პრემიერი: ორდღიანი კამპანია, რაც წამოიწყეს ნაკრების წინააღმდეგ, მეტყველებს მათ სიბნელეზე, მინდა, კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოვხატო ჩვენი ნაკრების მიმართ და დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან დიდი წარმატებები ექნებათ
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ის, რაც ხდება ბოლო 2 დღის განმავლობაში ფეხბურთის გარშემო, მეტყველებს იმ სიბნელეზე, რაც სუფევს ამ ლიბერალურ ფაშისტებში, რადიკალურ ოპოზიციაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მოგებაა თუ წაგება, ხელისუფლება საქართველოს ნაკრების გვერდით დგას და სოლიდარულია.
„თავის დროზე, როდესაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ნაკრებმა და ევროპის ჩემპიონატზე გავედით, მაშინ საჯაროდაც ვსაუბრობდით, წარმოვიდგინეთ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ საბერძნეთთან ვერ მოგვეგო და ვერ გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე. ფეხბურთში ერთ წამში შეიძლება გადაწყდეს მატჩის ბედი და სხვა მიმართულებით წავიდეს. არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა ტიპის კამპანია ექნებოდათ მათ ნაკრების წინააღმდეგ. ერთი წამი გადაწყვეტდა. ჩვენი დამოკიდებულებაა - მნიშვნელობა არ აქვს, მოგებაა თუ წაგებაა, როცა საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ყოველთვის ვუდგავართ საქართველოს ნაკრებს გვერდით, ჩვენი მხარდაჭერით, ჩვენი ქომაგობით, ჩვენი სოლიდარობით. მათი დამოკიდებულება გახსოვთ, რა მოხდა, როდესაც პირველი მცდელობა გვქონდა და მაკედონიასთან ვერ მოიგო ნაკრებმა, რა კამპანიას აწარმოებდნენ ისინი. გახსოვთ, ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, როდესაც ის „რუბინიდან“ მოდიოდა, ბოლო მატჩი იყო და სიმბოლურად კაპიტნის სამკლავურით გამოიყვანეს მატჩზე და რამხელა კამპანია ჰქონდა მთელ ამ ლიბერალურ ფაშიზმს, რადიკალურ ოპოზიციას ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ. ასევე, თორნიკე შენგელია როდესაც „ცეესკაში“ გადავიდა, არანაირი კავშირი არ ჰქონდა „ცეესკას“ რუსეთის არმიასთან, რამხელა კამპანია აწარმოეს. მერე როგორ ხდებოდა ფეხბურთელების დაყოფა გამარჯვების შემდეგაც. გამოაცხადეს, რომ ერთ-ერთი ძალიან პატივსაცემი ფეხბურთელი იყო სახალხო ფეხბურთელი და სხვები არ იყვნენ სახალხო ფეხბურთელები, ჰყავდათ საკუთარი ფავორიტები და სხვები იყვნენ არაფავორიტები, ეს არის სიმახინჯე, რასაც აჩვენებს მუდმივად ჩვენი რადიკალური ოპოზიცია. ამ ორდღიანი კამპანიის განმავლობაშიც ამას ვხედავთ. ამხელა სიხარული მოგვანიჭეს ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა შარშან, რითაც მთელი საზოგადოება იყო აღტაცებული. ასეთი სიხარული ბევრი სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ნებისმიერ ნაკრებს, საქართველოს კი არა, ესპანეთის და იტალიის ნაკრებს აქვთ კრიზისული პერიოდები და ეს მათ შორის, შეიძლება ტრავმებმა და ათასმა რამემ განაპირობოს. როდესაც ერთ პატარა კრიზისულ ეტაპზე შენ ასეთ სიძულვილის, ზიზღის კამპანიას აწარმოებ, კონკრეტულად მამარდაშვილის წინააღმდეგ. კაცი არის, რომელიც საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი, სპორტსმენზეც არ ვამბობ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია, რომელიც ლივერპულის კარს იცავს და ვიღაცა სრულიად წარუმატებელი ადამიანები, რომლებიც საკუთარი წარუმატებლობით არიან გამწარებული, კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ მამარდაშვილის წინააღმდეგ. ეს ხომ აჩვენებს მთლიანად მათ სახეს. როდესაც სიბნელეზეა საუბარი, ეს ორდღიანი კამპანიაც, რაც წამოიწყეს მათ ნაკრების და ნაკრების ფეხბურთელების წინააღმდეგ, ზუსტად ასევე მეტყველებს მათ სიბნელეზე. მინდა, კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოვხატო ჩვენი ნაკრების მიმართ და დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან დიდი წარმატებები ექნებათ. ერთ წელიწადში იწყება ახალი შესარჩევი ტურნირი და წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ნაკრებს. როგორ შეიძლება, მამარდაშვილის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო და შენ გამოხვიდე გამარჯვებული, ვიღაც სრულიად წარუმატებელი, კრახგანცდილი ადამიანები ყველაფერში. ყველაფერში კრახი ხომ არ შეიძლება, განათლება ვერ მიიღე, პოლიტიკაში წარუმატებელი იყავი, აქციაზე გამოხვედი და 149 კაცთან ერთად დგახარ, არჩევნები ვერ მოიგე, ყველაფერში კრახი გაქვს, სადღაც ხომ უნდა დაფიქრდე, რომ შენშია ამ წარუმატებლობის მიზეზი და არა მაგალითად გიორგი მამარდაშვილში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 17:30
საზოგადოება
სურსათის სააგენტო: ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება სოცქსელში. ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილი იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე
ნებისმიერი გადაყვანილი ძაღის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით,- აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ
01 აპრილი 2026, 17:27
სამართალი
ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას სასამართლომ თითო-თითო წლით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას.
