imedi /  09 მარტი 2026, 19:37 / სანდო წყარო

კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული მამუკა კეკელიას ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კუბლაშვილთან, ა(ა)იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ დირექტორთან, ედუარდ ჯიშკარიანთან და ვეტერანებთან ერთად, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის, მამუკა კეკელიას ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

მამუკა კეკელია აფხაზეთიდან იყო და აფხაზეთის ომის ვეტერანი გახლდათ. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, იგი პარტიზანულ მოძრაობას შეუერთდა და, მოგვიანებით, ტყვედ ჩავარდა. მან, ტყვეობაში, დაახლოებით სამი წელი გაატარა. აფხაზეთის ომს შეეწირა მამუკა კეკელიას დედის სიცოცხლე.

მამუკა კეკელია, უკრაინაში, 2022 წლის აპრილში, ომის დაწყებიდან მალევე ჩავიდა. ის უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 49-ე ცალკეული ქვეითი ბატალიონის- „კარპატსკი სიჩის“ რიგებს შეუერთდა. 2022 წელს, ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიჭრა, უკრაინელი მეგობრების დახმარებით, საფრანგეთში გაიარა რეაბილიტაციის კურსი, თუმცა, ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო, როცა კვლავ უკრაინაში საბრძოლველად დაბრუნდა და შეუერთდა ერთ-ერთ უკრაინულ ბრიგადაში შემავალ ქართულ დაჯგუფებას-‘’შერეკილებს’’. 2024 წლის 26 ოქტომბერს, მისი სიცოცხლე, დონეცკის ოლქის მიმართულებით, ქალაქ მარინკას მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა.

მამუკა კეკელიას ცხედრის ჩამოსვენება მხოლოდ მიმდინარე წლის 6 მარტს მოხერხდა. ქართველ მეომარს, 10 მარტს, ტყიბულში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!

ინფორმაციისთვის, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში, რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ომის დაწყებიდან (2022 წლის თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 90-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ყველა სიახლე

გიორგი მარგებაძე

09 მარტი 2026, 21:05

ეკონომიკა

„მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე: სამინისტრო დღეს უკვე მოვიდა კონკრეტული შედეგებით ჩვენი დასმული საკითხების მიმართ, რომელიც მოიაზრებს საკანონმდებლო პროექტს ქონების გადასახადის კუთხთით და ასევე სხვა საკითხებს

„მინისტრთან გამართულ წინა შეხვედრაზე დაისვა საკითხები დეველოპერებისა და ბიზნესის მხრიდან და მგონი, პირველად ხდება, რომ სამინისტრო დღეს უკვე მოვიდა კონკრეტული შედეგებით ჩვენი დასმული საკითხების მიმართ, რომელიც მოიაზრებს საკანონმდებლო პროექტს ქონების გადასახადის კუთხთით და ასევე სხვა საკითხებს. დარგი ამ ყველაფერს მიესალმება“, - განაცხადა მარგებაძემ.

09 მარტი 2026, 21:02

ეკონომიკა

„პარვუს ჯგუფის“ დამფუძნებელი: საინტერესო შეხვედრა გვქონდა მარიამ ქვრივიშვილთან, რომელმაც წარმოადგინა ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და აქ ჰიდროსადგურების განვითარებას ძალიან დიდი როლი დაეთმო

ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა მარიამ ქვრივიშვილთან, რომელმაც წარმოადგინა გრძელვადიანი ხედვა ენერგეტიკის განვითარების და აქ ჰიდროსადგურების განვითარებას ძალიან დიდი როლი დაეთმო, - განაცხადა „პარვუს ჯგუფის“ დამფუძნებელმა სულხან ზუმბურიძემ.

