17 მარტი 2026, 10:11 / სანდო წყარო

გერმანიაში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში „ProWein Dusseldorf“ ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ორგანიზებით, ქართული ღვინის პროფესიული პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა, რომლებსაც ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი, ღვინის მწერალი და ექსპერტი რობერტ ჯოზეფი, ღვინის მაგისტრები კონსტანტინ ბაუმი და იანეკ შუმანი უძღვებოდნენ. დეგუსტაციებზე განსაკუთრებული აქცენტი ქვევრის ღვინოებზე გაკეთდა. ქართულ ღვინოსთან ერთად, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო და გასტრონომია.

„გამოფენაზე „ProWein Dusseldorf“ საქართველოს წარდგენა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის. ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხარდაჭერას საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიზნით, რაც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მოიძიონ ახალი იმპორტიორები და შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს. გამოფენის ფარგლებში გაიმართა არაერთი სემინარი და დეგუსტაცია, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული ღვინის მიმართ პროფესიონალებისა და მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთა ყველაიძემ.

გამოფენას საქართველოს კონსული ქალაქ მაინის ფრანკფურტში რუსუდან ვარდოშვილი დაესწრო. ProWein Dusseldorf-ზე ღვინის წარსადგენად ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.

საქართველო გამოფენაში „ProWein Dusseldorf“ 26-ედ მონაწილეობდა. გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათეულ ათასობით სტუმარს მიეცა, რასაც გაყიდვების ზრდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

წელს გამოფენაზე „ProWein Dusseldorf“ მსოფლიოს 50 ქვეყნის 2400-მდე ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.

ყველა სიახლე

17 მარტი 2026, 12:01

საზოგადოება

„ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის და გაზაფხულის სემესტრზე მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს

თბილისის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის და 17 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით, გაზაფხულის სემესტრზე მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

17 მარტი 2026, 11:54

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნური გორგაძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნური გორგაძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

17 მარტი 2026, 11:54

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

17 მარტი 2026, 11:54

საზოგადოება

სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის 2026 წლის სამიტში (GRAS 2026) მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამიტში, რომელიც რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებს მიეძღვნა.

17 მარტი 2026, 11:52

საზოგადოება

„ხელოვნური ინტელექტი და სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის მომავალი“ - საქპატენტში ონლაინ ტრენინგი გაიმართა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სათავო ოფისში, საქპატენტისა და სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის მომავალი“. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

17 მარტი 2026, 11:49

მსოფლიო

DW: პაკისტანმა ქაბულში საავადმყოფო დაბომბა. დაიღუპა 400 ადამიანი

პაკისტანი შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე მასირებული ავიაიერიში მიიტანა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

17 მარტი 2026, 11:37

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: პრემიერის მონაწილეობით გუშინდელი დებატები, გამოცდილი პედაგოგისა და ურჩი, მოუმზადებელი მოსწავლეების გაკვეთილს ჰგავდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, „რუსთავი 2"-ის ეთერში გამართულ დებატებს სოციალურ ქსელში აფასებს.

გია აბაშიძე

17 მარტი 2026, 11:36

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ხანმოკლე აღმოჩნდა ნაცუსაშველოების კაკაფონია, ჰააგაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „მოსკოვის მექანიზმით“ ე.წ.საქმის აღძვრაზე; ანგარიშის ვითომ ავტორმა ანგაჟირებულმა ექსპერტმა გჟებიკმა უარყო ეს პერსპექტივა

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ავტორის, გჟებიკის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელმაც თქვა: „აღიქვეს, თითქოს მე საერთაშორისო სასამართლოებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხსენებით, სამართლებრივი ბრძოლის დაწყება მინდოდა. მე არ ვამბობ, რომ ახლა გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.“

17 მარტი 2026, 11:34

პოლიტიკა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.

