16 ნოემბერი 2025, 18:50 / სანდო წყარო

მეუფე შიო: რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს

მეუფე შიო

მეუფე შიო

რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების ჟამს, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ქადაგებისას.

მან მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა და ტაძარში წაკითხული სახარება განმარტა.

მისივე თქმით, თუ მტკიცე რწმენით და სიმდაბლით მივეახლებით მაცხოვარს და შევთხოვთ ცოდვების მიტევებას და განკურნებას, იგი შეგვინდობს და განგვკურნავს.

„დღეს სახარებიდან წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს ორი სასწაული, თუ როგორ განკურნა მან სისხლმდინარე ქალი, რომელსაც ვერანაირი ადამიანური საშუალებებით ვეღარ კურნავდნენ და მკვდრეთით აღადგინა ახალგაზრდა გოგონა მისი მშობლების დიდი მწუხარების და ლოცვების საპასუხოდ.

ეს სისხლმდინარე ქალი მივიდა უფალთან და მისი სამოსლის კალთას შეეხო. უფალმა მას უთხრა: „ნუ გეშინია, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა, წადი მშვიდობით“ (ლკ. 8, 48). უფლის ეს სიტყვები განეკუთვნება არა მხოლოდ ამ დედაკაცს, ამ ქალს, არამედ შეიძლება ეხებოდეს ყველა ადამიანს, იმიტომ, რომ ადამიანი შეიძლება იყოს სისხლმდინარე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. ამიტომ ეს სიტყვები ეხება ყველას, ვინც ამ ცხოვრებაში მიიღო სულიერი ჭრილობები, ვინც მიისწრაფვის საღვთო მკურნალისკენ - ქრისტესკენ და სურს, მისი სამოსლის კალთას შეეხოს.

დავფიქრდეთ, განა არა ვართ ასეთი სულიერად სისხლმდინარენი? განა არ არის ჩვენი სულიც სავსე ცოდვებით, რაც არის სულიერი სნეულება, ამ სნეულებებით?

საერთოდ, ამ ცხოვრებაში ყველა ადამიანი სცოდავს, ყველას აქვს ეს ცოდვები და სნეულებები, ამას გვასწავლიან წმინდა მოციქულები. აი, მაგალითად, იაკობ მოციქული, ძმა უფლისა, ამბობს: „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ“ (იაკ. 3, 2). ასევე წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველიც წერს, რომ „თუ ვამბობთ, რომ ცოდვა არა გვაქვს, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში“ (I ინ. 1, 8 ). კარგია, როცა ვხედავთ ამ ცოდვებს, მაგრამ ბევრ მათგანს ხომ ვერც ვხედავთ, ანუ ნაწილს ვხედავთ, ნაწილს ვერა. რატომ? ისე ვართ შეზრდილნი ამ ცოდვასთან, რომ უკვე ვეღარც ვასხვავებთ, სად არის ჩვენი სული და სად არის ცოდვა; მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე სულიერ მდგომარეობაში არიან. ისინი საერთოდ ვერ გრძნობენ, საერთოდ ვერ ხედავენ ვერანაირ ცოდვას თავიანთ სულში. ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც, როცა ადამიანს სული მკვდარი აქვს, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებს.

როგორ ვლინდება ეს? - ადამიანი აკვირდება თავის თავს, მაგრამ ცოდვებს ვერ ხედავს; ამბობს, რომ არ აქვს ცოდვა, არ სცოდავს. ალბათ, არაერთი მოძღვარი დამეთანხმება, რომ ჩვენს სამოძღვრო პრაქტიკაში გვქონია შეხვედრები ასეთ ადამიანებთან. საოცარია, რომ აღსარებაზეც კი ყოფილან ასეთები, ან მათთან მიუყვანიათ მღვდელი და უთქვამთ: „მე არაფერს ისეთს არ ვცოდავ“, ან „მე წესიერი ადამიანი ვარ, ცოდვები არ მაქვს“ და ა. შ. რას ნიშნავს ეს? - ადამიანს სული პარალიზებული აქვს, როგორც დამბლადაცემული ადამიანი ვეღარ გრძნობს ფიზიკურ ტკივილს, ასე არის ესეც: ადამიანს სული მკვდარი აქვს და ვეღარ გრძნობს ამ თავის სნეულებას და ცოდვას. ასეთი ადამიანის გაცოცხლებას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ძალისხმევა და მადლი სჭირდება.