ლევან ვეფხვაძე

09 მარტი 2026, 20:56

ეკონომიკა

ლევან ვეფხვაძე: გაჩერებული სექტორი გადადის აქტიურ მოძრაობაში და ამ აქტიური მოძრაობის შედეგი უნდა იყოს ის ინვესტიციები, რომლებიც ამ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს

„ვხედავთ, რომ არის აქტიური მოძრაობა - იმ ძველი პრობლემების მოგვარება, რომლებიც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა; იმ საკითხების გადაწყვეტა, რომლებსაც ინდივიდუალურად პროექტების სახით საჭიროა, მეტი ყურადღება დაეთმოს და ა.შ. ასე რომ, გაჩერებული სექტორი გადადის აქტიურ მოძრაობაში და ამ აქტიური მოძრაობის შედეგი უნდა იყოს ის ინვესტიციები, რომლებიც ამ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს და ყველაზე მთავარი მიზანი, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება საკუთარი ენერგეტიკული რესურსებით მივაღწიოთ“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

გიორგი მირცხულავა

09 მარტი 2026, 20:55

ეკონომიკა

კომპანია „ბემონის“ მმართველი დირექტორი გიორგი მირცხულავა: არ დარჩა საკითხი ენერგეტიკაში, რომელზეც დეტალური განხილვა არ მიმდინარეობს და გადაწყვეტილებების უმეტესი ნაწილი მიიღება ჩვენთან სექტორთან კონსულტაციით, რაც მისასალმებელია

არ დარჩა საკითხი ენერგეტიკაში, რომელზეც დეტალური განხილვა არ მიმდინარეობს და გადაწყვეტილებების უმეტესი ნაწილი მიიღება ჩვენთან სექტორთან კონსულტაციით, - განაცხადა კომპანია „ბემონის“ მმართველი დირექტორი გიორგი მირცხულავამ ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ვლადიმირ პუტინი

09 მარტი 2026, 20:53

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი არაერთხელ აფრთხილებდა ყველას, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები ნავთობისა და გაზის ფასებს გაზრდიდა

რუსეთი არაერთხელ აფრთხილებდა ყველას, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები ნავთობისა და გაზის ფასებს გაზრდიდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კრემლში გამართულ თათბირზე განაცხადა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებას მიეძღვნა.

09 მარტი 2026, 20:44

ეკონომიკა

„გრედა“-ს აღმასრულებელი დირექტორი: ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ უახლოეს პერიოდში ჰიდროენერგეტიკის, მზისა და ქარის მიმართულებით არაერთი აშენებული პროექტი გვექნება

„ცალსახად უნდა ითქვას, რომ იმ არაერთჯერად შეხვედრაზე, რომელიც შედგა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის, იყო ყველა კრიტიკული თემა, რომელიც აწუხებს სექტორს და ძალიან სწრაფი იყო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, საბოლოო ჯამში ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება არაერთი აშენებული ჰიდროენერგეტიკის, მზისა და ქარის მიმართულებით პროექტები“.

მარიამ ქვრივიშვილი

09 მარტი 2026, 20:33

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა

შეხვედრაზე, რომელიც „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა, მინისტრმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ხელისუფლების ინიციატივით ენერგეტიკის სექტორის 10-წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის, ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა, მუნიციპალიტეტებში გენერაციის ობიექტების საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესის ცვლილება, ჯარიმების პატიება, ხუთმეგავატიანი ელექტროსადგურების ხელშეწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები.

09 მარტი 2026, 20:33

პოლიტიკა

ბორის ჩელე ყურუა: ასე უცებ, მოკლე ვადაში, ცვლილებების მოხდენის საშუალება ოპოზიციის მხარეს არ არის

წარსულში ერთმანეთისთვის ნასროლ ბრალდებებს ნათელი უნდა მოეფინოს, რა რატომ ხდებოდა და მომავალში ჩვენ სიტყვას უფრო მეტი ფასი უნდა მივცეთ იმ ნაწილში, რომ არ შეიძლება ვიღაცისთვის უაპელაციოდ, ჭორის დონეზე, ბიძინას ნაყიდის დაძახება, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ბორის ჩელე ყურუამ „დღის ამბებში“ ოპოზიციის ერთობის შესახებ საუბრისას.

