28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება
ფოტო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას შეახსენებს, რომ 28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება.
სამინისტროს ინფორმაციით, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან დეპარტამენტის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.
აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. კანონის შესაბამისად, რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, შესაძლოა, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას. სახეობის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.
ნადირობის სეზონის განმავლობაში - 2025 წლის 23 აგვისტოდან დღემდე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 893 სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად და წარმატებით იყენებს ისეთ საშუალებებს, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები, ე.წ. ბაგები, სხვადასხვა ტიპის ნავები, კატარღები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში აქტიურად დანერგვის შედეგად, ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთა და გამოვლენა 24 საათის განმავლობაში და გაცილებით მეტ ლოკაციაზე გახდა შესაძლებელი.
ყველა სიახლე
28 თებერვალი 2026, 12:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებაზე: ლუსტრირება მოხდა იმის, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობდა
ლუსტრირება მოხდა იმის, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, რომელმაც დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირების საკითხზე კომენტარი გააკეთა.
28 თებერვალი 2026, 12:22
მსოფლიო
ტრამპი ირანელ ხალხს: თქვენი თავისუფლების ჟამი ახლოვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის გამოსვლაში ირანელ ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ მათი თავისუფლების ჟამი ახლოვდება.
28 თებერვალი 2026, 12:15
საზოგადოება
გარემოს ეროვნულ სააგენტოში საერთაშორისო პროექტების ექსპერტი დელია არნოლდი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური, უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძესთან და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, ავსტრიის ეროვნული გეოლოგიური, გეოფიზიკური, კლიმატოლოგიური და მეტეოროლოგიური სამსახურის GeoSphere Austria წარმომადგენელს, საერთაშორისო პროექტების ექსპერტს დელია არნოლდ არიასს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
28 თებერვალი 2026, 12:07
კულტურა
ხელოვნების სასახლეში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმის მიერ შესყიდული ისტორიული ექსპონატებისა და დასავლეთევროპული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა - „დაბრუნებული საუნჯე“ გაიხსნა
ხელოვნების სასახლეში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმის მიერ ევროპისა და საქართველოს კერძო კოლექციებიდან და გალერეებიდან შესყიდული ისტორიული ექსპონატებისა და დასავლეთევროპული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა - „დაბრუნებული საუნჯე“ გაიხსნა.
28 თებერვალი 2026, 12:05
მსოფლიო
ტრამპი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს მიმართავს: უნდა დაყაროთ იარაღი და მიიღებთ სრულ ხელშეუხებლობას, წინააღმდეგ შემთვევაში, ალეტრნატივის სახით გელით სიკვდილი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის გამოსვლაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებსა და შეიარაღებულ ძალებს მიმართა და მათ იარაღის დაყრა ურჩია.
28 თებერვალი 2026, 12:00
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებაზე: ეს არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე - ზოგიერთმა სიხარულის ცრემლები ვერც დამალა, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა
ზოგიერთმა სიხარულის ცრემლები ვერც დამალა, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, რომ ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „იმედისა“ და პოს ტვ“-ის სანქცირების საკითხზე საუბრისა.
28 თებერვალი 2026, 11:53
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ამ ტერორისტულ რეჟიმს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.
28 თებერვალი 2026, 11:50
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს არათუ არ დაუტოვებია დროებით პენიტენციური დაწესებულება, აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან
სპეციალური პენიტენციური სამსახური კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულების დატოვებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. სამსახური ამ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებს და მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან.
28 თებერვალი 2026, 11:50
რეგიონი
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, უნებართვო ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთ კაფე-ბარს საფეხმავლო ბილიკზე უკანონოდ ჰქონდა დამატებითი კონსტრუქცია მიშენებული.
28 თებერვალი 2026, 11:45
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ჩვენს მიზანს წარმოადგენს ამერიკელი ხალხის დაცვა ირანული რეჟიმის საფრთხისგან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმის მიზანს ირანული რეჟიმისგან მომდინარე საფრთხეებისგან ამერიკელი ხალხის დაცვა წარმოადგენს.
