სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
ილია მეორე
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე:
„საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე და სიტყუაჲ მამისაჲ მოვალს შობად...
და დამბადებელი ყოველთა დაბადებულთაჲ დაებადების“ (მიქაელ მოდრეკილი)
უფლის მოწყალებით, კვლავ დადგა ყველაზე იდუმალი ჟამი, ჟამი იესო ქრისტეს ამ ქვეყნად მოვლინებისა. ეს ყველაზე დიდი სიახლეა სამყაროს შექმნიდან დღემდე მომხდარ და მომავალშიც მოსახდენ სასწაულთა შორის, რადგან ვერაფერი შეედრება წუთისოფელში დაუსაბამო ღმერთის ხორციელად შობის საოცრებას.
მცირედით მაინც რომ ვიგრძნოთ ამ მოვლენის სიდიადე, შეგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილ რეალობას: სამყაროში მილიონობით ვარსკვლავია, რომელნიც ქმნიან გარკვეულ ჯგუფებს,- გალაქტიკებს. ჩვენს გალაქტიკას „ირმის ნახტომს“ უწოდებენ. იგი იმდენად დიდია, რომ სინათლის სიჩქარით (ანუ წამში 300 000 კილომეტრით) მოძრავ ტალღას მისი ერთი ბოლოდან მეორემდე მისაღწევად 100 000 წელი მაინც დასჭირდება.
ასეთი გალაქტიკები კი კოსმოსში უთვალავია; თითოეული მათგანი დიდი კანონზომიერებით იმართება და ღაღადებს, რომ ყოველივე ხილულისა და უხილავის შემქმნელი არის დაუსაბამო და უსასრულო უფალი.
გამაოგნებელია, რომ სწორედ უჟამო იგი, ჟამიერი გახდა; ყოვლისმპყრობელი არსთა გამრიგე, მსგავს ჩვენდა ქმნილი, ერთ-ერთი გალაქტიკის უმცირეს ნაწილში, დედამიწაზე, ზამთრის ცივ ღამეს, ბეთლემის ბაგაში მწოლი, წარუდგა სამყაროს.
ასეთი სიმდაბლით განგვეცხადა ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, იესო ქრისტე, რათა შობიდანვე და შემდგომ, 33 წლის მანძილზეც, მოეცა ჩვენთვის პირადი მაგალითი თავმდაბლობისა, მოთმინებისა, სიმართლისა, მშვიდობისა… და, რა თქმა უნდა, სიყვარულისა.
რით დავიმსახურეთ შენი ასეთი თავდადება, უფალო?
რას წარმოადგენს ადამიანი, რა ღირსება აქვს, რომ ასეთი პატივი მიაგე მას?
თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი საოცრებაა; საოცრებაა თითოეული ჩვენი ორგანოც, მათი ფუნქცია და მუშაობის მექანიზმი. ავიღოთ თუნდაც ტვინი, რომელიც მოიცას 86 მილიარდამდე ნეირონს და ასეულობით ტრილიონ მათ ურთიერთდამაკავშირებელ რგოლს, რომელნიც ტვინში ყოველდღიურად მილიონობით ბრძანებას ატარებენ ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებიან, რადგან თითოეული მათგანი გარემოცულია ერთგვარი ველით. ამ მოქმედებების სირთულე კი ჩვენს ყოველგვარ წარმოდგენას აღემატება. ამასთან, ეს მხოლოდ მცირე გამოვლინებაა იმ შესაძლებლობებისა, რაც ჩვენშია ჩადებული.
ნუთუ ეს ყველაფერი არაფრისმომცემი, უშინაარსო, წარმავალი ყოველდღიურობისათვის გვებოძა?
ცნობილია ისიც, რომ დედამიწაზეც და მზის სისტემაშიც, საერთოდ, ჩვენს გარშემო არსებულ კოსმოსში, ყოველივე დიდი სიზუსტით არის გათვლილი და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის არსებობისათვის ქმნის სათანადო პირობებს; წელიწადის დროთა მონაცვლეობა, მცენარეთა, ცხოველთა, ფრინველთა, ზღვის ბინადართა სიმრავლე ... წყალი, ჰაერი, მიწა... მათი შეზავება და დანიშნულება... ადამიანს ემსახურება.
