12 ნოემბერი 2025, 13:02 / სანდო წყარო

ტექნიკური უნივერსიტეტი: გიული ალასანია იმდროინდელი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცდილობს პირდაპირი თუ ირიბი დარტყმები მიაყენოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს, მოახდინოს უნივერსიტეტის დისკრედიტაცია

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რაც უდავოდ ხვდება ქართული საზოგადოების ინტერესის არეალში, - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ღიად და გამჭვირვალედ დაიწყო ბრძოლა საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გახშირდა დისკრედიტაციის მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორზე, აკადემიკოს დავით გურგენიძეზე აშკარა და ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის აგორების მცდელობები, რაც საზოგადოების შეცდომაში გამიზნულად შეყვანას ისახავს მიზნად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნულ ფაქტებს განიხილავს როგორც დაინტერესებული მხარისაგან წარმოებულ ზეწოლას და მცდელობას, დაიფაროს ის უსამართლობა, რასაც 2004-2008 წლებში ეტაპობრივად და გამიზნულად ჰქონდა ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ და რაც დასრულდა კიდეც მისი კუთვნილი უძრავი ქონების უკანონო გასხვისებითა და საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელ გიული ალასანიასთვის გადაცემით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ ქალბატონი გიული ალასანია, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, იმდროინდელი დანაშაულის დაფარვის მიზნით, დღეს ცდილობს პირდაპირი თუ ირიბი დარტყმები მიაყენოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს და მოახდინოს უნივერსიტეტის დისკრედიტაცია საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის თვალში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკანონოდ გასხვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დასაბრუნებლად ბრძოლის დაწყებისთანავე გამოთქვამდა და ახლაც გამოთქვამს მზადყოფნას, ღირსეულად გაუმკლავდეს და კანონიერი გზით მოიგერიოს ის დარტყმები, ზეწოლა და თავისი კანონიერი მოთხოვნის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის უხეში მცდელობები, რასაც დაინტერესებული მხარისაგან, პირდაპირ თუ ირიბად, არაერთხელ ჰქონია ადგილი სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეში, სოციალურ ქსელებსა და განსაკუთრებით, რადიკალურად განწყობილი ტელეკომპანიების ეთერში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ამჯერადაც სწორედ აღნიშნული თემაა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტის - მაკა ჩიხლაძის ირიბი დაინტერესების და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე, მის რექტორსა და სამეცნიერო წრეებზე მორიგი შეტევის მიზეზი, რაც რექტორისა და მისი ოჯახის ქონებით, ასევე, საუნივერსიტეტო ქონებით დაინტერესებაში გამოიხატება.

გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და მისი ოჯახი 2001 წლამდე პერიოდში ეწეოდნენ ბიზნესსაქმიანობას და ფლობდნენ სოლიდურ ქონებას - აღნიშნული ფაქტი ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დავით გურგენიძე წარმატებით ახორციელებდა ბიზნესს ჯერ რუსეთში, შემდეგ კი ავსტრიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 2001-2004 წლებში, საჯარო მოხელედ მუშაობის პერიოდში, დავით გურგენიძე იმდროინდელი სახელმწიფო უწყების - თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს მოთხოვნის შესაბამისად, რეგულარულად ავსებდა „ცნობას თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების წარმოდგენის თაობაზე, რომლებშიც მითითებულია მისი კუთვნილი ქონების წარმოშობის, მათ შორის 2001 წლამდე შეძენილი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია. 2004 წლიდან კი დავით გურგენიძემ დატოვა საჯარო სამსახური და ისევ ბიზნესსაქმიანობას დაუბრუნდა. 2007-2010 წლებში კი უკანონოდ ჩამორთმეული მრავალმილიონიანი ქონების დასაბრუნებლად, რაც ასევე ცნობილია საზოგადოებისთვის, დავით გურგენიძემ და მისმა ოჯახმა მრავალგზის შევიწროება, დევნა და არაერთი სირთულე გადაიტანეს. დღეის მდგომარეობით, უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შესაბამისად, დავით გურგენიძისა და მისი ოჯახისთვის დაბრუნებას ექვემდებარება.

