09 დეკემბერი 2025, 18:24 / სანდო წყარო

თსუ-ის რექტორი შეჰანის ქართულ მონასტერში არქეოლოგიური ჯგუფის ანგარიშს დაესწრო

თსუ არქეოლოგიური ჯგუფის მიერ იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში შეჰანის მონასტრის გათხრების ანგარიშს დაესწრო თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია. ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, არქეოლოგიური ჯგუფის წევრები, სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, - ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

უწყების ცნობით, თსუ რექტორმა მადლობა გადაუხადა თსუ არქეოლოგიური გუნდის წევრებს იმ შრომისთვის, რომელიც მათ გაწიეს საკმაოდ რთულ ბუნებრივ პირობებში მუშაობისას.

„იმ გარემოში ასეთი თავდადებით საქმიანობა, მართლაც მისაბაძია. პროფესიონალიზმი და ქვეყნის სიყვარული არის ის მოტივაცია, რომელიც თქვენ გქონდათ შეჰანის უდაბნოში მუშაობისას. ამ არქეოლოგიური გათხრების შედეგებით ჩვენ ვეუბნებით მსოფლიოს, რომ ქართველები წმინდა მიწაზე მხოლოდ ჯვრის მონასტერში არ მოღვაწეობდნენ, ქართული იყო რამდენიმე სხვა მონასტერიც, მათ შორის, შეჰანის მონასტერიც. ამ ძეგლს ევროპელი მეცნიერებიც ეძებდნენ მე-19 - მე-20 საუკუნეებში. ჩვენი ექსპედიციის მეშვეობით დადგინდა ამ მიდამოებში შეჰანის ქართული მონასტრის არსებობა,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ. თსუ რექტორმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა თსუ არქეოლოგებს და აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეფობას აიღებს თსუ არქეოლოგების მეორე ექსპედიციაზე შეჰანის მონასტერში.

შეჰანის ქართული მონასტრის არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები წარმოადგინა თსუ არქეოლოგიური გუნდის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა. მან ისაუბრა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ორ ქართულ წარწერაზე. თსუ პროფესორმა აღმოჩენილ სხვადასხვა არტეფაქტზე დაყრდნობით ივარაუდა შეჰანის მონასტერში არსებული სხვა არქეოლოგიური ფენის არსებობა.

„ღონისძიებაზე თსუ რექტორმა 2025 წელს საქართველოს არქეოლოგიურ მისიაში იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში, შეჰანის ქართულ მონასტერში წარმატებით განხორციელებული არქეოლოგიური კვლევებისთვის მადლობის სიგელები გადასცა თსუ ჯგუფის წევრებს: ბორის გელაშვილს, სულიკო კოხრეიძეს, ზურაბ გიორგაძეს, საბა ბუგიანიშვილს, ამირან ნადირაშვილს, ირაკლი ზუკაკიშვილს, ნიკოლოზ შარაშენიძეს, ლუკა გოგალაძეს, დავით გოგიშვილს, ვაჟა ჩიტაიას და ვახტანგ ლიჩელს.

შეჰანის მონასტრის არქეოლოგიური კვლევები 2024 წელს დაიწყო საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. პირველივე სეზონზე ქართული არქეოლოგიური მისიის მიერ აღმოჩენილმა ქართულმა წარწერამ — „შეუნდვენ ღმერთმან, ამინ“ — საბოლოოდ დაადასტურა ისტორიულ ხელნაწერებში დაცული ცნობები ტრანსიორდანიაში არსებული, აქამდე უცნობი ქართული ქრისტიანული სავანის შესახებ.

შეჰანის მონასტერი და მისი ხელნაწერები დღემდე ნაკლებად არის შესწავლილი ქართველი მეცნიერების მიერ. მონასტერზე ყურადღება პირველად ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ქართველმა მკვლევრებმა, მათ შორის ელენე მეტრეველმა გაამახვილა. მისი კვლევებით გაირკვა, რომ გაბრიელ თბილელი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართველი ბერი, 1061 წლისთვის უკვე „შეჰანის მამად“ იწოდება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მონასტერი სწორედ ამ დროისთვის იყო გაშენებული და იქ მოქმედებდა ქართველთა ძმობა. დროთა განმავლობაში შეჰანის მონასტერი მნიშვნელოვან სკრიპტორიუმად და სამწერლობო ცენტრად ჩამოყალიბდა. ცნობილია ასევე, რომ გიორგი-პროხორეცი, ჯვრის მონასტრის აღმშენებელი, სავარაუდოდ 1066 წელს გადავიდა შეჰანის უდაბნოში და იქვე აღესრულა. XIII საუკუნის შემდეგ მონასტერი წყაროებში აღარ იხსენიება.