უფალ იესო ქრისტეს გარშემო იყო ხალხმრავლობა და ამ სისხლმდინარე ქალს ეგონა, რომ ამიტომ შეუმჩნეველი დარჩებოდა მისი სნეულებაც, ქრისტეს შეხებაც, რადგან რჯულით აკრძალული იყო ასეთ მდგომარეობაში ის, რაც მან გააკეთა. უეცრად ესმის მაცხოვრის სიტყვები: „ვინ შემეხო მე?“ (ლკ. 8, 45). წარმოიდგინეთ ამ ქალის მღელვარება, მას ეგონა, რომ ახლა ყველაფერი გამჟღავნდებოდა და მას მოელოდა სასჯელი. ამიტომ დაიჩოქა ქრისტეს წინაშე და ყველაფერი უამბო. უფალმა კი უთხრა: „ნუ გეშინია, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა, წადი მშვიდობით“ (ლკ. 8, 48). აი, რა ძალა აქვს, ძვირფასო ძმებო და დებო, ცოცხალ რწმენას და ასეთი რწმენით ქრისტესთან მიახლებას.

იქვე იყო იაიროსი, სინაგოგის წინამძღვარი, რომელსაც შვილი უკვდებოდა. მან დაუჩოქა მაცხოვარს და სთხოვა, მასთან სახლში მისულიყო და გოგონა განეკურნა. ამ დროს მოდიან მისი მსახურები და ეტყვიან, რომ გოგონა გარდაიცვალა და არ ღირს მოძღვრის შეწუხება. უფალმა რომ დაინახა მისი დიდი მწუხარება, უთხრა: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება შენი შვილი“ (ლკ. 8, 50). აი, როგორი საოცარი სიტყვებია! რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების ჟამს, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს.

მაშასადამე, ძვირფასო ძმებო და დებო, სახარების ეს ეპიზოდი გვასწავლის, რომ ღვთის მადლით შესაძლებელია ჩვენი განკურნებაც და მკვდრეთით აღდგომაც, თუ ამას მოვინდომებთ და გვექნება რწმენა, რომ ეს შესაძლებელია.

და კიდევ: ეს დედაკაციც და იაიროსიც მიდიან მაცხოვართან და უჩოქებენ მას. ეს ნიშნავს, რომ დიდი სიმდაბლითა და დიდი რწმენით ევედრებოდნენ უფალს. ესეც მაგალითია ჩვენთვის, რომ თუ ჩვენც ასეთი მტკიცე რწმენით და სიმდაბლით მივეახლებით მაცხოვარს და შევთხოვთ ცოდვების მიტევებას და განკურნებას, იგი შეგვინდობს და განგვკურნავს, რამეთუ ის არის მკურნალი სულთა და ხორცთა ჩვენთა“, - განაცხადა მეუფემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

ამასთან, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ხერხაძეების გვარი დალოცა.

ყველა სიახლე

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:35

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ხედავთ, როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, ხელი არავისთვის დაგვიფარებია

მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი თამარის კომენტარებს. ძირითადად ეს კომენტარები აგებული იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. განსხვავება რომ დაგანახოთ, მინდა გავიხსენო, გახარიას პრემიერობა, როდესაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ერთიანი გუნდი სჭირდებოდა, გიორგი გახარია გაექცა ამ პასუხისმგებლობას და ელჩების მითითების შედეგად გადადგა, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს.

01 აპრილი 2026, 15:24

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ და მსოფლიო ბანკის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ, მსოფლიო ბანკი-ის (WB) პროექტის განხორციელების მხარდამჭერი მისიის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.

01 აპრილი 2026, 15:21

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და IMF-ის მხარდაჭერას, მათ შორის ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით.

01 აპრილი 2026, 15:17

რეგიონი

თელავში ფერმერებთან მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა ქალაქ თელავში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 15:13

რეგიონი

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერება და მდგრადი მოხმარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინოფრმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 15:04

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებს დამატებით აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს რეგისტრირებული საწარმოების ხელახალი რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

დროული ინფორმირების მიზნით, 270 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს, რეგისტრაციის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება, წინსწრებით გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ავტორიზებულ გვერდზე, ხოლო მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მათ სავალდებულო შეტყობინებების ველში გამოუჩნდებათ შემდეგი შეტყობინება - ,,არ აქვს გავლილი რეგისტრაცია“.

01 აპრილი 2026, 15:01

პოლიტიკა

პარლამენტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა 81 ხმით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 14:56

პოლიტიკა

„ნეიტრალური საქართველო“: ჩერგოლეიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც მათგან ელიან. დარწმუნებულები არიან - მთავარი გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება

როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში, - ვკითხულობთ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

01 აპრილი 2026, 14:54

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში, „დიფ სთეითი“ მართავს ყველაფერს - „ქართული ოცნების“ კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე აშშ-ში ვიზიტთან და უცხოელი პატრონებისთვის სამოქმედო გეგმის წარდგენასთან დაკავშირებით.

