ქველმოქმედება და განათლების მხარდაჭერა – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გზა
ზურაბ კერვალიშვილი
ფოტო: ფოტო: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი
ქველმოქმედება და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დღეს მსოფლიოში. კომპანიები და კერძო მეცენატები თავიანთი შემოსავლის ნაწილს საზოგადოებრივი სიკეთისთვის ხარჯავენ. საქართველოში მეცენატობის მდიდარი ტრადიცია ოდითგანვე არსებობდა – ქართველი ქველმოქმედები მუდმივად ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ ახალგაზრდებისთვის, აფინანსებდნენ განათლებას და ამით მომავალი თაობის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდათ.
არაერთი ორგანიზაცია და ადამიანი უანგაროდ დებს თავის რესურსებს ქვეყნის მომავალში. ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ორგანიზაცია ამ მიმართულებით გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია, რომელიც 2017 წელს ინნა გუდავაძემ დააარსა. ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას - განათლების საერთო ხარისხის ამაღლებასა და განათლების ყველასთვის ხელმისაწვდომის გაზრდას. ფონდის არსებობის მოკლე დროის მანძილზე გპფ-ს მიერ 5.5 მილიონ ლარზე მეტი გაიღო საგანმანათლებლო პროექტებში.
ფონდის საქმიანობას ზურაბ კერვალიშვილი ხელმძღვანელობს. მისი გუნდი ერთგულად ემსახურება იდეას, რომ განათლება იყოს ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მთავარი საფუძველი. ფონდის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტები მიზნად ისახავს ქვეყნის განათლების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას.
ფონდის საგანმანათლებლო პროექტები
გპფ-ს მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივაა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“, რომელიც გამოარჩევს ისეთ პედაგოგებს, რომლებიც ცოდნის სამყაროსთან აზიარებენ მოსწავლეებს, მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაში უწყობენ ხელს და ქვეყნის პატრიოტ მომავალს ზრდიან. ეს ერთგვარი მადლიერების ჟესტია ფონდის მხრიდან პედაგოგების მიმართ, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან საკუთარ საქმეს, დაუფასდეთ შრომა და საქმის სიყვარული.
ფონდი ასევე მხარს უჭერს „პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს“, რომელიც პოპულარიზაციას უწევს პროფესიულ განათლებას და ყოველწლიურად გამოავლენს საუკეთესო სტუდენტებს, მასწავლებლებს, სასწავლო პროგრამას, კოლეჯსა და ბიზნეს პარტნიორს. ამ პროექტის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და იმ სტუდენტების მხარდაჭერა, რომლებიც მოტივაციას აძლევენ სხვებსაც. პროფესიული განათლებას მნიშვნელოვანი როლი უკავია ღირსეული დასაქმებისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანია ფონდისათვისაც.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დებატების კულტურის განვითარება – ფონდი მეხუთე წელია აფინანსებს პროექტს, რომელიც სკოლებში და უნივერსიტეტებში დებატების ხელოვნებას ავითარებს. ამ პროცესში მოსწავლეები უკვე სკოლის ასაკიდან იძენენ სრულიად ახალ უნარებსა და კულტურას: სწავლობენ ანალიტიკურ აზროვნებას, საკუთარი აზრის გამოხატვას, გუნდურად მუშაობას, სხვისი აზრის მოსმენას და დაფასებას, პრიორიტეტების მართვას და სხვ. თავის მხრივ, ეს პედაგოგებისთვისაც გამოწვევაა, მეტი ახალი ცოდნა და უნარი შეიძინონ და გაუზიარონ ახალ თაობას და დებატ-კლუბები აქციონ არაფორმალური განათლებისა და შემეცნების კერად.
სიახლეა უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „ფსიქო-ემოციური უნარების სწავლება“. მისი მიზანია, რომ მომავალმა პედაგოგებმა ისწავლონ საკუთარი ემოციების მართვა და გამოიყენონ ეს უნარები მოსწავლეებთან ურთიერთობისას. ამ ეტაპზე პროექტში 6 უმაღლესი სასწავლებლის განათლების ფაკულტეტი იღებს მონაწილეობას, სადაც ეს პროგრამა ინერგება, როგორც არჩევითი საგანი. სწორედ აქ მომავალი პედაგოგები მიიღებენ იმ ცოდნას, რაც დასჭირდებათ პროფესიულ საქმიანობაში და ახალი, ჯანსაღი თაობის აღზრდის პროცესში. საქმიანობის დაწყებიდან დღემდე ფონდის მიერ 50-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა. მათ შორისაა: მეცხოველეობის პროფესიული სასწავლო პროგრამების დანერგვა რაჭაში, ქართული ენის სწავლების გაძლიერება ეთნიკურ უმცირესობებსა და ლტოლვილებში, პროფესიული გაერთიანებების მხარდაჭერა, მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნა და დანერგვა.
ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი მდგრადობაა – ყველა პროექტი ისე იგეგმება, რომ მისგან მიღებული სარგებელი საშუალო და გრძელვადიანად აისახოს განათლების სისტემაზე და არ იყოს მხოლოდ მყისიერ ეფექტზე გათვლილი.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი თავის ინიციატივით ახორციელებს „მომავალი პედაგოგის“ სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც რეგიონული უნივერსიტეტების საუკეთესო სტუდენტებს აფინანსებს. პროგრამა ახალგაზრდებს მოტივაციას აძლევს, დაინტერესდნენ მასწავლებლის პროფესიით და მათი მაღალი აკადემიური მოსწრება და სოციალური აქტიურობა დააჯილდოოს. თუმცა, მხარდაჭერა მხოლოდ სტიპენდიით არ შემოიფარგლება – ფონდი აქტიურად ადევნებს თვალს სტუდენტების აკადემიურ და კარიერულ განვითარებას, მათ ჩართულობას სასწავლო აქტივობებში, პრაქტიკაში და საბოლოოდ, მათი დასაქმების პროცესში.
„ეს პროექტი ჩვენი ინიციატივით შეიქმნა და უკვე ვხედავთ მის შედეგს – ერთის მხრივ, გაიზარდა დაინტერესება განათლების ფაკულტეტების მიმართ, გაიზარდა სურვილი სტუდენტების მხრიდან უკეთ ისწავლონ და მეორეს მხრივ, ფონდის გუშინდელი სტიპენდიატები, დღეს უკვე ახალგაზრდა პედაგოგები, წარმატებით ასწავლიან საჯარო სკოლებში, ახალ თაობას ზრდიან და ინოვაციურ მიდგომებს ნერგავენ.“ – ამბობს ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი.
ფონდის პარტნიორები და მომავალი გეგმები
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოაყალიბა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებთანაც ფონდი სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობს ან პარტნიორობს. მათ შორის: ათასწლეულის ფონდი, საქართველოს დებატების ინსტიტუტი, კოალიცია განათლებისთვის, ბლაუნშტაინ ედუ, მასწავლებლის სახლი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდი, UNDP, UNHCR, USAID, MCA-Georgia, ისრაელისა და შვეიცარიის საელჩო, Konrad Adenauer Stiftung, World Vision, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, და სხვა კერძო თუ საჯარო ორგანიზაციები.
2025 წელს ფონდი გაგრძელებს განათლების მხარდაჭერას - მასწავლებლის როლის წარმოჩენას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, მომავალი პედაგოგებისთვის დაგეგმილ პროექტებში წვლილის შეტანას, ახალი სასწავლო რესურსებსა და პროგრამების შექმნას, საგანმანათლებლო ინიციატივებში და სისტემური პრობლემების მოგვარებაში ჩართულობას; და ზოგადად ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლის მიზანიცაა განათლების სისტემის მხარდაჭერა და გაძლიერება.
„ჩვენი მიზანია, განათლების სფეროში მეტი ახალგაზრდისთვის შეიქმნას უკეთესი სასწავლო გარემო, შეიქმნას მეტი შესაძლებლობა. ეს მხოლოდ ფონდის მისია კი არა, მთელი ქვეყნის პასუხისმგებლობაცაა. ქალბატონი ინნა გუდავაძის სურვილი სწორედ ეს არის – მისი ქველმოქმედება განათლებულ თაობის ჩამოყალიბებას მოხმარდეს. ყოველ ახალ პროექტში ვხედავთ, როგორ ცვლის ცოდნა ადამიანების ცხოვრებას და ამით ჩვენი მისიის წარმატებაშიც ვრწმუნდებით“, - დასძენს თავის მხრივ საქმეზე შეყვარებული ფონდის დირექტორი.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი რჩება ერთგული საქართველოს განათლების განვითარებისა და მასწავლებლის როლის გაძლიერების. მისი პროექტები არა მხოლოდ ახალგაზრდებს აძლევს ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ ცვლილებების რეალურ შესაძლებლობებს ქმნის. ფონდი ქვეყნის განათლებულ მომავალში ინვესტირებას აგრძელებს – რადგან განათლებული საზოგადოება ძლიერი სახელმწიფოს მთავარი საფუძველია.