თსუ არქეოლოგების მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად საბოლოოდ დადასტურდა შეჰანის ქართული მონასტრის ზუსტი ადგილმდებარეობა. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტის როლს ქართული მეცნიერების განვითარებაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 10:36

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ცხოველებიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, 12 დღეს დაბრუნდება ზუგდიდის ტერიტორიაზე, დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის, სავარაუდოდ დღეს საღამოს ან ხვალ დილით

გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში ცხოველების მიკედლება შეზღუდულია, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა.

02 აპრილი 2026, 10:34

მსოფლიო

Financial Times: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მოქალაქეებს შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ შეზღუდვები დაუწესა ირანის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დუბაისა თუ სხვა ქალაქებში შესვლა სურთ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 10:32

საზოგადოება

2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

თიკო კვალიაშვილი

02 აპრილი 2026, 10:25

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი გიგი უგულავაზე: ამ ნამუსგარეცხილი ბატონის მერობის დროს დაიწყო ძაღლების მაშებით ხოცვა და ბეიკერის ორმოებში ჩაკვლა - როგორ ბედავს, რომ ცხოველების უფლებებსა და კეთილდღეობაზე გვესაუბრება?

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების” მხარეს”.

02 აპრილი 2026, 10:13

ტექნოლოგიები

1972 წლის შემდეგ პირველად, მთვარისკენ მიემართება კოსმოსური ხომალდი, რომლის ბორტზეც ასტრონავტები იმყოფებიან

მისიის პირველ დღეს, „ორიონი“ დედამიწის ორბიტაზე გაატარებს, რა დროსაც ხომალდის სისტემებს შეამოწმებს, შემდეგ კი სპეციალურ მანევრს შეასრულებს, აჩქარდება და მთვარისკენ გაემართება. მისიის ფარგლებში „ორიონი“ მთვარეს ერთ წრეს შემოუვლის. ის დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან 7,5 ათასი კილომეტრის მანძილზე უნდა გაფრინდეს. ფრენის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. მისია მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს.

02 აპრილი 2026, 09:52

რეგიონი

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემაზე დუშეთისა და ფასანაურის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

დელსი როდრიგესი

02 აპრილი 2026, 09:49

მსოფლიო

აშშ-მა დელსი როდრიგესს სანქციები მოუხსნა

აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს ადრე დაწესებული სანქციები მოუხსნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 09:48

რეგიონი

გივი მიქანაძე რაჭაში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე რაჭაში, ამბროლაურში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა, სადაც ახალ ხელმძღვანელ ილია ოშხერელსა და თანამშრომლებს შეხვდა.

მამა გიორგი ვაშალომიძე

02 აპრილი 2026, 09:45

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური: ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ, მან საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური მამა გიორგი ვაშალომიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

თორნიკე ჭეიშვილი

02 აპრილი 2026, 09:30

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგებას. ეს იყო მათთვის მართლაც თავზარდამცემი სურათი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანია შეაფასა. მისი თქმით, კამპანიის მონაწილეები ყველანაირად ცდილობენ ეკლესიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 აპრილი 2026, 09:26

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ონლაინ-ფორმატით ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და სიძეს, ჯარედ კუშნერს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინფორმატში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და ბიზნესმენ, ჯარედ კუშნერს ესაუბრა.

თენგიზ შარმანაშვილი

02 აპრილი 2026, 09:21

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: როგორ მიაგეს პატრიარქს პატივი, ეს რომ დაინახეს, ადვილი გადასატანი იქნებოდა მათთვის? ალბათ, ახლა უნდათ, გაათმაგებული ენერგიით გააკეთონ ყველაფერი ცუდი, მაგრამ ამას ისინი ვერ შეძლებენ

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას ეხმაურება. თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ეს ჯგუფები მიზანს ვერ მიაღწევენ.

02 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 08:59

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რაც უფრო მეტად ახლოვდება წმინდა სინოდის სხდომის თარიღი, მით უფრო აქტიურდებიან რადიკალური ჯგუფები, დესტრუქციული, ანტიქართული და ანტიეკლესიური ძალები

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას აფასებს. მისი თქმით, ეს ჯგუფები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის საქმეებში ჩარევას.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 აპრილი 2026, 08:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთში პრეზიდენტის ვიზიტზე: განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე

სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ურთიერთობებისა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ.

02 აპრილი 2026, 08:35

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 აპრილს საქართველოში

2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

02 აპრილი 2026, 08:20

რეგიონი

მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებს გააცნეს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

02 აპრილი 2026, 08:18

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.

02 აპრილი 2026, 08:06

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც ილია მეორის საფლავია, ხალხის ნაკადი არ წყდება - ტაძარი დილის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე ღიაა

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-16 დღეა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის მოსახსენიებელი პანაშვიდი ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მიხეილ ყაველაშვილი

02 აპრილი 2026, 08:00

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრატისლავაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს

მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები სლოვაკეთთან. რა თქმა უნდა, პოტენციალი ბევრად უფრო მეტია. გვექნება შეხვედრები სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. იქნება შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და ვიცე პრემიერთან, სადაც იქნება განხილული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.