გიორგი ჯინჭარაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ
ფოტო: აფხაზეთის მთავრობა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები აფხაზეთის მთავრობისგან 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ დედებთან შეხვედრაზე.
დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ ქალბატონებს დღევანდელი დღე მიულოცა, ჯანმრთელობა უსურვა და სამშობლოსთვის თავდადებული, ღირსეული მამულიშვილების და გმირების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ დაღუპული მეომრების ოჯახებზე ზრუნვა და მათი მუდმივი მხარდაჭერა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ვალდებულებაა, რისთვისაც გმირების დედებს ფინანსური მხარდაჭერა გაეწევათ.
„ჩვენ საზოგადოებას მინდა მივულოცო დედის დღე, განსაკუთრებულად კი ვულოცავ იმ დედებს, რომელთა შვილებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.
ყველა სიახლე
03 მარტი 2026, 18:05
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ირანის ხელისუფლების ახალმა შემადგენლობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მოემზადოს
ხელისუფლების ახალმა შემადგენლობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ მოლაპარაკებებისთვის მოემზადოს, - აცხადებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი „დღის ქრონიკაში“.
03 მარტი 2026, 18:03
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: სუვერენულ სახელმწიფოთა კონფერენცია კარგი საშუალება, რომ ყველა მნიშვნელოვან ადამიანთან, ვინც ამერიკული პოლიტიკის შემუშავებაში იღებს მონაწილეობას, გარკვეული კომუნიკაცია გვქონდეს
„ნელი ნაბიჯით, მაგრამ საკმაოდ კარგად და სტაბილურად მივდივართ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობების გადახალისებისკენ. სუვერენულ სახელმწიფოთა კონფერენცია, რომელზეც ჩემი კოლეგები მონაწილეობას იღებენ, არის ძალიან კარგი საშუალება, რომ აშშ-ში ჩვენს პარტნიორებსა და კოლეგებთან, ყველა მნიშვნელოვან ადამიანთან, ვინც ამერიკული პოლიტიკის შემუშავებაში იღებს მონაწილეობას, გარკვეული კომუნიკაცია გვქონდეს და ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებსაც სამწუხაროდ გარე ძალები და სხვადასხვა გავლენის ადამიანები უქმნიან საქართველოს. თითოეული ეს შესაძლებლობა გამოსაყენებელია და წარმატებები ჩემს კოლეგებს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
03 მარტი 2026, 18:02
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: არა მგონია, რომ თვითმკვლელობის გზას დაადგეს დონალდ ტრამპი და გაჰყვეს იმ გზას, რასაც მოვლენების განვითარების ავღანური სცენარი ჰქვია
„ეს კითხვები გაჩნდა ჯერ კიდევ ვენესუელასთან მიმართებით, ახლა იბადება ირანთან მიმართებით და თვით კოალიციის წიაღშიც კი არ არის ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მართებულად მოქმედებს იგივე ამერიკის შეერთებული შტატები თუ იგივე ისრაელი. საუბარი იმაზეა თუ ვის რა ინტერესები აქვს და სადამდე შეიძლება მივიდეს ეს - აწყობს თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას და პირადად დონალდ ტრამპს ფართომასშტაბური და გრძელვადიანი სამხედრო მოქმედებები ირანში. ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“, - აღნიშნავს ქართველიშვილი.
03 მარტი 2026, 17:59
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: საინტერესო რამ თქვა ჩერგოლეიშვილმა - „არის დრო ქვების შეგროვების და არის დრო ქვების სროლისო და ეს ქვები ვართ ჩვენო“. ანუ მათი პატრონები აგროვებენ ამ ქვებს და იყენებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სასროლად
რატომ შეიძლება უცხოელი გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფები მფარველობდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“? - ამ კითხვაზე არის ერთადერთი პასუხი. იმიტომ, რომ იმ სიბინძურეებს, იმ ანტიქართულ საქმეს, იმ ბოროტებას მხოლოდ და მხოლოდ ამ შემადგენლობის პოლიტიკურ რადიკალ ჯგუფებს შეიძლება გააკეთებინონ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებასთან დაკავშირებით.
03 მარტი 2026, 17:57
მსოფლიო
ორი მაღალჩინოსნის ურთიერთობა კონფლიქტის ზღვარზეა - Politico ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს შორის მორიგ დაპირისპირებაზე წერს. კონფლიქტის მიზეზი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე გავლენისთვის ბრძოლაა
ფონ დერ ლაიენი, კალასი და გავლენის სფეროებისთვის გაჩაღებული ევროკავშირის მზარდი საგარეო ომი. სტატიას ამ სათაურით გამოცემა Politico ავრცელებს.
