imedi /  14 დეკემბერი 2025, 00:23 / სანდო წყარო

თინათინ რუხაძე: საბავშვო ევროვიზიას ძალიან ღირსეულად ვუმასპინძლეთ - დღეს მსოფლიოს ნამდვილად ევროპული ხარისხი ვაჩვენეთ

საქართველომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს წარმატებით უმასპინძლა. კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ლუ დელუზი გახდა. საქართველოს წარმომადგენელმა ანიტა აბგარიანმა, 176 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა.

საბავშვო ევროვიზიის დასკვნით შოუში, რომელიც ოლიმპიურ ქალაქში გაიმართა, ევროპის 18 ქვეყნიდან, 9-დან 14 წლამდე ასაკის შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

საბავშვო ევროვიზია 20 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. კონკურსს, საშუალოდ, 70 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

2025 წლის საბავშვო ევროვიზია კულტურის სამინისტროს, "Starring Georgia-სა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით განხორციელდა.

„საბავშვო ევროვიზიას ძალიან ღირსეულად ვუმასპინძლეთ. დღეს 70- მილიონიანი აუდიტორია გვყავდა. ამ შოუში ჩვენი ქვეყნის საამაყო ისტორიაც გადმოვეცით. ამ ღონისძიების მომზადებაში 1500-მდე ადამიანი მონაწილეობდა; მათ შორის, შემოქმედებითი ჯგუფიც ქართული იყო. მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ბასა ფოცხიშვილსა და მის გუნდს, რომელმაც ეს შოუ ქართული ელემენტებით მოქარგა.

მადლობა Starring Georgia-ს უმაღლეს დონეზე ჩატარებული სამუშაოსთვის. მადლობა მინდა ვუთხრა კომისიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით იყო შექმნილი. ძალიან ბევრი უწყება იყო ჩართული, რათა ეს საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება სათანადო დონეზე ჩაგვეტარებინა. დღეს მსოფლიოს ნამდვილად ევროპული ხარისხი ვაჩვენეთ", - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ყველა სიახლე

პეტერ პელეგრინი

02 აპრილი 2026, 12:54

პოლიტიკა

პეტერ პელეგრინი: საქართველოს აქვს სტრატეგიული პოზიცია ამ მარშრუტზე - აზიასა და ევროპას შორის და საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის

„ხაზი უნდა გავუსვათ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდ მოგვარებას და საქართველო ძირითად როლს თამაშობს ამ რეგიონის სტაბილიზაციაში. სლოვაკეთი მონაწილეობს ევროპულ ინიციატივაში „გლობალური ჭიშკარი“ და დაინტერესებულები ვართ ინფრასტრუქტურის აშენებაში. საქართველოს აქვს სტრატეგიული პოზიცია ამ მარშრუტზე - აზიასა და ევროპას შორის ტრანსპორტის სფეროში, ენერგომატარებლების სფეროში და საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის. ამიტომაც, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, რადგან მას მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია ამ ჭრილში მომავალშიც“, - განაცხადა პელეგრინიმ.

02 აპრილი 2026, 12:49

ეკონომიკა

2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს 2.6 პროცენტი შეადგინა, რაც საქართველოსათვის ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 229.8 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 484.5 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი), მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4.6 პროცენტი შეადგინა. ჯამურად, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინა წელთან შედარებით, 803.9 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 1,008.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 2.6 პროცენტი იყო, რაც საქართველოსათვის ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

02 აპრილი 2026, 12:40

რეგიონი

„ექსპო ბათუმი 2026“-თან დაკავშირებით ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების შეკითხვებს თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ უპასუხა

„რა არის „ექსპო ბათუმი 2026“ და რატომ არის იქ სტაჟირება განსაკუთრებული შესაძლებლობა, ამაასთან დაკავშირებით ტურიზმის ფაკულტეტზე სტუდენტების შეკითხვებს DEIK-ის (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო) თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ უპასუხა. შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტის, ექსპო ბათუმისა და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

