საზოგადოება
19 მარტი 2026, 22:00
შტუტგარტში ესპანეთის გენერალური კონსული, საკონსულო გუნდის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო
შტუტგარტში ესპანეთის გენერალური კონსული, საკონსულო გუნდის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
19 მარტი 2026, 21:54
პოლონეთის ეპისკოპატის გენერალური მდივანი: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად ქართველ ერს
პოლონეთის ეპისკოპატის გენერალური მდივანი, ეპისკოპოსი მარეკ მარჩაკი პოლონეთში საქართველოს საელჩოს სამძიმრის ვიზიტით ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
19 მარტი 2026, 21:20
თბილისის მეტრო დღეს მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდებთან დაკავშირებით იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები.
19 მარტი 2026, 20:55
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ილია მეორის მნიშვნელოვან წვლილს ორი ქვეყნის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში და საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას უსამძიმრებს.
19 მარტი 2026, 20:35
მამა შალვა კეკელია პატრიარქის ნათლულების მსვლელობაზე: მჯერა, რომ ეს ბავშვები გააგრძელებენ იმ გზას, რაც პატრიარქს უნდოდა და პატრიარქს უნდოდა ერთი რამ - ქართველებს ერთმანეთი გვყვარებოდა. ეს ის თაობაა, რომელიც ამ ქვეყანას გააბრწყინებს
მისმა უწმინდესობამ 2007 წელს ასეთი ინიციატივა განაცხადა, რომ ის იქნებოდა მესამე და შემდეგი შვილების ნათლია. ღვთის მადლით 50 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს მის უწმინდესობა. ასეთი მასშტაბის პიროვნება ილია ჭავჭავაძის შემდეგ არ გვყოლია, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ, პატრიარქის ნათლულების მსვლელობასთან დაკავშირებით საუბრისას.
19 მარტი 2026, 20:09
პატრიარქის ნათლულები სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობას მართავენ
საქართველოში 50 ათასზე მეტი ადამიანი ატარებს პატრიარქის ნათლულის სტატუსს. ეს უწმინდესის მრავალ ეროვნულ და საქვეყნო საქმეთაგან ერთ-ერთის შედეგია. ტრადიციამ უამრავი ოჯახი გააერთიანა და შექმნა.
19 მარტი 2026, 19:57
სამების საკათედრო ტაძრის მგალობელი: დღეს თუ ისმის საქართველოში მრავალხმიანი გალობა ყველა ტაძარში, ეს არის ჩვენი უწმინდესის დამსახურება. ძალიან დიდია პატრიარქის ღვაწლი, რომ თითოეული ადამიანის გულამდე მისულიყო თითოეული ბგერა
დღეს თუ ისმის საქართველოში მრავალხმიანი გალობა ყველა ტაძარში, ეს არის ჩვენი უწმინდესის დამსახურება. ძალიან დიდია პატრიარქის ღვაწლი, რომ თითოეული ადამიანის გულამდე მისულიყო თითოეული ბგერა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელმა, გიორგი მექვაბიშვილმა პატრიარქზე საუბრისას.
19 მარტი 2026, 19:53
ლევან იოსელიანი: პატრიარქს ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის ჩვენგან, მაგრამ ეკუთვნის ამავე დროს ბოდიშიც იმისთვის, რა გულისტკენაც, წუხილიც მივაყენეთ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში
მე არ მახსენდება ისეთი ფიგურა, რომელმაც შეძლო ჩვენი ქვეყნის ასე გაერთიანება როგორც ეს შეძლო მისმა უწმინდესობამ და განსაკუთრებით ამ დღეებში. რომელ არხზეც არ უნდა გადართო, როგორი განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების ადამიანებიც არ უნდა ისხდნენ, ყველა მის უწმინდესობაზე საუბრობს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე საუბრისას.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


