21 იანვარი 2026, 21:38 / სანდო წყარო

საკრებულოში „სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსის“ მონაწილეთა ნამუშევრების დაჯილდოება გაიმართა

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში „სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსის“ მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება თბილისის საკრებულოსა და ააიპ „ქართველ სომეხთა კავშირის“ ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა. სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსი ააიპ „ქართველ სომეხთა კავშირის“ მიერ 2015 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს, კერძოდ კი, თბილისის მრავალფეროვნების წარმოჩენას და ფარაჯანოვის შემოქმედების შესახებ ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლებას.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, მან განაცხადა, რომ ახალგაზრდა თაობისთვის მსგავსი სახის კონკურსებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა, დღე, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის კულტურულ მრავალფეროვნებას და იმ ღირებულებებს, რომლებზეც ჩვენი ქალაქი საუკუნეებია დგას. სერგო ფარაჯანოვი არის გამორჩეული ხელოვანი, რომლის შემოქმედება გასცდა ეროვნულ და გეოგრაფიულ საზღვრებს და მსოფლიო კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. საკრებულოსთვის მულტიკულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ძლიერი ქალაქი იქმნება სწორედ ასეთი ინიციატივებით და ამ ინიციატივებში მომავალი თაობების ჩართვით. გილოცავთ კონკურსის მონაწილეებს და გამარჯვებულებს, კიდევ მრავალ წარმატებას გისურვებთ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ მარგალიტა ხიდირბეგიშვილი, ქალაქ თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და აშოტ სმბატიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. საღამოს „ქართველ სომეხთა კავშირის“ ხელმძღვანელი მარიამ არაქელოვა უძღვებოდა.

„სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს და სიგელები გადასცეს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ - III ადგილის გამარჯვებულს სალომე ოსაძეს; საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ - II ადგილის გამარჯვებულს ვახტანგ ეგიაზაროვს და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა - I ადგილის გამარჯვებულს ერნა დოლმაზოვას.

შემოქმედებით საღამოზე ასევე გაიმართა ალბომ „ფარაჯანოვის რექვიემის“ პრეზენტაცია, რომელიც 2025 წელს საქართველოში სომხეთის საელჩოს და საქართველოს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის მხარდაჭერით გამოიცა.

ღონისძიებაზე „ტოლერანტობის ამაგდარის“ წოდებით - მედლითა და საპატიო სიგელით - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე დააჯილდოვეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად უამრავი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას ფარაჯანოვის კონკურსში, რომელიც ეფუძნება თავისუფლების იდეის ასახვას სხვადასხვა ტიპის ნამუშევრებში: ფოტოგრაფიაში, ინსტალაციაში და სხვა შემოქმედებით ფორმებში.

„ნამდვილად სიმბოლურია თბილისის საკრებულოში ვმასპინძლობდეთ სერგო ფარაჯანოვის კონკურსს, ვინაიდან თბილისი არ ყოფილა მისთვის მხოლოდ დაბადების ადგილი, ეს იყო ქალაქი, რომელმაც მას მისცა ხედვა და მოტივაცია გამხდარიყო თბილისის ხმა მსოფლიო კულტურაში; ქალაქი, რომელიც თავად არის კულტურათა გადაკვეთა, ენათა თანაარსებობა. ფარაჯანოვის კონკურსი გაგრძელდება, მუნიციპალიტეტი იქნება ყველა იმ ადამიანის მხარდამჭერი და გულშემატკივარი, რომლებიც ხელს უწყობენ მსგავსი კულტურული პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

კონკურსის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის საკრებულო, ხოლო კონკურსის პარტნიორები არიან თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის შარლ აზნავურის სახელობის კულტურის ცენტრი და „მხატვრის სახლი“․

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სომხური სათვისტომოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ყველა სიახლე

03 აპრილი 2026, 10:47

საზოგადოება

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 3 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 95 %-ით არის გაზრდილი

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის სამი თვის სტატისტიკას აქვეყნებს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 10:44

რეგიონი

ლევან მეხუზლა: რთველის სამზადისი წელს ადრე დავიწყეთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას პროცესი უფრო ორგანიზებულად წარიმართოს

ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

აბას არაღჩი

03 აპრილი 2026, 10:31

მსოფლიო

აბას არაღჩი: სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, მათ შორის ჯერ არ აშენებული ხიდების, ირანელებს დანებებას არ აიძულებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აშშ-ის მიერ ირანში ხიდის დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის სამოქალაქო ობიექტების განადგურება ირანელებს დანებებას ვერ აიძულებს.