საზოგადოება ინფორმირებულია იმის შესახებაც, რომ დავით გურგენიძე 2012 წლიდან დღემდე სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეწევა, არის ცნობილი მეცნიერი და ჰიდროინჟინერი; 2020 წლიდან ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორია, რომელიც 2024 წელს მეორე ვადით იქნა არჩეული; არის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, მსოფლიოს არაერთი წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და წარმატებით ეწევა საინჟინრო-კვლევით საქმიანობას მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო კოლაბორაციებში, ხოლო ბიზნესსაქმიანობას მისი ოჯახის წევრები აგრძელებენ, რომლებიც არ არიან დასაქმებული საჯარო სამსახურში.

საგულისხმოა ისიც, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტი საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედ ერთ-ერთ უძველეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველ უმაღლეს საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სკოლას, რომელიც უკვე 103 წელია ქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველს, დაუსაბუთებლად ედავება და ეჭვქვეშ აყენებს საუნივერსიტეტო სისტემაში მოქმედი ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის ვაკის რაიონში მდებარე ამორტიზებული შენობის აუქციონის წესით გაყიდვისა და მის ნაცვლად თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი კვლევითი კომპლექსის აშენების ნამდვილობას - მით უმეტეს, რომ ამორტიზებული შენობა 2018 წლიდან აღარ წარმოადგენს სტუ-ის საკუთრებას და გადასულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე. ამასთან, აღნიშნული შენობის აუქციონის წესით გასხვისება არ წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრეროგატივას; შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამ პროცესში არასოდეს ჩარეულა და ვერც ჩაერეოდა.

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტისთვის ახალი კვლევითი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ უკვე შერჩეულია ვრცელი მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში, სტუ-ის კუთვნილ ტერიტორიაზე; დამტკიცებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან, ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისთანავე, წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტისთვის დაიწყება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კომპლექსის მშენებლობა, სადაც შესაძლებელი გახდება სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო უახლესი-ტექნიკა დანადგარების და ლაბორატორიების მონტაჟი, ხოლო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს შეექმნებათ საუკეთესო გარემო მუშაობისა და კვლევისთვის.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას, სამართლებრივი გზითა და კანონიერების ფარგლებში ღირსეულად დაიცვას თავისი სიმართლე და სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების ინტერესები.

ამასთან ერთად, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე გამოხატავს სრულ მზაობას მიუკერძოებელ საზოგადოებრივ სივრცეში დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია როგორც პირადი თუ თავისი ოჯახის, ასევე საუნივერსიტეტო ქონების შესახებ“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2026, 11:50

საზოგადოება

დედაქალაქის მერია „შინ მოვლის“ პროგრამით 600-ზე მეტი მოქალაქის თანადამფინანსებელია

თბილისის მერია შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის „შინ მოვლის“ პროგრამას ახორციელებს და დღეისთვის, 600-ზე მეტი მოქალაქის ბინაზე მომსახურების თანადამფინანსებელია, - განაცხადა დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 11:46

მსოფლიო

თეთრი სახლი: ტრამპი 1 აპრილს ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1 აპრილს მოსახლეობას მიმართავს და ირანთან მიმდინარე ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.

01 აპრილი 2026, 11:43

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს გააცნო

ძაღლების ჰიპერპოპულაციის რეფორმის მიზნებსა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

შუგარი

01 აპრილი 2026, 11:40

ტაბლოიდი

ძაღლებს შორის სერფინგში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მოკვდა💔

2024 წელს, ჰანტინგტონ-ბიჩზე, ცნობილი სერფერების ხელების ანაბეჭდების გვერდით, ბეტონში შუგარის თათების ანაბეჭდებიც გამოჩნდა, როდესაც ის სერფინგის დიდების დარბაზში ოფიციალურად შეიყვანეს.

01 აპრილი 2026, 11:38

საზოგადოება

სამგორის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატება

სამგორში, ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ და ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე ორი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

01 აპრილი 2026, 11:34

საზოგადოება

ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

01 აპრილი 2026, 11:34

საზოგადოება

ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ მესამე ფილიალი გაიხსნა

ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ ახალი, მესამე ფილიალი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ღონისძიებას, რომელზეც კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა იყო წარმოდგენილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაესწრო. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 11:33

პოლიტიკა

გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

მსოფლიო ბანკმა კეთილდღეობის შემფასებელ გლობალურ მონაცემთა პლატფორმაზე გლობალური ადაპტაციის ანგარიშის შედეგები განაახლა.

