მეგაშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ XIV სეზონის მეოთხე ტურში კონკურსს არც ერთი წყვილი არ გამოეთიშა
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ XIV სეზონის მეოთხე ეპიზოდი შედგა.
კონკურსის მონაწილეებმა მარიამ ქავთარაძემ და გუკა ჭანტურიამ დღევანდელ ტურში ცეკვა „ქართული“ შეასრულეს და ჟიურის შეფასება 21 ქულა დაიმსახურეს. მათ ეს ნომერი აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლთან ერთად შეასრულეს.
გაგა ბოხუამ და ხათუნა ოქიტაშვილმა მაყურებელს ცეკვა „ოსური“ შესთავაზეს, რისთვისაც ჟიურისგან ასევე 21 ქულა დაიმსახურეს.
ლევან დიასამიძისა და ლისა ლიპარტელიანის წყვილი კი ცეკვა „მთიულურით“ წარდგა. მათაც 21 ქულა მიიღეს.
ნინიკო მატკავასა და სანდრო საბაძის წყვილის საკონკურსო ცეკვა „აფხაზური“ იყო. მათთან ერთად სცენაზე იყო ანსამბლ „არსიანის“ წევრებიც. მათი ცეკვაც 21 ქულით შეფასდა.
ნიკა ჩუბინიძემ და ნიცა ციბაძემ ცეკვა „რაჭული“ შეასრულეს. მათთან ერთად სცენაზე „რუსთავის“ მოცეკვავე წყვილიც ცეკვავდა. მათ 21 ქულა დაიმსახურეს.
ლუკა ჭანიშვილმა და ელენე დავითაიამ ცეკვა „სატრფიალო“ წარმოადგინეს. წყვილს ცეკვის დადგმაში ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტი გოგიტა თათულაშვილი დაეხმარა. მათაც 21 ქულა მიიღეს.
დათო გოგრიჭიანისა და ნინი ბიბილეიშვილის წყვილმა ცეკვა „ყაზბეგური“ ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებთან ერთად შეასრულა. ჟიურისგან მათ 21 ქულა დაიმსახურეს.
ეკატერინე გურგენიძემ და გიორგი რევიშვილმა „აჭარული“ იცეკვეს. წყვილს ნომრის მომზადებაში გიორგი ფერსენაძე ეხმარებოდა. მათ 21 ქულა დააგროვეს.
ასევე, ირაკლი ჭელიძე და კარინა ლისენკო ცეკვა „კინტოურით“ 21 ქულით შეფასდნენ.
ამდენად, შემოქმედებითი ჯგუფის გადაწყვეტილებით, დღევანდელი საკონკურსო გამოსვლის შედეგად ყველა წყვილი კონკურსში დარჩა.
შემდეგ ორშაბათს კი მეგაშოუში „ოქროს ჰიტების“ ტური შედგება.
XIV სეზონი სხვა სეზონებისგან გამორჩეულია, რადგან კონკურსანტები ქართული ცეკვის სხვადასხვა ანსამბლის სოლისტები არიან. კონკურსის დასაწყისში სულ 11 წყვილი მონაწილეობდა: ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია, ეკატერინე გურგენიძე და გიორგი რევიშვილი, ნინიკო მატკავა და სანდრო საბაძე, ნიკა ჩუბინიძე და ნიცა ციბაძე, ირაკლი ჭელიძე და კარინა ლისენკო, ინა ჩიხლაძე და ლუკა სტეფნაძე, გაგა ბოხუა და ხათუნა ოქიტაშვილი, დათო გოგრიჭიანი და ნინი ბიბილეიშვილი, ლევან დიასამიძე და ლისა ლიპარტელიანი, მარიამ ქავთარაძე და გუკა ჭანტურია, გვანცა ლობჟანიძე და რატი გაჩეჩილაძე.
ყველა სიახლე
22 ივნისი 2026, 00:49
სპორტი
პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა საერთაშორისო ტურნირზე „მერსინი 2026” ასპარეზობა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაასრულა
თურქეთში პარაფარიკაობის საერთაშორისო ტურნირი „მერსინი 2026” გაიმართა. ქართველმა პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს, ხოლო რაპირით ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
22 ივნისი 2026, 00:18
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ღირებულებითი განათლების“ პროგრამები ფართოდაა აპრობირებული ევროპულ ქვეყნებში. ისინი მოწოდებული არიან, მოსწავლეებს მყარი ეთიკური და მორალური ბაზა შეექმნათ
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირასთან“ „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებისთვის მსგავს პროგრამებს.
