ნათია სონღულაშვილი: „იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად
ნათია სონღულაშვილი
ფოტო: IMEDI
„იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად, - ასე ეხმიანება „ქრონიკის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია სონღულაშვილი „ტელეიმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომლის თამარ შარიქაძის განცხადებას.
„სამწუხაროა, რომ ახალ სამსახურში პიარი ყოფილი თანაგუნდელების შეურაცხყოფით გადაწყვიტა. „იმედში“ ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ყველაზე ნაკლებად იმსახურებენ ასეთ დამოკიდებულებას.
აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ტელეკომპანიაში ისედაც არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად. უფრო ღრმად ნამდვილად არ ვაპირებ ამ თემაში შესვლას“, - აცხადებს ნათია სონღულაშვილი.
ამასთან, „ქრონიკის“ პროდიუსერი ქეთი ლაცაბიძე კი წერს, რომ სიმართლის თქმა წახალისება არაა. „ნაცებს იმედზე არ “ათეთრებენ”. ძალადობას გმობს ყველა. სხვა სამსახურისთვის საბაბი არ უნდა ეძებო. საკითხის ჰეროიკულ პატერნზე გადაყვანა კომედიას უფრო ემსგავსება. დაბოლოს, თუ მიდიხარ, მაშინ ღირსეულად წასვლაც უნდა შეგეძლოს ისე, რომ შენი კოლეგების მიმართ ტალახი არ ისროლო. ეს არის შენს მიმართ ჩემი პირველი და ბოლო კომენტარი“, - წერს თამარ შარიქაძის პოსტის პასუხად ქეთი ლაცაბიძე.
ყველა სიახლე
01 ივლისი 2026, 18:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი - სხვადასხვა მიმართულებით საქართველომ უნდა განავითაროს ურთიერთობები, საქართველოს სჭირდება პარტნიორობები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალთან, სხვადასხვა სისტემასთან და ქვეყნებთან
საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ეს რა გზაჯვარედინია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
01 ივლისი 2026, 18:00
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
01 ივლისი 2026, 17:58
მსოფლიო
კირ სტარმერი: ძალიან ვამაყობ, რომ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს
დიდი ბრიტანეთის გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს იმით, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პარლამენტი, სადაც ლგბტქ+ თემის ყველაზე მეტი წარმომადგენელია.
01 ივლისი 2026, 17:50
მსოფლიო
Reuters: რუსეთი საწვავის დეფიციტის გამო ინდოეთიდან ბენზინის იმპორტს იწყებს
რუსეთმა ინდოეთიდან საზღვაო გზით ბენზინის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 17:35
კულტურა
კანადა 2027 წლის ევროვიზიაში მიიღებს მონაწილეობას
კანადისთვის გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი CBC/Radio-Canada ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) სრულუფლებიანი წევრი გახდა. აქამდე მას მხოლოდ ასოცირებული წევრის სტატუსი ჰქონდა.
01 ივლისი 2026, 17:30
სამართალი
სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის სასამართლოებმა რამდენიმე საქმე განიხილეს
საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ ქარჩავას საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის, ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ოთხი ათასი ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.
01 ივლისი 2026, 17:24
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში უკრაინის რადის მიერ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ მიღებულ კანონს ესკალაციური ნაბიჯი უწოდეს
პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის ადმინისტრაცია უკრაინის უმაღლესი რადის მიერ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ მიღებულ კანონს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ესკალაციური ნაბიჯი.
01 ივლისი 2026, 17:24
სამართალი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მალანია დააკავეს
„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მალანია დააკავეს.
01 ივლისი 2026, 17:18
პოლიტიკა
თეა წულუკიანი „ლელოს“ წევრს „ქართული ოცნების“ დეპუტატის შეურაცხყოფაზე: ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი
„ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი „ლელოს“ წევრის მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
01 ივლისი 2026, 17:10
რეგიონი
რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
რუსთავში, კიდევ ერთი სრულად რეაბილიტირებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა. N31 საბავშვო ბაღმა, სააღმზრდელო პროცესი დღეიდან, საზაფხულო ბაღში აღსაზრდელების მიღებით დაიწყო.
01 ივლისი 2026, 17:09
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „ლელოს“ წევრს „ქართული ოცნების“ დეპუტატის შეურაცხყოფაზე: პარტიისთვის, რომელიც კოალიციაშია „ნაცმოძრაობასთან“, რომელიც ეხვეწებოდა ბრიუსელს საქართველოს დასანქცირებას, რა თქმა უნდა, მორალური საზღვრები არ არსებობს. ბატონ თაზოს კი ვუსურვებ, რომ მთელი მისი აგენტურული პარტიის შემადგენლობას საქართველოსთვის იმის ნახევარი მაინც გაეკეთებინოს, რაც ბატონმა თენგიზმა უკვე მოახერხა
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ტვ პირველის“ ეთერში „ლელოს“ წევრის განცხადებას ეხმაურება.
01 ივლისი 2026, 17:08
ჯანდაცვა
როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან - სპეციალისტების რეკომენდაციები
თბილი თვეების დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი საშიში ინფექციების, მათ შორის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებისა და ლაიმის დაავადების რისკი მკვეთრად იზრდება. ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად, სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავებ, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
01 ივლისი 2026, 17:04
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სარფი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 16:56
მსოფლიო
მოლდოვაში პოლიტიკური სკანდალია. სანდუს ახლო ნათესავი სახელმწიფო უწყებაში მუშაობისთვის თვეში 6 ათას ევროს ხელფასის სახით იღებდა
მოლდოვაში პოლიტიკური სკანდალი აგორდა. მოლდავური მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტის მაია სანდუს ახლო ნათესავი სახელმწიფო კომპანიაში იყო დასაქმებული და თვეში ხელფასის სახით 6 ათას ევროს იღებდა.
01 ივლისი 2026, 16:41
პოლიტიკა
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 67-ე გენერალური ასამბლეა ჩატარდა, რომლის მთავარ თემას - „ხელოვნური ინტელექტის როლი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით: ინოვაცია, დაკავშირებადობა და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში“ წარმოადგენდა.
01 ივლისი 2026, 16:13
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა
01 ივლისი 2026, 16:10
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ ბრეტ რობინსონს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციასთან მრავალწლიან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რასაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში გამართვაც ადასტურებს. მთავრობის მეთაურმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელების მზადყოფნა დაუდასტურა.
01 ივლისი 2026, 16:06
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა.
01 ივლისი 2026, 15:46
თავდაცვა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIBS) 10 წლის იუბილე აღნიშნა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIBS) 10 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 15:37
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: მინდა მოვუწოდო ვარდენ მაჭავარიანს, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში
ვარდენ მაჭავარიანს ვიდეო ჩაუწერია და არ მინდა ეს „პატარა ნაციონალი“ უპასუხოდ დავტოვო. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო მას, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში. ჩვენს ქვეყანას უამრავი ნათელი ახალგაზრდა ჰყავს, რომლებსაც მთავარ მიზნად ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება აქვს დასახული, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი.


