imedi /  02 მარტი 2026, 16:43 / სანდო წყარო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ- მაიორმა კობა კობალაძემ ა(ა)იპ ,,საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციის’’ დირექტორს, გიორგი ხაინდრავას უმასპინძლა.

შეხვედრის მიზანი, მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება გახლდათ, რომელსაც ხელი კობა კობალაძემ და გიორგი ხაინდრავამ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების ფარგლებში, გაუწიოს დახმარება კონომწარმოებელთა ასოციაციას და მასში შემავალ სუბიექტებს სამხედრო თემატიკის კინოს წარმოების პროცესში;

მემორანდუმის საფუძველზე, კინომწარმოებელთა ასოციაცია, თავის მხრივ, მზადაა, საზოგადოებაში მხედრული ტრადიციების განმტკიცების, სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ვეტერანთა ღვაწლისა და დამსახურების სათანადო აღიარების ხელშეწყობისთვის; ასოციაცია, ასევე, სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის მხარდასაჭერად, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამსახურის ჩართულობასა და მასთან თანამშრომლობას შესაბამისი თემატიკის კინოს წარმოების პროცესში.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი, კობა ლიკლიკაძე, ა(ა)იპ ,,საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციის’’გამგეობის წევრები-ბექა ცინცაძე და ლადო ჩალათაშვილი.

წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

02 მარტი 2026, 18:01

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის გაერთიანება არის პროცესის მაჩვენებელი - ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ცოცხლები ვართო. გამოვლენ ერთ-ორ მედიასაშუალებაში იგინებიან, ილანძღებიან და ეს არის სულ

„გაერთიანება არის პროცესის მაჩვენებელი - ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ცოცხლები ვართო. გამოვლენ ერთ-ორ მედიასაშუალებაში იგინებიან, ილანძღებიან და ეს არის სულ. რევოლუციის მცდელობა იყო, ხელისუფლების ხელში აღება უნდოდათ და რა არ დაარქვეს, არ გამოვიდა. ახლიდან იწყება იგივე ზღაპარი - გაერთიანება, რომელიც კიდევ ერთხელ იქნება იმის მანიფესტაცია, რომ ადამიანებმა, ვინც საკუთარი ქვეყნის დამარცხება გადაწყვიტეს, გაერთიანდნენ და უფრო მიმზიდველები გახდნენ პატრონებისთვის, რომლებიც ფინანსური რესურსებით ამარაგებენ. არც მალავენ. ამბობენ, რომ მობილიზებულია მილიარდობით [თანხა] და არა მარტო საქართველოში, ყველგან, სადაც უნდათ, რომ ხელისუფლებაში მარიონეტები მოიყვანონ, იქნება დახარჯული. ფიქრობენ იმაზე, როგორ შემოიტანონ ეს თანხა ქვეყანაში ისე, რომ ხელისუფლებამ ამის თაობაზე არ იცოდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

02 მარტი 2026, 17:52

პოლიტიკა

ვოლსკი: ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება, ეს არ არის ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება - ეს არის პრინციპული პოზიციების დაპირისპირება მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, რამაც შესაძლოა ფართო რეგიონში სერიოზული გავლენა იქონიოს

ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება, ეს არ არის ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება, ეს არის პრინციპული პოზიციების დაპირისპირება მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, რამაც შესაძლოა ფართო რეგიონში სერიოზული გავლენა იქონიოს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

პიტ ჰეგსეტი

02 მარტი 2026, 17:32

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი ირანში მიმდინარე ოპერაციაზე: ეს არ არის რეჟიმის შეცვლის ომი

„ეს არ არის ე.წ. რეჟიმის შეცვლის ომი, მაგრამ რეჟიმი ნამდვილად შეიცვალა და სამყარო ამით მხოლოდ მოიგებს“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

02 მარტი 2026, 17:22

მსოფლიო

ირანში სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპული ამერიკელების რიცხვი გაიზარდა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ოპერაციის დროს დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

თორნიკე ჭეიშვილი

02 მარტი 2026, 17:21

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ისინი არიან პოლიტიკურ აგონიაში და რეალურად უსუსური მიზეზებით ცდილობენ, რომ გაექცნენ დისკუსიას და შინაარსობრივ მსჯელობას, რადგან იციან, რომ არ აქვთ რეალური არგუმენტები

რადიკალები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ისინი არიან პოლიტიკურ აგონიაში და ამ აგონიაში მყოფები რეალურად უსუსური მიზეზებით ცდილობენ, რომ გაექცნენ დისკუსიას და შინაარსობრივ მსჯელობას, რადგან იციან, რომ არ აქვთ რეალური არგუმენტები, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ვარდენ მაჭავარიანის მიერ დებატებში არ მონაწილეობაზე საუბრისას.

02 მარტი 2026, 17:21

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, ამტვერებადი მასალის მოპყრობასთან დაკავშირებით მოქმედი სამართალდარღვევების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული ამტვერებადი მასალის მოპყრობასთან დაკავშირებით მოქმედი სამართალდარღვევების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.

02 მარტი 2026, 17:19

საზოგადოება

კობა კობალაძემ „ლივ ჰოსპიტალის“ საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ულტრათანამედროვე საავადმყოფოების ქსელის_ „ლივ ჰოსპიტალის’’ (Liv Hospital) საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორს, სევინჩ ნურ გუმუშბოღასა და Liv Hospital-ის საქართველოსა და აზერბაიჯანის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლუკა ბოლქვაძეს უმასპინძლა.

