23 იანვარი 2026, 10:08 / სანდო წყარო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამით დანიაში გაემგზავრნენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მენეჯმენტის სკოლის ხუთი სტუდენტი, Erasmus+ გაცვლითი პროგრამით დანიაში გაემგზავრა. შერჩეული სტუდენტები 2026 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში (იანვარი-ივნისი) სწავლას განაგრძობენ KIU-ს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - დანიის საერთაშორისო ბიზნეს აკადემიაში (International Business Academy – IBA). ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ხუთთვიანი აკადემიური მობილობის პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ და გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სასწავლო კურსები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია მენეჯმენტის თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებთან. პროგრამა ორიენტირებულია როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე, ისე პრაქტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე.

დანიის საერთაშორისო ბიზნეს აკადემიაში ახალგაზრდები იმუშავებენ საერთაშორისო სტუდენტურ გარემოში, მიიღებენ მრავალკულტურულ აკადემიურ გამოცდილებას, გაეცნობიან სხვადასხვა საგანმანათლებლო მიდგომას.

გაზაფხულის სემესტრის Erasmus+ პროგრამაში შერჩეული მენეჯმენტის სკოლის მეორე და მესამე კურსის სტუდენტები არიან: მარიამ ბენიძე, ქეთევან მაჩიტიძე, ნიკოლოზ კიწმარიშვილი, მეგი ბადაშვილი და თამარ მუსერიძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტთა საერთაშორისო აკადემიურ მობილობასა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან აქტიურ თანამშრომლობას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების აკადემიურ განვითარებას და უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერებას.

KIU-სა და დანიის საერთაშორისო ბიზნეს აკადემიის თანამშრომლობა წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მომავალში ითვალისწინებს როგორც სტუდენტური, ისე აკადემიური გაცვლითი პროგრამების კიდევ უფრო გაფართოებას.

დანიის International Business Academy (IBA) სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე და პრაქტიკულ მიდგომებს ისეთ მნიშვნელოვანი დარგების მიმართულებით, როგორებიცაა: ბიზნესი, მარკეტინგი, ფინანსები, ტექნოლოგიები და მენეჯმენტი. IBA გამოირჩევა საერთაშორისო გარემოთი, მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და პროფესიული გამოცდილებით.

KIU ულოცავს შერჩეულ სტუდენტებს Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობას და წარმატებას უსურვებს მათ.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 12:42

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ახლახან აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლისთავი, სიმბოლურია, რომ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებიც დამოუკიდებლობას ებრძვიან - გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი

გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ამიტომ დადიან სხვადასხვა ქალაქში საზღვარგარეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან შალვა პაპუაშვილმა ამგვარად უპასუხია კითხვას თურქეთში „ახალი ალიანსის“ წევრების - ლევან სანიკიძე, თინა ბოკუჩავასა და თამარ ჩერგოლეიშვილის ჩასვლის შესახებ.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 12:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემაა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია - ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას

ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟზე დასმული კითხვის პასუხად.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 12:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის პოლიტიკურ არჩევნებში, იგივე ჩარევას ვხედავთ დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკლესიის საქმეებში

მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს, მათ შორის იმაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმინდა სინოდს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 12:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება

ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.

03 აპრილი 2026, 12:30

საზოგადოება

გლდანში, უსახური ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, კიდევ ერთი სკვერი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა, მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსთან 12-მდე ავტოფარეხისა და უკანონო შემოღობვის დემონტაჟის შემდეგ, ახალ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 12:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სახეზე გვაქვს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე სახეები, რომლებმაც წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, ცდილობენ, იმავე გეგმით იმოქმედონ

იგივე სახეები, რომლებმაც საქართველოში წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, დღეს კვლავ გაერთიანდნენ და ცდილობენ, ზუსტად იმავე გეგმით იმოქმედონ, რაც მაშინ ჰქონდათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციის ალიანსის“ წევრების აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

03 აპრილი 2026, 12:15

საზოგადოება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ტექნიკური ხასიათისაა და მღვდელმთავრები პროცედურულ საკითხებს განიხილავენ.

03 აპრილი 2026, 12:13

საზოგადოება

Wellbeing Magazine: რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ცნობილმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემამ Wellbeing Magazine საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა, რომელიც Microsoft-ის პორტალითაც MSN გავრცელდა.

03 აპრილი 2026, 12:08

საზოგადოება

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

ტიმ ბურჩეტი

03 აპრილი 2026, 12:07

მსოფლიო

რესპუბლიკელი კონგრესმენი ტიმ ბურჩეტი: თუ ოდესმე გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება

რესპუბლიკელი კონგრესმენის ტიმ ბურჩეტის თქმით, ვაშინგტონის მიერ ოდესმე თუ გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება. ამის შესახებ New York Post წერს.

ლაშა გეეგჭკორი

03 აპრილი 2026, 12:03

საზოგადოება

„ასეთ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - ასეთივე ვითარებაა ამ ეტაპზე პროგრამის მოქმედების არეალის სხვა მუნიციპალიტეტებშიც“ - ლაშა გეგეჭკორი ვიდეოს აქვეყნებს

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

ვიქტორ ორბანი

03 აპრილი 2026, 11:55

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ბრიუსელს სჯერა, რომ რაც უფრო მეტი ძალაუფლება ექნება, უკეთესი იქნება და ისინი ეტყვიან წევრ სახელმწიფოებს, რა გააკეთონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბრიუსელს ისევ აკრიტიკებს და ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

03 აპრილი 2026, 11:47

საზოგადოება

პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გამოცხადდა

სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონის (გარდა თბილისისა) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა ჯერ მიღებული არ აქვს.

03 აპრილი 2026, 11:25

საზოგადოება

კობა კობალაძე ხელოვნების მუზეუმში, გასულ საუკუნეში, ავსტრალიაში ემიგრირებული ქართველის, შალვა გიგოლაშვილის მოგონებების პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, გასულ საუკუნეში, ავსტრალიაში ემიგრირებული ქართველის, შალვა გიგოლაშვილის შესახებ გამოცემული წიგნის -„მეშვიდე კონტინენტის ქართველის“ პრეზენტაცია გაიმართა.

03 აპრილი 2026, 11:23

მსოფლიო

POLITICO: აშშ-ს ირანში სამიზნეები ეწურება

პენტაგონს ირანში სულ უფრო ნაკლები დასაბომბი სამიზნე რჩება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

03 აპრილი 2026, 11:16

პოლიტიკა

სეფაშვილი: მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ემსახურება იმას, რომ გააღიზიანონ მოსახლეობა, ვითომდა ცუდი მხრიდან წარმოაჩინონ ხელისუფლების ქმედებები, რაც აგებულია ტყუილზე - საქართველოში ცხოველების უფლებები დაცულია

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, თემის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ ტყუილზეა აგებული.

ანდრია ჯაღმაიძე

03 აპრილი 2026, 11:16

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. შემდგომი სინოდი იქნება გაფართოებული კრების წინმსწრები

სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. შემდგომი სინოდი წინმსწრები იქნება გაფართოებული კრების, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით.

03 აპრილი 2026, 11:13

რეგიონი

ბათუმის დრამატული თეატრი ტრაპიზონის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ტრაპიზონის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალში პირველად მიიღებს მონაწილეობას და სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ წარდგება.

03 აპრილი 2026, 11:12

სამართალი

ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

03 აპრილი 2026, 11:03

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.