22 ივნისი 2026, 00:09
საზოგადოება
გივი მიქანაძე ღირებულებით განათლებაზე: მოსწავლეები იღებენ ცოდნასა და განათლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის სამშობლოს სიყვარული, პატრიოტული სულისკვეთება, მოყვასის გვერდში დგომა და თანადგომა, ოჯახური ტრადიციები, უფროსის პატივისცემა
მოსწავლეები იღებენ ცოდნასა და განათლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის სამშობლოს სიყვარული, პატრიოტული სულისკვეთება, მოყვასის გვერდში დგომა და თანადგომა, ოჯახური ტრადიციები, უფროსის პატივისცემა, - განუცხადა „იმედის კვირას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ღირებულებით განათლებასთან დაკავშირებით.
21 ივნისი 2026, 23:35
საზოგადოება
როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა - ღირებულებითი განათლება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
რა უნდა იყოს ახალი თაობის მთავარი ორიენტირი იმ ეპოქაში, როდესაც მსოფლიოში ტრადიციულ და ლიბერალურ ფასეულობებს შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება? როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა ისე, რომ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისას არ დაკარგოს საკუთარი იდენტობა, სულიერი საყრდენი და ეროვნული თვითშეგნება? - „ღირებულებითი განათლების“ პროგრამა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო და განათლების სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს.
21 ივნისი 2026, 23:33
სამართალი
თამთა ქიმბარიშვილი: სამი კვირის განმავლობაში, რასაც ვამონიტორინგებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით იკლო სიძულვილის ენამ სოციალურ სივრცეში, თუმცა წინ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია
სამი კვირის განმავლობაში, რასაც ვამონიტორინგებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით იკლო სიძულვილის ენამ სოციალურ სივრცეში, თუმცა წინ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია, - განუცხადა „იმედის კვირას“ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელმა თამთა ქიმბარიშვილმა.
21 ივნისი 2026, 23:25
საზოგადოება
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევებზე: კანონის დაუცველობას მივყავართ იქამდე, რომ ხდება მძიმე შედეგებით დასრულებული შემთხვევები - სიჩქარის გადაჭარბება არის ის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი, რომელიც საგზაო შემთხვევებს ასრულებს ლეტალურად და მძიმე შედეგებით
ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „იმედის კვირასთან“ ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად მიზეზებზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სიჩქარის გადაჭარბებაა.
21 ივნისი 2026, 23:12
საზოგადოება
დაუდევრობა თუ თვითნებობა - განადგურებული კულტურული მემკვიდრეობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
დაუდევრობა თუ თვითნებობა - რა მოხდა ზღუდერში, სადაც მეექვსე საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნაშთები განადგურებულია. ძეგლის ადგილზე თანამედროვე მასალებით ახალი ეკლესიას აშენებენ, რომელიც ახლა შეჩერებულია.
21 ივნისი 2026, 22:57
პოლიტიკა
„იარე ნელა“ - რატომ გეგმავს ხელისუფლება ავტოსაგზაო შემთხვევებზე ჯარიმების შემსუბუქებას. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
უსაფრთხო გზებს მხოლოდ მაღალი ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს - უბედური შემთხვევები, დაკარგული სიცოცხლეები და პასუხისმგებლობა, რომლისგანაც ფინანსური სანქცია არავის ათავისუფლებს.
21 ივნისი 2026, 22:52
პოლიტიკა
„მომავლის მომზადების ცენტრის" ევროპული პოლიტიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარი: მედიაგარემო ბრიუსელში ძალიან შეზღუდულია, საქმე დახურულ სისტემასთან გვაქვს. აქ ურსულა ფონ დერ ლაიენი ცნობილია ცენზურით, ევროკომისიის ბრიფინგებზე ყველა კითხვა წინასწარ შეთანხმებულია
კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ბრიუსელში ვითარება იმგვარია, რომ შეგვიძლია მხოლოდ იმედი გვქონდეს უკეთესი მომავლის, - განუცხადა „იმედის კვირას“ „მომავლის მომზადების ცენტრის" ევროპული პოლიტიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარმა რიჩარდ შენკემ.
