განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევის შეფასების ეროვნულ სააგენტოს (ANVUR) შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს
ფოტო: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევის შეფასების ეროვნულმა სააგენტომ (ANVUR) ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ეფუძნება უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA) მოქმედ სტანდარტებს. ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მემორანდუმის მიზანია ორ სააგენტოს შორის თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების, პერსონალის მობილობის და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. მემორანდუმი ასევე მოიცავს ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და კვლევითი პროექტების ორგანიზებას.
უნივერსიტეტებისა და კვლევის შეფასების ეროვნული სააგენტო (ANVUR) წარმოადგენს იტალიის ეროვნულ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია იტალიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლებისა და კვლევითი საქმიანობის ხარისხის, ასევე მათი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების გარე შეფასებაზე.
ორგანიზაცია მუშაობს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების ფარგლებში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს იტალიის უმაღლესი განათლების აკადემიური სტანდარტების დაცვასა და განვითარებაში.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ANVUR-თან თანამშრომლობა საშუალებას მისცემს გააფართოოს საერთაშორისო პარტნიორობა. მათ შორის, გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და კვლევის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობას.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 16:48
პოლიტიკა
ლაშა ავალიანი: ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების და ამ პროცესში ჩაერთვებიან ვეტერინარები, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი, მცირე რესურსიდან გამომდინარე.
02 აპრილი 2026, 16:44
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს
ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მის კანდიდატურას, 2 აპრილის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, არჩილ სამნიძეს.
02 აპრილი 2026, 16:43
ეკონომიკა
სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტლის გეგმა 170%-ით შესრულდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად 52 781 870 ლარი გადარიცხა. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 16:40
საზოგადოება
ეროვნულმა არქივმა დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტი ციფრული ჰუმანიტარიის მკვლევრებს წარუდგინა
მაქს ვებერის ფონდის თბილისის ოფისის (Max Weber Stiftung) საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა არქივმა სპეციალურ სამუშაო სესიას უმასპინძლა.
02 აპრილი 2026, 16:39
მსოფლიო
POLITICO: ტრამპის განრისხება ნატოზე მოკავშირეებს მის წინააღმდეგ აერთიანებს
გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროპაში ნატოდან აშშ-ის გასვლის შესაძლო სცენარებზე მსჯელობენ და ემზადებიან იმისთვის, თუ როგორ გააგრძელონ ცხოვრება ვაშინგტონის გარეშე.
02 აპრილი 2026, 16:22
მსოფლიო
მაკრონმა ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა.
02 აპრილი 2026, 16:05
პოლიტიკა
ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე
2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.
02 აპრილი 2026, 15:57
საზოგადოება
წყნეთში დევნილთა პოლიკლინიკის ახალი შენობა აშენდება
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ წყნეთის ფილიალის ახალი შენობის მშენებლობა იწყება, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:55
რეგიონი
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა.
02 აპრილი 2026, 15:45
საზოგადოება
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მას 43 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას და ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:35
მსოფლიო
მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკვე მოიწონა ქვეყნის მთავრობამ. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეცემა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ მანამდე დააზუსტა, რომ კიშინიოვი არ აპირებს უარი თქვას დსთ-სთან დაკავშირებულ ყველა შეთანხმებაზე: ის ხელშეკრულებები, რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ მოქალაქეებისთვის, ძალაში დარჩება, თუ ისინი ქვეყნის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.
02 აპრილი 2026, 15:30
საზოგადოება
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრ ოთარ ჩრდილელთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან და ზედა ვაკის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ბექა გელენავასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრ „პროსპეროს‘‘ ესტუმრა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს
აშშ-ს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგმა.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
ისკო დასენი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
02 აპრილი 2026, 15:05
თავდაცვა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:03
საზოგადოება
ბაია კვიციანმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა, - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:54
მსოფლიო
ამერიკელი კანონმდებლები ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან
ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან.
02 აპრილი 2026, 14:50
საზოგადოება
ლაშა ავალიანი: უშუალოდ ბაგა-ბაღის ჭიშკრის წინ არ უნდა მოხდეს ცხოველის დატოვება, თუმცა, ეს არ ზღუდავს ახლო ტერიტორიაზე მის დაბრუნებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ლოკაციაზე დაბრუნების წესზე ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ნორმა მკაცრად არ არეგულირებს მანძილს, თუმცა გულისხმობს, რომ ცხოველის დაბრუნება არ უნდა მოხდეს კონკრეტული ობიექტების, მაგალითად, ბაგა-ბაღების უშუალო შესასვლელებთან.
02 აპრილი 2026, 14:48
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაარსიანი დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია.


