ირაკლი ყანდაშვილი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის ერთიანობით გასაძლიერებელი - ამ მისიით, როგორც კანდიდატი წარვდგები თქვენს წინაშე 14 დეკემბერს ასოციაციის არჩევნებში
ირაკლი ყანდაშვილი
ფოტო: Facebook
საადვოკატო საქმიანობა, ჩემთვის ყოველთვის იყო არამხოლოდ კანონების ცოდნა, არამედ, პასუხისმგებლობა, მუდმივი ბრძოლა და ღირსეული ხმის გაჟღერება სწორი სამართლებრივი პოზიციის მხარდაჭერით. ეს პროფესია ჩემთვის არის ბრძოლა თავისუფლებისთვის - არა ხმაურით, არა პოპულისტური განცხადებებით, არამედ, პროფესიული ეთიკით, მოსმენით, არგუმენტებით, კანონის სრული დაცვით, სამართლიანობის პრინციპებისადმი მუდმივი ერთგულებით, - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ყანდაშვილმა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, ადვოკატთა ასოციაციის ერთიანობის გაძლიერება და ამ ინსტიტუციაში თაობებს შორის ხელოვნური ბარიერი აღარ უნდა იყოს. ყანდაშვილის თქმით, ადვოკატებმა ერთმანეთს პროფესიული ცოდნა უნდა გაუზიარონ და ფართოდ გაუღონ კარი ახალ თაობას, რომლებსაც პროფესიული ერთობის განცდა პირადი მაგალითით უნდა უჩვენონ.
„დღეს როცა ვდგავარ თქვენ წინაშე, ვგრძნობ იმ საერთო ენერგიას, რომელიც ჩვენს პროფესიას აერთიანებს და აერთიანებდა ყოველთვის. ჩვენ, ყველანი, სხვადასხვა გამოცდილებით მოვდივართ, მაგრამ, ერთ კონკრეტულ რამეში, ვართ აბსოლუტურად ერთნი: ჩვენ, ყველას გვწამს, რომ ადვოკატის როლი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის უმთავრესი საყრდენია. დიახ, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, არა დაყოფა ან ერთმანეთის დამცირება პროფესიის წარმომადგენლების მხრიდან, არამედ, ჩვენი ასოციაციის ერთიანობის გაძლიერება - ეს არის ჩვენი პროფესიის სიძლიერის გარანტია.
მეგობრებო, მე არავის ვუწოდებ ოპონენტს და კონკურენტს, ჩვენ ყველანი კოლეგები ვართ, მაგრამ ამ პროცესიდან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ოპონენტები ხშირად აჟღერებენ, თითქოს, ყველაფერი თავიდან უნდა აშენდეს, რომ ძირეული რეფორმაა საჭირო და ძველი სახეები უნდა შეიცვალოს, თითქოს, თაობებს შორის ბარიერია და ხელოვნურად ხდება პროფესიის გახლეჩა და დაყოფა, რაც, თუ დავფიქრდებით, მხოლოდ ერთი ძალის ინტერესში შეიძლება შედიოდეს - ვისაც არ უნდა ერთიანი და ძლიერი ადვოკატის პროფესია საქართველოში, არამედ, უნდა, ადვოკატის პროფესია ემსახურებოდეს კონკრეტულ ძალას და კონკრეტულ ინტერესს.
ძვირფასო მეგობრებო, მკაფიოდ მინდა ვთქვა, ადვოკატის პროფესია თაობებს არ ყოფს, პროფესიული ღირსება ასაკს არ კითხულობს. მე არ ვიცი რას ნიშნავს "ძველგაზრდა" და ახალგაზრდა ადვოკატი, ადვოკატი არის ადვოკატი და წერტილი. მე, წლების წინ ახალბედა ადვოკატს, უფროსი თაობის კოლეგების ჩართულობით და მხარდაჭერით შემიყვარდა ეს პროფესია. მჯერა, რომ ასოციაციამ ამ პრინციპით უნდა გააგრძელოს არსებობა - ჩვენ უნდა ვასწავლოთ ერთმანეთს, გავზარდოთ ერთმანეთი და ფართოდ გავუღოთ კარი ახალ თაობას და მათ უნდა ჰქონდეთ განცდა პროფესიული ერთობის და მეგობრებო, ამას მხოლოდ პირადი მაგალითით თუ ვუჩვენებთ ერთმანეთს და არა დაყოფით, დაქსაქსვით და შიგნით დაპირისპირებით. ასოციაცია არ არის დასაყოფი ან გასაწმენდი, ის არის ერთიანობით გასაძლიერებელი - ამის სამსახურში, გვერდით მიგულეთ და ამ მისიით სწორედაც, როგორც კანდიდატი წარვდგები თქვენს წინაშე დღეს და 14 დეკემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში“, - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ადვოკატის პროფესიის განვითარებას, დაუღალავი შრომა, სტრატეგიულად მართებული ნაბიჯების გადადგმა და თანამშრომლობა სჭირდება და არა სპონტანური, ემოციური ან ვიღაცის გულის მოსაგები განცხადებების გაჟღერება. ყანდაშვილმა ხაზი გაუსვა პროფესიის პოლიტიკისგან დაცილებას და აპოლიტიკურობის მნიშვნელობასაც.