დავით მათიკაშვილი

17 მარტი 2026, 11:31

პოლიტიკა

მათიკაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს იმ ჟონგლიორობის ნაწილია, რომელსაც თავს არ ანებებენ ევროჩინოვნიკები და ძალები, რომელთაც საქართველოსა და ქართველი ხალხის გამოყენება კვლავ საკუთარი მიზნებისთვის სურთ

ეს თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციისა და პარტიული პროპაგანდისტული მედიის მიერ ატაცებული და თითიდან გამოწოვილი თემაა, რაღაც ფსევდო სასამართლო დავებსა და სასამართლო საფრთხეებზე. ქართველ ხალხს ნურავინ ნუ აშინებს და საქართველოზე შანტაჟს ნუ ახდენს. საქართველო და ქართველი ხალხი შანტაჟს არ ექვემდებარება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

დავით ჩიხელიძე

17 მარტი 2026, 11:28

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ვიქტორ ყიფიანზე: „მელკი ქურდბაცაცა“ ფაქტზე წაასწრეს და მოპარული ფულის დაბრუნებასთან ერთად ბოდიშებიც ბევრი იხადა, ოღონდ არ დამიჭიროთო. არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული და ყურით დაჭერილი აგენტი

ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - ვიქტორ ყიფიანი არის დადასტურებული თაღლითი, რომელმაც ისარგებლა ნდობით და ადვოკატობის დროს ბიძინა ივანიშვილს ფული მოჰპარა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

17 მარტი 2026, 11:23

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანთან ომში 200 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის წარმომადგენლის, კაპიტან ტიმ ჰოუკინსის განცხადებით, ირანთან ომში 200 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, რომელთაგან ათმა „სერიოზული დაზიანება“ მიიღო.

17 მარტი 2026, 11:23

ჯანდაცვა

ბათუმის კლინიკა „ბაუ“-ში სპეცოპერაციის ადგილიდან გადაყვანილი ქალი სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ ბინაზე გაეწერა

ბათუმის კლინიკა „ბაუ“-ში სპეცოპერაციის ადგილიდან გადაყვანილი ქალის ჯანმრთელობის შესახებ აცხადებენ, რომ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ გაეწერა.

სოფიო ასპანიძე

17 მარტი 2026, 11:21

საზოგადოება

სოფიო ასპანიძე: პატრიარქი ამჟამად იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მისი მართვა და ამ მაჩვენებლების დასტაბილურება

პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროებოდა სისხლდენის შეჩერებისთვის, - განაცხადა „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

17 მარტი 2026, 11:21

კულტურა

Netflix-მა „კეი პოპ დემონებზე მონადირეების“ სიქველზე მუშაობა დაიწყო

Netflix-მა ანიმაციური ფილმის „კეი პოპ დემონებზე მონადირეები“ გაგრძელებაზე დაიწყო მუშაობა. სიქველის გამოსვლა ოფიციალურად დადასტურდა. პროექტის რეჟისორები კვლავ მეგი კანი და კრის აპელჰანსი იქნებიან.

17 მარტი 2026, 11:19

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ „ჭარალსა“ და „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალსა“ და „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე, 1975 წელს დაბადებული ბ.ც., 1997 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს დაბადებული ი.დ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

17 მარტი 2026, 11:06

პოლიტიკა

აზერბაიჯანმა საკარანტინო რეჟიმი 1 ივლისამდე გააგრძელა

აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებით გამოწვეული განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმი 2026 წლის 1 ივლისამდე გააგრძელა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

17 მარტი 2026, 11:06

პოლიტიკა

თბილისის მერიის პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამა ისწავლე და დასაქმდის ახალი ეტაპის პრეზენტაცია იმართება. LIVE

თბილისის მერიის პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამა ისწავლე და დასაქმდის ახალი ეტაპის პრეზენტაცია იმართება.

17 მარტი 2026, 11:05

რეგიონი

გიგლა თამაზაშვილი: სარწყავი წყლის საფასურს წყალმომხმარებლები გადაიხდიან მხოლოდ მომსახურების მიღების შემდგომ

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი კახეთში, სოფელ ჩუმლაყში ატმის ბაღების მეპატრონეებს შეხვდა და მელიორაციის სექტორში მიმდინარე ცვლილებები გააცნო. ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

17 მარტი 2026, 11:00

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესს შეეხება

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.