მეუფე შიო: რატომ უშვებს უფალი, რომ ეშმაკი შევიდეს ადამიანში, ტანჯოს იგი? - ეს ხდება ჩვენი ცოდვებისთვის. ღმერთი უშვებს იმისთვის, რომ ადამიანი გონს მოვიდეს, დამდაბლდეს, შეინანოს და ამ გზით სული გადაირჩინოს
მეუფე შიო
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
როდესაც მოდის საცდური, შესაძლებლობა გვეძლევა, გამოვავლინოთ ჩვენი სიმამაცე, ჩვენი სიქველე. ყოველი საცდური, ეს იქნება გონებით, ჩვენს აზრებსა თუ გრძნობებში, ეშმაკის ჩაგონებით მოდის და როდესაც დავძლევთ ამ საცდურებს, ამით ვარცხვენთ ეშმაკებს, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ისულის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში ქადაგებისას.
მეუფემ შეკრებილთ სოფელ ისულის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის კურთხევა მიულოცა და მსახურების დროს წაკითხული სახარება განმარტა. კერძოდ, ისაუბრა, რატომ უშვებს უფალი, რომ ეშმაკი შევიდეს ადამიანში და ტანჯოს იგი.
„მოკლედ მინდა, მოგახსენოთ დღეს წაკითხული სახარების შესახებ. იყო მოთხრობილი ამბავი უფალ იესო ქრისტეს მიერ ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების შესახებ. უფალი იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად მიდის ღადარინელთა ქვეყანაში, სადაც იყო ბოროტი სულებით შეპყრობილი, ძალიან მძიმედ დაავადებული ადამიანი, რომელსაც ჯაჭვებით აბამდნენ, მაგრამ იგი ამ ჯაჭვებს წყვეტდა და შიშის ზარს სცემდა მთელ იქაურ მოსახლეობას. უფალმა განდევნა ეშმაკები მისი სულიდან, განკურნა იგი. შემდეგ ეშმაკებმა სთხოვეს, ნება დაერთო მათთვის იქვე ახლოს მყოფ ღორების კოლტში შესვლისა. მართლაც, უფალმა დართო ნება და ღორების კოლტი კლდიდან ზღვაში გადაეშვა. აი, ასეთი ეპიზოდია წაკითხული სახარებიდან.
რას ვხედავთ ამ მონაკვეთიდან? - პირველ რიგში, ვრწმუნდებით, რომ ბოროტი სულები არსებობენ და შეუძლიათ ზიანი მიაყენონ, დაღუპონ კიდეც არა მარტო ადამიანი, არამედ პირუტყვებიც, ცხოველებიც; მაგრამ ქრისტიანს აქვს შესაძლებლობა და ვალდებულიც არის, რომ ბოროტ სულებს შეეწინააღმდეგოს. რატომ? - იმიტომ, რომ უფალმა იესო ქრისტემ დაამარცხა ეშმაკის ძალა და დათრგუნა. როგორც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი, მოციქული: ამიტომ მოვიდა, მოგვევლინა ძე ღმერთი, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი.
კიდევ რას ვხედავთ ამ სახარებიდან? - ბოროტ სულებს არ აქვთ ძალაუფლება, შევიდნენ არა მხოლოდ ადამიანში, არამედ პირუტყვებშიც კი, ღმერთის დაშვებისა და ნებართვის გარეშე.
რატომ უშვებს უფალი ამას, რომ ეშმაკი შემოვიდეს ადამიანში, ტანჯოს იგი? - ეს ხდება ჩვენი ცოდვებისთვის. ღმერთი უშვებს იმისთვის, რომ ადამიანი გონს მოვიდეს, დამდაბლდეს, შეინანოს და ამ გზით სული გადაირჩინოს. ეს, ერთი მხრივ. მეორე მხრივ კი, უშვებს იმიტომ, რომ შეარცხვინოს ეშმაკი. ეს კარგად ჩანს მართალი იობის ცხოვრებიდან, რომელმაც ათასგვარი უბედურება დაითმინა, გადაიტანა, მაგრამ ეს ყველაფერი ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკის სირცხვილს, დამარცხებას, მართალი კაცის კიდევ უფრო მეტ სიწმინდეს, გაძლიერებას და ღმერთის განდიდებას.
ამგვარად, როდესაც მოდის ეს საცდური, შესაძლებლობა გვეძლევა, გამოვავლინოთ ჩვენი სიმამაცე, ჩვენი სიქველე. ყოველი საცდური, ეს იქნება გონებით, ჩვენს აზრებსა თუ გრძნობებში, ეშმაკის ჩაგონებით მოდის და როდესაც დავძლევთ ამ საცდურებს, ძვირფასო ძმებო და დებო, ამით ვარცხვენთ ეშმაკებს, მათ ყოველთვის დაუცხრომლად უნდა ვებრძოლოთ.
რა არის ჩვენი იარაღები ამისთვის? - რწმენა, მოთმინება, სიმდაბლე, მარხვა, ლოცვა, პირჯვრის გადასახვა, ღვთივსათნო ცხოვრება. როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ნათესავი ბოროტი სულების განიდევნება მხოლოდ და მხოლოდ რით? - მარხვითა და ლოცვით (მათე, 17, 21).
მაშასადამე, ეს საშუალებები და იარაღები გადმოგვეცა თვით უფლისგან, მოციქულებისგან და ვინც მოისურვებს, გამოიყენოს ეს საშუალებები და იარაღები, ის ყოველთვის იქნება გამარჯვებული.
როგორ, რა ვნებების საშუალებით შედის ეშმაკი ადამიანში? - შედის მემთვრალეობის საშუალებით, ნარკომანიის, ამპარტავნების, გაღიზიანების, მრისხანების. არსებობს კიდევ ვერცხლისმოყვარეობის ეშმაკიც; ადამიანებს აცდუნებს ასევე ბოროტი ძალა ხორციელი ვნებების მეშვეობით. ეს სიძვის ეშმაკი ყველაზე მეტად ყველაზე ბევრ ადამიანს ღუპავს. ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ამ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ან არ ვაკეთებთ, ან ვაკეთებთ ძალიან იშვიათად, ან ჯეროვანი ყურადღების გარეშე; ისევ და ისევ ვცოდავთ. უფალმა იესო ქრისტემ რა გვითხრა ჩვენ? - არაწმინდა სული როდესაც გადის ადამიანიდან ნათლობის, სინანულის, ზიარების მეშვეობით, ის შემდეგ ცდილობს დაბრუნებას ადამიანში. როდესაც ხედავს მის სულს ცარიელს, ე. ი. სულიერი ღვაწლისგან დაცარიელებულს, უქმად მყოფს, ულოცველს, უმარხველს, ის შემოდის ადამიანში, თან მოჰყავს მასზე უფრო ბოროტი შვიდი სული და როგორც ამბობს უფალი, ეს უკანასკნელი ამ კაცისთვის იქნება ბევრად უარესი, ვიდრე პირველი მდგომარეობა (ლკ. 11, 24-26).
ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, კარგად დავფიქრდეთ სახარების ამ მონაკვეთზე და გვახსოვდეს: თუ ვინმეს გაუჩნდება აზრი, რომ მას არ სჭირდება ლოცვების წარმოთქმა და აზრი, რომ მას არ სჭირდება სინანული, რომ არ სცოდავს, ეს აზრები ბოროტისგან არის, ეს არ არის ღვთისგან; არამედ უფრო გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ, როგორც გვასწავლა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 09:38
სამართალი
კახეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს.
01 აპრილი 2026, 09:30
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ის სტივ უიტკოფთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ომის დასრულების საკითხებზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
01 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას დონბასის დასატოვებლად ორთვიანი ვადა მისცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული მხარე უკრაინელებისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას 2 თვის ვადაში ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი პირობების წამოყენებით იმუქრება.
01 აპრილი 2026, 08:52
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 აპრილს საქართველოში
ლაგოდეხში ღრუბლიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
01 აპრილი 2026, 08:35
კულტურა
ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა
სანდრო ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა, რომელიც ყვარლის მარჯანიშვილის სახელობის დასმა წარმოადგინა.
01 აპრილი 2026, 08:30
მსოფლიო
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს. „სკაინიუსის“ ინფორმაციით, გატაცებული შელი კიტლსონია.
01 აპრილი 2026, 08:29
რეგიონი
ლანჩხუთში, N1 საჯარო სკოლაში, ნულოვანი ნარჩენის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ნარჩენების მართვის საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს.
01 აპრილი 2026, 08:27
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს
საკითხი, კომიტეტის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენით დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.
01 აპრილი 2026, 08:23
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, გვაძლევს იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული
კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, ბუნებრივია გვაძლევს იმის იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
01 აპრილი 2026, 08:19
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია
ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
01 აპრილი 2026, 08:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ვფიქრობ, ამ კომუნიკაციამ იმის იმედი მოგვცა, რომ უფრო დინამიკურად და საქმიანად გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ- ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
01 აპრილი 2026, 08:04
პოლიტიკა
საფინანსო კომიტეტზე საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება და ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება.
01 აპრილი 2026, 08:00
საზოგადოება
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია. პატრიარქის საფლავთან მისული ადამიანები პატივს მიაგებენ მის ხსოვნას და მადლიერებას გამოხატავენ უწმინდესის მიმართ.
01 აპრილი 2026, 02:23
სპორტი
იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე
იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში „სკუადრა აძურა“ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
01 აპრილი 2026, 02:11
მსოფლიო
ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი - თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა - უკვე მიღწეულია.
01 აპრილი 2026, 02:01
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან
ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ ეცოდინება, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან.
01 აპრილი 2026, 00:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.
01 აპრილი 2026, 00:22
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:03
საზოგადოება
3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც
2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.