„ძვირფასო მეგობრებო, აქვე, მინდა აღვნიშნო ახალი მიზნები, რომლებიც ადვოკატთა ასოციაციის გასაძლიერებლად არის საჭირო. ეს ახალი მიზნები, რომლებიც მართლაც ბევრია, ვერ განხორციელდება იქ და იმ გაერთიანებაში, სადაც კომუნიკაცია და კოლეგების ერთმანეთთან კავშირი ირღვევა და კონფლიქტია. პროფესიის განვითარებას, კონფლიქტი, პროფესიის შიგნით ურთიერთდაპირისპირება კი არა, არამედ, დაუღალავი შრომა, სტრატეგიული, სწორი, დროსა და სივრცეში, პროფესიის ხვალინდელი დღისთვის მართებული ნაბიჯების გადადგმა და თანამშრომლობა სჭირდება და არა სპონტანური, ემოციური, რომანტიკული თუ თუნდაც, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ვიღაცის გულის მოსაგები განცხადებების გაჟღერება. მეტსაც გეტყვით, პოლიტიკიდან დაცილება, აპოლიტიკურობა არის სწორი გზა პროფესიისთვის. უფრო კონკრეტულად, ჩვენი პროფესია აერთიანებს არაერთი პოლიტიკური გემოვნების მქონე პირს, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია და მე, როგორც თავმჯდომარე, არჩევის შემდეგ, თითოეული ამ წევრის პროფესიული ინტერესის მხარდამჭერი ვიქნები. ვერ მივესალმები ამა თუ იმ წევრის გნებავთ პოლიტიკური ან ნებისმიერი ნიშნით დევნას და შევიწროებას. ყოველთვის ვიქნები ხისტი და პრინციპული თითოეული კოლეგის უფლების დაცვისას, თუმცა, პროფესია, როგორც ასეთი, ჩემი თავმჯდომარეობის დროს იქნება აპოლიტიკური და არავითარ შემთხვევაში არ და ვერ იქცევა რომელიმე ძალის ფილიალად თუ ინტერესების გამტარებელ ინსტიტუციად. თუმცა, პროფესიას ყოველთვის ექნება საჯარო პოლიტიკის ამა თუ იმ გამოვლინებასთან, რაც ჩვენი პროფესიული საქმიანობის განხორციელებას ეხება, პროფესიული ხედვა და საჭიროების შემთხვევაში, ხისტი შეფასება.
ჩვენი პროფესიის წარმატება, ძვირფასო კოლეგებო, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ თანაბრად, ღირსეულად და დაბალანსებულად ვესაუბროთ ყველა მხარეს. დღეს მინდა დავადასტურო: ვიბრძოლებ ისეთი ასოციაციისთვის, სადაც არც ერთი ადვოკატი არ დარჩება პროცესების მიღმა, სადაც ყველა თაობა ერთ მაგიდასთან ვისხდებით - მე ჯერ ვერ გავარკვიე, ახალგაზრდა ვარ თუ ძველგაზრდა, მაგრამ მე ადვოკატი ვარ - ყველანი ერთად ვისხდებით ერთ მაგიდასთან, სადაც თანამშრომლობა ჩვენი ძალაა, ხოლო, პროფესიული ღირსება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. მე მჯერა ძვირფასო მეგობრებო, რომ ჩვენ, ერთად შეგვიძლია და გავაძლიერებთ ასოციაციას, სადაც თითოეული ადვოკატის ხმა ისმის, სადაც პროფესია დაცულია, გამოცდილება და ახალი თაობა გვერდიგვერდ ჰარმონიულად დგანან და თანაარსებობენ, პროფესია დაფასებულია, ხოლო, ღირსება და დაუღალავი შრომა მიზნისკენ სვლაში იქნება მთავარი პრიორიტეტი.
და ბოლოს, ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო მეგობრებო, მინდა წინასწარ მოგმართოთ და გითხრათ მადლობა. მადლობა ჩემი სახელით, მადლობა გუნდის სახელით, მადლობა პროფესიული ინტერესის სახელით ყველა იმ კოლეგას, ვინც გვენდობა, მოგვცემს ხმას არჩევნებში და ჩვენ ერთად, პროფესიისთვის, 2025 წლის 14 დეკემბერს ერთად გავიმარჯვებთ!", - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 09:52
რეგიონი
წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემაზე დუშეთისა და ფასანაურის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.
02 აპრილი 2026, 09:49
მსოფლიო
აშშ-მა დელსი როდრიგესს სანქციები მოუხსნა
აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს ადრე დაწესებული სანქციები მოუხსნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 09:48
რეგიონი
გივი მიქანაძე რაჭაში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე რაჭაში, ამბროლაურში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა, სადაც ახალ ხელმძღვანელ ილია ოშხერელსა და თანამშრომლებს შეხვდა.
