14 მარტი 2026, 09:09 / სანდო წყარო

GORBI: გლობალური კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები ღამით ქუჩაში სიარულისას თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ

ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქალთა უსაფრთხოების საკითხი საჯარო სივრცეში. სწორედ ამ თემას ეხება ბაზრის კვლევისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დამოუკიდებელ ფირმათა წამყვანი გლობალური ასოციაციის - WIN | Worldwide Independent Network of MR & OP -ის უახლესი ყოველწლიური კვლევა „Worldviews“ (მსოფლმხედველობა), რომელიც 45 ქვეყანაში 45,000 ადამიანის შეხედულებებსა და გამოცდილებებს ასახავს.

კვლევის ნაწილი იყო საქართველოც. GORBI-ის ინფორმაციით, 2026 წლის თებერვალში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ მოიცვა 2,050 ზრდასრული ადამიანი.

მიუხედავად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მზარდი ყურადღებისა და ძალისხმევისა, გლობალურად კვლევის შედეგების თანახმად, ქალების საშუალოდ 45% აღნიშნავს, რომ ღამით მარტო სიარულისას თავს დაცულად არ გრძნობს, თუმცა მამაკაცებში ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 26%-ია - ეს განსხვავება თითქმის ყველა ქვეყანაში ნარჩუნდება პაკისტანის გარდა, სადაც ეს მაჩვენებელი ორივე სქესისთვის ერთნაირია.

„ახალგაზრდა ქალების ნახევარზე მეტი (53%) აღნიშნავს, რომ ღამით საკუთარ უბანში მარტო სეირნობისას თავს დაცულად არ გრძნობს (იმავე ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცების მხოლოდ 27% მიიჩნევს თავს დაუცველად). ეს მიუთითებს, რომ თაობა, რომელიც თანასწორობის შესახებ გაძლიერებული დისკურსის პირობებში იზრდება, კვლავ რჩება გენდერული ნიშნით ზიანის მიყენების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ.

გარდა ამისა, ამერიკის კონტინენტზე ქალების შემაშფოთებლად დიდი ნაწილი - 62% აცხადებს, რომ ღამით მარტო სეირნობისას თავს დაცულად არ გრძნობს. განსაკუთრებით, ლათინურ ამერიკაში, სადაც ქალების ნახევარზე მეტს გააჩნია დაუცველობის განცდა; აქ ლიდერობს ეკვადორი (79%), რომელსაც მოჰყვებიან მექსიკა და ჩილე (75%), ბრაზილია (70%), კოლუმბია (65%), არგენტინა და პერუ (64%) და პარაგვაი (55%). ეს მიგნებები ხაზს უსვამს, რომ საჯარო სივრცეში დაუცველობა კვლავ რჩება ქალთა ავტონომიისა და მობილობის სტრუქტურულ ბარიერად მთელ რეგიონში,“- აღნიშნულია GORBI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, გლობალური სურათის ამგვარ ფონზე საქართველო მნიშვნელოვანი გამონაკლისია. გამოკითხულ ყველა ქვეყანას შორის, საქართველოში ქალები ღამით მარტო სიარულისას უსაფრთხოების ყველაზე მაღალ განცდას გამოხატავენ. კვლევის მიხედვით, ქართველი ქალების 89% ამბობს, რომ თავს დაცულად ან თავდაჯერებულად გრძნობს საკუთარ უბანში დაღამების შემდეგ მარტო სეირნობისას, რითაც საქართველო გლობალური რეიტინგის სათავეში ხვდება.

უსაფრთხოების აღქმის შემდეგი ყველაზე მაღალი დონეები დაფიქსირდა ჩინეთსა (86%) და ვიეტნამში (81%), რომლებსაც მოჰყვება ჰონგ-კონგი (76%) და ტაილანდი (74%). ეს მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღქმა აზიის რამდენიმე ქვეყანაში უფრო მაღალია, ვიდრე ბევრ დასავლურ თუ ლათინოამერიკულ ქვეყანაში.

