სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა ცხოველების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განიხილა
ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო
ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის განხილვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს ვეტერინარებმა, ცხოველების დამცველ ორგანიზაციებს, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ყურადღება გამახვილდა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მანიპულაციებზე, რომლებიც როგორც პატრონიან, ასევე მიუსაფარ და მიკედლებულ ცხოველებს ჩაუტარდებათ.
„აღინიშნა, რომ კანონის მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ცხოველთა კეთილდღეობის დაცვა. შესაბამისად, ამ მიმართულებით დაგეგმილია კომპლექსური ღონისძიებები და სააგენტო მზად არის ითანამშრომლოს დაინტერესებულ მხარეებთან.
განხილვის პროცესში, ხაზი გაესვა ცხოველების მიმკედლებლების რეგისტრაციის და მიკვლევადობის მართვის საკითხებს, რაზედაც სააგენტოს წარმომადგენლებმა განცხადეს, რომ პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება.
აღინიშნა, რომ პროგრამით გათვალისწინებული, პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაცია ხელს შეუწყობს ქუჩაში ახალი, მიუსაფარი ძაღლების გაჩენის პრევენციას. ამავდროულად, დაგეგმილია პატრონიანი ძაღლების აღრიცხვა და მეპატრონეებზე პასუხისმგებლობის დაკისრება, რაც ცხოველების ქუჩაში მიტოვების შემთხვევებს შეამცირებს. ხოლო, მიუსაფარი ძაღლების მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაციით თავიდან იქნება აცილებული ძაღლების უკონტროლო გამრავლება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. აღინიშნა, რომ, პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, საქართველოს მასშტაბით (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა), პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება, ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და ძუ ძაღლების სტერილიზაცია;
უპატრონო/მიკედლებული ძაღლების (თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა), ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
14 მარტი 2026, 12:29
საზოგადოება
ეროვნულ სასახლეში დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო „ჩუქურთმას“ 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
„ჩუქურთმას“ აღზრდილების ნამუშევრების გარდა, სახელოსნოს 60 წლიანი ისტორია - აფიშები, ესკიზები და ფოტოებია წარმოდგენილი. ასევე, გამოფენაზე წარადგინეს გრიშა ჩიგოგიძის ფილმიც, რომელიც მან სახელოსნო „ჩუქურთმას“ მიუძღვნა
14 მარტი 2026, 12:25
ეკონომიკა
20 მარტამდე მეწარმეებს საშუალება აქვთ, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ და სარეგისტრაციო მონაცემები განახევრებულ ფასად მოაწესრიგონ
ცვლილება მეწარმეთა შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს უკავშირდება, რომლითაც 2022 წლამდე რეგისტრირებულ კომპანიებს საკუთარი ამონაწერის განახლება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა. ამონაწერის განახლება, ათიათასობით იურიდიულ პირს ეხება. თუ მეწარმე 1 აპრილამდე სარეგისტრაციო მონაცემებს არ მოიყვანს კანონთან შესაბამისობაში სამეწარმეო საზოგადოებას შეუჩერდება რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი აღარ გაიცემა
14 მარტი 2026, 12:19
მსოფლიო
„ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები მეზობელ არაბულ სახელმწიფოებზე
პროპალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები რეგიონში მდებარე არაბულ ქვეყნებზე. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
14 მარტი 2026, 12:17
რეგიონი
ჭადრაკის ჩემპიონატში გამარჯვებულები ახალციხის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დააჯილდოვეს
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პირველობაზე ჭადრაკის ტურნირი, ახალციხეში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 8-დან 12 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ.
14 მარტი 2026, 12:14
რეგიონი
ზვიად გაბისონია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა.
14 მარტი 2026, 12:10
რეგიონი
სამელიორაციო სექტორში მიმდინარე ცვლილებებს კახეთის რეგიონში გაეცნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სემეკის მიერ დადგენილი საირიგაციო წყლის მომსახურების ახალი ტარიფები და სახელმწიფო სუბსიდირების იმ სქემა, რომელიც 2026 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება.
14 მარტი 2026, 12:05
თავდაცვა
კრწანისში უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა
კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ქვეითი, ლოჯისტიკისა და სამხედრო სამედიცინო მიმართულების უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე გამოშვების ცერემონია გაიმართა.