ყველა სიახლე
05 ოქტომბერი 2026, 12:12
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ანანიძის თქმით, როდესაც მსჯავრდებული გადაჰყავთ დეესკალაციის საკანში, გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს. ის ასევე აღნიშნავს, რომ კადრების დათვალიერებასთან დაკავშირებით იზიარებს სახალხო დამცველის პირველად პოზიციას.
05 ოქტომბერი 2026, 12:12
მსოფლიო
ჰავაიზე ცნობილი ჰოლეის ზღვის თაღი ჩამოინგრა
ჰავაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა მრავალწლიანი გეოლოგიური პროცესის შედეგად საბოლოოდ ჩამოინგრა. პარკში განაცხადეს, რომ თაღის ორივე მხარეს მდებარე სანაპირო ზოლი არასტაბილურობის ნიშნებს წლების განმავლობაში ავლენდა. კლდეები სერიოზულად დაზიანდა 2018 წელს, ვულკან კილაუეის ამოფრქვევის დროს მომხდარი მიწისძვრების შედეგად. მოგვიანებით ახალი ბზარები და არამდგრადი ქანების უბნები გამოვლინდა, რის გამოც 2020 წელს პარკის ხელმძღვანელობამ გადასახედი მოედანი დახურა, რომელიც უფსკრულის კიდესთან უფრო ახლოს მდებარეობდა.
05 ოქტომბერი 2026, 12:06
საზოგადოება
Wealth & Finance International-მა საქართველოს საპენსიო ფონდი Investment Excellence Awards 2026-ის გამარჯვებულად დაასახელა
საქართველოს საპენსიო ფონდმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: ბრიტანულმა ფინანსურმა გამოცემა Wealth & Finance International-მა ფონდი Investment Excellence Awards 2026-ის გამარჯვებულად დაასახელა და ჯილდო - Excellence in Pension Fund Investment Performance 2026 - Europe მიანიჭა.
05 ოქტომბერი 2026, 12:04
საზოგადოება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებს 2027 წლის 1 იანვრამდე მიიღებენ.
05 ოქტომბერი 2026, 11:48
საზოგადოება
2026 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ ჩადენილ ქმედებებს აპროტესტებდნენ
2026 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ ჩადენილ ქმედებებს აპროტესტებდნენ, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
05 ოქტომბერი 2026, 11:46
მსოფლიო
Financial Times: ესტონეთს, „აქტიური თავდაცვის“ პროგრამის ფარგლებში, ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავს
გარდა ამისა, ნარვაში შენდება ახალი სამხედრო ბაზა, რომელიც 1000 სამხედრო მოსამსახურისთვისაა გათვალისწინებული. სავარაუდოდ, 200 სამხედრო იქ მუდმივ საფუძველზე განლაგდება, კიდევ 800 ადამიანის მიღებას ბაზა საზღვარზე კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში შეძლებს.
05 ოქტომბერი 2026, 11:31
საზოგადოება
გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც 3 თვის განმავლობაში სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
05 ოქტომბერი 2026, 11:31
მსოფლიო
ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა
„დღეს დილით მივიღე გადაწყვეტილება, მოვიწვიო მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა პარლამენტის დაშლისა და საყოველთაო არჩევნების დანიშვნის მიზნით, რომლებიც კანონით დადგენილ ვადებში კვირას, 29 ნოემბერს გაიმართება“, - განაცხადა მან.
05 ოქტომბერი 2026, 11:21
მსოფლიო
აბას არაღჩი: თუ ჩვენი მტრები კვლავ სამხედრო დაპირისპირების გზას აირჩევენ, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება და თავს კიდევ უფრო დიდი ძალებით დავიცავთ
„თუ ჩვენი მტრები კვლავ სამხედრო დაპირისპირების გზას აირჩევენ, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება და თავს კიდევ უფრო დიდი ძალებით დავიცავთ. სამხედრო გამოსავალი არ არსებობს და არც სანქციებზე დაფუძნებული გამოსავალი არსებობს. კონფლიქტის დასრულება მხოლოდ სამართლიანობასა და თანასწორობაზე დაფუძნებული მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი“, - განაცხადა არაღჩიმ.