02 აპრილი 2026, 09:45
საზოგადოება
სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური: ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ, მან საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით
სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური მამა გიორგი ვაშალომიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
02 აპრილი 2026, 09:30
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგებას. ეს იყო მათთვის მართლაც თავზარდამცემი სურათი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანია შეაფასა. მისი თქმით, კამპანიის მონაწილეები ყველანაირად ცდილობენ ეკლესიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას.
02 აპრილი 2026, 09:26
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ონლაინ-ფორმატით ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და სიძეს, ჯარედ კუშნერს ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინფორმატში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და ბიზნესმენ, ჯარედ კუშნერს ესაუბრა.
02 აპრილი 2026, 09:21
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: როგორ მიაგეს პატრიარქს პატივი, ეს რომ დაინახეს, ადვილი გადასატანი იქნებოდა მათთვის? ალბათ, ახლა უნდათ, გაათმაგებული ენერგიით გააკეთონ ყველაფერი ცუდი, მაგრამ ამას ისინი ვერ შეძლებენ
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას ეხმაურება. თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ეს ჯგუფები მიზანს ვერ მიაღწევენ.
02 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
02 აპრილი 2026, 08:59
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: რაც უფრო მეტად ახლოვდება წმინდა სინოდის სხდომის თარიღი, მით უფრო აქტიურდებიან რადიკალური ჯგუფები, დესტრუქციული, ანტიქართული და ანტიეკლესიური ძალები
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას აფასებს. მისი თქმით, ეს ჯგუფები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის საქმეებში ჩარევას.
02 აპრილი 2026, 08:51
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთში პრეზიდენტის ვიზიტზე: განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე
სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ურთიერთობებისა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ.
02 აპრილი 2026, 08:35
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 აპრილს საქართველოში
2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
02 აპრილი 2026, 08:20
რეგიონი
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
მან დამსწრეებს დეტალურად გააცნო სემეკის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფი, ასევე ტარიფის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების მოქმედი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერების მხარდაჭერას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.
02 აპრილი 2026, 08:18
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.
02 აპრილი 2026, 08:06
საზოგადოება
სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც ილია მეორის საფლავია, ხალხის ნაკადი არ წყდება - ტაძარი დილის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე ღიაა
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-16 დღეა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის მოსახსენიებელი პანაშვიდი ყოველდღიურად მიმდინარეობს.
02 აპრილი 2026, 08:00
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრატისლავაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს
მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები სლოვაკეთთან. რა თქმა უნდა, პოტენციალი ბევრად უფრო მეტია. გვექნება შეხვედრები სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. იქნება შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და ვიცე პრემიერთან, სადაც იქნება განხილული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.
02 აპრილი 2026, 07:09
მსოფლიო
NASA-ს ოფიციალური პირების განცხადებით, Artemis II-ის ასტრონავტები უსაფრთხოდ არიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ
NASA-ს ოფიციალური პირები მისია Artemis II-ის წარმატებულ გაშვებაზე საუბრობენ. ათდღიანი ფრენა, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აღმოსავლეთის დროით 18:35 საათზე დაიწყო, ოთხ ასტრონავტს დედამიწიდან იმაზე შორს წაიყვანს, ვიდრე ოდესმე რომელიმე ადამიანს უმოგზაურია - ისინი მთვარის უკანა მხარეს შემოუვლიან და უკან დაბრუნდებიან.
02 აპრილი 2026, 06:56
მსოფლიო
ტრამპი მაკრონზე: მას ცოლი საშინლად ეპყრობა - ის ჯერ კიდევ ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან გონს მოდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირად სადილზე ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს, ბრიჟიტ მაკრონს დასცინა. მან მკაცრად გააკრიტიკა ნატოს მოკავშირეები იმის გამო, რომ ისინი არ ჩაებნენ ირანის წინააღმდეგ ომში.
02 აპრილი 2026, 06:32
მსოფლიო
ტრამპი ამერიკელებს ირანში მიმდინარე ომზე: ეს არის ნამდვილი ინვესტიცია თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვისას ირანთან მიმდინარე კონფლიქტი თანამედროვე ისტორიის სხვა დიდ ომებს შეადარა. პრეზიდენტი შეეცადა დაერწმუნებინა სკეპტიკურად განწყობილი ამერიკელები, რომ სამხედრო მოქმედებები რეალურად მომავლისთვის გაღებული მნიშვნელოვანი „ინვესტიციაა“.
02 აპრილი 2026, 06:17
მსოფლიო
ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის იმპორტს აღარ განახორციელებს.
02 აპრილი 2026, 06:11
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ უკიდურესად ძლიერად დავარტყამთ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში - ჩვენ მათ დავაბრუნებთ ქვის ხანაში, სადაც მათი ადგილია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ მზად არის „მომდევნო ორი-სამი კვირის“ განმავლობაში გააძლიეროს სამხედრო პასუხი ირანის წინააღმდეგ.