14 მარტი 2026, 12:03
პოლიტიკა
ღია ეთერი - საგარეო პოლიტიკის გამოწვევები, ეგზისტენციალური საფრთხეები და „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკა - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
საქართველოს საგარეო გამოწვევები დიდი გეოპოლიტიკური რყევების და საერთაშორისო წესრიგის რღვევის ეპოქაში. გრძელვადიანი მშვიდობა ცეცხლის კერების შუაგულში. როგორ ინარჩუნებს ქვეყანა სტაბილურობას და ვის ინტერესებშია სტატუს კვოს შეცვლა? ხელისუფლების ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ოპოზიციის მწვავე ბრალდებები ევროინტეგრაციის შეჩერებისა და რუსულ ორბიტაზე გადანაცვლების შესახებ.
14 მარტი 2026, 11:59
მსოფლიო
ლიზ ტრასი: რამდენად ღრმად გაიდგა ფესვები „დიფ სთეითმა“ მედიაში, საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში?
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა მორიგი პოდკასტი ჩაწერა, რომელიც „დიფ სთეითის“ თემას მიუძღვნა.
14 მარტი 2026, 11:45
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს - ყველაფერი უკვე დაწერილი იყო, ფორმალობა იყო ჩამოსვლა და გაავრცელა ის ტექსტი, რომელიც ევრობიუროკრატებს აწყობდათ
ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.
14 მარტი 2026, 11:39
პოლიტიკა
პოლონეთის მთავრობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი, ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტი - პატრიცია გჟებიკი, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას მოაწერა ხელი და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად წარმოადგინა
პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის" დასკვნად წარმოადგინა. გჟებიკი ვარშავის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო კვლევების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია, თუმცა, აკადემიური საქმიანობის გარდა, მას მჭიდრო კავშირი აქვს პოლონეთის მთავრობასთან.
14 მარტი 2026, 11:14
სამართალი
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 20-მა მოსამსახურემ „სასაზღვრო სექტორების ხელმძღვანელების გადამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა“ დაასრულა
სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში გაიმართა. 7 კვირიანი სასწავლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სამართლებრივი მომზადება, უსაფრთხოების საკითხები, საცეცხლე მომზადება, პირველადი დახმარება, ტოპოგრაფია, ასევე, სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები.
14 მარტი 2026, 11:10
სამართალი
მცხეთის პოლიციამ დუშეთში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1984 წელს დაბადებული ა.წ. და 1991 წელს დაბადებული ტ.ვ. დააკავეს.
14 მარტი 2026, 11:07
რეგიონი
სოფელ კურსებში მეწყერი ისევ აქტიურია, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ
მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, რომელიც სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა. გოგოლაშვილების და ბეროძეების უბანში , 12 მარტს, გამთენიისას განვითარებული მეწყრული მოვლენების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, 45 ოჯახი კი სასტუმროებში, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მეწყერმა დააზიანა სოფელში არსებული სასაფლაო.
14 მარტი 2026, 11:06
საზოგადოება
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ზამთრის სეზონზე ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 17%-ით გაიზარდა
2024-2025 წლებში, დეკემბერი-იანვარი-თებერვლის მონაცემების მიხედვით, დაცულ ტერიტორიებს 58 618 ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო 2025-2026 წლებში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა 68 296-მდე, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 17%-იან ზრდას წარმოადგენს.
14 მარტი 2026, 10:59
მსოფლიო
The Guardian: ბრიტანელ ტურისტს და კიდევ 20 სხვა ადამიანს დუბაიში ირანის სარაკეტო თავდასხმების ვიდეოების გადაღების ან გაზიარებისთვის ბრალი წაუყენეს
ბრიტანელი მამაკაცი იმ 20 ადამიანს შორისაა, ვისაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კიბერდანაშაულის კანონების საფუძველზე ბრალი წაუყენეს, რადგან მათ გადაიღეს და გაავრცელეს მასალა, რომელიც ქვეყანაზე ირანის თავდასხმებთანაა დაკავშირებული. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
14 მარტი 2026, 10:59
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.
14 მარტი 2026, 10:40
მსოფლიო
მედია: ამსტერდამის ებრაულ სკოლაში აფეთქება მოხდა
ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამის ებრაულ სკოლაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
14 მარტი 2026, 10:33
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 15 პირი დააკავეს.