01 აპრილი 2026, 17:26
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო აშშ-ის გარეშე, ისევე როგორც აშშ-ის სიძლიერე ნატოს გარეშე ვერ იარსებებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს დატოვების იდეას გამოეხმაურა.
01 აპრილი 2026, 17:23
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს
ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:19
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ საქართველოს წინააღმდეგ
ისევ ერთად შეჯგუფებული და ერთმანეთთან დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.
01 აპრილი 2026, 17:18
პოლიტიკა
ნიკა ობოლაძე: ყოველ 6 თვეში ერთხელ ვაცხადებთ მობილიზაციას და ერთიანობას. თქვენ რომ გეგონათ, მაგალითად 2026 წლის თებერვლამდე წინა 3 თვე - ბრძოლა გრძელდებოდა, მაშინ ვყოფილვართ დემობილიზირებულები და დაშლილები
პარტია „ობოლაძე დემოკრატების" გენერალური მდივანი ნიკა ობოლაძე ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება.
01 აპრილი 2026, 17:18
საზოგადოება
მამა ირაკლი ჭინჭარაული: ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი. მის მიერ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიოს გამორჩევა ვფიქრობ, რომ ამ ერთსულოვნების შემადგენელი ნაწილია
ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, - განაცხადა მამა ირაკლი ჭინჭარაულმა.
01 აპრილი 2026, 17:17
სამართალი
„POSTV“-ის ინფორმაციით, „TV პირველის“ ჟურნალისტებმა ნანუკა ქაჯაიამ, ნატა ქაჯაიამ და მარიამ გაფრინდაშვილმა „POSTV-სთან“ დავა წააგეს
„POSTV“-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „TV პირველის“ ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატა ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი, რომლითაც ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოს „POSTV-მ“ მათ წინააღმდეგ პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია გაავრცელა.
01 აპრილი 2026, 17:14
პოლიტიკა
პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო.
01 აპრილი 2026, 17:13
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი და სუფთა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თხოვნით მიმართა.
01 აპრილი 2026, 17:11
ეკონომიკა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი107.4%-ით ანუ 30.5მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:10
მსოფლიო
მომავალ წელს ტალინის 20 სკოლაში გაკვეთილების რუსულ ენაზე ჩატარება იქნება ნებადართული
ქალაქის ოფიციალური პირების განცხადებით, ესტონურენოვან განათლებაზე გადასვლა გრძელვადიანი და დინამიკური პროცესია, რომელიც კადრებით დაკომპლექტებასა და დაფინანსებაზეა დამოკიდებული.
01 აპრილი 2026, 17:07
საზოგადოება
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
01 აპრილი 2026, 16:59
პოლიტიკა
გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების დათვლაზე: ეს ის ხალხია, მიშას „ნაშებზე“ საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევს - აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება
გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს ის ხალხია, მიშას "ნაშებზე" საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევენ - აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება გიორგი გამსახურდია, ოპოზიციური მედიის მიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, გასაკვირი არაფერია, ვინაიდან, ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილის პირადი საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად მიიჩნევს. გამსახურდიას თქმით, აქ ჩანს მათი რეალური დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. "რა არის გასაკვირი? ეს ის ხალხია მიშას გულავის, თავის ნაშებზე საჩუქრების და საოჯახო საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას, ნორმალურად რომ მიიჩნევენ. ზუსტად აქ ჩანს ნათლად მათი ეკლესიისადმი და სასულიერო საკითხებისადმი დამოკიდებულება. პირადად მაინც არ მქონდეს მათგან მოსმენილი მაგათი მიდგომები მსგავს საკითხებზე," - წერს გამსახურდია.
01 აპრილი 2026, 16:54
კულტურა
საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
01 აპრილი 2026, 16:41
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა.
01 აპრილი 2026, 16:40
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.
01 აპრილი 2026, 16:18
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება.
01 აპრილი 2026, 16:11
მსოფლიო
ტრამპი სტარმერს: თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ირანში ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
01 აპრილი 2026, 16:00
თავდაცვა
გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო.