ანუ ჩვენ, ჩვენდა გაუცნობიერებლად, განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ ვიმყოფებით, ენით უთქმელი შესაძლებლობისანი ვართ და ჩვენი ამქვეყნად მყოფობა, ბუნებრივია, არ შეიძლება შემთხვევითი და უაზრო იყოს;
და მართლაც, იგი დიდ დატვირთვას ატარებს და დიდი მიზნის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს.
ეს კარგად იცოდნენ გაცილებით ადრეც, წინარე საუკუნეებში.
აი, რას წერდნენ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (IVს.) და წმინდა გრიგოლ პალამა (XIVს.): „ადამიანი დიადი სამყაროა მცირე დასახულობაში განცხადებული“, „იგი ყოველივე ქმნილის ერთიანობაა, რომელიც ხილულ სამყაროს აკავშირებს ღმერთთან“.
წმინდა წერილი კი ასეთ საოცარ საიდუმლოს გვიმხელს: „ღმერთი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი“ (ფს. 8. 1, 6,). „ნუთუ არ იცით, რომ ღმერთის ტაძარნი ხართ, და სული ღმრთისა დამკვიდრებულია თქვენში?“ (I კორ. 3.16).
ე. ი. ჩვენ შემოქმედის თანაზიარნი ვართ! მისნი ვართ! დაცემულნი, ცოდვით დამძიმებულნი, მაგრამ მაინც მისნი! ამიტომაც, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენდამი; ჩვენ კი რით ვპასუხობთ ამ სიყვარულსა და ნდობას?!
***
2025 წელს ქრისტიანულმა სამყარომ აღნიშნა ნიკეის I მსოფლიო კრების 1700 წლისთავი. ეს კრება კაცობრიობისათვის იქცა დიდი შემობრუნების საწყისად. მან განსაზღვრა ქრისტიანული მსოფლიოს ერთიანი რწმენა, საეკლესიო წესრიგი, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ახალი მოდელი, რაც შემდგომში მთელი აღმოსავლეთ-დასავლეთის ცივილური პოლიტიკური და სოციალური არქიტექტონიკის საფუძვლად იქცა.
საამაყოა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ანუ 326 წელს, საქართველომ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა აღიარა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა იმ დროინდელი სამყაროს მოწინავე ქვეყანათა შორის იყო თავისი სულიერი ღირებულებებით, სამართლიანობის სწორი აღქმით და იმ უმაღლესი იდეალებისადმი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით, რაც ნიკეის კრებამ ქრისტიანული მსოფლიოსათვის განსაზღვრა.
სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადება იყო შედეგი იმ რწმენისა, რომელიც მოციქულების დროიდან, ანუ I საუკუნიდან, დაითესა ჩვენს ერში.
დღეს, როდესაც არაერთი კულტურული და მსოფლმხედველობითი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, 325-326 წლების მონაკვეთი და ისტორიული თანხვედრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქართველი ერის სიძლიერე ეყრდნობა ქრისტიანული ღირებულებების ერთიანობას, სულიერ და სამოქალაქო წესრიგს და იმ არჩევანს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 1700 წლის წინ შეუდგა. ამ ღირებულებათა დაცვა არის არა მხოლოდ წარსულისადმი ერთგულება, არამედ მომავალშიც ჩვენი სწორი ორიენტირის უმთავრესი პირობაც, რადგან უფალი და მისი სწავლება ჭეშმარიტია და დროის ცვალებადობას არ ექვემდებარება.
მაგრამ თანამედროვე ადამიანი ხშირად ვერ წვდება უფლისმიერ ჭეშმარიტებას, ვერ ხვდება თავისი სიცოცხლის აზრს და ვერ აცნობიერებს, რატომ უნდა თქვას უარი ცოდვისმიერ მიწიერ კეთილდღეობაზე, ან სწორად როგორ წარმართოს თავისი ყოველდღიურობა.