ბექა ვაჭარაძე

01 აპრილი 2026, 14:53

პოლიტიკა

ფოთის მერი ევროპის საბჭოს 50-ე პლენარულ სესიაზე: არჩევნების შედეგები ასახავს საზოგადოების თავისუფალ ნებას. ეს იყო არჩევანი სტაბილურობასა და განვითარებაზე, ეროვნულ იდენტობასა და ევროპულ მომავალს შორის ბალანსის შენარჩუნებაზე

ფოთის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს.

01 აპრილი 2026, 14:50

საზოგადოება

ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი საჰაერო მიმოსვლას ჰერაკლიონი - თბილისი - ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანიის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბერის ჩათვლით კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 14:40

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: სოფელ წკერეში, აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები. კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 მარტს, სოფელ წკერეში, თოვლის დნობის შედეგად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გვირაბის ღია წესით გაყვანისას დროებით გამაგრებული ფერდის ჩამოშლის გამო, დაზიანდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის - ორი საფლავი.

01 აპრილი 2026, 14:33

ეკონომიკა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა IFE London 2026-ზე მიიღეს მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო B2B გამოფენაზე IFE London 2026 წარდგნენ. ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელევს.

01 აპრილი 2026, 14:28

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკში კვარტალური შეხვედრა გაიმართა

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ხელმძღვანელი ბექა თორია აზიის განვითარების ბანკის (ADB) კვარტალურ შეხვედრას დაესწრნენ.

ლევან მახაშვილი

01 აპრილი 2026, 14:27

ეკონომიკა

ლევან მახაშვილი: მიუხედავად ურთულესი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, საქართველო ვითარდება და თუკი რამე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკური გადაწყვეტილებები არის სწორი

კიდევ ერთი პასუხი იმ სიყალბეზე, იმ დეზინფორმაციაზე, რასაც საქართველოზე ავრცელებენ ხოლმე. ჩვენ ვხედავთ როგორი რთული ვითარებაა. ოთხმხრივ ცეცხლშია საქართველო მოქცეული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.

მამა გიორგი გოგიჩაიშვილი

01 აპრილი 2026, 14:25

საზოგადოება

მამა გიორგი გოგიჩაიშვილი: შემთხვევით არ ყოფილა, რომ პატრიარქმა მეუფე შიო აირჩია მოსაყდრედ, რომელშიც დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება

მეუფე შიოში პატრიარქმა დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება, - განუცხადა „ქრონიკას“ მამა გიორგი გოგიჩაიშვილმა

01 აპრილი 2026, 14:22

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებასთან საჯარო დებატებს ითხოვს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს.

ზვიად ცაბაძე

01 აპრილი 2026, 14:10

საზოგადოება

„რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სინოდის სხდომის დისკრედიტაციას ცდილობს და მღვდელმთავრებს შეურაცხყოფას აყენებს

ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა გრძელდება. ოპოზიციური მედიასაშუალებები ტირაჟირებენ „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ზვიად ცაბაძის კომენტარს, რომელიც სინოდის სხდომის დისკრედიტაციას ცდილობს და მღვდელმთავრებს შეურაცხყოფას აყენებს.

01 აპრილი 2026, 14:09

პოლიტიკა

ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, Global Terrorism Index-ში საქართველოს შედეგი ხელისუფლების უსაფრთხოების პოლიტიკისა და სუსის პროფესიონალიზმის შედეგია

„რა თქმა უნდა, ეს იმის შედეგია, რასაც საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით ახორციელებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, რომელიც ძალიან მაღალი პროფესიონალიზმისა და სტანდარტით ასრულებს თავის მოვალეობას. საერთოდ, აღსანიშნავია არა მარტო ტერორიზმში, ასევე დანაშაულთა მიმართებაში, ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი ფაქტორი დანაშაულის პრევენცია გახლავთ. ეს სამსახურები სწორედ ამას აკეთებენ თავიანთი ყოველდღიური მუშაობით. რა თქმა უნდა, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ინფორმაციის მოპოვებას, ისე მის გაზიარებას როგორც სტრატეგიულ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლაც რომ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმითა და სტანდარტით მუშაობს“, - აცხადებს ტაბატაძე.

დიმიტრი პესკოვი

01 აპრილი 2026, 14:08

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო.