imedi /  04 ნოემბერი 2025, 15:28 / სანდო წყარო

თსუ-ში წიგნის, „პროფესიული განათლების ისტორია საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მიერ მომზადებული უნიკალური გამოცემის „პროფესიული განათლების ისტორია საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული უნარების სააგენტოს, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„საქართველოსთვის პროფესიულ განათლებას თავისი გამოკვეთილი მნიშვნელობა აქვს. ისტორიულად ჩვენში პრესტიჟული იყო რაიმე ხელობის შესწავლა. მე-19 საუკუნე პროფესიული სკოლების ეპოქად იქცა. საქართველოში დღესაც ნათლად ჩანს პროფესიული განათლების საჭიროება. ვიცით, რომ ბევრი საინტერესო რამ იგეგმება ამ მიმართულებით. წარმოდგენილ წიგნში შესული მასალის მოგროვება არ იყო ადვილი. ამ წიგნით ბევრ უცნობ ინფორმაციას გაიცნობს ფართო საზოგადოება,“- განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

„პროფესიული განათლება ჩვენს ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს, ამ მიმართულებით განსაკუთრებულად ვამახვილებთ აქცენტებს; ვაპირებთ, რომ გავაძლიეროთ როგორც პროფესიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, ასევე განვავითაროთ ის პროგრამები, რომელიც ბაზრის საჭიროებაზე იქნება მორგებული, ასევე გავზარდოთ სასწავლებლების გეოგრაფიული არეალი. საქართველოში დღეს ბევრი ინვესტორი შემოდის და მათ არ უნდა ჰქონდეთ დისკომფორტი, არ უნდა სჭირდებოდეთ კადრების ჩამოყვანა, ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალუირად უნდა იყოს დასაქმებული. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა სანდოობა პროფესიული პროგრამებისადმი,“- აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

წიგნს „პროფესიული განათლების ისტორია საქართველოში“ საფუძვლად უდევს დღემდე არსებული გამოცემები, პერიოდიკა და სხვა საარქივო მასალები, რომელიც საქართველოში პროფესიული განათლების ისტორიას დოკუმენტურად ასახავს. მასალები მოძიებულია საქართველოს ეროვნული არქივის და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.

საქართველოში პროფესიული კადრების მომზადებას მრავალი საუკუნის წინ ანიჭებდნენ უდიდეს მნიშვნელობას. ამის ნათელი დადასტურებაა უძველესი კოლხეთისა და იბერიის მიწათმოქმედების კულტურა და ხელოსნური ტრადიციები, შუა საუკუნეების აკადემიები, ამქრები და სახელოსნოები, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში შეუწყო ხელი ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას, ერისა და ქვეყნის ურყეობას.

წიგნის ავტორ-შემდგენელია თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი სალომე ჭანტურიძე, მთავარი რედაქტორი - თსუ რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი.

გამოცემა „პროფესიული განათლების ისტორია საქართველოში“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის მიერ თბილისის მერიის პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ კონკურსის - „საგამომცემლო საქმიანობა“ ფარგლებში მომზადდა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა.

გამოცემა ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და მოიცავს პროფესიული განათლების ისტორიას XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან 1921 წლამდე.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2026, 02:23

სპორტი

იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე

იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში „სკუადრა აძურა“ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 02:11

მსოფლიო

ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი - თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა - უკვე მიღწეულია.

მასუდ პეზეშკიანი

01 აპრილი 2026, 02:01

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან

ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ ეცოდინება, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 00:29

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

01 აპრილი 2026, 00:22

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 00:03

საზოგადოება

3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

პაატა ზაქარეიშვილი

01 აპრილი 2026, 00:01

პოლიტიკა

ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც

2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.

მასუდ პეზეშკიანი

01 აპრილი 2026, 00:00

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

რომის პაპი ლეო

31 მარტი 2026, 23:43

მსოფლიო

რომის პაპი ლეო იმედოვნებს, რომ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალ გზას ეძებს

რომის პაპმა ლეო XIV-მ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად „კრიზისიდან გამოსავალ გზას ეძებს“.

დან იორგენსენი

31 მარტი 2026, 23:22

მსოფლიო

ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს

ევროკომისიამ მოუწოდა მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ, ავტომობილით გადაადგილებისა და ფრენების შემცირებისკენ, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს - განახლებადი ენერგიის წყაროების სასწრაფო დანერგვისკენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

31 მარტი 2026, 22:54

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-დან განხორციელებული ზარი ნიშნავს, რომ ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა მათი მხრიდან მოდის

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

ეკა სეფაშვილი

31 მარტი 2026, 21:52

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე: რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიას საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე.

31 მარტი 2026, 21:51

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

31 მარტი 2026, 21:48

მსოფლიო

ტრამპი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე: სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე არ ფიქრობს და კვლავ ფოკუსირებულია იმაზე, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ მისცეს.

ცოტნე ანანიძე

31 მარტი 2026, 21:45

პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.

31 მარტი 2026, 21:42

სამართალი

სუს-ი: სოფელ ერგნეთში IPRM-ის 131-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.

31 მარტი 2026, 21:33

პოლიტიკა

შვეიცარიელი ანალიტიკოსი ჟაკ ბო: ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც - პატარა ქვეყანა არ ნიშნავს, რომ ხარ უძლური, მცირე ზომის ქვეყანას ხშირად დიდი სიბრძნე მოაქვს

ნეიტრალიტეტი მცირე ქვეყნისთვის - არის საუკეთესო პოზიცია. ნეიტრალიტეტის საშუალებით თქვენ გაქვთ გარკვეული გავლენა ორივე მხარეზე, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ. მან ქვეყნის ნეიტრალიტეტის თემაზე გადაცემის წამყვანის კითხვაზე პასუხად ისაუბრა.

გურამ მაჭარაშვილი

31 მარტი 2026, 21:30

პოლიტიკა

მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - ჯერ ხალხს ამხობდა, ახლა ხალხს ამხობინებს ხელისუფლებას

ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, რომ გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ბაჩო ახალაიას შესახებ.

31 მარტი 2026, 21:27

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ბრიუსელი კიევს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა მილიარდობით ევროს დაკარგვის რისკის წინაშე დადგება

ბრიუსელი აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, რადგან კიევის მიერ პროცესის გაჭიანურება საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპული ფონდებიდან მისაღებ მილიარდობით ევროს, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

ჟაკ ბო
იან პრაუდი

31 მარტი 2026, 21:27

პოლიტიკა

ჟაკ ბო: როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო - ევროპელებმა ჩაშალეს მოლაპარაკებების ყველა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობაც

როდესაც კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ იან პრაუდის კითხვის საპასუხოდ, აქვს თუ არა ზელენსკის სრული იმუნიტეტი, რომ ომში აკეთოს ის, რაც უნდა.