11 მარტი 2026, 13:02 / სანდო წყარო

საქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა

მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის პლატფორმასთან -Power BI - საქართველოს მიწის ფონდის შესახებ გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრაციით, შესაძლებელი გახდა მიწის რესურსების შესახებ ანალიტიკური მონაცემების მიღება ინტერაქტიულ რეჟიმში. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ბიზნეს-ანალიტიკის პლატფორმა Power BI შექმნილია კომპანია მაიკროსოფტის (Microsoft) მიერ და მთავარი მიზანია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და ვიზუალურად წარმოდგენა.

მონაცემები მოიცავს ინფორმაციას როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო სამეურნეო მიწების შესახებ, მათი ფართობებისა და რეგიონული განაწილების მიხედვით. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღონ განახლებადი ინფორმაცია როგორც სტატიკური ცხრილების, ასევე ინტერაქტიული გრაფიკების, დიაგრამებისა და შედარებითი ანალიზის ფორმით.

სტატისტიკური მონაცემები ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ „კორინის“ მიწის დაფარულობის კლასიფიკატორს (CORINE LandCover), რომელიც ევროპაში ფართოდ გამოიყენება მიწათსარგებლობის მონაცემების ერთიანი სტანდარტით აღრიცხვისა და შედარებისათვის. კლასიფიკატორი საქართველოს მონაცემებს თავსებადს ხდის საერთაშორისო მონაცემებთან.
მიწის რესურსების ანალიზზე მარტივი ხელმისაწვდომობა დაეხმარება როგორც სახელმწიფო უწყებებს, ბიზნეს სექტორსა და ინვესტორებს გადაწყვეტილების მიღებასა და პროექტების მარტივად დაგეგმვაში, ასევე სტუდენტებს, მკვლევრებს და მედიას ინფორმაციის მარტივად მოპოვებაში.

მონაცემები ხელმისაწვდომია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან გეოგრაფიულ საინფორმაციო პორტალსა (portal.mepa.gov.ge) და სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე (https://land.gov.ge/Ge/Services/Database).

ყველა სიახლე

არჩილ გორდულაძე

11 მარტი 2026, 14:17

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ყულევზე შეტევა და თავდასხმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან“ არის თავდასხმა საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობაზე

„კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია, რომ წაიკითხოს ის ჩაგდებული მესიჯი, რომელსაც შემდეგ ქართულად თვითონ თარგმნიან ხოლმე და წერტილის და მძიმის შეცვლის უფლებასაც კი არ აძლევენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მაია ბითაძე

11 მარტი 2026, 14:17

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ჩვენი კარგი მუშაობის შედეგია ის, რომ ეუთომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა არ შედის არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში

„ჩვენი კარგი მუშაობის შედეგია ის, რომ ეუთომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განცხადა, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა არ შედის არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში. მათ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით დაგმეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობა და ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ პოლიტიკური დიალოგის ადგილი არის პარლამენტში და არა ქუჩაში რადიკალიზაციის საშუალებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

11 მარტი 2026, 14:16

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსული საწვავის შესყიდვა იქნებოდა სტრატეგიული შეცდომა. ის ჩვენ მეტად დამოკიდებულს, მოწყვლადს და სუსტს გაგვხდიდა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული კრიზისის გამო რუსული საწვავის შესყიდვის დაწყება ევროკავშირისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა.

მაია ბითაძე

11 მარტი 2026, 14:15

პოლიტიკა

მაია ბითაძე ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღებაზე: მცდარი და მანიპულაციურია ყველა ის მცდელობა, რომლის თავს მოხვევას ჩვენი რადიკალები ცდილობენ საკუთარი მომხრეებისთვის

ძალიან სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ ცდილობენ ჩვენი რადიკალები კვლავ მანიპულაციით შებღალონ საქართველოს სტატუსი და ინტერესები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „ქრონიკასთან“.

ნიკოლოზ სამხარაძე

11 მარტი 2026, 14:14

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა

„საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიციისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ და მათ შორის ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში მოკალათებული მათი მხარდამჭერებისთვის, რომ სიმართლე არ იმალება. პარლამენტში საკუთარი მანდატების დატოვებით ოპოზიციამ დემოკრატიისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება მიიღო. მნიშვნელოვანი მოწოდებაა, რომ მომავალი არჩევნებისთვის მაინც მოემზადონ და ბრიუსელსა და სხვადასხვა დედაქალაქში სირბილის მაგივრად, იქნებ თავის მოსახლეობას, საკუთარ საზოგადოებას შეხვდნენ“, - განაცხადა სამხარაძემ.

