ანრი ოხანაშვილი: მმართველ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება სუსის უფროსის თანამდებობის დატოვებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობის დაკავების შესახებ
ანრი ოხანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ აღნიშნულია ოხანაშვილის განცხადებაში, რომელიც სუსმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.
„მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მმართველ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობის დაკავების შესახებ.
2016 წლიდან შევუერთდი მმართველ გუნდს, სადაც 8 წლის განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდისაპარლამენტო ცხოვრებაში, ხოლო მოგვიანებით იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე განვაგრძე საქმიანობა.
სახელმწიფო სამსახურში ჩემი 9-წლიანი საქმიანობა იყო საკმაოდ შრომატევადი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით სავსე. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას. მიხარია, რომ მმართველ გუნდთან ერთად,საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და გაძლიერებაში.
მსურს, მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებული მადლიერება მსურს გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურსაქმიანობაში ჩემდამი გამოცხადებული დიდი ნდობისა და მუდმივი გულშემატკივრობისთვის.
როგორც უკვე განვაცხადე, საქმიანობას გავაგრძელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს ამ შესაძლებლობისთვის.
დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოება ახალი გამოწვევების წინაშეა, რაც განსაკუთრებულ გავლენას ახდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობისთვის აღნიშნული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებასადა საპასუხო ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ცოდნა დამეხმარებაწარმატებით გავართვა თავი ანალიტიკურ საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
ამავე დროს, ვრჩები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულგულშემატკივრად. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო სამსახურის პირად შემადგენლობას ამ მოკლე დროში მნიშვნელოვანი ერთობლივი წარმატებული საქმიანობისთვის.
წარმატებას ვუსურვებ სამსახურის მომავალ ხელმძღვანელს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა სიახლე
31 მაისი 2026, 17:14
მსოფლიო
NYT: თეთრ სახლში ვენსს სოციალური ქსელების გამოყენებისგან თავის შეკავება ურჩიეს
გამოცემის ინფორმაციით, ვენსი ხშირად შედის პოლემიკაში კრიტიკოსებთან სოციალურ ქსელში, რაც მისი თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევა. გაზეთი წერს, რომ ოფიციალური შეხვედრების დროს ვენსი ასევე ხშირად ათვალიერებს ტელეფონს და სოციალური ქსელებით სარგებლობს.
31 მაისი 2026, 17:03
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანზე: ფეიკ ნიუსები ალბათ მათი ყველაზე დიდი აქტივია
„მათ სამხედრო ძალა აღარ აქვთ. ერთადერთი, რაც დარჩათ, კარგი ლაპარაკი და ფეიკმედიაა. ფეიკ ნიუსები ალბათ მათი ყველაზე დიდი აქტივია“, - განაცხადა ტრამპმა.
31 მაისი 2026, 16:50
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო
პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო და სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.
31 მაისი 2026, 16:18
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა მორიგებით დასრულებული საქმეების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აღსრულების პოლიციის საქმიანობის მთავარი მიზანი მხოლოდ სამართლებრივი დავების სწრაფად და ეფექტიანად დასრულება არ არის – პრიორიტეტს მხარეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა და შეთანხმების საფუძველზე შედეგის მიღწევა წარმოადგენს.
31 მაისი 2026, 15:30
მსოფლიო
ისრაელის ჯარმა სამხრეთ ლიბანში ბოფორის სტრატეგიული ციხესიმაგრე დაიკავა
ისრაელის მედიის ცნობით, 30 მაისს დაფიქსირდა „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური დაბომბვა აპრილში ზავის დადების შემდეგ, რამაც რეგიონში სკოლების დახურვა და შეზღუდვების დაწესება გამოიწვია.
31 მაისი 2026, 15:08
მსოფლიო
„პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ არეულობის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 57 პოლიციელია
შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, 8 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. პარიზში არეულობის აღსაკვეთად, რამაც ავტობუსების, მატარებლებისა და რკინიგზის მიმოსვლა შეაფერხა, ათასობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული.
31 მაისი 2026, 14:58
მსოფლიო
Axios: ტრამპმა ირანთან უკვე შეთანხმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა
„გარიგება შედგება. რამდენად მალე მოხდება ეს, ვნახავთ. ჩვენ მზად ვართ მოვიცადოთ, რათა პრეზიდენტმა მიიღოს ის, რასაც ითხოვს. ამას შესაძლოა ერთი კვირა დასჭირდეს. შესაძლოა ნაკლები, შესაძლოა მეტიც. იმედი გვაქვს, რომ კვირის ბოლოსთვის რაღაც ხელშესახები გვექნება“, - განაცხადა ამერიკელმა წყარომ.
31 მაისი 2026, 14:52
მსოფლიო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა აჭარაში დაგეგმილი პროექტები განიხილეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და განვითარების პრიორიტეტები განიხილეს; აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, აჭარის მთავრობისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს ბათუმის სანაპირო ზოლი და მიმოიხილეს ზღვისპირა ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები.
31 მაისი 2026, 14:51
მსოფლიო
ტრამპი: ამერიკის სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, რომელთაგანაც არც ერთს ჩაუტარებია ასეთი რთული კოგნიტური ტესტი, მე 30-დან იდეალური 30 ქულა მივიღე, რაც უაღრესად მაღალ ინტელექტზე მეტყველებს
დონალდ ტრამპის განცხადებით, ის სრულიად ჯანმრთელია. თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ გეგმური სამედიცინო შემოწმება გაიარა და კოგნიტური ტესტიც წარმატებით ჩააბარა.
31 მაისი 2026, 14:50
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა მოიგო
ბრძოლის დასრულების შემდეგ დვალიშვილმა ოლიმპიურ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოსთან დაპირისპირების სურვილი გამოთქვა. გუშინდელ ღონისძიებაზე კიდევ ერთი ქართველი გივი მაჭარაშვილი გამოვიდა და კაილ სნეიდერთან დამარცხდა.
31 მაისი 2026, 14:40
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების მშვიდი ძილი დასრულდა. ნატო-ში ყველამ საბოლოოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტებისა და სიტყვების სერიოზულად მიღება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რუმინეთში რუსული დრონის შეჭრასა და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება. დონალდ ტუსკის თქმით, ნატოს წევრებმა რუსეთის მხრიდან პროვოკაციები და მუქარის შემცველი განცხადებები სერიოზულად უნდა მიიღონ.
31 მაისი 2026, 14:35
მსოფლიო
მეტე ფრედერიქსენი: დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთიდან აგრესიის ახალი ტალღა გველოდება
„სამწუხაროდ, ასეთი სცენარი შესაძლებელია. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ზუსტად როგორ და სად შეიძლება გამწვავდეს ვითარება. ასევე, არ ვიცი, კონკრეტულად რის წინაშე დავდგებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთიდან აგრესიის ახალი ტალღა გველოდება. ვფიქრობ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ - უკრაინას ყველა შესაძლო საშუალებით და ნებისმიერ ფასად უნდა დავუჭიროთ მხარი“, - განაცხადა დანიის პრემიერმა.
31 მაისი 2026, 14:31
საზოგადოება
სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
დღეს სულთმოფენობაა - ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში მწვანე ბალახსა და ყვავილებს აფენენ, ტრადიცია ძველი აღთქმიდან მოდის.
31 მაისი 2026, 14:29
საზოგადოება
მთაწმინდის პარკში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება
დღეს და ხვალ - 1 ივნისს 12:00-დან 22:00 საათამდე სტუმრებს დახვდებათ კონცერტები, ანიმატორების წარმოდგენები, დრამერებისა და ილუზიონისტის შოუ, სახალისო თამაშები, პარტნიორი კომპანიების მიერ მოწყობილი სპეციალური სივრცეები, კულტურული და შემეცნებითი პროგრამები.
31 მაისი 2026, 14:25
საზოგადოება
„თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში გამწვანების აქცია და მედია ტური გაიმართა - ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი დასრულების ეტაპზეა
„თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში გამწვანების აქცია და მედია ტური მოეწყო. ჟურნალისტები ადგილზე გაეცნენ შესრულებულ სამუშაოებს. ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი დასრულების ეტაპზეა. თბილისის მასშტაბით უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი. განახლდა და მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები. გაკეთდა 4 ახალი ჭაბურღილი, რომელიც ტერიტორიას სარწყავი სისტემით ამარაგებს.
31 მაისი 2026, 14:20
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ბაჩო ახალაია სადისტური რეჟიმის ერთ-ერთი თანაშემოქმედია. საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის
სანთლით მოძებნა არ დასჭირდებათ, რადგან ასეთი ადამიანები სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრია. ჩვენ გვახსოვს 2012 წლამდე ამ სადისტური რეჟიმის მიერ შექმნილი ის პირობები, რაშიც საქართველოს უწევდა ყოფნა და ბაჩო ახალაია ერთ-ერთი თანაშემოქმედია ამ სადისტური რეჟიმისა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებას, რომ სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებსაც ახალაიმ რაიმე დაუშავა.
31 მაისი 2026, 14:17
სამართალი
ვაჟა სირაძე: დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული პოლიციელისთვის. პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული პოლიციელისთვის. პოლიციელის ყოველდღიური საქმიანობა მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დავის პროცესში ძალიან დიდ ძალისხმევას, პროფესიონალიზმსა და შრომას მოითხოვს. მინდა თითოეულ პოლიციელს ვუსურვო წარმატებები, ოჯახებში მშვიდობიანად დაბრუნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, უზრუნველყოფენ დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის აღკვეთას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას“, - განაცხადა სირაძემ.
31 მაისი 2026, 14:06
სამართალი
პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულებს ბრალდება ჯაშუშობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
31 მაისი 2026, 13:58
მსოფლიო
Bloomberg: ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დროებითი გაყინვის შესაძლებლობას განიხილავს
ირანში ომისა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვის შედეგად ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ივლისში საფასო შეზღუდვის მორიგი გადახედვისას, ეს დონე, სავარაუდოდ, სულ მცირე 65 დოლარამდე გაიზრდება, რაც G7-ის მიერ ერთობლივად დაწესებულ წინა, 60-დოლარიან ზღვარს აღემატება, - განაცხადეს წყაროებმა ანონიმურობის პირობით. პროცესის გაყინვა კი საფასო ლიმიტი მიმდინარე დონეზე შენარჩუნდეს საშუალებას იძლევა.
31 მაისი 2026, 13:35
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა „რამე დაუშავა“ ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ბაჩო ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანადაგურებული ადამიანები მას იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად
„ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა ,,რამე დაუშავა" ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ბაჩო ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანადგურებული ადამიანები მას იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად. და არც უნდა ეძებონ, რადგან ახალაიასა და მისნაირ ჯალათებს ანგარიში მხოლოდ კანონმა და სამართალმა უნდა გაუსწოროს”, - წერს ხუბუა.


