საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაიწყო - როგორ მივცეთ ხმა. ინსტრუქცია
ანიტა აბგარიანი
საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაიწყო. საქართველოს წარმომადგენლისთვის, ანიტა აბგარიანისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
გადადით ბმულზე - https://vote.junioreurovision.tv .
ამისთვის საჭიროა, უყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიოთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, და დააჭიროთ ხმის მიცემის ღილაკს.
ამის შემდეგ მარტივ მათემატიკურ მოქმედებას შეასრულებთ (მაგ. 1+2; 4-3) და დააჭერთ დადასტურების ღილაკს.
ხმის მიცემა დროებით შეწყდება 20:00 საათზე, როდესაც კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება.
თვრამეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით ისევ განახლდება, რა დროსაც თქვენ ისევ შეძლებთ მეორედ ხმის მიცემას.
ხმის მიცემა შესაძლებელია 1 ტელეფონიდან და 1 კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ.
გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის დაჯამებული ქულების რაოდენობით გამოვლინდება.
დღეს ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას მაყურებელს ღონისძიების მასპინძელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შესთავაზებს.
საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს – ფინალური შოუ დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.
ყველა სიახლე
02 ოქტომბერი 2026, 11:21
სამართალი
პოლიციამ მცხეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 6 შეფუთვად დაფასოებული, ჯამში - 140 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
02 ოქტომბერი 2026, 11:20
სამართალი
სამართალდამცველებმა აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.
02 ოქტომბერი 2026, 11:18
პოლიტიკა
პრეზიდენტი: უაღრესად მნიშვნელოვანია დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა საძირკველზე უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი? ღრმად მწამს, რომ ამ კითხვაზე პასუხი სწორედ ჩვენს ქრისტიანულ ფესვებსა და საუკუნოვან მარადიულ ფასეულობებში უნდა ვეძიოთ — მოყვასისადმი სიყვარულში, თანაგრძნობაში, უზენაეს სამართლიანობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაში
ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაა - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“.
02 ოქტომბერი 2026, 11:17
რეგიონი
კარალეთში კომბინირებული საკვების ახალი საწარმო გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმოს „აგრო უნივერსალ საქართველო“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
02 ოქტომბერი 2026, 11:16
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ თავად გახლდათ კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული ერთობის ცოცხალი მაგალითი - საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ თავად გახლდათ კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული ერთობის ცოცხალი მაგალითი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციაზე - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას.
02 ოქტომბერი 2026, 11:16
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.
02 ოქტომბერი 2026, 11:15
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა. იგი მათ არწმუნებდა, რომ მიღებულ მოგებას შესაბამისი სარგებლის სახით გადასცემდა, ხოლო შეტანილ ძირითად თანხას დაუბრუნებდა.
02 ოქტომბერი 2026, 11:10
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა ხობის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.
02 ოქტომბერი 2026, 11:09
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე „ნეტგაზეთს“: სულხან თამაზაშვილი 2008 წლის ომში არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის, ამასთან, ცნობილია, მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის შესახებ „ნეტგაზეთის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ხაზგასმულია, რომ თამაზაშვილი 2008 წლიდან მუშაობდა შსს-ში და მას 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
02 ოქტომბერი 2026, 11:07
საზოგადოება
„აგროსკოლა“ 2026 დასრულდა
პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება მელიორაციის საკითხებსაც დაეთმო. მონაწილეებმა დაათვალიერეს სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და მიიღეს ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი წყლით უზრუნველყოფისა და მელიორაციის სისტემების ფუნქციონირების შესახებ.
02 ოქტომბერი 2026, 11:05
მსოფლიო
POLITICO: ტრამპის მიერ დიზელის ექსპორტის აკრძალვის მუქარა ევროპელ გადამზიდავებს და მომხმარებლებს რისკებს უქმნის
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარამ, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა დიზელის ექსპორტი შეაჩეროს, ევროპაში სატვირთო გადამზიდავებისთვის საწვავის ხარჯების კიდევ უფრო გაზრდის, ხოლო მომხმარებლებისთვის საქონლის გაძვირების საფრთხე შექმნა. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
02 ოქტომბერი 2026, 11:02
საზოგადოება
საერთაშორისო კონფერენცია სახელმწოდებით „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ იმართება. LIVE
„ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ - ამ სახელწოდებით საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
02 ოქტომბერი 2026, 11:01
საზოგადოება
კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო www.ekalata.gov.ge - სექტემბრის თვის ფასების დინამიკას ავრცელებს
კონკურენციის სააგენტო და მომხმარებლების დაცვის სააგენტო www.ekalata.gov.ge - სექტემბრის თვის ფასების დინამიკას ავრცელებს.
02 ოქტომბერი 2026, 11:01
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გადამუშავებული 147 300 ტონა ყურძნის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
2 ოქტომბრის მდგომარეობით გადამუშავებული 147 300 ტონა ყურძნიდან მაღალი და საშუალო ხარისხის 145 800 ტონაა (99%), ხოლო მკვახე და უხარისხო - 1 500 ტონა (1%).
02 ოქტომბერი 2026, 10:35
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი ევროპას დიზელის მარაგების გახსნისკენ მოუწოდებს - ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უნდა დააჩქარონ უკვე აღებული ვალდებულებების შესრულება და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ დამატებითი მარაგების ხელმისაწვდომობა
აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი ევროპას დიზელის მარაგების გახსნისკენ მოუწოდებს, რათა საწვავის მიწოდების შეფერხებით გამოწვეული შედეგები შეამსუბუქოს.
02 ოქტომბერი 2026, 10:32
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მის მიერ მართული მსუბუქი ავტომობილის საბარგულში განთავსებულ ბუნებრივი აირის ავზში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები გადმოიტანა, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 44 892 ლარი შეადგინა.
02 ოქტომბერი 2026, 10:25
სამართალი
საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიგარეტისა და მედიკამენტების მალულად გადაზიდვის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ანალიტიკური მუშაობის, ოპერატიულ - სამძებრო და კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო მედიკამენტების გადაზიდვის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
02 ოქტომბერი 2026, 10:23
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი ხილის ექსპორტიორებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხილის ექსპორტიორებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს საექსპორტო მიმართულებით არსებული საჭიროებების, გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების განხილვა წარმოადგენდა.
02 ოქტომბერი 2026, 10:15
პოლიტიკა
ევროკომისიის კვლევა: მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია
„მსოფლიო ბანკმა“ გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
02 ოქტომბერი 2026, 10:14
რეგიონი
ქარელის მუნიციპალიტეტში შაქშაქეთის დიუკერის რეაბილიტაცია იწყება
ქარელის მუნიციპალიტეტში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის შაქშაქეთის დიუკერის, ავარიული ფარისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია იწყება.