11 მარტი 2026, 14:06

სამართალი

სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიების შედეგად ამოიღეს ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები - დაკავებულია 51 პირი

გასული ორი დღის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიების შედეგად, ამოიღეს ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები.

11 მარტი 2026, 13:54

ტაბლოიდი

The Times: „მათ ეშინიათ უარი თქვან ტარებაზე“: ტრამპი თავისი მაღალჩინოსნებისთვის 145 დოლარად ფეხსაცმელს ყიდულობს

გამოცემა The Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ახალი გატაცება აქვს. ის თავისი კაბინეტის მამაკაცებისთვის 145 დოლარად ფეხსაცმელს ყიდულობს და შემდეგ მათ აჩუქებს.

11 მარტი 2026, 13:49

საზოგადოება

გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის განხორციელების თითოეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია პროცესებში აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობა. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან რეგულარულად იმართება სამუშაო შეხვედრები.

11 მარტი 2026, 13:12

მსოფლიო

The Financial Times: ახლო აღმოსავლეთის ტურისტული ინდუსტრია საბრძოლო მოქმედებების გამო ყოველდღიურად 600 მილიონ დოლარამდე კარგავს

გამოცემა The Financial Times-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო ყოველდღიურად ტურისტული ინდუსტრია 600 მილიონ დოლარს კარგავს.

11 მარტი 2026, 12:48

რეგიონი

სოფელ ტუშურების საჯარო სკოლაში შემეცნებით -კულტურული პროექტი - „მსოფლიო კულტურა‘‘ გაიმართა

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მოწვეული უცხოელი მოხალისე მასწავლებლის ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების საჯარო სკოლაში განხორციელდა შემეცნებით-კულტურული პროექტი „მსოფლიო კულტურა“. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გოგა ხაინდრავა

11 მარტი 2026, 12:47

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართავს, სუს-ს და პროკურატურას კი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

„2025 წლის 20 დეკემბერს შპს „სიცრუის ფორმულამ“ გაავრცელა აბსოლუტურად სიცრუით სავსე სიუჟეტი ჩემზე, ჩემს ოჯახზე, ჩემს საქმიანობაზე. ამ სიუჟეტში არცერთი სიტყვა მართალი არ იყო. ეს იყო მცდელობა, საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურობის გამო ჩემთვის ზიანი მიეყენებინათ. ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე, რომ შევიტანდი სარჩელს სასამართლოში, მოვითხოვდი არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი, პატივის, ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით“.

11 მარტი 2026, 12:45

პოლიტიკა

გეკა გელაძემ თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

11 მარტი 2026, 12:33

საზოგადოება

მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, რის შედეგადაც სადგური 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მოჯთაბა ხამენეი

11 მარტი 2026, 12:30

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის ვაჟის განცხადებით, ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია, თუმცა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ვაჟის, იუზეფ პეზეშკიანის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია, თუმცა ახლა ის უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

11 მარტი 2026, 12:12

მსოფლიო

დუბაის აეროპორტთან დრონების ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

დაშავებულთა შორის არის ინდოეთის მოქალაქე, რომელმაც საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო, განის 2 და ბანგლადეშის 1 მოქალაქე, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აქვთ.

11 მარტი 2026, 12:11

რეგიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტროში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე განხილული იყო მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე დაგეგმილი რეკრეაციული პარკის არქიტექტურული კონცეფცია. აღნიშნული კონცეფცია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული პროექტია.

11 მარტი 2026, 12:06

საზოგადოება

სოსო გიორგაძე აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ მცხეთის სათავო ოფისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს დიანა კოსტას უმასპინძლა. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

11 მარტი 2026, 12:04

მსოფლიო

The New York Times: როგორ შეცდნენ ტრამპი და მისი მრჩევლები ომზე ირანის რეაქციასთან დაკავშირებით

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიას ავრცელებს სახელწოდებით „როგორ შეცდნენ ტრამპი და მისი მრჩევლები ომზე ირანის რეაქციასთან დაკავშირებით“.

11 მარტი 2026, 11:59

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული რ.ლ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მაწიმის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.ლ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.