ჯივიპი წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
2025 წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აქტიურად აგრძელებს მასშტაბურ სამუშაოებს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციის მიზნით, - ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომპანია ერთდროულად ატარებს მაგისტრალური მილსადენების პრევენციულ მონიტორინგს, ახორციელებს სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ოპტიმიზაციას უწევს ქსელში წნევის მართვას. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასა და ავარიული შემთხვევების შემცირებას.
„წყალმომარაგების სისტემა მოიცავს როგორც ქალაქის არსებულ ქსელებს, ისე მაგისტრალურ მილსადენებს, რომლებიც სასმელი წყლის მომხმარებლამდე ტრანსპორტირებას ჟინვალის წყალსაცავიდან და ხრამის სათავე ნაგებობიდან უზრუნველყოფენ. მათი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანიამ 2025 წელს კიდევ უფრო გააძლიერა პრევენციული მონიტორინგის ღონისძიებები - გარე რისკების შეფასებისა და მაგისტრალების ცალკეული მონაკვეთების მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით. დასრულდა 400 კმ სიგრძის მაგისტრალური მილსადენების მდგომარეობისა და რისკების შეფასების კვლევა, ასევე დამონტაჟდა 30 ჰიდროფონი, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაძლო დაზიანების ან რისკის შესახებ წინასწარი შეტყობინების მიღებას.
2025 წლის განმავლობაში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა უკვე დაასრულა 135 სარეაბილიტაციო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი, 105 პროექტი კი შესრულების ეტაპზეა.
დასრულებული პროექტებიდან აღსანიშნავია:
- ჭავჭავაძის გამზირის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;
- რუსთავი, ხრამის მაგისტრალის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;
- აწყურის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია;
- ალექსიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია;
- ევდოშვილის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია;
- რუსთავი, ჭყონდიდლის დასახლების წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
- მცხეთა, აღმაშენებლის ქუჩის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია;
- სამგორის სათავე ნაგებობის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია;
- ზემო პლატოს სატუმბე სადგურისა და სამგორის გამწმენდი ნაგებობის ტუმბო-აგრეგატების რეაბილიტაცია;
- ღრმაღელის გამწმენდი ნაგებობის სალექრების რეაბილიტაცია;
- სამგორის პირველი აწევის სატუმბე სადგურის ელექტრომომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;
- რუსთავის მეორე აწევის სატუმბო სადგურის რეაბილიტაცია;
მიმდინარე პროექტებია:
- სამგორის სათავე ნაგებობის პირველი, მეორე და მესამე რიგის ფილტრების რეაბილიტაცია;
- ბახტრიონის სატუმბე სადგურის რეაბილიტაცია;
- საიათნოვასა და ისპაჰანლის ქუჩების წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია;
- ინოვაციების ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
- დიღმის საცდელი მეურნეობის წყალარინების ქსელების განაშენიანების პროექტი;
- რუსთავი, ფალიაშვილის ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
2025 წლის ერთ-ერთ განსაკუთრებულ პროექტს წარმოადგენს წყალმომარაგების სისტემაში წნევის რეგულირების პროგრამა. მისი ფარგლებში ქსელზე დამონტაჟდა 15 წნევის რეგულატორი და 33 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. განხორციელდა 171 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელში წნევის ოპტიმიზაცია, რაც საერთო ჯამში 65,758 აბონენტის მომსახურების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. წნევის რეგულირების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ქსელის დაზიანებებისა და წყლის დანაკარგების რაოდენობა, გაუმჯობესდა საოპერაციო და ქსელის სტაბილური ფუნქციონირების მაჩვენებლები. პროექტი უკვე განხორციელდა ისანი–სამგორის არეალში, ხოლო ნაძალადევში სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. შემდეგ ეტაპებზე დაგეგმილია სამუშაოების შესრულება გლდანი–ნაძალადევისა და ვაკე–საბურთალოს რაიონებში.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტები, მიზნად ისახავს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სერვისის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, წყალმომარაგების ქსელზე დაზიანებების რაოდენობის, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებისა და ხანგრძლივობის შემცირებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 09:30
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგებას. ეს იყო მათთვის მართლაც თავზარდამცემი სურათი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანია შეაფასა. მისი თქმით, კამპანიის მონაწილეები ყველანაირად ცდილობენ ეკლესიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას.
02 აპრილი 2026, 09:26
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ონლაინ-ფორმატით ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და სიძეს, ჯარედ კუშნერს ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინფორმატში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და ბიზნესმენ, ჯარედ კუშნერს ესაუბრა.
02 აპრილი 2026, 09:21
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: როგორ მიაგეს პატრიარქს პატივი, ეს რომ დაინახეს, ადვილი გადასატანი იქნებოდა მათთვის? ალბათ, ახლა უნდათ, გაათმაგებული ენერგიით გააკეთონ ყველაფერი ცუდი, მაგრამ ამას ისინი ვერ შეძლებენ
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას ეხმაურება. თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ეს ჯგუფები მიზანს ვერ მიაღწევენ.
02 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
02 აპრილი 2026, 08:59
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: რაც უფრო მეტად ახლოვდება წმინდა სინოდის სხდომის თარიღი, მით უფრო აქტიურდებიან რადიკალური ჯგუფები, დესტრუქციული, ანტიქართული და ანტიეკლესიური ძალები
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას აფასებს. მისი თქმით, ეს ჯგუფები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის საქმეებში ჩარევას.
02 აპრილი 2026, 08:51
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთში პრეზიდენტის ვიზიტზე: განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე
სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ურთიერთობებისა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ.
02 აპრილი 2026, 08:35
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 აპრილს საქართველოში
2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
02 აპრილი 2026, 08:20
რეგიონი
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
მან დამსწრეებს დეტალურად გააცნო სემეკის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფი, ასევე ტარიფის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების მოქმედი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერების მხარდაჭერას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.
02 აპრილი 2026, 08:18
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.
02 აპრილი 2026, 08:06
საზოგადოება
სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც ილია მეორის საფლავია, ხალხის ნაკადი არ წყდება - ტაძარი დილის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე ღიაა
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-16 დღეა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის მოსახსენიებელი პანაშვიდი ყოველდღიურად მიმდინარეობს.
02 აპრილი 2026, 08:00
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრატისლავაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს
მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები სლოვაკეთთან. რა თქმა უნდა, პოტენციალი ბევრად უფრო მეტია. გვექნება შეხვედრები სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. იქნება შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და ვიცე პრემიერთან, სადაც იქნება განხილული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.
02 აპრილი 2026, 07:09
მსოფლიო
NASA-ს ოფიციალური პირების განცხადებით, Artemis II-ის ასტრონავტები უსაფრთხოდ არიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ
NASA-ს ოფიციალური პირები მისია Artemis II-ის წარმატებულ გაშვებაზე საუბრობენ. ათდღიანი ფრენა, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აღმოსავლეთის დროით 18:35 საათზე დაიწყო, ოთხ ასტრონავტს დედამიწიდან იმაზე შორს წაიყვანს, ვიდრე ოდესმე რომელიმე ადამიანს უმოგზაურია - ისინი მთვარის უკანა მხარეს შემოუვლიან და უკან დაბრუნდებიან.
02 აპრილი 2026, 06:56
მსოფლიო
ტრამპი მაკრონზე: მას ცოლი საშინლად ეპყრობა - ის ჯერ კიდევ ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან გონს მოდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირად სადილზე ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს, ბრიჟიტ მაკრონს დასცინა. მან მკაცრად გააკრიტიკა ნატოს მოკავშირეები იმის გამო, რომ ისინი არ ჩაებნენ ირანის წინააღმდეგ ომში.
02 აპრილი 2026, 06:32
მსოფლიო
ტრამპი ამერიკელებს ირანში მიმდინარე ომზე: ეს არის ნამდვილი ინვესტიცია თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვისას ირანთან მიმდინარე კონფლიქტი თანამედროვე ისტორიის სხვა დიდ ომებს შეადარა. პრეზიდენტი შეეცადა დაერწმუნებინა სკეპტიკურად განწყობილი ამერიკელები, რომ სამხედრო მოქმედებები რეალურად მომავლისთვის გაღებული მნიშვნელოვანი „ინვესტიციაა“.
02 აპრილი 2026, 06:17
მსოფლიო
ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის იმპორტს აღარ განახორციელებს.
02 აპრილი 2026, 06:11
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ უკიდურესად ძლიერად დავარტყამთ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში - ჩვენ მათ დავაბრუნებთ ქვის ხანაში, სადაც მათი ადგილია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ მზად არის „მომდევნო ორი-სამი კვირის“ განმავლობაში გააძლიეროს სამხედრო პასუხი ირანის წინააღმდეგ.
02 აპრილი 2026, 06:00
მსოფლიო
ტრამპი მოკავშირეებს: მიდით ჰორმუზის სრუტესთან, უბრალოდ აიღეთ იგი, დაიცავით და გამოიყენეთ თქვენთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოკავშირეებს დაეკისრებათ. მან მოუწოდა მათ, „მოიკრიბონ აქამდე დაგვიანებული სიმამაცე“ და სათავეში ჩაუდგნენ ოპერაციას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან სანაოსნო გზაზე კონტროლის აღსადგენად.
02 აპრილი 2026, 05:51
მსოფლიო
ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ირანის ომი „დასასრულს უახლოვდება“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელებს განუცხადა, რომ ირანის ომი „დასასრულს უახლოვდება“. მისი პროგნოზით, პროცესში ჩართულობა კიდევ ორიდან სამ კვირამდე გაგრძელდება.
02 აპრილი 2026, 00:55
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია
წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.
02 აპრილი 2026, 00:37
პოლიტიკა
წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შორის სადავოდ აქცია საკითხი - არიან თუ არა ეს ენჯეოები და ადამიანები საერთოდ მსხვერპლნი გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. რა თქმა უნდა ისინი ამაზე ბევრს არ საუბრობენ, რადგან არ აწყობთ
მათთვის მთავარია, რომ ქართული ოცნება აღარ არსებობდეს და იყვნენ თვითონ, მაგრამ თვითონ ვერ არიან და ვერ იქნებიან ასე თუ გააგრძელეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე საუბრისას. წულუკიანის თქმით, ისინი საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.


