„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა.
აღნიშნულ თანამშრომლებს დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში უმასპინძლა და განსაკუთრებული მადლობა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გადაუხადა.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია მეტროს. წელს თბილისის მეტროს გახსნიდან 60 წელი შეუსრულდა, რომელთან დაკავშირებითაც ხვალ საზეიმო ღონისძიება გაიმართება. არ დავიწყებ საუბარს იმაზე, თუ რა მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა ამ მიმართულებით, რა მნიშვნელოვანი ღონისძიებები და პროექტები განვახორციელეთ ბოლო წლებში და რა გამოწვევებს ვეჯახებით დღემდე, როცა საქმე სწორედ მეტროსადგურების რეაბილიტაციას და გამართულ მუშაობას ეხება. თბილისის მეტრო 1966 წლის 10 იანვარს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მეტრო დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს ემსახურება. მას დღეში, დაახლოებით, 500 ათასი მოქალაქე გადაჰყავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მეტროს ფუნქციონირებაში და შეუფერხებელ მუშაობაში სულ 2 800-მდე თანამშრომელია ჩართული.
„მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ასევე, მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გვინდა, საპატიო თანამშრომლის წოდება მივანიჭოთ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 17 თანამშრომელს, რომელთაც სპეციალური სიგელები გადაეცემათ. მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის, იმისთვის, რომ დღემდე სიყვარულითა და პატიოსნებით ემსახურებით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს და მის მცხოვრებლებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლები, რომლებიც მერმა დააჯილდოვა, არიან:
1. თამაზ ნაყოფია - გაერთიანებული სახელოსნოს უფროსის მოადგილე;
2. ბადრი კაპანაძე - ელექტროდეპო გლდანის N5 აწევითი საამქროს უფროსი ოსტატი;
3. ლევან ხარაიძე - ელექტრომექანიკური სამსახურის ელექტრომექანიკური დისტანციის უფროსი;
4. თამაზ შათირიშვილი - ელექტრომომარაგების სამსახურის ელექტრომომარაგების და ავტო-ტელემართვის დისტანციის სახელოსნოს უფროსი;
5. ემზარი გოგაძე - მოძრაობის სამსახურის უფროსის მოადგილე;
6. ვასილ ბიჭაშვილი - ელექტროდეპო ნაძალადევის N4 აწევითი საამქროს უფროსი;
7. ხვიჩა ქადაგიშვილი - სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის ექსპლუატაციის უფროსი;
8. კობა ქველაძე - ელექტროდეპო ნაძალადევის N2 საექსპლუატაციო საამქროს ხაზის მემანქანე;
9. მედეა ბაქრაძე - გენერალური დირექტორის აპარატის არქივის წამყვანი სპეციალისტი;
10. ლიანა კოშაძე - ბუღალტერიის ფულადი სახსრების მოძრაობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;
11. ავთანდილ მჭედლიშვილი - ლაბორატორიული ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის კოროზიისა და წინაღობის გაზომვის სპეციალისტი;
12. ლუიზა ღონღაძე - შიდა მონიტორინგის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების ვიდეომონიტორინგის ინსპექტორი;
13. ავთანდილ ხუჭუა - სიგნალიზაციის და კავშირგაბმულობის სამსახურის სარემონტო-
ტექნოლოგიური დისტანციის უფროსი;
14. მურთაზ მამუჩიშვილი - ექსპლუატაციის სამსახურის ექსპლუატაციის ზედამხედველობის განყოფილების დეფექტოსკოპიის ლაბორატორიის ოპერატორი;
15. ბესიკ ხარატიშვილი - თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე.
16. იური გაბელია - სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის ლიანდაგის მონტიორი;
17. მერი კობახიძე - ელექტროდეპო „ნაძალადევის“ უფროსი განმწესებელი.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი ღირსების ორდენით დააჯილდოებს თბილისის მეტროს ცხრა ღვაწლმოსილ თანამშრომელს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მეტროს საქმიანობაში.
„ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანის ჩართულობით, პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით, ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით და ღირსეულად ვუპასუხებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 17:11
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკას ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია.
03 აპრილი 2026, 17:04
საზოგადოება
4-5 აპრილს ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში მისულ დამთვალიერებლებს ორი დღის განმავლობაში დახვდებათ იაპონურ თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; ანიმეების გამოფენა; იაპონური ლიტერატურის მრავალფეროვნება; ორიგამის, შოდოს მასტერკლასი. ასევე, შესრულდება იაპონური ცეკვები.
03 აპრილი 2026, 16:55
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო.
03 აპრილი 2026, 16:45
პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ელისაშვილი მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
03 აპრილი 2026, 16:33
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 16:30
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ რომლის რეალიზაცია სხვადასხვა დროს განახორციელა.
03 აპრილი 2026, 16:19
საზოგადოება
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას.
03 აპრილი 2026, 15:47
მსოფლიო
ირანული მედია ამერიკელი მფრინავის ტყვედ აყვანის შესახებ იუწყება
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ირანის საჰაერო სივრცეში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო მისი პილოტი ტყვედ აიყვანა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 15:41
პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოლდოვას პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი და ჯგუფის წევრი ზურაბ ქადაგიძე მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
03 აპრილი 2026, 15:41
საზოგადოება
კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება
ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.
03 აპრილი 2026, 15:40
პოლიტიკა
კახა კალაძე „ტვ პირველს“: დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც არ გაძლევთ და ძალიან ღიზიანდებით
არ გინდათ, რომ გაიგოთ სიმართლე რა არის. პოლიტიკურად სისულელეს მოიგონებთ, შემდეგ ამაზე სვამთ შეკითხვებს და მე უნდა დავდგე და თქვენს მოგონილ სისულელეებზე უნდა გავცე პასუხი, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.
03 აპრილი 2026, 15:39
საზოგადოება
კახა კალაძე: ლილოში ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი
გუშინ რაც მოხდა ლილოს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში კატეგორიულად მიუღებელია. წარმოუდგენელია, ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებული არიან სხვადასხვა ცხოველები, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან ზოგი ცოფით, ზოგი მძიმე ავადმყოფობით. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
03 აპრილი 2026, 15:36
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე
სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე,- განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.
03 აპრილი 2026, 15:34
პოლიტიკა
კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს
შეკითხვაში იტყუებით. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა გაქვთ საზოგადოება მოატყუოთ, მაგრამ მე არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. თქვენ შეიძლება თქვენი „ბაბლი“ მოატყუოთ და ამყოფოთ სიცრუეში, მაგრამ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოთ ხალხი, - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უფასო სასადილოების თაობაზე დასმული კითხვის შესახებ.
03 აპრილი 2026, 15:26
საზოგადოება
თბილისის მერი პეკინის გამზირის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საბურთალოს რაიონის გამგეობა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 15:22
ჯანდაცვა
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი ეწვია
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ეწვივნენ.
03 აპრილი 2026, 15:16
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე: არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს
არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.
03 აპრილი 2026, 15:12
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი
ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ.
03 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
03 აპრილი 2026, 15:03
რეგიონი
ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის.


