02 დეკემბერი 2025, 18:43 / სანდო წყარო

გივი მიქანაძე: ჩვენ სკოლაში ვაბრუნებთ ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს და რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდაზე ვართ ორიენტირებული

გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის მნიშვნელობისა და მიმართულებების შესახებ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება დეტალურად იყოს ინფორმირებული სიახლეების შესახებ.

გივი მიქანაძის თქმით, დღეს წარდგენილ დოკუმენტზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.

„მოგეხსენებათ, რომ პრემიერ-მინისტრმა თვენახევრის წინ საჯაროდ წარადგინა უმაღლესი განათლების რეფორმის შესაბამისი კონცეფცია, რომელიც გუშინ მთავრობაზე [სხდომაზე] დავამტკიცეთ. ბუნებრივია, რომ განყენებულად უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელება შეუძლებელია, თუ არ მოხდა სასკოლო მიმართულების რეფორმირება და პროფესიული მიმართულების გაძლიერება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი განმარტებით, დღეს წარდგენილი დოკუმენტი სამუშაო ვერსიაა და მისი ამოსავალი პრინციპი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტია.

„ის დაექვემდებარება საჯარო განხილვებს შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან იმისთვის, რომ პოზიციები საბოლოოდ შეჯერდეს და ამ დოკუმენტმა თავისი საბოლოო სახე პოვოს, რის შემდეგაც ის მთავრობის მიერ დამტკიცდება.

მთავარი ამოსავალი პრინციპი არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი. ეს არის ე.წ. სასკოლო კონსტიტუცია, რომელიც 2024 წლის ივნისში პარლამენტმა დაამტკიცა. მას წინ უძღოდა 6-თვიანი მუშაობა, რომელიც ინიციირებული იყო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, აღნიშნულმა დოკუმენტმა 2004 წლის დოკუმენტი შეცვალა.

„იმ დოკუმენტსა და ამ მოქმედ დოკუმენტს შორის არის 180 გრადუსით არსებითი განსხვავება, რამეთუ წინა დოკუმენტი იყო გაჯერებული ლიბერალური ღირებულებებით.

მინდა გითხრათ, რომ ეს დოკუმენტი არის განმსაზღვრელი იმისა, როგორ უნდა წარიმართოს სასკოლო პროცესი, რა ფორმით უნდა იყოს შედგენილი სახელმძღვანელოები, როგორი მეთოდოლოგია უნდა იყოს გამოყენებული. მთლიანად სასკოლო პროცესი ექვემდებარება ამ დოკუმენტს.

ის დოკუმენტი, რომელიც შარშან მივიღეთ, მნიშვნელოვანია იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სკოლაში ვაბრუნებთ ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს. ვაბრუნებთ გაძლიერებული კომპონენტით სახელმწიფო ენის სწავლებას, საკუთარი ქვეყნის, სამშობლოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდაზე ვართ ორიენტირებული, რომელსაც სხვადასხვა კომპონენტი უწყობს ხელს და შესაბამისად, ეს ყველაფერი ამიერიდან იქნება განმსაზღვრელი იმ პროცესებისა, რაც სასკოლო რეფორმასთან იქნება დაკავშირებული. სწორედ ამ ძირითად ღირებულებებზე დაფუძნებით შევიმუშავეთ ეს დოკუმენტი“, - განაცხადა მინისტრმა.

ყველა სიახლე

რაშიდა დატი

28 სექტემბერი 2026, 23:00

მსოფლიო

საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - ასევე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა

საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - აქედან 2 წელი შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურით - აგრეთვე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.

დონალდ ტრამპი

28 სექტემბერი 2026, 22:45

მსოფლიო

ტრამპი: თუ „რესპუბლიკელები“ მოიგებენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, ხუთი ათასი დოლარი შეხვდება თითოეულ სრულწლოვანს - „დემოკრატები“ ამას ვერ შეძლებენ, რადგან მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესის ორივე პალატაში - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში - „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის თითოეული სრულწლოვანი მოქალაქე 5 000 აშშ დოლარს მიიღებს.

პავლოს მარინაკისი

28 სექტემბერი 2026, 22:38

მსოფლიო

საბერძნეთის მთავრობამ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება

საბერძნეთის მთავრობამ ორშაბათს კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება - ისევე, როგორც ეს, სავარაუდოდ, რუმინეთში გააკეთა.

28 სექტემბერი 2026, 22:18

მსოფლიო

აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა

აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა.

28 სექტემბერი 2026, 21:56

სპორტი

საქართველო-უკრაინის თამაში დასრულდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა უკრაინის წინააღმდეგ გამართა.