28 თებერვალი 2026, 11:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომელშიც ორი ქართული ტელეკომპანიისთვის სანქციების დაწესების მიზეზებზე საუბრობს და ერთ-ერთ მიზეზად დებატების ჩაშლის მცდელობას ასახელებს.
28 თებერვალი 2026, 11:40
კულტურა
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ხელოვნების სასახლეში გამოფენა „დაბრუნებული საუნჯე“ დაათვალიერა
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა საქართველოს კულტურის მინისტრთან, თინათინ რუხაძესთან ერთად ხელოვნების სასახლეში გამოფენა ,,დაბრუნებული საუნჯე“ დაათვალიერა.
28 თებერვალი 2026, 11:40
პოლიტიკა
პრემიერი: 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, ნიკა გვარამიას, ანუ მორალისა და ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი ერთი რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული
ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი „მესიჯბოქსი“ და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.
28 თებერვალი 2026, 11:36
პოლიტიკა
პრემიერი: რადიკალების უმრავლესობა დებატებს ისტერიულად არიდებს თავს, რა გასაკვირია, რომ ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ პროცესის შეჩერებას - ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ
მართალია, სუბიექტური ვართ, მაგრამ, ვფიქრობთ, მაინც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემდე გამართულმა დებატებმა მკაფიოდ წარმოაჩინა მმართველი გუნდის აშკარა უპირატესობა ოპონენტების მიმართ როგორც კომპეტენციის, ისე კეთილსინდისიერების თვალსაზრისით, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.
28 თებერვალი 2026, 11:35
მსოფლიო
Reuters: აშშ ირანს ზღვიდან და ჰაერიდან ბომბავს
აშშ ირანს ზღვიდან და ჰაერიდან ბომბავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 თებერვალი 2026, 11:31
პოლიტიკა
პრემიერი: მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ტელევიზიებში დებატების განახლებიდან ერთი თვეც არ არის გასული, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დისკუსიის გახსნის შესახებ ჩვენი ინიციატივა აუცილებელი იყო და მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია
დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოაქვეყნა განცხადება სატელევიზიო სივრცეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური დებატების გახსნის შესახებ. განვმარტეთ, რომ ჯანსაღი დებატები იყო უპირობოდ აუცილებელი ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად და სიძულვილის დასამარცხებლად, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.
28 თებერვალი 2026, 11:30
თავდაცვა
პარასპორტსმენი და სამხედრო მოსამსახურე თემურ დადიანი საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება
სამინისტროს ინფორმაციით, პაატა პატიაშვილმა სამხედრო მოსამსახურეს 2026 წლის ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზიის მოპოვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან აღნიშნა, რომ პირველი ქართველი პარაათლეტი, რომელიც საქართველოს სახელით ზამთრის პარალიმპიადაზე იასპარეზებს ის სამხედრო მოსამსახურეა, რომელსაც არაერთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე სხვადასხვა სინჯის მედალი აქვს მიღებული.
28 თებერვალი 2026, 11:24
პოლიტიკა
ვიქტორ ჯაფარიძე: მადლობა „პოსტვ“-ის ყველა თანამშრომელს იმ სიმართლის თქმისთვის, რისთვისაც დიდმა ბრიტანეთმა დაგვასანქცირა — „პოსტვს“ არაფერი ემუქრება
დიდი ბრიტანეთის მიერ "იმედსა" და "პოსტვ"-სთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე და ტელეკომპანია „პოსტვ“-ის თანამშრომლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
28 თებერვალი 2026, 11:23
რეგიონი
ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უსახური და უკანონო ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა
ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უსახური ობიექტის დემონტაჟი დასრულდა, რომელსაც საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდა.
28 თებერვალი 2026, 11:21
მსოფლიო
ისრაელმა და ირანმა საჰაერო სივრცე დაკეტეს
ისრაელმა და ირანმა სამხედრო ესკალაციის დაწყების შემდეგ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტეს. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.