***
სამოთხიდან ჩვენი გამოდევნა სასჯელი იყო და არის, თუმცა, დედამიწაზე ჩვენი მწირობის პერიოდი, როგორ ხანგრძლივადაც არ უნდა მოგვეჩვენოს იგი, მეტად მცირე ხნით შემოიფარგლება. ღვთის მოწყალებით, განეგო ისე, რომ ეს, მართლაც, წუთის-სოფელი, მარადიულობასთან შედარებით, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი სულიერი სამყარო გამოვლინდეს და ჩვენი შინაგანი ბუნება წარმოჩინდეს.
დედამიწაზე ჩვენ შეზღუდულნი ვართ როგორც დროში, ისე შესაძლებლობებით. ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით... ჩვენ მხოლოდ ვქმნით საწინდარს მომავალი სულ სხვა ცხოვრებისათვის. სახარებისეული შედარება რომ მოვიშველიოთ, ერთგვარად ვაყალიბებთ ამა თუ იმ სახეობის მცენარის თესლს და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენი ცხოვრებით გამოძერწილი ჩვენი სულიერი სამყარო რა გამოვლენას ჰპოვებს მარადიულობაში: აღმოცენდება იგი კეთილ ნერგად, კეთილ ხედ, სარეველად თუ ღვარძლად.
როგორი იქნება ჩვენი მდგომარეობა გარდაცვალების შემდეგ?
ამაზე ფიქრი და ამისთვის ზრუნვა უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანისთვის უპირველესად.
ღმერთს ყველას გადარჩენა და ცხონება სურს, ამიტომაც, ყველა დროში ყველა თაობას შესაბამისად წვრთნიდა და სულიერ საფეხურებზე თანდათანობით აჰყავდა; ზოგჯერ - ტკივილითა და მწუხარებით, ზოგჯერ - გულმოწყალებით, ხან - განსაცდელებით, ხან კიდევ მშვიდობისა და სიკეთის მიფენით...
წარმართულ პერიოდში სჯულის მიცემით მხოლოდ ებრაელთა ერს ებოძა სწავლება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და მიეცა ცოდნა ავისა და კარგის გარჩევისა, ღვთისსათნო ცხოვრებისა. რთული გზა გაიარა ისრაელმა, მაგრამ შეძლო, შემოქმედისთვის მიეგებებინა ღირსეულ მეფეთა, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და სხვა წმინდანთა დასი; რაც მთავარია, შეძლო, მიეგებებინა ადამის მოდგმის მშვენება და ბრწყინვალე სამკაული, - მარადქალწული დედა უფლისა, ყოვლადწმინდა მარიამი, - კიბე ღვთის ქვეყნად ჩამომყვანებელი.
და, აი, იშვა მხსნელი იესო; მაგრამ ბეთლემში სიკვდილის დამთრგუნველის მოვლინებას ქვეყნის მმართველნი სიხარულით არ შეხვედრიან; პირიქით, მისი მოკვლა იქცა მეფე ჰეროდეს მთავარ მიზნად, რადგან მასში თავისი ძალაუფლების დამხობის საშიშროებას ხედავდა; ამიტომაც, ჰეროდეს ბრძანებით, ათასობით ჩვილ ყრმას სიცოცხლე მოუსწრაფეს იმ იმედით, რომ მათ შორის აუცილებლად იქნებოდა იესოც.
მაცხოვრისგან განდგომის და მისი უარყოფის მცდელობა, I საუკუნიდან მოყოლებული, სხვადასხვა სახით გამოვლენილი, დედამიწაზე ყოველთვის იყო: ამახინჯებდნენ მის მცნებებს, დასცინოდნენ მორწმუნეთ, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეებს ან, საერთოდაც, ქადაგებდნენ უღმერთობას...
ეს ყოველივე ნათლად მეტყველებს კაცთა მოდგმის დიდი ნაწილის მეტად სამწუხარო მდგომარეობაზე; იმაზე, რომ ისინი არა მხოლოდ შეეჩვივნენ ცოდვას, არამედ ცოდვასთან ერთად ყოფნა მოსწონთ; იმდენად შეეთვისნენ თავის დაცემულ მდგომარეობას, რომ გამოსწორების სურვილი აღარ აქვთ და მარადიული სატანჯველისათვის სწირავენ თავს, რადგან ასე ყოფნა სურთ.