05 ოქტომბერი 2026, 11:17
მსოფლიო
ალექსანდრ სტუბი: უკრაინის არმია თანამედროვე სამხედრო ძალაა, რომელიც დღეს ევროპაში ბუფერულ ზონას და ბარიერს წარმოადგენს რუსული აგრესიის პოტენციალის წინააღმდეგ
„უკრაინის არმია თანამედროვე სამხედრო ძალაა, რომელიც დღეს ევროპაში ბუფერულ ზონას და ბარიერს წარმოადგენს რუსული აგრესიის პოტენციალის წინააღმდეგ“, - განაცხადა სტუბმა.
05 ოქტომბერი 2026, 11:15
სამართალი
იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და აღკვეთილია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი.
05 ოქტომბერი 2026, 11:14
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაზე: ამ აქციამ გამოიწვია სრული კრახი ოპოზიციისა, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ისეთი არასწორი კურსით მიდიოდნენ, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. მათ ეგონათ, რომ ეს ხელისუფლება ძალიან სუსტი იყო, ერთი ხელის კვრაღა იყო დარჩენილი და ყველაფერი დამთავრდებოდა
ამ აქციამ გამოიწვია სრული კრახი ოპოზიციისა, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ისეთი არასწორი კურსით მიდიოდნენ, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით.
05 ოქტომბერი 2026, 11:14
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ მცირერიცხოვანი აქცია და ნანუკა ჟორჟოლიანის ქმედება პარტიაში დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდა. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ჟორჟოლიანით იმედგაცრუებულია, რადგან ის სააკაშვილისთვის გამართულ აქციაზე არ მივიდა
„ნაციონალური მოძრაობის“ მცირერიცხოვანი აქცია და ნანუკა ჟორჟოლიანის ქმედება პარტიაში დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდა. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ჟორჟოლიანით იმედგაცრუებულია, რადგან ის სააკაშვილისთვის გამართულ აქციაზე არ მივიდა. სააკაშვილის გზავნილი კი ჟორჟოლიანს გიული ალასანიამ გადასცა, რომელმაც თავის მხრივ ჟორჟოლიანი მწვავედ გააკრიტიკა.
05 ოქტომბერი 2026, 11:13
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 51%-ზე მეტი მწყობრიდან არის გამოსული
„ნავთობის ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს მტრის ეკონომიკას, ასევე მის შესაძლებლობას, განახორციელოს აგრესია და მოამარაგოს საკუთარი სამხედრო დანაყოფები. ჩვენი ღრმა დარტყმები ომს რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
05 ოქტომბერი 2026, 11:08
მსოფლიო
რუსეთის იერიშს ხარკოვში მსხვერპლი მოჰყვა
ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.
05 ოქტომბერი 2026, 11:06
პოლიტიკა
„ქრონიკამ“ კითხვით მიმართა „ალდეს“, როდესაც კანონმდებლობის აღსრულების საფუძველზე მიზნობრივი სანქციების დაწესებას ითხოვენ, ხომ არ უგულებელყოფენ საქართველოს არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც უცხოურ გრანტებსა და დაფინანსებას არეგულირებს და ამ ნაბიჯით ხომ არ დასტურდება, რომ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ფონდებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ
„ალდეს“ პარტიისა და ევროპის ლიბერალური ფორუმის პრეზიდენტები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებენ. საუბარია სანქციების დაწესებაზე, მიზეზი კი გერმანული ფონდების დახურვა გახდა.
05 ოქტომბერი 2026, 11:03
საზოგადოება
აგრარულ სფეროში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ასევე იმუშავებენ აგრარული სფეროს შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდისა და პროფესიული არჩევანისთვის საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით.
05 ოქტომბერი 2026, 11:01
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: როდესაც ოპოზიცია ქუჩაში გამოსვლის საიუბილეო თარიღისთვის ემზადება, სახელმწიფო დღის წესრიგი ცდილობს განსაზღვროს, რომელი პორტებით, გზებით და ციფრული სისტემებით დააკავშიროს საქართველო რეგიონულ ეკონომიკას
ქვეყნის მომავალი განვითარების კონტექსტში ოპოზიციისა და ხელისუფლების დღის წესრიგის განსაზღვრას ეხება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის ვრცელი პოსტი. როგორც ის აღნიშნავს, თუ ოპოზიციისთვის მიზანი დესტრუქციაა, ხელისუფლება ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული.
05 ოქტომბერი 2026, 10:52
პოლიტიკა
ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია
პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა.
05 ოქტომბერი 2026, 10:34
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.