09 მარტი 2026, 20:28

პოლიტიკა

„იმედის“ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ აუდიოჩანაწერს გივი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი გამოეხმაურნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გივი თარგამაძე ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა აუდიოჩანაწერს, რომელიც „იმედის“ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გამოიგზავნა.

აიათოლა ალი ხამენეი

09 მარტი 2026, 20:24

მსოფლიო

Sky News: რატომ არ ჩამოიშალა ირანის რეჟიმი?

ომის დაწყებიდან ცხრა დღე გავიდა, თუმცა ირანის რეჟიმი კვლავ ხელუხლებელია და, სულ მცირე, გარკვეულწილად ინარჩუნებს კონტროლს ქვეყანაზე, - წერს ბრიტანული გამოცემა Sky News-ი სტატიაში სათაურით რატომ არ ჩამოიშალა ირანის რეჟიმი?

სუსი

09 მარტი 2026, 20:18

სამართალი

უკომპრომისო ბრძოლა კორუფციასთან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პასუხისგებაში 30 ადამიანი მისცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკომპრომისო ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები.

დავით ქართველიშვილი

09 მარტი 2026, 19:50

პოლიტიკა

ქართველიშვილი: კანდელაკს „აახიეს” კომპიუტერი, რომელსაც „ნაცები“ თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელებს საუბრებს უწერს, მას ვიღაცამ ჩანაწერი მოპარა - მაგარი ნამუშევარია

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ბოლო დღეებში გიორგი კანდელაკის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე გარემოება იკვეთება: კანდელაკს კომპიუტერი „აახიეს”, მის კომპიუტერს „ნაცები” თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელების საუბრებს იწერს და მას ვიღაცამ ტელეფონიდან ჩანაწერი მოპარა. ქართველიშვილის შეფასებით, ბოლოს შეიძლება განვითარებული მოვლენები სუს-ს დაბრალდეს და არც სუს-მა უარყოს.

09 მარტი 2026, 19:44

მსოფლიო

The Guardian: თეირანში, მოქალაქეები ქუჩებში ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის დანიშვნის აღსანიშნავად გამოვიდნენ

დღეს ირანის დედაქალაქში მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა. მოქალაქეები ქუჩებში ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის დანიშვნის აღსანიშნავად გამოვიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

09 მარტი 2026, 19:44

საზოგადოება

სახელმწიფო ფერმერებს ირიგაციის ახალ ტარიფს დაუსუბსიდირებს

სარწყავი წყლით მოსარგებლე გამრიცხველიანებულ მომხმარებლებს თანხა დაერიცხებათ გამოყენებული წყლის მოცულობის შესაბამისად; ერთი მ3 წყლის საცალო მიწოდების საფასური შეადგენს 0,0826 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო საბითუმო ფასი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის (წმო) 0,0354 ლარს;

09 მარტი 2026, 19:38

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ალან პერსელს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშე რიშან ჩაუდრის შეხვდა

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

09 მარტი 2026, 19:25

მსოფლიო

UNICEF: საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის მატებასთან ერთად, ლიბანში, 2 მარტის შემდეგ, სულ მცირე, 83 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 254 - დაიჭრა

ლიბანში საბრძოლო მოქმედებების უწყვეტი ესკალაცია და ბავშვებზე მისი დამანგრეველი გავლენა უაღრესად შემაშფოთებელია, - განაცხადა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში UNICEF-ის რეგიონულმა დირექტორმა, ედუარდ ბეგბედერმა.

09 მარტი 2026, 19:25

რეგიონი

სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ

ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფის სუბსიდირების შესახებ განკარგულება გამოსცა.

09 მარტი 2026, 19:18

პოლიტიკა

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამონათვალს ახალი ნივთიერებები ემატება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა.

09 მარტი 2026, 19:11

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანს არ აქვს ინტერესი მოლაპარაკებების მიმართ, ვიდრე თავდასხმის ქვეშ იმყოფება

ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მას არ აქვს ინტერესი მოლაპარაკებების მიმართ, ვიდრე თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.