გივი მიქანაძე: ჩვენი გადაწყვეტილებით, წლების შემდეგ, ღვაწლმოსილი პედაგოგი სკოლას დაუბრუნდება და მას ექნება შესაძლებლობა, ბავშვების გარემოცვაში, ემსახუროს იმ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა
ფოტო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხანდაზმულთა თავშესაფარს ეწვია და ქალბატონებს 8 მარტი მოულოცა.
„ქალთა საერთაშორისო დღე და გაზაფხულის დადგომა მივულოცეთ ჩვენს ძვირფას ქალბატონებს და კიდევ ერთხელ, მადლიერება და პატივისცემა გამოვხატეთ მათ მიმართ.
ჩვენს სამშობლოში ქალის როლი ისტორიულად განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ქვეყნის კულტურა და სახელმწიფოებრივი ტრადიციები.
ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარებაში — მეცნიერებაში, განათლებაში, სახელმწიფო მართვაში, კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო განათლების სფეროში მოღვაწე ქალბატონები, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან ჩვენი შვილების - მომავალი თაობების აღზრდას.
დღეს შევხვდი ხანდაზმულთა თავშესაფარში მცხოვრებ ქალბატონს, ლუარა სარიშვილს, რომელიც 30 წელი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა და ახლა ოცნებად აქვს ქცეული სკოლაში დაბრუნება. ჩვენი გადაწყვეტილებით, წლების შემდეგ, ღვაწლმოსილი პედაგოგი სკოლას დაუბრუნდება და მას ექნება შესაძლებლობა, ბავშვების გარემოცვაში ემსახუროს იმ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ყველა სიახლე
08 მარტი 2026, 14:39
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე გივი თარგამაძეზე: არ შეიძლება ადამიანმა საკუთარ სამშობლოს ტერორიზმთან თანამშრომლობა დააბრალო და დარწმუნებული ვარ, მას ამ სიტყვებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს
გივი თარგამაძემ გადაფარა ყველა ის განცხადება, რაც ამ დღეების განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან იყო გაჟღერებული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძემ.
08 მარტი 2026, 14:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: როდესაც აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს მშვიდობა, ეს მავნებლები ამ განცხადებებით ცდილობენ, რომ საქართველოში უბედურება დაატრიალონ და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს
როდესაც ვინარჩუნებთ მშვიდობას და აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს მშვიდობა, ეს მავნებლები ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ერთი მხრივ რეპუტაციის შემლახველია ჩვენი ქვეყნისთვის, მეორე მხრივ კი ცდილობენ, რომ ამ განცხადებებით საქართველოში უბედურება დაატრიალონ და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
08 მარტი 2026, 14:28
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: როდესაც პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოში ტერორისტების გადამზადება და რეკრუტირება ხდება, ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება ქვეყნის წინააღმდეგ
„თუკი ვინმეს აქვს მსგავსი ინფორმაცია, პირველ რიგში თავისი ფეხით უნდა მისულიყო უშიშროების სამსახურში და განეცხადებინა. თუმცა, ცხადია, რომ მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის მტრები არიან - ქართველად წოდებული აგენტი პოლიტიკოსები. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ უნდა გამოიკითხონ - რა ინფორმაცია აქვთ, ან თუ არ აქვთ ინფორმაცია, მაშინ რატომ მოიგონეს და რატომ დააბრალეს ჩვენს სამშობლოს ის ტყუილი, რომელი სერიოზულად დამაზიანებელია ქვეყნისთვის“, - აცხადებს სუბარი.
08 მარტი 2026, 14:18
საზოგადოება
„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის“ - საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, მასკატიდან თბილისის მიმართულებით დანიშნული დამატებითი სპეციალური რეისი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. სამშობლოში 140-მდე მოქალაქე დაბრუნდა.
08 მარტი 2026, 14:16
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი უარყოფს მისსავე ნათქვამს, რომ თითქოს საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ
„ირანული უნივერსიტეტი დასანქცირებულია რამდენიმე ქვეყნის მიერ სწორედ რეკრუტირებისა და ა.შ. გამო. გრძელია ჩამონათვალი. მაგრამ ფილიალი, რაღაც ტიპის წარმონაქმნი საქართველოში ფუნქციონირებს, რასაც სჭირდება მიხედვა. მე არსად მითქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ“, - განაცხადა ხიდაშელმა.
08 მარტი 2026, 14:06
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტს ასრულებს
საპარლამენტო დელეგაცია ამერიკაში ვიზიტს ასრულებს. 1 კვირის განმავლობაში ქართულ მხარეს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა, როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვდნენ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებს, რომლებისგანაც მოისმინეს რა ხედვაა, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან, რუსეთ-უკრაინის ომთან და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში.
08 მარტი 2026, 14:00
საზოგადოება
მასკატიდან დამატებითი რეისი შესრულდა, რომლითაც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას ავიაკომპანიები დროულად ვერ ახერხებდნენ
დღეს, მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
08 მარტი 2026, 13:37
მსოფლიო
AP: ტრამპი აკნინებს იმ ცნობების მნიშვნელობას, რომელთა თანახმადაც რუსეთი ირანს ამერიკულ სამიზნეებზე დასარტყმელად სადაზვერვო მონაცემებს აწვდის
„თუ გადახედავთ იმას, რაც ირანს გასულ კვირას დაემართა, თუ ისინი ინფორმაციას იღებენ კიდეც, ეს მათ დიდად არ ეხმარება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.