სერგეი კორეცკი

28 სექტემბერი 2026, 21:43

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა

სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა, კერძოდ, უკრაინის მიერ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ზოგიერთი ვალდებულების შესრულების დაგვიანების გამო. ამის შესახებ უკრაინის რემიერ-მინისტრმა, სერგეი კორეცკიმ განაცხადა.

28 სექტემბერი 2026, 21:09

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ მიიღო მონაწილეობა.

28 სექტემბერი 2026, 21:06

სპორტი

საქართველო-უკრაინის თამაშის მეორე ტაიმი დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ მართავს.

28 სექტემბერი 2026, 20:58

საზოგადოება

ალავერდში ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღე სადღესასწაულო ღამისთევის მსახურებით აღნიშნეს

28 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს, ანუ ალავერდობას განსაკუთრებით კახეთში აღნიშნავს.

28 სექტემბერი 2026, 20:50

რეგიონი

საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა.

28 სექტემბერი 2026, 20:42

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ოკუპაციაზე - პატარა სოფლებად მოხსენიებული ოკუპირებული ტერიტორიები და მმართველი გუნდის შეფასება

ქვების გროვიდან სამ პატარა სოფლამდე - დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოკუპაციაზე მსჯელობისას სააკაშვილის განცხადებას მმართველი გუნდი მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგ აღიარებად აფასებს.

28 სექტემბერი 2026, 20:41

სამართალი

სტუდია „მონიტორის“ სიუჟეტი ცილისწამებად შეფასდა - რა ფასად შეიძინა 2014 წელს ესტონელმა ბიზნესმენმა „თბილისი ჰილსის“ პროექტის დაწყების მიზნით მიწა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მხარეები ირწმუნებიან, რომ ბიზნესმენმა 9 მილიონი ლარი გადაიხადა. კითხვებთან ერთად სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს ადრესატი ვანო ჩხარტიშვილი გამოეხმაურა და სიუჟეტის ავტორები პოლიტიკური ნიშნით მათთვის არასასურველი ადამიანების დისკრედიტაციაში ამხილა.

მიხეილ სააკაშვილი

28 სექტემბერი 2026, 20:38

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის მუქარა სასამართლო დარბაზიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიხეილ სააკაშვილის მუქარა სასამართლო დარბაზიდან. მსჯავრდადებული ხელისუფლებას ემუქრება. იმ ფონზე, როცა ოპოზიციურ ფლანგზე შიდა დაპირისპირება პიკს აღწევს, სააკაშვილის მუქარა მმართველი გუნდისთვის არასერიოზულია და კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ რეალურ სახეს და ოპოზიციის უპერსპექტივობას.

მეგის ქარდავა

28 სექტემბერი 2026, 20:34

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავასთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ე.წ. კასრების საქმეზე მსჯავრდადებული მეგის ქარდავა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლის თანახმადაც მეგის ქარდავას ცხრაწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მაკა ბოჭორიშვილი

28 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი კანადაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მაკა ბოჭორიშვილი, კანადელი კოლეგის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში სახელწოდებით - „გზები მშვიდობისკენ“.

28 სექტემბერი 2026, 20:32

ეკონომიკა

ქონების გადასახადზე 40 ათას ლარიანი ზღვარი უქმდება - საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვა პარლამენტში იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარლამენტი საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას ხვალიდან იწყებს. ცვლილებების თანახმად, ქონების გადასახადზე დაწესებული 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება. შესაბამისად, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 81 000 მოქალაქე.

28 სექტემბერი 2026, 20:31

პოლიტიკა

თბილისის მერის ვიზიტი ჩინეთში - „ქრონიკა“ შანხაიდან

თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთშია. კახა კალაძე შეხვდება ქალაქ ნანკინის მერს, ასევე ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ის და თბილისის მეტროპოლიტენისთვის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს.

28 სექტემბერი 2026, 20:25

საზოგადოება

წყნეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება

საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად წყნეთში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მოწესრიგება დასასრულს უახლოვდება.

28 სექტემბერი 2026, 20:21

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულმა მიმდინარე სირთულეებმა არ უნდა გააუქმოს დიალოგის სივრცე, პირიქით - ეს პოლიტიკური გარემოებები საპარლამენტო დიალოგს კიდევ უფრო აუცილებელს ხდის, აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება შესაძლებელია

ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ტირანაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სიტყვით გამოვიდა.

28 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივებსა და იმ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც პარლამენტში უახლოესი პერიოდის განმავლობაშია დაგეგმილი.