08 ნოემბერი 2025, 20:49 / სანდო წყარო

ანდრია ჯაღმაიძე დოროთე ყურაშვილსა და ილია თოლორაიაზე: მათი არც ერთი კომენტარი არ განხილულა იმ ჭრილში, რომ პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს - იყო მხოლოდ ის, თუ რატომ აყენებს შეურაცხყოფას ეკლესიას, პატრიარქს, ტახტის მოსაყდრეს

დეკანოზი ანდრია ჯაღამაიძე

დეკანოზი ანდრია ჯაღამაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მათ შორის გამოეხმაურა მამა დოროთე ყურაშვილის საპატრიარქოში დაბარებას და განაცხადა, რომ ის არც დასასჯელად დაუბარებიათ და არც პოლიტიკური განცხადებების გაკეთება აუკრძალიათ. როგორც ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს, შეკითხვები იყო არა პოლიტიკურ, არამედ ეკლესიის შეურაცხმყოფელ შეფასებებზე.

„არც ერთი კომენტარი ამ სასულიერო პირების, არც მამა დოროთესი, არც მამა ილიასი არ განხილულა იმ ჭრილში, რომ მათ გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები. იყო მხოლოდ ის, თუ რატომ აკეთებს შეურაცხმყოფელ შეფასებებს და რატომ აყენებს შეურაცხყოფას ეკლესიას, პატრიარქს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, პატრიარქის ადმინისტრაციას და დანარჩენ სასულიერო პირებს. მაგალითად, იყო ის, რომ პროტესტზე არის ის ხალხი, ვინც ნათელ მხარეს არის და დანარჩენები არიან სიბნელეში. არ არის შეურაცხყოფა?

შეურაცხმყოფელი იყო, რომ რუსი ეგზარქოსები მართავენ დღესაც ეკლესიას, რომ ეკლესიას სურდა სისხლის ღვრა 4 ოქტომბერს. ეს გამონათქვამები ნორმალურია?

ჩვენ, საპატრიარქო სულ ვაკეთებთ განცხადებებს და მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, რომ მსგავსი განცხადებები, რომლებიც საზოგადოებაში პოლარიზებას იწვევს, არ უნდა კეთდებოდეს სასულიერო პირებისაგან“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მან ასევე განმარტა, რატომ არ აკეთებს შეფასებებს ეკლესია პოლიტიკურ საკითხებზე.

„ამ შემთხვევაში, როდესაც შეფასებებს არ ვაკეთებთ, განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს მტრობა გვაქვს განზრახული, არამედ არ ვეთანხმებით ბევრ შეფასებას, რომელიც კეთდება პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან. მაგალითად, არ ვეთანხმებით დასკვნას, რომ არჩევნები გაყალბდა. პატრიარქმა მიულოცა „ქართულ ოცნებას“ არჩევნები და მიიღო მონაწილეობა. დოროთეს ეს ვუთხარით ჩვენ პირველ შეხვედრაზე და სრულიად ტყუილი გამოიტანა გარეთ“, - განაცხადა დეკანოზმა.

ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ დოროთე ყურაშვილის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზეც ისაუბრა.

„[შეხვედრაზე] ჩანაწერის უფლებაც მივეცით და მერე რაც გარეთ მოყვა, იყო, რომ მას სჯიდნენ - დასასჯელად არ დაუძახიათ მისთვის; რომ მას პოლიტიკური განცხადებები აუკრძალეს - მსგავსი არაფერი ყოფილა. თვითონაც კალამბურს ამბობს - ჩემთვის არ უთქვამთ, პოლიტიკური შეფასებები არ გააკეთო, მაგრამ ამისთვის დამიბარესო. რას ნიშნავს ეს წინადადება, გესმით შინაარსი? - არ უთქვამთ მისთვის, რომ პოლიტიკური შეფასებები არ გააკეთოო, მაგრამ ამისთვის დამიბარესო. ბოლო-ბოლო ადამიანს გაუფრთხილდით და ნუ აქეზებთ ასეთ რაღაცებზე, დაღუპვის გზაზე დგას“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს საპატრიაქროს ინფორმაციით, ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები – ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები.

არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) კი, ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას დონბასის დასატოვებლად ორთვიანი ვადა მისცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული მხარე უკრაინელებისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას 2 თვის ვადაში ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი პირობების წამოყენებით იმუქრება.

01 აპრილი 2026, 08:52

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 აპრილს საქართველოში

ლაგოდეხში ღრუბლიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

01 აპრილი 2026, 08:35

კულტურა

ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა

სანდრო ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა, რომელიც ყვარლის მარჯანიშვილის სახელობის დასმა წარმოადგინა.

01 აპრილი 2026, 08:30

მსოფლიო

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს. „სკაინიუსის“ ინფორმაციით, გატაცებული შელი კიტლსონია.

01 აპრილი 2026, 08:29

რეგიონი

ლანჩხუთში, N1 საჯარო სკოლაში, ნულოვანი ნარჩენის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ნარჩენების მართვის საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს.

01 აპრილი 2026, 08:27

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს

საკითხი, კომიტეტის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენით დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.

გურამ მაჭარაშვილი

01 აპრილი 2026, 08:23

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, გვაძლევს იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული

კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, ბუნებრივია გვაძლევს იმის იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

არჩილ გორდულაძე

01 აპრილი 2026, 08:19

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია

ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

01 აპრილი 2026, 08:13

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ვფიქრობ, ამ კომუნიკაციამ იმის იმედი მოგვცა, რომ უფრო დინამიკურად და საქმიანად გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ- ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

01 აპრილი 2026, 08:04

პოლიტიკა

საფინანსო კომიტეტზე საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება და ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება.

01 აპრილი 2026, 08:00

საზოგადოება

სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია. პატრიარქის საფლავთან მისული ადამიანები პატივს მიაგებენ მის ხსოვნას და მადლიერებას გამოხატავენ უწმინდესის მიმართ.

01 აპრილი 2026, 02:23

სპორტი

იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე

იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში „სკუადრა აძურა“ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 02:11

მსოფლიო

ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი - თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა - უკვე მიღწეულია.

მასუდ პეზეშკიანი

01 აპრილი 2026, 02:01

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან

ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ ეცოდინება, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 00:29

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

01 აპრილი 2026, 00:22

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 00:03

საზოგადოება

3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

პაატა ზაქარეიშვილი

01 აპრილი 2026, 00:01

პოლიტიკა

ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც

2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.

მასუდ პეზეშკიანი

01 აპრილი 2026, 00:00

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

რომის პაპი ლეო

31 მარტი 2026, 23:43

მსოფლიო

რომის პაპი ლეო იმედოვნებს, რომ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალ გზას ეძებს

რომის პაპმა ლეო XIV-მ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად „კრიზისიდან გამოსავალ გზას ეძებს“.