08 მარტი 2026, 13:27
მსოფლიო
ირანმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ისევ დაარტყა
ქუვეითის დედაქალაქში, დრონით თავდასხმის შემდეგ, ცეცხლი გაუჩნდა ცათამბჯენს, სადაც ქვეყნის სოციალური დაზღვევის სამსახურის მთავარი ოფისი მდებარეობს. მოგვიანებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2 მეხანძრე „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას“ დაიღუპა, თუმცა მათი გარდაცვალების გარემოებები არ დაზუსტებულა.
08 მარტი 2026, 13:14
საზოგადოება
ვახტანგ ბერიძემ ღვაწლმოსილ პედაგოგს, ღირსების ორდენის კავალერს, ნაზი ნიჟარაძეს 8 მარტი და მოახლოებული 89 წლის იუბილე მიულოცა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგს, ნაზი ნიჟარაძეს, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი და მოახლოებული 89 წლის იუბილე მიულოცა.
08 მარტი 2026, 12:58
სამართალი
„იმედინიუსს“ სოფელ აღაიანთან მომხდართან დაკავშირებით შსს-ში განუმარტეს, რომ დაზიანებული ავტომობილიდან დაშავებულების გადმოყვანის შემდეგ შეკრებილი მოსახლეობა გამოირჩეოდა აგრესიულობით, რა დროსაც დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომობილი
„იმედინიუსს“ სოფელ აღაიანთან მომხდართან დაკავშირებით შსს-ში განუმარტეს, რომ დაზიანებული ავტომობილიდან დაშავებულების გადმოყვანის შემდეგ მოსახლეობა შეიკრიბა, ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, რა დროსაც დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომობილი
08 მარტი 2026, 12:56
მსოფლიო
ტრამპმა ირანში გოგონათა სკოლაზე თავდასხმაში თეირანი დაადანაშაულა
ტრამპმა დაამატა: „ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ირანელებმა გააკეთეს... როგორც იცით, მათი საბრძოლო მასალა ძალიან არაზუსტია. მათ საერთოდ არ გააჩნიათ სიზუსტე“. თავისი სიტყვების დასადასტურებლად მას არანაირი მტკიცებულება არ მოუყვანია.
08 მარტი 2026, 12:32
მსოფლიო
IDF: ისრაელის სახელმწიფოს ხელი მიწვდება აიათოლა ხამენეის ყველა მემკვიდრეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მემკვიდრის დანიშვნას შეეცდება
პლატფორმა X-ზე, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპარსულენოვან ანგარიშზე გამოქვეყნდა განცხადება: „ვაფრთხილებთ ყველას, ვინც აპირებს მემკვიდრის შესარჩევ შეხვედრაში მონაწილეობას, რომ არ დავაყოვნებთ თქვენს ამოღებასაც მიზანში. ეს გაფრთხილებაა!“
08 მარტი 2026, 12:27
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძემ გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირების პარკში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
08 მარტი 2026, 12:23
თავდაცვა
ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში წვევამდელთა ახალმა ნაკადმა საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყო
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლა დაიწყეს.
08 მარტი 2026, 12:13
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანში მიმდინარე ოპერაციას 10 ქულიდან 15-ს დავუწერდი
„ირანში ძალიან კარგად ვმუშაობთ. ვხედავთ შედეგს და ეს საოცარია. 3 დღეში 42 საზღვაო ხომალდი გავანადგურეთ, რომელთაგანაც ზოგიერთი ძალიან დიდი იყო. ეს იყო საზღვაო ძალების დასასრული. ჩვენ გავანადგურეთ მათი საჰაერო ძალები, გავთიშეთ მათი კომუნიკაციები. არ ვიცი, როგორ ურთიერთობენ. ისინი ცუდი ხალხი არიან. შეხედეთ იმ მკვლელობებს, რაც წლების განმავლობაში ჩაიდინეს. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ბირთვულ იარაღთან. იცით, ისინი გამოიყენებდნენ მას, ამიტომ ჩვენ მსოფლიოს კეთილი საქმე გავუკეთეთ. ოპერაციას 10 ქულიდან 15-ს დავუწერდი“, - განაცხადა ტრამპმა.
08 მარტი 2026, 12:12
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა. საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს ინვესტიცია აბსოლუტურად რეალურია და წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას
Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, ასევე, საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
08 მარტი 2026, 12:06
საზოგადოება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საავიაციო სექტორში ჩართული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობა საქართველოში 49%-ით გაიზარდა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ფრენების უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების უზრუნველყოფაში ასეულობით მაღალკვალიფიციური ქალია ჩართული. მათივე ცნობით, ქალი სპეციალისტები წარმოდგენილნი არიან ავიაციის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით - საფრენოსნო ექსპლუატაციიდან საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებამდე.
08 მარტი 2026, 12:02
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი ზელენსკის განცხადებაზე: ეს არასასიამოვნოა, ამის უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ არ გვეშინია. ჩვენ ვერ დაგვაშანტაჟებენ და ვერ შეგვაშინებენ
„არსებობს პროტოკოლი და უსაფრთხოების დონე საფრთხის არსებობის შემთხვევაში იზრდება. საბედნიეროდ, ეს ჩემი საზრუნავი არ არის. ეს პროფესიონალების საქმეა. ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ისინი უფრო ყურადღებით არიან. ეს არასასიამოვნოა, ამის უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ არ გვეშინია. ჩვენ ვერ დაგვაშანტაჟებენ და ვერ შეგვაშინებენ“, - განაცხადა ორბანმა.