01 აპრილი 2026, 11:31

საზოგადოება

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები ოთხმა კომპანიამ წარმოადგინა

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სატენდერო დოკუმენტაცია ოთხმა უცხოურმა კომპანიამ წარმადგინა, დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

დავით ქართველიშვილი

01 აპრილი 2026, 11:22

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ქუვეითში კი აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია... მაშ - მშვიდობა ვჭამოთ?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში სამხედრო კონფლიქტების არსებობის ფონზე, საქართველოში მშვიდობაა.

თენგიზ შარმანაშვილი

01 აპრილი 2026, 11:20

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი Global Terrorism Index 2026-ში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზე: თუ არა გლობალური თანამშრომლობა, ძალიან რთული იქნებოდა მაღალ შედეგებზე საუბარი

დეპუტატი გამოეხმაურა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (Institute for Economics and Peace-IEP) მიერ გამოქვეყნებულ Global Terrorism Index 2026-ს, სადაც წერია, რომ საქართველო ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნების სიაშია.

მარკო რუბიო

01 აპრილი 2026, 11:19

მსოფლიო

მარკო რუბიო: ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნატოსთან ურთიერთობის გადახედვა მოგვიწევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო და აღნიშნა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ მათ ალიანსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.

01 აპრილი 2026, 11:16

საზოგადოება

დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 აპრილიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან(EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია.

ანა დოლიძე

01 აპრილი 2026, 11:12

პოლიტიკა

ანა დოლიძე გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს - 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანა დოლიძე, გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ მიერ 26 მაისს თბილისში დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ 26 მაისი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის.

ლაშა ჯოხაძე

01 აპრილი 2026, 10:59

პოლიტიკა

ლაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია - ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარ დასაქმებული

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჯოხაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს.

01 აპრილი 2026, 10:57

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო: სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს

სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მარკო რუბიო

01 აპრილი 2026, 10:56

მსოფლიო

მარკო რუბიო: თუ რთულ დროს ევროპელები საკუთარი ბაზებით სარგებლობის უფლებას არ მოგვცემენ, რა საჭიროა მაშინ ნატო?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში ნატოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსი შექმნილი იყო არა მხოლოდ ევროპაში ამერიკული ბაზების განთავსებისთვის, არამედ საჭიროების ჟამს ევროპული სამხედრო ბაზებით სარგებლობისთვის.

01 აპრილი 2026, 10:55

სპორტი

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია⚽

ცნობილი გახდა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ყველა, 48-ვე მონაწილე გუნდი. ერაყის ნაკრებმა კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის ერთ-ერთ ფინალურ მატჩში ბოლივია 2:1 დაამარცხა და იმ 47 ნაკრებს შეუერთდა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მანამდე უკვე მოახერხეს. ისინი 12 ჯგუფში არიან გადანაწილებულები.

01 აპრილი 2026, 10:39

ტექნოლოგიები

მისია Artemis 2 მთვარეზე 1 აპრილს გაფრინდება🚀

რაკეტა SLS, რომელმაც კოსმოსში ხომალდი „ორიონი“ უნდა გაიყვანოს უკვე სასტარტო მოედანზეა. ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტი იქნება: აშშ-ის სამი მოქალაქე - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე. ისინი 10-დღიანი მისიის ფარგლებში მთვარეს წრეს დაარტყამენ. მათი მთავარი ამოცანაა „ორიონის“ სიცოცხლის უზრუნველყოფის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების გამოცდა რეალურ ფრენაში. ფრენა გზას გაუკაფავს მისიებს Artemis 3 და Artemis 4 - ამ უკანასკნელის ფარგლებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ.

მარკო რუბიო

01 აპრილი 2026, 10:37

მსოფლიო

რუბიო ირანთან ომზე: ფინიშის ხაზს ვხედავთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ირანთან ომში ფინიშის ხაზი გამოჩნდა, თუმცა მას საბრძოლო მოქმედებების დასრულების კონკრეტული თარიღის დასახელება არ სურს.