საქართველოს შედეგები განსაკუთრებით საყურადღებოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ყველაზე მაღალია კვლევაში, არამედ იმიტომაც, რომ ისინი ეწინააღმდეგება ფართო გლობალურ ტენდენციებს. ამ შედეგის ასახსნელად, GORBI რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:

პირველი, ზოგადად, საქართველოსთვის დამახასიათებელია არაფორმალური სოციალური კონტროლის მაღალი დონე და თემის წევრებს შორის მჭიდრო ნაცნობობა, განსაკუთრებით, საცხოვრებელ უბნებში. ბევრ რაიონში ადამიანები კარგად იცნობენ მეზობლებსა და ადგილობრივ გარემოს, რაც ზრდის იმის განცდას, რომ საჯარო სივრცე სოციალურად კონტროლირებადია და, შესაბამისად, უფრო უსაფრთხო.

მეორე, ბევრ ამერიკულ თუ დასავლეთ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ისტორიულად ფიქსირდება ქუჩის დანაშაულისა და საჯარო სივრცეში უცნობების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის შედარებით დაბალი მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი საზოგადოება არ არის თავისუფალი ძალადობისგან, ისეთი ტიპის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას ღამის საათებში უსაფრთხოების აღქმაზე (მაგალითად, ყაჩაღობა ან თავდასხმა საჯარო ადგილებში), საქართველოში ნაკლებად ხშირად ხდება.

მესამე, შესაძლოა, გარკვეულ როლს თამაშობდეს ურბანული დაგეგმარება და სოციალური ცხოვრების სტილიც. ქართულ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისსა და სხვა ურბანულ ცენტრებში, საზოგადოებრივი ცხოვრება გვიანობამდე აქტიურია - რესტორნები, კაფეები და მაღაზიები შედარებით გვიანობამდე მუშაობენ. აქტიური ქუჩები და ადამიანების მოძრაობა საჯარო სივრცეში ხელს უწყობს უსაფრთხოების მეტ განცდას.

„ამავდროულად, უსაფრთხოების განცდა სულაც არ ნიშნავს სხვა კონტექსტში გენდერული ნიშნით ძალადობის არარსებობას. როგორც ბევრ სხვა საზოგადოებაში, ისეთი პრობლემები, როგორიცაა ოჯახში ძალადობა ან შევიწროება, შესაძლოა, უფრო კერძო ან ნაკლებად ხილვად გარემოში ხდებოდეს. ამდენად, საჯარო სივრცეში უსაფრთხოების აღქმის მაღალი დონე უნდა განიმარტოს როგორც ქალთა უსაფრთხოების ერთ-ერთი და არა ერთადერთი მნიშვნელოვანი განზომილება,“ - აღნიშნავს GORBI.

ორგანიზაციის თანახმად, მთლიანობაში, კვლევის შედეგები საქართველოს იმ ქვეყნების რიგში აყენებს, სადაც ქალები ღამით საჯარო სივრცეში თავისუფლად გადაადგილებისას ყველაზე მაღალ თავდაჯერებულობას გამოხატავენ. იმ გლობალურ კონტექსტში, როცა ბევრი ქალი უსაფრთხოების პრობლემების გამო კვლავ იზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან სოციალურ მონაპოვარს, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებასაც პოლიტიკის გამტარებლებმა და საზოგადოებამ უნდა შეუწყონ ხელი.

ყველა სიახლე

14 მარტი 2026, 10:33

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 15 პირი დააკავეს.

14 მარტი 2026, 10:30

სამართალი

გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებს და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურს ეწვია, თანამშრომლებს შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

14 მარტი 2026, 10:26

სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. ასევე, ბრალდებულებმა საფრთხე შეუქმნეს შემთხვევის ადგილზე მყოფი გარდაცვლილის მეუღლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

14 მარტი 2026, 10:05

საზოგადოება

გივი მიქანაძე კახეთის რეგიონში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

მინისტრმა საუბრისას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და სკოლებში განსახორციელებელი ინიციატივები მშობლებთან ერთად განიხილა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 მარტი 2026, 10:03

მსოფლიო

ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას „სანტა-ბარბარას“ უწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას „სანტა-ბარბარა“ უწოდა.

14 მარტი 2026, 09:53

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 მარტს საქართველოში

14 მარტს თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

პიტერ სიიარტო

14 მარტი 2026, 09:29

მსოფლიო

პიტერ სიიარტო: ბალტიის ქვეყნები ზელენსკის ნოტებზე უკრავენ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში ბალტიის ქვეყნები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ნოტებზე უკრავენ.