ყველაზე საშიში სწორედ ეს არის, - როცა სულიერი სიკვდილი შინაურდება და ნამდვილი სიცოცხლე უცხო ხდება!
***
განკაცებულმა ღმერთმა, რომლისგანაც „შეიქმნა ყოველი ... ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი“ (კოლას. 1.16), კაცობრიობას ახალი მცნების მთავარი არსი ამ სიტყვებით განუცხადა: „გიყვარდეთ ერთმანეთი და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე, გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი" (იოანე 13,34), რაც სხვისთვის (მოყვასისთვის) თავდადებულ სიყვარულს გულისხმობს. (რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი სიყვარული უნდა ეკუთვნოდეს ღმერთს და შემდეგ, ნებისმიერ პიროვნებას, როგორც ღვთის ხატს).
მეტად მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვარს ჩვენთვის არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს, თუ - ბოროტი, წარმატებული, თუ - წარუმატებელი, მდიდარი, თუ - ღარიბი, გონიერი, თუ - უგუნური...
ჩემს მსგავსად გიყვარდეთ ერთმანეთი! - ეს ერთადერთი, მაგრამ, სინამდვილეში, მრავლისმომცველი მოთხოვნა მოგვეცა შესასრულებლად!
უფალი თავის თავს უძღვნის ყველას და, სიყვარულის სიდიადიდან გამომდინარე, ჩვენც მოგვიწოდებს, რათა მის მიერ მოცემული ადამიანობის მაგალითი ყველამ გავიზიაროთ და მისნი გავხდეთ.
ერთი შეხედვით, თითქოს იოლია ამ მცნებით ცხოვრება, მაგრამ ამ ქვეყნად ეშმაკისაგან ათასნაირი საცდური და მახეა დაგებული და ჩვენი გონება ხშირად ვერ აცნობიერებს, სინამდვილეში ვისი მსახურნი ვართ. ამიტომაც ვცდებით, საკუთარი თავი კი მართალი გვგონია.
მაგალითად, დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებს და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ.
სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს.
იაკობ მოციქული გვაფრთხილებს: „ბოროტი ენა ცეცხლია, სიცრუის სამკაული... მას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენი სხეულის ნაწილებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს... იგი აღვირახსნილი ბოროტებაა, სავსე მომაკვდინებელი გესლით“ (იაკობი 3,6-8), ხოლო „ვინც არ სცოდავს სიტყვით, ის სრულქმნილი კაცია“ (იაკობი 3.2).
უფალი თავს არაფერს გვახვევს; „ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და რომელსაც ისათნოებს, ის მიეცემა" (ზირაქი 15,17).
შენ ნუ შეგეშინდება სახარებისეული უფლის მცნებების, მოციქულთა და წმ. მამათა დარიგებების მიხედვით შენი ცხოვრების განახლებისა; წინ აღუდექი იმ უკეთურ სურვილებსა და მიდრეკილებებს, რაც ღვთის მიერ დადგენილი წესების მტრად გაქცევს, რაც შენს რწმენას აზიანებს, რყვნის და მას უნაყოფოსა და უსარგებლოს ხდის.
იღვაწე და იბრძოლე სიცოცხლისათვის, მარადიული სიცოცხლისათვის; ღვთისგან შენთვის ბოძებული შესაძლებლობების გამოვლენისა და აღორძინებისათვის; უფალს შენთვის ისეთი ჯვარი არ მოუცია, რომლის ტარებასაც ვერ შეძლებ. მაშ, მოინდომე და იცხოვრე არა მოჩვენებითი, არამედ ჭეშმარიტი სიყვარულის კანონებით, რათა განიღმრთო და მარადიულობაში იხარო.
***
და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ:
ქრისტეს შობა დღესაც და მარადჟამს მოქმედი საიდუმლოა, რომელმაც საფუძველი დაუდო პიროვნების გარდაქმნის პროცესს. ამასთან, მან ფუნდამენტურად შეარყია არსებული მდგომარეობა და მთელი ხილული სამყარო ღვთის შემწყნარებელ სივრცედ აქცია; თავად შემოქმედმა მიიღო თავისი ქმნილება და უხრწნელმა შეიმოსა ხრწნადი ბუნება, რათა ხრწნადობაში თავისი უხრწნელების ძალა დაენერგა და იგი ღვთისმიერი სიცოცხლისთვის ეზიარებინა.
ამით კი ჩვენი არსებობის ჭეშმარიტი აზრი და დანიშნულება გამობრწყინდა, მოეხსნა კრეტსაბმელი იმ რეალობებს:
რომ სიკვდილი და ხრწნილება არაა ჩვენი ბუნების არსი;
რომ ჩვენ ზეცის სიმაღლეებისა და მარადიული ცხოვრებისათვის ვართ მოწოდებულნი;
რომ ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული და ადამიანისადმი ჩვენი ნამდვილი სიყვარული განუყოფელია;
რომ ამ ურთიერთობაში უნდა დაიბადოს ახალი ცხოვრება, რომელიც კაცობრიობას მშვიდობის, ერთობისა და განახლებისკენ მოუწოდებს;
და რომ ღვთის განკაცების საიდუმლოს მიღმა უკვე ვეღარაფერი დარჩება: ვერც წარსული, ვერც აწმყო და ვერც მომავალი!
***
ქრისტეს სახარებით გახარებულო, ზეციური მადლითა და უფლის წყალობით აღვსილო რჩეულო მართლმადიდებელო ერო, ცხოველსმყოფელი რწმენით, იმედითა და სასუფევლის დამკვიდრების სურვილით აღძრულო სამწყსოვ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ცისა და ქვეყნის მოლოდინის გამობრწყინებას, - უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს შობას!
დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი და ღვთისადმი სიყვარულით აღძრული ჩვენი გონება, სული და გული ანთებული სანთლით სულიერად უნდა წარემართოს წმინდა მიწისკენ, რათა, ქალდეველ მოგვთა და ბეთლემში მყოფ მწყემსებთან ერთად, ანგელოზთა გუნდს შევუერთოთ ჩვენი ხმაც და სიხარულით აღმოვთქვათ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“
ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ზეციურნო ძალნო, ყოველნო წმინდანო ღვთისანო, დაგვლოცეთ და დალოცეთ სრულიად საქართველო, მკვიდრნი მას შინა, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი; მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს, განგვაშორეთ სიმძიმე ჩვენი დაცემული ბუნებისა, ერთობითა და ჭეშმარიტი სიყვარულის ნიჭით გვაკურთხეთ და ღვთის თანაზიარნი გვყავით ყოველნი.
ქრისტე იშვების, - უგალობდეთ!
ქრისტე ზეცით გარდამოვალს, - მიეგებვოდეთ!
ქრისტე ქუეყნასა ზედა, - ამაღლდებოდეთ!
უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, შობა ქრისტესი,
2025-2026 წწ."
ყველა სიახლე
04 ოქტომბერი 2026, 00:50
რეგიონი
წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის მე-11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის მე-11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
03 ოქტომბერი 2026, 23:26
პოლიტიკა
პრემიერი: იმისათვის, რომ ქვეყანა არ დაგვეტოვებინა მუდმივი შანტაჟის ქვეშ, გავაკეთეთ განაცხადი, რომ არ დავაყენებდით დღის წესრიგში 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ევროკავშირი თვითონ გამოხატავდა მზაობას მოლაპარაკებების გახსნაზე, ჩვენ იმთავითვე მოვაწერდით ხელს, ამით ჩანდა, რომ ჩვენ გვქონდა ურყევი პოზიცია ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებასთან დაკავშირებით
სამ თვეში ერთხელ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ გვეკუთვნის მოლაპარაკებების გახსნა, სამ თვეში ერთხელ ამის თქმა ნიშნავს მუდმივ მღელვარებას საზოგადოებაში, მუდმივ ბერკეტს იმისათვის, რომ რევოლუციური პროცესები წაეხალისებინათ და ა.შ., - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.
03 ოქტომბერი 2026, 23:15
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამ
დოლარში ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ და ამ წლის ბოლოს გახდება დაახლოებით 43 მლრდ. საუბარია ძალიან დიდ ნახტომზე, რაც საბოლოო ჯამში, აისახება მოსახლეობის საშუალო ხელფასზე. საშუალო ხელფასი, მაგალითად იყო 2012 წელს 712.5 ლარი, მაშინ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ეკონომიკა ყვაოდა. დღეს არის 2 283 ლარი, დაახლოებით 2 300 ლარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.
