საზოგადოება
18 მარტი 2026, 02:28
უზენაესი სასამართლო: ფასდაუდებელია კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი და ამაგი ჩვენი სამშობლოსა და ერის წინაშე - გვწამს და ნუგეშს გვაძლევს, რომ ამიერიდან გვყავს ზეციური მფარველი, დაუცხრომელი მლოცველი
საქართველოს უზენაესი სასამართლო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
18 მარტი 2026, 02:09
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
18 მარტი 2026, 02:04
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატრიარქო დატოვეს
საპატრიარქოში იყვნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, შს მინისტრი გეკა გელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და რამდენიმე დეპუტატი.
18 მარტი 2026, 01:52
თეა წულუკიანი: გისამძიმრებთ ყველას! ისღა დაგვრჩენია, ერის მამის წასვლის შედეგად თითოეულ ქართველზე დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობებს თვალი ღირსეულად და დინჯად გავუსწოროთ, მისი სახელი არ შევარცხვინოთ
ვუსამძიმრებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ეკლესიას თავსდატეხილ უბედურებასა და განსაცდელს... გისამძიმრებთ ყველას!, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
18 მარტი 2026, 01:40
ანდრია ჯაღმაიძე: შეიქმნება დამკრძალავი კომისია სახელმწიფოსთან ერთად და პატრიარქის დაკრძალის ყველა დეტალის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი
„ხვალ შედგება სინოდის სხდომა 14:00 საათზე და გავაცხადებთ დაკრძალვის დეტალებს. ხვალვე გადავასვენებთ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში. იქ იქნება პანაშვიდები. საპატრიარქოში ხვალ პანაშვიდები არ იგეგმება. შეიქმნება დამკრძალავი კომისია სახელმწიფოსთან ერთად და ყველა დეტალის შეახებ ხვალ გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
18 მარტი 2026, 01:32
საპატრიარქო: ხვალ შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე
2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.
18 მარტი 2026, 01:31
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
18 მარტი 2026, 01:25
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი: ილია მეორე სიბრძნით წინამძღოლობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ასევე განახლების პერიოდში
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დანიელმა სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


