ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს
ფოტო: Facebook
ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი ორმოცდაცხრა წლის განმავლობაში შევიდა უფლის მშვიდობაში.
საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, გამოვხატავ უღრმეს და გულწრფელ თანაგრძნობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის, ყოველი ცალკეული მღვდელმსახურის, ბერ-მონაზვნისა და მორწმუნის მიმართ, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათალიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს.
დღეს არ შემიძლია არ გავიხსენო ის მომენტები, რომლებსაც თავად შევესწარი: შეხვედრები წმიდა პაპ იოანე პავლე II-სთან და შემდეგ პაპ ფრანცისკესთან, რომლებსაც, როგორც პეტრეს მემკვიდრეებს, მან უმასპინძლა საკუთარ რეზიდენციაში, როგორც ანდრია პირველწოდებულის მემკვიდრემ.
„წმიდა პეტრე და წმიდა ანდრია ძმები იყვნენ“, – მეუბნებოდა ხშირად, და დაურთავდა: „ჩვენ ყოველდღიურ ლოცვებში ვიხსენიებთ ერთმანეთს“. ახლა ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს ზეცაში. ეჭვგარეშეა, მათ შორის დიდი პატივისცემა და სიყვარული სუფევდა. „აქ ადვილი არ არის, მითხრა უწმინდესმა პირველი შეხვედრისას, მაგრამ იყავ კარგი მწყემსი“.
მოვუწოდებ კათოლიკე მორწმუნეებს, მართლმადიდებელ ძმებთან ერთად, ილოცონ მისთვის, რათა, მოწყალე ღმრთის, ზეციური მამის, წინაშე წარდგომისას, მიეგებონ მას ულევ სიყვარულში, მიიღოს მან სიცოცხლე საუკუნო და წმიდა ანდრიასთან, წმიდა ნინოსთან და წმიდა გიორგისთან ერთად, მუდამ იშუამდგომლოს ჩვენი ქვეყნისა ყველა ჩვენგანისთვის“, - ნათქვამია წერილში.
ყველა სიახლე
18 მარტი 2026, 20:08
საზოგადოება
თბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
18 მარტი 2026, 20:06
საზოგადოება
მეუფე შიო ილია მეორეზე: მან ჩაიბარა ეკლესია დევნილ, დაკნინებულ, გარიყულ მდგომარეობაში, მაგრამ მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია დაგვიტოვა, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს
ჩვენი გულის სავსეა ემოციებით, სიყვარულით, ფიქრებით, მაგრამ ალბათ მისი უზარმაზარი ღვაწლიდან ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დევნილ, დაკნინებულ მდგომარეობაში, საზოგადოებრივ ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში, მაგრამ მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია დაგვიტოვა, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ შიო მუჯირმა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
18 მარტი 2026, 20:00
საზოგადოება
მეუფე შიო ილია მეორეზე: მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება ისე როგორც გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება
მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ჰქონია მასთან შეხება, ამ ადამიანებში ახდენდა დიდი ფერიცვალებას და ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლებოდა, - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ შიო მუჯირმა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
18 მარტი 2026, 19:57
მსოფლიო
ტულსი გაბარდი: სადაზვერვო საზოგადოების შეფასებით, გასული წლის განმავლობაში რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში უპირატესობას ინარჩუნებდა
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ სადაზვერვო საზოგადოების ბოლო შეფასებები გააჟღერა. მისი განცხადებით, გასული წლის განმავლობაში რუსეთმა საომარ მოქმედებებში უპირატესობის შენარჩუნება შეძლო.
18 მარტი 2026, 19:37
საზოგადოება
მეუფე შიო: არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება - ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის
დიდია დღეს ჩვენი მწუხარება მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება, - განაცხადა , სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
18 მარტი 2026, 19:33
მსოფლიო
POLITICO: ტრამპის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთის წახალისებამ, შესაძლოა, საბოლოო ჯამში, მსოფლიო წესრიგი ჩინეთის გავლენისგან გაათავისუფლოს
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად იწვევდა ევროპელი მოკავშირეების უკმაყოფილებას ვლადიმირ პუტინთან აშკარა დაახლოების მცდელობებითა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მკაცრი გამონათქვამებით, თუმცა, ამ დისბალანსის მიღმა უფრო გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანი - ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა დგას, - წერს გამოცემა POLITICO.
18 მარტი 2026, 18:50
საზოგადოება
პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.
18 მარტი 2026, 18:48
პოლიტიკა
სომხეთის პრეზიდენტი: ილია მეორე რწმენის სიძლიერის, თავისი ხალხის ერთსულოვნებისა და ერთიანობის სიმბოლო იყო
სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
18 მარტი 2026, 18:45
საზოგადოება
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი: მარადიული იყოს ილია მეორის ხსოვნა, მისი პატრიარქობის განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა საქართველოს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები
მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომეოსმა წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.
18 მარტი 2026, 18:43
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა
სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ცოტა ხანში ილია მეორეს დაასვენებენ, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.
18 მარტი 2026, 18:34
მსოფლიო
ზელენსკი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, უკრაინა რაკეტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა შიში, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო უკრაინა რაკეტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
18 მარტი 2026, 18:10
საზოგადოება
სინოდის მიმართვა: დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში. უპირველესად ღვთისა და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში
ქრისტესმიერი სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას. გავაგრძელოთ სვლა ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ გზაზე, რომელთან დაბრუნებაშიც შეუფასებელია ისტორიული როლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, - ნათქვამია წმინდა სინოდის მიერ შემუშავებულ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.
18 მარტი 2026, 18:10
საზოგადოება
კობა კობალაძე: დასრულდა ეპოქა, რომელიც სინათლეს ჰფენდა ჩვენს ერს. უწმინდესი იყო სულიერი საყრდენი თითოეული ჩვენგანისათვის იმ დროში, როცა ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიმშვიდე, რწმენა და გამძლეობა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორ კობა კობალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.
18 მარტი 2026, 17:56
საზოგადოება
წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა
წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა, - ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.
18 მარტი 2026, 17:46
საზოგადოება
თეა ახვლედიანი: ჩვენმა პატრიარქმა დაგვიტოვა ფასეულობათა იმგვარი მემკვიდრეობა, რაც მჯერა, საუკუნოდ დამკვიდრდება არა მხოლოდ მისი უწმინდესობის თანამედროვე საზოგადოების, არამედ მომავალი თაობების ცნობიერებაში
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
18 მარტი 2026, 17:44
საზოგადოება
ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე ილია მეორეზე: რთულ დღეებში მარად სახსოვარი პატრიარქი მამისეული სიბრძნითა და სიყვარულით უძღვებოდა მრევლს და უდრეკად ემსახურებოდა წმინდა ქართული ეკლესიის მისიას
ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა, გარეგინ მეორემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.
18 მარტი 2026, 17:19
საზოგადოება
საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ დამგლოვიარო მსვლელობა დაიწყო
საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ფეხით მსვლელობა დაიწყო. ილია მეორეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.
18 მარტი 2026, 17:10
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი მოღვაწეობა ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას
საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი მოღვაწეობა ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, - წერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.
18 მარტი 2026, 17:05
მსოფლიო
ნატო თურქეთში ირანიდან მომდინარე საფრთხის ფონზე Patriot-ის კიდევ ერთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას განათავსებს
ნატომ მიიღო გადაწყვეტილება თურქეთში ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო Patriot-ის ტიპის კიდევ ერთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების შესახებ. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