03 ოქტომბერი 2026, 23:12
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს - პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი, ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ზრდის კუთხით
2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა, რაშიც ინფლაცია არ შედის, იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს, ეს არის პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი. ამ მაჩვენებლებით, მათ შორის წლევანდელი მაჩვენებლით საქართველო არის ევროპაში პირველ ადგილზე ზრდის კუთხით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.
03 ოქტომბერი 2026, 22:54
პოლიტიკა
პრემიერი: 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა შეფასება ქულებით, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველო დიდი უპირატესობით უსწრებდა მოლდოვას, უკრაინას, ბოსნიას, რომელსაც ჩვენამდე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რითაც ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა - რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვის
2023 წლის იანვარში, ევროკომისიამ შეფასება გამოაქვეყნა ქულებით, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველო უსწრებდა მოლდოვას დიდი უპირატესობით, ყველა პარამეტრით - დემოკრატია, ეკონომიკური საკითხები და ა.შ. უკრაინა, გასაგებია, ომში იყო, ასევე უსწრებდა ბოსნიას, რომელსაც ჩვენამდე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მიუხედავად ამ ობიექტური შეფასებისა, საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რითაც ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა, რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვის საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.
03 ოქტომბერი 2026, 22:48
პოლიტიკა
პრემიერი 4 მუნიციპალიტეტის შუალედურ არჩევნებზე: საკმაოდ იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის იმიტომ, რომ „ლელოს“ საერთოდ არ აქვს საზოგადოებაში მხარდაჭერა, დაახლოებით 90% არის მხარდაჭერა, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ისეთ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ წარმატების რესურსი, რომლებიც მუდმივად უყურებენ გარე ძალებს და არა საკუთარ მოსახლეობას
საკმაოდ იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის იმიტომ, რომ „ლელოს“ საერთოდ არ აქვს საზოგადოებაში მხარდაჭერა. ერთადერთი კონკურენტი პარტია იყო და შესაბამისად, მოვიპოვეთ იოლი გამარჯვება. ჩემი მონაცემებითაც დაახლოებით 90%, ცოტა მეტი არის მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.
03 ოქტომბერი 2026, 22:46
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა, ჩვენი მიზანია, შემუშავდეს ახალი სასწავლო პროგრამა მე-11 კლასისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებით, რომელიც განკუთვნილი იქნება მათ შორის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად
განათლების რეფორმაზე იყო დისკუსიები, არაერთი ფორმატი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ სხვადასხვა ფორმატში განვავრცოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, უკვე გატარებულ რეფორმაშიც კი შეიძლება განხორციელდეს ცვლილებები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.
03 ოქტომბერი 2026, 22:44
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კულტურის სფეროში პრობლემა ბევრია, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს უკეთესი პროდუქტი, უკეთესი ხარისხი, ხელი შევუწყოთ დარგის წარმომადგენლებს
კულტურის სფეროში პრობლემა ბევრია, ინსტრუმენტები შეიძლება ყველაზე ნაკლები პრობლემა იყოს, ობიექტურად, ბევრად მეტი გამოწვევაა კულტურის სფეროში, ბევრი რამ შეიძლება უკეთესად გაკეთებულიყო ბოლო წლების განმავლობაშიც, რაღაც შეიძლება კარგად გაკეთდა, რაღაც შეიძლება კარგად ვერ გაკეთდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.
03 ოქტომბერი 2026, 22:43
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა
არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
03 ოქტომბერი 2026, 22:38
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყველაფრის მთავარი გარანტი არის ქართველი ხალხი და სწორედ ქართველ ხალხს მისცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ იმის საშუალება, რომ სრულიად არასუვერენული და ავტორიტარული ხელისუფლება ჩაებარებინა წარსულისთვის და შეექმნა სისტემა, რომელიც დღეს არის გამორჩეული უამრავი შედეგით
მთავარი გარანტი ყველაფრის არის ქართველი ხალხი და სწორედ ქართველ ხალხს მისცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ იმის საშუალება, რომ ეს სრულიად არასუვერენული და ავტორიტარული ხელისუფლება ჩაებარებინა წარსულისთვის და შეექმნა ის სისტემა, რომელიც არის დღეს უამრავი შედეგით გამორჩეული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.