02 აპრილი 2026, 12:28

მსოფლიო

The Telegraph: აშშ-ის გარეშე ნატო სრულიად შიშველი რჩება

„სწორედ ამ მიზეზების გამო, და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ტრამპს არ შეუძლია ნატოდან გასვლა სენატის კვალიფიციური უმრავლესობის (ორი მესამედის) მხარდაჭერის ან კონგრესის აქტის გარეშე, სავსებით შესაძლებელია, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული ყველაზე საშინელი შიშები არ გამართლდეს. მართლაც, ოფიციალური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გარეშეც კი, ამერიკას მოკავშირეები და ორმხრივი კავშირების შენარჩუნება მომავალშიც დასჭირდება. საბოლოო ჯამში, ანგლო-ამერიკული ალიანსი ნატოზე ბევრად ძველია. ხოლო ფრანკო-ამერიკული ალიანსი ჯერ კიდევ 1778 წლიდან იღებს სათავეს“, - აღნიშნულია სტატიაში.

ფრიდრიხ მერცი

02 აპრილი 2026, 12:23

მსოფლიო

POLITICO: მერცი სირიელების სამშობლოში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანიაში მყოფი სირიელების 80% 2029 წლისთვის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, საკუთარი კოალიციური პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი
პეტერ პელეგრინი

02 აპრილი 2026, 11:58

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან პირისპირ შეხვედრა გამართა

სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის არსებული დიალოგის გაღრმავების თაობაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურებისა და სხვადასხვა დარგში ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.

02 აპრილი 2026, 11:38

პოლიტიკა

სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

მიხეილ ყაველაშვილსა და საქართველოს დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და პეტერ პელეგრინის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

02 აპრილი 2026, 11:37

ეკონომიკა

დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Swirl Wine Group განახორციელებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის ღონისძიებებს მარკეტინგული კომპანია Swirl Wine Group განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს.

02 აპრილი 2026, 11:34

საზოგადოება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლებმა საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს მომხმარებელთა უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, GCCA-ის წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

02 აპრილი 2026, 11:33

მსოფლიო

Financial Times: საუდის არაბეთი ირანის ომთან დაკავშირებით აშშ-ის არათანმიმდევრული პოზიციით იმედგაცრუებულია

ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმიდან თითქმის ხუთი კვირის შემდეგ, ვაშინგტონის მოკავშირე სპარსეთის ყურეში მიყენებული ზიანის მასშტაბებით შეშფოთებულია. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

02 აპრილი 2026, 11:31

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი. უნდოდათ ადამიანის კეთილშობილურ გრძნობებზე ეთამაშათ და ამით ანტისახელისუფლებო განწყობები გამოეწვიათ

ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით რადიკალების მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს

სლოვაკეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებზე საუბრისას.

02 აპრილი 2026, 11:22

პოლიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. „ნაციონალური მოძრაობა“ დროებითი საგამოძიებო კომისიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა და უთითებდა, რომ კომისიის საქმიანობა ზღუდავს პარტიების თავისუფლებას.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 11:09

საზოგადოება

ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ეს ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ მათ, ვინც ამას ამტკიცებს, შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით

ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა.

02 აპრილი 2026, 11:02

პოლიტიკა

სლოვაკეთში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია იმართება

საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთშია. მიხეილ ყაველაშვილი ბრატისლავაში, მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. ამ წუთებში დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში იმართება.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 11:01

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამართულად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დედაქალაქში, ასევე აჭარის ტერიტორიაზე.

ტასო ლოსაბერიძე

02 აპრილი 2026, 10:57

საზოგადოება

ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე: გიგი უგულავა როგორ ბედავს ხმის ამოღებას და ჯანსაღ პროტესტში შემოკედლებას? მისი მერობის დროს იხოცებოდა ყველაზე დიდი რაოდენობით ძაღლი, თანაც უსასტიკესი მეთოდებით და ეს ყველას გვახსოვს

ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ქუჩის ძაღლებთან ბრძოლის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ საპროტესტო აქციებზე. „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების“ მხარეს” და „არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ”.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 10:57

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ძაღლებს, რომლებმაც რეაბილიტაციის პერიოდი გაიარეს, ზუგდიდში დააბრუნებენ

გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში მიკედლება ცხოველების არის შეზღუდული, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით საუბრის დროს.

02 აპრილი 2026, 10:54

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ა.ჩ. ბათუმში დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დაკავება

02 აპრილი 2026, 10:50

სამართალი

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული დ.თ ცხელ კვალზე დააკავეს.