თეა ახვლედიანმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს, დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა
ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
თეა ახვლედიანმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს, დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
2025-2026 სასწავლო წელს დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიატი გახდა გიორგი გამისონია, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის, გალის რაიონის სოფელ საბერიოს საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად სტუდენტი გახდა. სახელობითი სტიპენდია 600 ლარის ოდენობით მას ყოველთვიურად ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში გადაეცემა.
ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით გამოვიდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე.
სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას გახსნითი სიტყვით მიმართა და შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკისა და „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამშვიდობო ინიციატივის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი ახალგაზრდების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე კეთდება. თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ უნიკალურ მექანიზმებსა და საშეღავათო პროგრამებზე; ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობას და მათ სწავლასა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სასტიპენდიო ინიციატივის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
„შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენი ძალისხმევა პრიორიტეტულად მიმართულია საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების გაფართოებაზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვყავს ისეთი გამორჩეული ახალგაზრდები, რომლებიც მათთვის შექმნილი ამ საშეღავათო პროგრამების და უნივერსიტეტში გამოცდების გარეშე ჩაბარების შესაძლებლობის მიუხედავად, ადგილზე დამოუკიდებლად ახერხებენ მოემზადონ და ეროვნული გამოცდებით გახდნენ სტუდენტები.
საუკეთესო ქულებით ჩარიცხული სწორედ ასეთი მონდომებული ახალგაზრდების მხარდასაჭერად, ჩვენ დავაარსეთ დიმიტრი გულიას სახელობითი სტიპენდია, რომლითაც წელს დავაჯილდოვეთ გიორგი გამისონია. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას და მჯერა, რომ სწორედ მეტი განათლებით და განვითარებით, მშვიდობის და ნდობის განმტკიცებით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ დავძლიოთ ოკუპაცია და გავაერთიანოთ ომით დაშორებული საზოგადოების წევრები“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 14:30
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ჩვენ გუშინ ვხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი
ჩვენ გუშინ ვხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.
02 აპრილი 2026, 14:28
საზოგადოება
თბილისის მერი გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
გლდანის მეორე მიკრორაიონის N36-N37 კორპუსების მიმდებარედ ადგილობრივმა გამგეობამ სკვერის მოწყობა დაიწყო. სამუშაოები 3 000 კვ.მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.
02 აპრილი 2026, 14:28
მსოფლიო
Reuters: ტრამპის მიერ მოკავშირეების მწვავე კრიტიკისა და ნატოდან გასვლის მუქარის ფონზე, მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონში მიემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მოკავშირეების მწვავე კრიტიკისა და ალიანსიდან გასვლის მუქარის ფონზე, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონში მიემგზავრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:24
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ, თურქეთის შეიარაღებული ძალების კიბერთავდაცვის სარდლობის წარმომადგენლებს უმასპინძლა
თურქეთის კიბერთავდაცვის სარდლობის მეთაურს, პოლკოვნიკ მეთინ დურმაზსა და კიბერმხარდაჭერის ბატალიონის მეთაურს, მაიორ ჩაღრი ქაიოღლუს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ლუკა მგელაძე შეხვდნენ.
02 აპრილი 2026, 14:23
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. მისი კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ანანიძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.
02 აპრილი 2026, 14:22
რეგიონი
ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ბათუმის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო პროცესი ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მაღალი ტემპით მიმდინარეობს, რათა ტურისტულ სეზონს ქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით შეხვდეს.
02 აპრილი 2026, 14:21
სამართალი
ემზარ გაგნიძე: კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება
კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 14:17
პოლიტიკა
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს მოუსმინეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სამსახურის მიერ 2025 წელს განხორციელებულ საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
02 აპრილი 2026, 14:13
საზოგადოება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
შოთა რეხვიაშვილმა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან და ახალგორის გამგებელთან გელა შერმადინთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.
02 აპრილი 2026, 14:12
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ დარჩება რეაგირების გარეშე
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა უკვე ერთი წელია წარმატებით მიმდინარეობს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
02 აპრილი 2026, 14:10
რეგიონი
რუსთავში ახალი პარკის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, არსებული ტბის მიმდებარე ტერიტორია, სამშენებლო და არქიტექტურული ობიექტები, მათ შორის პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, ღია სცენა, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, წყლის ობიექტები და ავტოსადგომი.
02 აპრილი 2026, 14:08
სამართალი
სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა.
02 აპრილი 2026, 14:05
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, აგრარულ სექტორში ახალი შესაძლებლობების შექმნას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფას, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:03
პოლიტიკა
კახა კალაძე შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, პასპორტების თემა უადგილოა
„ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და იცავს ქართველ ხალხს. მე დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში და ყოფილიყო ის მოღალატეობრივი დაჯგუფება, რომელიც დღეს ვითომ რაღაც ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, საქართველოში გვექნებოდა უბედურება. შესაბამისად, ხალხი ამას ხედავს და აანალიზებს, აფასებს და შემდეგ არჩევნებზე იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის მარტივი მოცემულობა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან და დავალებების მიცემით, თითის ქნევით ვიღაცა თავს დახრის და სისულელეებს გააკეთებს, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯებს, ეს არ მოხდება. ეს ყველამ უნდა გაიგოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
02 აპრილი 2026, 14:02
პოლიტიკა
კახა კალაძე აშშ-თან ურთიერთობაზე: მოლოდინი გულისხმობს იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან
„მოლოდინი გულისხმობს იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან - საქართველოს ხელისუფლება მზადაა ამისთვის“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების კონტექსტში გამოთქმული პოზიტიური მოლოდინი, რომელზეც მერმა გუშინ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.
02 აპრილი 2026, 14:01
პოლიტიკა
კახა კალაძე: მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები სიცრუეს მიზანმიმართულად ავრცელებენ.
02 აპრილი 2026, 14:00
პოლიტიკა
ვარლამ წიკლაური ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სესიაში მონაწილეობდა
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარული სესია დასრულდა, რომელშიც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 13:56
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 13:54
პოლიტიკა
კახა კალაძე: წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს. მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები
საპატრიარქოს მისამართით წლებია მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობებია, რასაც გარედან აფინანსებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან.
02 აპრილი 2026, 13:53
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
პლასტმასით გარემოს დაბინძურების პრევენციისა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის შემცირების მიზნით, 1 აპრილიდან ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის თანახმად იკრძალება პლასტმასის ისეთი მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაცია, როგორიცაა სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები. ინფორმაციას სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