03 მარტი 2026, 17:53
პოლიტიკა
ნინო წილოსანი რადიკალებზე: ფაქტობრივად, მათი სახით გვყავს ლოკალური ომის პარტია, რომელიც ყოველთვის მზად არის, რომ დადგეს ომის მხარეს, ყველაფერი გააკეთოს, რათა საქართველო იყოს ამ დაძაბულობის, დაპირისპირების და საომარი დღის წესრიგის ნაწილი
ფაქტობრივად, მათი სახით გვყავს ლოკალური ომის პარტია, რომელიც ყოველთვის მზად არის, რომ დადგეს ომის მხარეს, ყველაფერი გააკეთოს, რათა საქართველო იყოს ამ დაძაბულობის, დაპირისპირების და საომარი დღის წესრიგის ნაწილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა რადიკალებთან დაკავშირებით.
03 მარტი 2026, 17:40
რეგიონი
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სახიდე გადასასვლეზე მიმდინარეობს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები. რის გამოც, ზაჰესი-რუსთავის მიმათულებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნაწილობრივი შეზღუდვით.
03 მარტი 2026, 17:31
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ხოსიტაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და დედის დღე მიულოცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სოფელ აწყურში ხოსიტაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
03 მარტი 2026, 17:26
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი და მმართველობა განადგურებულია. მათ საუბარი სურთ. მე ვამბობ: „ძალიან გვიანია!“
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანში მიმდინარე ომს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირანელებს მასთან საუბარი სურთ, მაგრამ ძალიან გვიანია.
03 მარტი 2026, 17:23
პოლიტიკა
ვარდენ მაჭავარიანი, რომელმაც ტელეკომპანია „იმედის“გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვა, ამერიკის მიერ სანქცირებულ ზურა მახარაძესთან ერთად „ალტ ინფოს“ სტუდიაში დებატებზე იჯდა
ვარდენ მაჭავარიანი, რომელმაც ტელეკომპანია „იმედში“ დებატებზე უარი თქვა, მიზეზად კი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება დაასახელა, „ალტ ინფოს“ სტუდიაში იჯდა ზურა მახარაძესთან, რომელიც მათ შორის, ამერიკის მიერაც არის სანქცირებული.
03 მარტი 2026, 17:19
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს ადგილზე გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
03 მარტი 2026, 17:07
საზოგადოება
ხაშურის მერმა მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ, ოსიაურის მაჟორიტარ დეპუტატ ბუხუტი ბუხრიკიძესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ოსიაურში მცხოვრებ 9 შვილის დედას - თეა კაპანაძეს დედის დღე მიულოცა.
03 მარტი 2026, 16:50
მსოფლიო
„ცაჰალის“ განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით კვლავ რაკეტები გაუშვა
ირანმა ისრაელის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარაკეტო იერიში წამოიწყო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
03 მარტი 2026, 16:30
მსოფლიო
ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობა აუკრძალეს და პოლიტიკური მოღვაწეობა შეუზღუდეს
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალმმა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობა აუკრძალა და პოლიტიკური მოღვაწეობა შეუზღუდა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
03 მარტი 2026, 16:18
პოლიტიკა
ალექსანდრე ხვთისიაშვილი: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით. დღეს შესრულდება რეისი ომანიდან, მასკატის აეროპორტიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
03 მარტი 2026, 16:09
პოლიტიკა
ლევან ცუცქირიძემ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
პარტიის „თავისუფლების მოედანი" თავმჯდომარე, ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დებატებში, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავა, მონაწილეობას არ მიიღებს.
03 მარტი 2026, 16:04
საზოგადოება
Best Discovery-საქართველო m&i Transatlantic Vienna 2026-ის საქმიანი ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულია
საქართველოს ტურისტული მიმართულება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით გამართულ ფორუმზე პირველ ადგილზე დასახელდა. საქართველომ ნომინაციაში „საუკეთესო აღმოჩენა“ გაიმარჯვა.
03 მარტი 2026, 15:59
ეკონომიკა
ევროკომისარი: დაკავშირებადობის დღის წესრიგი სამ რამეს უზრუნველყოფს - ის ქმნის საერთო სტრატეგიულ ჩარჩოს; პრიორიტეტს ანიჭებს რეფორმებს; აკავშირებს ინვესტიციებს პოლიტიკასთან. ამ დღის წესრიგის წინ წაწევა საერთო ინტერესებშია
შავი ზღვის სტრატეგიაში ევროკავშირმა აიღო დაკავშირებადობის დღის წესრიგის ვალდებულება, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაუმჯობესებას შავი ზღვის რეგიონთან, თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან, - განაცხადა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა დენ იორგენსენმა აზერბაიჯანის დედაქალაქში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალზე.
03 მარტი 2026, 15:49
მსოფლიო
ზელენსკი: მე მჯერა, რომ ორბანი დამარცხდება არჩევნებში და მაშინ ჩვენ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ
„ორბანი ხდება მნიშვნელოვანი, როდესაც მას გავლენიანი პოლიტიკური ძალები აძლევენ ძალას, სხვაგვარად ის არაფრად ღირს. უნგრეთი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არ ფლობს სამხედრო წონას“, - დააკონკრეტა ზელენსკიმ.


