„განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში“.
25 აგვისტო 2026, 12:16
რეგიონი
ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას" განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდება
27 აგვისტოს ამბროლაურში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“გაიმართება, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი წელს პირველად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ ერთად, ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტია. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 12:14
სამართალი
სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.
25 აგვისტო 2026, 12:13
პოლიტიკა
ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს ცესკოს ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ.
25 აგვისტო 2026, 12:08
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ თავდასხმას ქართველ ხალხზე, რომელიც NGO-ების, მათი პატრონებისა და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა
ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ თავდასხმას ქართველ ხალხზე, რომელიც NGO-ების, მათი პატრონებისა და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
25 აგვისტო 2026, 11:55
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: რომ ვუსმენ ნაირა გელაშვილებს და ლანა ღოღობერიძეებს, ასევე სტაჟიან პუტჩისტებს, სულ ვფიქრობ, რომ მათ ბიძინა ივანიშვილსნაირი სახელმწიფო მოღვაწისებრი ადამიანი, ყოველთვის გაუცხოების საგანი, იყო, არის და იქნება
რომ ვუსმენ ნაირა გელაშვილებს და ლანა ღოღობერიძეებს, ასევე სტაჟიან პუტჩისტებს, სულ ვფიქრობ, რომ მათ და ბუბასებრ გარეწრებს, ბიძინა ივანიშვილსნაირი სახელმწიფო მოღვაწისებრი ადამიანი, ყოველთვის გაუცხოების საგანი, იყო, არის და იქნება, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
25 აგვისტო 2026, 11:48
მსოფლიო
უკრაინის სასამართლომ ზელენსკის ოფისის უფროსის ყოფილ მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით 448 ათასი დოლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილეს ირინა მუდრას კორუფციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 მილიონი გრივნის, ანუ 448 ათასი დოლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