03 აპრილი 2026, 10:27

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტ -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი და ახალი მოძრავი ლაბორატორიები დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე მოადგილესთან, შალვა თადუმაძესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და განახლებული ავტოპარკი, მათ შორის ახალი მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორიები დაათვალიერა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 10:25

სამართალი

პოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდებისა და ყაჩაღობის ბრალდებით 7 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს.

03 აპრილი 2026, 10:17

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფქვილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები, მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 10:08

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

რენდი ჯორჯი

03 აპრილი 2026, 09:54

მსოფლიო

აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა, გენერალმა რენდი ჯორჯმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას პენტაგონის წარმომადგენელი, შონ პარნელი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 09:40

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს.

დონალდ ტრამპი

03 აპრილი 2026, 09:32

მსოფლიო

ტრამპი ირანს განადგურებით კიდევ ერთხელ ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს განადგურებით კიდევ ერთხელ დაემუქრა და ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა.

03 აპრილი 2026, 09:25

საზოგადოება

სეს: ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, ზუგდიდში დააბრუნებენ. ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან აბაშაში და ვანშიც

შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, 3 აპრილს, ზუგდიდში დააბრუნებენ, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 09:10

მსოფლიო

რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელში ღამით საჰაერო თავდასხმების გამო განგაში იყო გამოცხადებული. თელ-ავივის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ღამე თავშესაფარში გაატარა. ისრაელზე იერიშები ირანის პარალელურად „ჰუსიტებმაც“ მიიტანეს და განაცხადეს რომ თავდასხმა დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“იყო კოორდინირებული.

03 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

Reuters: ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა

გაერთიანებულმა სამეფომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 08:59

საზოგადოება

„მიზანია, რომ რეფერენტულ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი მედიკამენტი მოხვდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო შემცირდება“ - დღეს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება

დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც მედიკამენტების ფასების რეგულირების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.

დავით მათიკაშვილი

03 აპრილი 2026, 08:48

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ძაღლების ხოცვასთან ერთად ადამიანებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩაში და ეს ადამიანები ცდილობენ ჰუმანისტის მანტიები მოირგონ და დეზინფორმაციით საზოგადოება აღაშფოთონ

ხალხის სენსიტიური დამოკიდებულება გამოიყენეს რადიკალურმა ჯგუფებმა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

03 აპრილი 2026, 08:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სცენარი უცვლელია - ქართული ეკლესიის შერყევა არ არის ახალი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს

გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მართლმადიდებელ ეკლესიასა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე შეტევას.

 თეოდორე ფარნაშვილი

03 აპრილი 2026, 08:27

საზოგადოება

მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი: საქართველოს მოქმედი ეპისკოპოსების პრეროგატივაა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა და ცოტა გაუგებარია, რატომ აკეთებენ პროგნოზებს წინასწარ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ საკითხში კომპეტენტურები არ არიან

„სინოდი მოწვეულია იმისთვის, რომ დეტალურად გაიარონ ის პროცედურა, რომელი პროცედურაც არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებისათვის და პროტოკოლურად რაც საჭიროა, ეს ყველაფერი უნდა წინასწარ იყოს გაწერილი, მაგალითად სად იქნება გაფართოებული სხდომა, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მღვდელმა თეოდორე ფარნაშვილმა.

03 აპრილი 2026, 08:21

საზოგადოება

დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

დღეს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის განსაზღვრული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.

03 აპრილი 2026, 08:12

პოლიტიკა

სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა

03 აპრილი 2026, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი.