საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 9 თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 9 თანამშრომელი სახელმწიფო ჯილდოებით - ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მეტრო არის თბილისის მთავარი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ექვსი ათწლეულის განმავლობაში აკავშირებს ქალაქის სხვადასხვა უბანს და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ განსაკუთრებული და სიმბოლური თარიღის აღსანიშნავად, თბილისის მეტროპოლიტენის დაარსებიდან 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობს ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე. მეტრო მხოლოდ ტრანსპორტი არ არის.
მეტრო არის დედაქალაქის პულსი. მეტრო არის თბილისის მთავარი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკვე ექვსი ათწლეულის განმავლობაში აერთიანებს ქალაქის სხვადასხვა უბანს და მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას დროულად და უსაფრთხოდ მივიდნენ სამსახურში, სასწავლებლებში და საკუთარ ოჯახებში. ამ წლების განმავლობაში მეტროპოლიტენმა მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინა ქალაქის განვითარებაზე. მან შეამცირა საგზაო დატვირთვა, დაზოგა მოქალაქეთა დრო, გააუმჯობესა ეკოლოგიური მდგომარეობა და ხელი შეუწყო დედაქალაქის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს თბილისის მეტროპოლიტენის უსაფრთხო და უწყვეტ მუშაობაზე.
„დღეს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მეტროპოლიტენის 2800 თანამშრომელს - მემანქანეებს, ინჟინრებს, დისპეტჩერებს, ტექნიკურ პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს თბილისის მეტროპოლიტენის უსაფრთხო და უწყვეტ მუშაობაზე. განსაკუთრებული პატივისცემით მინდა აღვნიშნო მეტროს ვეტერანი თანამშრომლები, რომლებმაც თითქმის მთელი ცხოვრება მიუძღვნეს მეტროს განვითარებას.
თქვენი შრომა არის თბილისის მეტროს ისტორია და მაგალითი ახალგაზრდა თაობისთვის. სახელმწიფოს სახელით გულწრფელ მადლობას ვუხდი თბილისის მერს, კახა კალაძეს, თბილისის მეტროპოლიტენისა და მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რაც უკვე დადებითად აისახა ქალაქის ცხოვრებაზე.
დარწმუნებული ვარ, თბილისის მერია ასეთივე შემართებით გააგრძელებს ქალაქის მეტროპოლიტენის განვითარებას, რათა ის შეესაბამებოდეს მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს.
ძვირფასო მეგობრებო, ვუსურვებ მეტროპოლიტენის ყველა თანამშრომელს ჯანმრთელობას, წარმატებასა და კეთილდღეობას.
ხოლო ჩვენს საყვარელ თბილისს მშვიდობასა და განვითარებას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი გადაეცათ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს: შაქრო ხვედელიძეს - ელექტროდეპო გლდანის კომპრესორის მემანქანეს, გენო მშვენიერაძეს - ელექტრომომარაგების სამსახურის მორიგე ელექტრომონტიორს, ალექსი გაბინაშვილს - სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სამსახურის ელექტრომონტიორს, ჯუმბერ შადურს - ელექტრომომარაგების სამსახურის ელექტრომექანიკოსს, გალინა შკატოვას - ელექტროდეპო გლდანის ტექნიკური განყოფილების ტექნიკოსს, აკაკი მაჭარაშვილს - ელექტროდეპო გლდანის ბრიგადირს, გივი ღამბაშიძეს - ელექტროდეპო გლდანის ზეინკალს, გურამ გაჩეჩილაძეს - სატრანსპორტო სამსახურის ავტომანქანის მძღოლს, ალექსანდრე ბიბილაშვილს - ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის მთავარ ინჟინერს.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 15:47
მსოფლიო
ირანული მედია ამერიკელი მფრინავის ტყვედ აყვანის შესახებ იუწყება
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ირანის საჰაერო სივრცეში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო მისი პილოტი ტყვედ აიყვანა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 15:41
საზოგადოება
კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება
ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.
03 აპრილი 2026, 15:41
პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოლდოვას პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი და ჯგუფის წევრი ზურაბ ქადაგიძე მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
03 აპრილი 2026, 15:40
პოლიტიკა
კახა კალაძე „ტვ პირველს“: დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც არ გაძლევთ და ძალიან ღიზიანდებით
არ გინდათ, რომ გაიგოთ სიმართლე რა არის. პოლიტიკურად სისულელეს მოიგონებთ, შემდეგ ამაზე სვამთ შეკითხვებს და მე უნდა დავდგე და თქვენს მოგონილ სისულელეებზე უნდა გავცე პასუხი, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.
03 აპრილი 2026, 15:39
საზოგადოება
კახა კალაძე: ლილოში ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი
გუშინ რაც მოხდა ლილოს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში კატეგორიულად მიუღებელია. წარმოუდგენელია, ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებული არიან სხვადასხვა ცხოველები, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან ზოგი ცოფით, ზოგი მძიმე ავადმყოფობით. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
03 აპრილი 2026, 15:36
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე
სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე,- განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.
03 აპრილი 2026, 15:34
პოლიტიკა
კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს
შეკითხვაში იტყუებით. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა გაქვთ საზოგადოება მოატყუოთ, მაგრამ მე არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. თქვენ შეიძლება თქვენი „ბაბლი“ მოატყუოთ და ამყოფოთ სიცრუეში, მაგრამ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოთ ხალხი, - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უფასო სასადილოების თაობაზე დასმული კითხვის შესახებ.
03 აპრილი 2026, 15:26
საზოგადოება
თბილისის მერი პეკინის გამზირის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საბურთალოს რაიონის გამგეობა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 15:22
ჯანდაცვა
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი ეწვია
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ეწვივნენ.
03 აპრილი 2026, 15:16
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე: არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს
არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.
03 აპრილი 2026, 15:12
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი
ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ.
03 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
03 აპრილი 2026, 15:03
რეგიონი
ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის.
03 აპრილი 2026, 14:59
პოლიტიკა
კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე: მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს
გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს.
03 აპრილი 2026, 14:59
პოლიტიკა
შაქარიშვილი: „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან, კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ
რამდენიმე დღეა, „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან. კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
03 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
კახა კალაძე: უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ
უსამშობლო მოღალატეები წლების განმავლობაში ფულს იღებდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუფე შიოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
03 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
კახა კალაძე მიუსაფარი ცხოველების საკითხთან დაკავშირებით: ის ქმედებები, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია.
03 აპრილი 2026, 14:57
საზოგადოება
ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეების მართვის საკითხებზე ერთობლივი კომისიის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი, ტყის მართვის ერთობლივი კომისიის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
03 აპრილი 2026, 14:54
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 14:54
რეგიონი
კურორტ ნუნისამდე მისასვლელი გზა სრულად რეაბილიტირდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ნუნისთან მისასვლელი, დაახლოებით 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას გეგმავს. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.