03 ოქტომბერი 2026, 22:35
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი მაჩვენებლით, ვალდებულებების დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული - ჩვენ 2028 წლის ბოლოსთვის ვიქნებით ბევრად უკეთ მზად პროცესების გასაგრძელებლად, ვიდრე ვიყავით ოთხი წლის წინ
ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი მაჩვენებლით, ვალდებულებების დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული , - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.
03 ოქტომბერი 2026, 22:32
სპორტი
კონტაქტური კარატეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს, ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს
ლატვიის დედაქალაქ რიგაში კონტაქტურ კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს U16 წლამდე სპორტსმენებმა იასპარეზეს. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ანგარიშზე ჯამში, შვიდი - 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს, მედალია.
03 ოქტომბერი 2026, 22:29
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და არავითარი ახსნა ამას არ მოჰყოლია, უბრალოდ ვიღაცას უნდოდა, გამოეყენებინა ევროპული ბიუროკრატია იმისათვის, რომ დავეშანტაჟებინეთ კანდიდატის სტატუსით, ჩვენი ხელისუფლება ბოლომდე იყო ამ გზის ერთგული და ერთგულია დღესაც
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ განცხადების მიზანსა და შინაარსზე, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას შეეხებოდა და შემდგომ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში განვითარდა.
03 ოქტომბერი 2026, 22:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება და ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა აბსოლუტურად მეგობრულ რეჟიმში
გარეჯის საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად მეგობრულ რეჟიმში დემარკაცია-დელიმიტაციაზე, ეს პრობლემა დაგვხვდა მემკვიდრეობით და დამძიმდა წინა ხელისუფლების პირობებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.
03 ოქტომბერი 2026, 22:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ შვიდჯერ არის გაზრდილი ტვირთბრუნვა შუა დერეფანში, რასაც სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ - ეს არის ანაკლიის პორტის განვითარება, ფოთის პორტის პოტენციური გაფართოება, საავიაციო ინფრასტრუქტურა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები, რკინიგზის მოდერნიზაცია
TRIPP-ის მარშრუტს ჩვენ კონკურენტად არ განვიხილავთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ძალიან გაზრდილია ტვირთბრუნვა შუა დერეფანში იმდენად, რომ დივერსიფიკაციის ობიექტური საჭიროება არსებობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.
03 ოქტომბერი 2026, 22:07
პოლიტიკა
პრემიერი: როგორც დისტრიბუტორებს, ასევე სუპერმარკეტებს ჰქონდათ სივრცე, რომ მინიმუმ ფასები აღარ გაეზარდათ, რესურსი არსებობდა, შესაბამისად, რაც არის ჯანსაღი ზრდის მაჩვენებელი 2-3%, ამ ფარგლებშიც კი აღარ ფიქსირდება ინფლაცია, თებერვლიდან მოყოლებული, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია
ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ასევე საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხია ფასები, რაც პირდაპირ აწვება ადამიანის ჯიბეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, გასულ წელს იყო საკმაოდ მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი კონკრეტულად სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, რაც მედიკამენტებთან ერთად ადამიანებისთვის მთავარი პროდუქტია.
03 ოქტომბერი 2026, 22:05
პოლიტიკა
ცესკომ ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა - ოთხივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ
ცესკომ ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
03 ოქტომბერი 2026, 21:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას, რაც შეეხება სტუდქალაქს, უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდქალაქისთვის ადგილი იყოს სწორედ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში
ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდქალაქისთვის ადგილი იყოს სწორედ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში.
03 ოქტომბერი 2026, 21:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით
ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავდაცვაში დახარჯული თანხების კონკრეტიკა საიდუმლო ინფორმაციას განეკუთვნება.
03 ოქტომბერი 2026, 21:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მთავარი, რაც იწვევს გახლეჩას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით, მთავარია, ყველამ იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, ყველამ უნდა იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას.


