09 დეკემბერი 2025, 11:58 / სანდო წყარო

სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის ფარგლებში, საქპატენტის სათავო ოფისში ტრენინგი გაიმართა

სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის ფარგლებში, მცხეთაში, საქპატენტის სათავო ოფისში ორეტაპიანი ტრენინგი ჩატარდა, რომლის მიზანი იყო თანამშრომლებისთვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული უცხოური ენების ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესებისა და სალიტერატურო ენის განახლებული ნორმების გაცნობა.

სასწავლო ღონისძიება ჩატარდა საქპატენტისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო საქპატენტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის 15-მდე თანამშრომელმა. ტრენინგს უძღვებოდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგიისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსი, თსუ-ს თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი თინათინ ბოლქვაძე.

ტრენინგზე მონაწილეებმა მიიღეს ვრცელი ინფორმაცია უცხოური ენების ბგერითი სისტემების ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის ძირითად პრინციპებსა და კრიტერიუმებზე. დეტალურად განიხილეს გაეროსა და ევროკავშირის სამუშაო ენათა ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები, უცხოური საკუთარი სახელების ქართულად ჩაწერის თავისებურებები, სალიტერატურო ენის განახლებული ნორმები და ოფიციალური დოკუმენტების მომზადების სტილისტური სტანდარტები. ასევე, მიმოიხილეს საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტები: საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“ და საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“. ყურადღება გამახვილდა, აგრეთვე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ დადგენილ ნორმებსა და სტანდარტიზაციის პროცესზე. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ როგორც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში გამოყენებული დარგობრივი ტერმინების, ისე საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების უცხოურ ენებზე თარგმნის პრინციპებს.

ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნა უწყების თანამშრომლებს შესაძლებლობას მისცემს საქმისწარმოების პროცესში დაიცვან ენობრივი ნორმები და უზრუნველყონ სახელმწიფო ენის სწორად გამოყენება.

საქპატენტი მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან და მსგავს ინიციატივებს სისტემატურად განახორციელებს.

ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2026, 09:52

რეგიონი

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემაზე დუშეთისა და ფასანაურის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

დელსი როდრიგესი

02 აპრილი 2026, 09:49

მსოფლიო

აშშ-მა დელსი როდრიგესს სანქციები მოუხსნა

აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს ადრე დაწესებული სანქციები მოუხსნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 09:48

რეგიონი

გივი მიქანაძე რაჭაში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე რაჭაში, ამბროლაურში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა, სადაც ახალ ხელმძღვანელ ილია ოშხერელსა და თანამშრომლებს შეხვდა.

მამა გიორგი ვაშალომიძე

02 აპრილი 2026, 09:45

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური: ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ, მან საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური მამა გიორგი ვაშალომიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

თორნიკე ჭეიშვილი

02 აპრილი 2026, 09:30

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგებას. ეს იყო მათთვის მართლაც თავზარდამცემი სურათი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანია შეაფასა. მისი თქმით, კამპანიის მონაწილეები ყველანაირად ცდილობენ ეკლესიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 აპრილი 2026, 09:26

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ონლაინ-ფორმატით ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და სიძეს, ჯარედ კუშნერს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინფორმატში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და ბიზნესმენ, ჯარედ კუშნერს ესაუბრა.

თენგიზ შარმანაშვილი

02 აპრილი 2026, 09:21

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: როგორ მიაგეს პატრიარქს პატივი, ეს რომ დაინახეს, ადვილი გადასატანი იქნებოდა მათთვის? ალბათ, ახლა უნდათ, გაათმაგებული ენერგიით გააკეთონ ყველაფერი ცუდი, მაგრამ ამას ისინი ვერ შეძლებენ

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას ეხმაურება. თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ეს ჯგუფები მიზანს ვერ მიაღწევენ.

02 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 08:59

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რაც უფრო მეტად ახლოვდება წმინდა სინოდის სხდომის თარიღი, მით უფრო აქტიურდებიან რადიკალური ჯგუფები, დესტრუქციული, ანტიქართული და ანტიეკლესიური ძალები

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას აფასებს. მისი თქმით, ეს ჯგუფები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის საქმეებში ჩარევას.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 აპრილი 2026, 08:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთში პრეზიდენტის ვიზიტზე: განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე

სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ურთიერთობებისა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ.

02 აპრილი 2026, 08:35

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 აპრილს საქართველოში

2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

02 აპრილი 2026, 08:20

რეგიონი

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

მან დამსწრეებს დეტალურად გააცნო სემეკის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფი, ასევე ტარიფის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების მოქმედი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერების მხარდაჭერას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.

02 აპრილი 2026, 08:18

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.

02 აპრილი 2026, 08:06

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც ილია მეორის საფლავია, ხალხის ნაკადი არ წყდება - ტაძარი დილის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე ღიაა

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-16 დღეა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის მოსახსენიებელი პანაშვიდი ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მიხეილ ყაველაშვილი

02 აპრილი 2026, 08:00

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრატისლავაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს

მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები სლოვაკეთთან. რა თქმა უნდა, პოტენციალი ბევრად უფრო მეტია. გვექნება შეხვედრები სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. იქნება შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და ვიცე პრემიერთან, სადაც იქნება განხილული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.

02 აპრილი 2026, 07:09

მსოფლიო

NASA-ს ოფიციალური პირების განცხადებით, Artemis II-ის ასტრონავტები უსაფრთხოდ არიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ

NASA-ს ოფიციალური პირები მისია Artemis II-ის წარმატებულ გაშვებაზე საუბრობენ. ათდღიანი ფრენა, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აღმოსავლეთის დროით 18:35 საათზე დაიწყო, ოთხ ასტრონავტს დედამიწიდან იმაზე შორს წაიყვანს, ვიდრე ოდესმე რომელიმე ადამიანს უმოგზაურია - ისინი მთვარის უკანა მხარეს შემოუვლიან და უკან დაბრუნდებიან.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:56

მსოფლიო

ტრამპი მაკრონზე: მას ცოლი საშინლად ეპყრობა - ის ჯერ კიდევ ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან გონს მოდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირად სადილზე ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს, ბრიჟიტ მაკრონს დასცინა. მან მკაცრად გააკრიტიკა ნატოს მოკავშირეები იმის გამო, რომ ისინი არ ჩაებნენ ირანის წინააღმდეგ ომში.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:32

მსოფლიო

ტრამპი ამერიკელებს ირანში მიმდინარე ომზე: ეს არის ნამდვილი ინვესტიცია თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვისას ირანთან მიმდინარე კონფლიქტი თანამედროვე ისტორიის სხვა დიდ ომებს შეადარა. პრეზიდენტი შეეცადა დაერწმუნებინა სკეპტიკურად განწყობილი ამერიკელები, რომ სამხედრო მოქმედებები რეალურად მომავლისთვის გაღებული მნიშვნელოვანი „ინვესტიციაა“.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:17

მსოფლიო

ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის იმპორტს აღარ განახორციელებს.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:11

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ უკიდურესად ძლიერად დავარტყამთ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში - ჩვენ მათ დავაბრუნებთ ქვის ხანაში, სადაც მათი ადგილია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ მზად არის „მომდევნო ორი-სამი კვირის“ განმავლობაში გააძლიეროს სამხედრო პასუხი ირანის წინააღმდეგ.