21 ივნისი 2026, 22:45
პოლიტიკა
ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
სიძულვილის ენა მხოლოდ უცენზურო სიტყვები არ არის. ის მოიცავს ადამიანების დამცირებას, მათთვის შეურაცხმყოფელი იარლიყების მიწებებას, დეჰუმანიზაციასა და საჯარო სივრცეში ზიზღის ნორმალიზებას.
21 ივნისი 2026, 22:38
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - მშვიდობისა და სტაბილური განვითარების მთავარი გარანტი, რომლის წინააღმდეგაც სანქციები და მუქარა არ მუშაობს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ბოლო 14 წელია, საქართველოს ეროვნული მთავრობა დასავლეთის თავისდათავად იქცა. ვერ გამონახეს ვერანაირი გზა, ჰყავდეთ მათზე დამოკიდებული მთავრობა - ვერ გაჭრა სანქციებმა, ვერც შანტაჟმა, ხალხის გადაბირების თუ დაშინების მცდელობამ, ნდობის შესარყევად მილიონების ჰაერში გასროლამ და ძვირადღირებულმა, მაგრამ იაფფასიანმა პროპაგანდამ.
21 ივნისი 2026, 22:32
პოლიტიკა
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი სტეფანო ახოკე: ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები საკუთარი დამფუძნებელი ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს მედიის ცენზურა, ტელეკომპანია „იმედმა“ ეს კარგად იცის
ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები საკუთარი დამფუძნებელი ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, - განუცხადა „იმედის კვირას“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა სტეფანო ახოკემ.
21 ივნისი 2026, 22:22
პოლიტიკა
ფსევდოდემოკრატიის ცენზორები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ევროკავშირი ხშირად საუბრობს დემოკრატიული ღირებულებების, პლურალიზმისა და განსხვავებული აზრის პატივისცემაზე, მაგრამ ფაქტები სრულიად საპირისპიროს აჩვენებს.
21 ივნისი 2026, 22:16
პოლიტიკა
ევროკავშირის ახალი მიდგომა და „მეორეხარისხოვანი წევრობა“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ბრიუსელში განიხილავენ მოდელს, რომლის მიხედვითაც გაერთიანების მომავალ წევრ ქვეყნებს ევროკავშირის ყველა ვალდებულების შესრულება მოუწევთ, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებაზე მათი გავლენა შეზღუდული იქნება.
21 ივნისი 2026, 22:10
პოლიტიკა
ბრიუსელი ემუქრება ყველას, ვინც ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. საქართველო ამ საკითხში შეუვალი და პრინციპულია - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ბრიუსელი ემუქრება ყველას, ვინც ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. საქართველო ამ საკითხში შეუვალი და პრინციპულია. სწორედ ამიტომ აშანტაჟებს ევრობიუროკრატია ქართველ ხალხს და მის არჩეულ ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
21 ივნისი 2026, 18:32
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება
კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს წარმატებები უსურვა, თუმცა აღნიშნა, რომ მან უმნიშვნელოვანეს საკითხებში კრახი განიცადა.
21 ივნისი 2026, 18:00
სპორტი
დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა
დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა.
21 ივნისი 2026, 18:00
საზოგადოება
პატრიარქი შიო მესამე: პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება
პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
21 ივნისი 2026, 17:41
მსოფლიო
ბერლინს ზაფხულის შტორმი დაატყდა თავს
მეტეოროლოგები სეტყვას არ გამორიცხავენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათივე პროგნოზით მომდევნო კვირიდან გერმანიის ძირითად ნაწილში ისევ ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი.
21 ივნისი 2026, 17:37
მსოფლიო
ედინბურგში დააკავეს კაცი, რომელიც მეჩეთის მახლობლად ხალხს თავს დაესხა
დაკავებულს ბრალი ქსენოფობიურ ნიადაგზე თავდასხმაში წარუდგინეს. სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ წელს ზემოთ შიშველი კაცი ავტოგასამართ სადგურზე მანქანებს და პიცერიის შენობას აზიანებს. შემდეგ კი მას პოლიცია აკავებს.