დონალდ ტრამპი

14 მარტი 2026, 08:56

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ მალე ჰორმუზის სრუტეში გემების გაცილებას დაიწყებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მალე ამერიკა ირანის მიერ ჩაკეტილ ჰორმუზის სრუტეში გემების გაცილებას დაიწყებს.

14 მარტი 2026, 08:33

მსოფლიო

AP: ბაღდადში აშშ-ის საელჩო დაიბომბა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩო დაიბომბა. ინფორმაციას Associated Press-ი ერაყის უსაფრთხოების სამსახურის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

14 მარტი 2026, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 14-16 მარტს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 მარტს დასავლეთ საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილაზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი.

დონალდ ტრამპი

14 მარტი 2026, 03:07

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო დაბომბვა და სრულად გაანადგურა სამხედრო სამიზნეები ხარკის კუნძულზე

რამდენიმე წუთის წინ, ჩემი მითითებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო დაბომბვა და სრულად გაანადგურა სამხედრო სამიზნეები ხარკის კუნძულზე, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

14 მარტი 2026, 00:11

მსოფლიო

აშშ-ის მთავრობა 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის ირანის ლიდერების შესახებ, მათ შორის ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის თაობაზე

აშშ-ის მთავრობა 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის ირანის ლიდერების შესახებ, მათ შორის ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

13 მარტი 2026, 23:50

სპორტი

ქართველმა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ ზამთრის პარალიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა

მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV პარალიმპიური თამაშები მიმდინარეობს. კორტინაში საქართველოს პარალიმპიური ნაკრები გუნდიდან ასპარეზობა დაასრულა ქართველმა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ. მან პარასნოუბორდის დისციპლინაში იასპარეზა და ორი დაშვება შეასრულა.

13 მარტი 2026, 23:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: პენტაგონს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა დამატებითი ქვედანაყოფები და სამხედრო ხომალდები გადაჰყავს

პენტაგონს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა დამატებითი ქვედანაყოფები და სამხედრო ხომალდები გადაჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

13 მარტი 2026, 23:43

პოლიტიკა

შარმანაშვილი ქეთევან ბაკარაძის განცხადებაზე: გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია. რატომ უბრძანეს ამის თქმა? იმიტომ, რომ ვამხილე. ლგბტ პროპაგანდას და არასრულწლოვანთა მრუდე იდეებით კვებას ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი უჭერს მხარს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც შარმანაშვილის მისამართით სხვა უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად, პირველი პრეზიდენტის დამხობის შესახებ ბრალდებასაც მოიცავს.

მასუდ პეზეშკიანი

13 მარტი 2026, 23:32

მსოფლიო

Financial Times: ირანის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მონაწილეობა მიიღეს რეჟიმის მხარდამჭერ ყველაზე მასშტაბურ აქციებში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ქვეყანაზე იერიში მიიტანეს

ირანის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მონაწილეობა მიიღეს რეჟიმის მხარდამჭერ ყველაზე მასშტაბურ აქციებში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ქვეყანაზე იერიში მიიტანეს, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

13 მარტი 2026, 22:59

მსოფლიო

The New York Times: აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა

აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

13 მარტი 2026, 21:49

მსოფლიო

CNN: ირანის ომში დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს გადაცდა

CNN-ის შეფასებით, ირანში მიმდინარე ომის შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი - მათ შორის სამოქალაქო პირები და სამხედრო პერსონალი - დაიღუპა, კონფლიქტი კი უკვე მე-14 დღეა გრძელდება.

პაატა სალია

13 მარტი 2026, 21:41

საზოგადოება

პაატა სალია „ილი ჯგუფის“ შესახებ: მათთან ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც პირგასამტეხლოთი არის გათვალისწინებული

იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ხშირად არღვევდა. პაატა სალიას თქმით, ბაზრის კვლევის შედეგად ახალი კომპანია უკვე გამოვლენილია, რომელთანაც რამდენიმეთვიანი ხელშეკრულება გაფორმდა.