02 მარტი 2026, 17:08

მსოფლიო

ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ დაზვერვის ხელმძღვანელის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურის განცხადებით, ბეირუთში, ისრაელის სამხედროების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ დაზვერვის შტაბის უფროსი ჰუსეინ მაკლედი მოკლეს.

ჯაბა ხუბუა

02 მარტი 2026, 16:54

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ვარდენ მიხეილის ძე მაჭავარიანმა, ჯერ ტანზე შემოიხია, მედებატეთო, მაგრამ როგორც კი შეეხმიანნენ - გამო, რისი თავი გაქვსო, მოიქცა ისე, როგორც რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საოკუპაციო ხაზთან - ეგრევე „დაზადნა“

ვარდენ მიხეილის ძე მაჭავარიანმა, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტი წარმომადგენელი ბედკრული აკაცუკეთისა, ჯერ ტანზე შემოიხია, - თუ ჩემსავით კაი მამის შვილები ხართ, გამოდით და მედებატეთო, მაგრამ როგორც კი შეეხმიანნენ, - აბა, გამო, რისი თავი გაქვსო, მოიქცა ისე, როგორც რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ატოცის საოკუპაციო ხაზთან, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.

ბაჩო ოდიშარია

02 მარტი 2026, 16:50

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ახლო აღმოსავლეთის მოვლენებზე გაკეთებული მთავრობის განცხადება არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე მორგებული. აღსანიშნია ყველა ოპოზიციური მედიის დეზინფორმაციული გაშუქება, ასეთია მეხუთე კოლონის ფუნქცია

ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთებული მთავრობის განცხადება არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე საუკეთესოდ მორგებული, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია.

02 მარტი 2026, 16:50

საზოგადოება

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში, დაკავებული იყო პროფესიული ფეხბურთით. 1992 წელს, გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი.

02 მარტი 2026, 16:44

მსოფლიო

„დოიჩე ველე“: ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები უკვე 30%-ით გაიზარდა

წყაროს ცნობით, ირანული დრონები თავს დაესხნენ კატარში, რას ლაფანის ენერგეტიკულ კომპლექსს, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს.

02 მარტი 2026, 16:41

რეგიონი

ამლევი-ორბეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამლევი-ორბეთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ მეტრეველი

02 მარტი 2026, 16:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: თვეებია ვისმენთ, როგორ იწვევს ურეიტინგო ვარდენ მაჭავარიანი მმართველ გუნდს დებატებში, დადგა მისთვის ნანატრი დღეც, „იმედი" სთავაზობს დებატებს, მაგრამ გაირკვა, რომ ბ.-ნი ვარდენისთვის მთავარი დაბრკოლება, ბრიტანული სანქციებია

თვეებია ვისმენთ, როგორ იწვევს ყოვლად ურეიტინგო ვარდენ მაჭავარიანი მმართველ გუნდს დებატებში. ლამის ყოველდღე გვიმტკიცებს, რომ მზადაა, არგუმენტებით დაანგრიოს ოპონენტები და საჯარო სივრცეში ყველაფერს გასცეს პასუხი, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.

გია აბაშიძე

02 მარტი 2026, 16:19

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სექტის ერთ-ერთი ტრაგიკომიკური პერსონაჟი, ვარდენ „ნაც" მიხეილის ძე მაჭავარიანი სამი თვის განმავლობაში ტელეკამათში იწვევდა „ქართულ ოცნებას“, „იმედმა“ მისცა ეს შესაძლებლობა და უარი განაცხადა ბრიტანული სანქციების გამო

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციონერ ვერდენ მაჭავარიანის მიერ „იმედის“ დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმას ეხმიანება და აღნიშნავს: „ გლობალური მიწისძვრების ფონზე, ქარაქუცა ნაცრადიკალებს რომ შევხედოთ, უფრო დამძიმდნენ - დებატებს ითხოვდნენ და ახლა ვერ ბედავენ.“

ნიკოლ ფაშინიანი
მასუდ პეზეშკიანი

02 მარტი 2026, 16:19

მსოფლიო

ფაშინიანი ირანის პრეზიდენტს: ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის როლი სომხურ-ირანული ურთიერთობების განვითარებაში

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს ირანელი თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების დაღუპვის გამო სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა.

02 მარტი 2026, 16:09

თავდაცვა

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა ვაკანსიას აცხადებს

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა (მისამართი: გარდაბანი, სოფელ კრწანისი) აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

02 მარტი 2026, 16:08

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, დედის დღესთან დაკავშირებით, 210 მრავალშვილიან ოჯახს სასურსათო ნობათს გადასცემს

სადღესასწაულო საჩუქრების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, დახმარებას მიიღებენ გარდაბანში რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება და ჰყავთ ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი.

დავით ჩიხელიძე

02 მარტი 2026, 15:59

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ვარდენმა იგრძნო, რომ დებატებში გარდაუვალი მარცხი ელოდა და დებატებზე უარი, გაიძვერული ტაქტიკით განაცხადა. საჯარო სივრცეში განცხადებების გაკეთება ერთია, ხოლო პრემიერ-მინისტრთან პირდაპირ დისკუსიაში შესვლა სულ სხვაა

სამთვიანი საგა ისე დასრულდა, როგორც სრულდება ხმაურიანი, მაგრამ შინაარსობრივად სუსტი კამპანიები, ვარდენ მაჭავარიანმა ირაკლი კობახიძესთან დებატებზე უარი განაცხადა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.