საზოგადოება
20 მარტი 2026, 00:51
მიშო ჯავახიშვილი: გავიხსენებ ილია ჭავჭავაძეს და მის შეგონებას: მამული, ენა სარწმუნოება, პატრიარქი იყო სიმბოლო ამ სამი ღვთაებრივი განძის დაცვის, გაძლიერების
პატრიარქის აღსაყდრებიდან დაიწყო ქართული გალობის აღორძინების გზა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა. მისივე თქმით, პატრიარქის ძალისხმევით განმტკიცდა გალობის შესრულების ტრადიცია ლიტურგიის დროს.
20 მარტი 2026, 00:36
სოსო მანჯავიძე: პატრიარქი ცდილობდა შეექმნა იდეალური საქართველო. ეს იყო მისი განსაკუთრებული მისია, რაც განახორციელა ამ 50 წლის განმავლობაში
ატმოსფეროს ქმნიდა იმგვარს, გრძნობდი, რომ გქონდა საქმე სრულიად განსხვავებულ ადამიანთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ.
20 მარტი 2026, 00:28
მარკო რუბიო: ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
20 მარტი 2026, 00:12
ვარლამ ლიპარტელიანი: როდესაც უწმინდესთან შეხვედრიდან გამოდიოდი, სიმსუბუქეს გრძნობდი, ყველა ადამიანს უღიმოდი. ვისაც შეხვდებოდი, გინდოდა მოგეყოლა, რომ შეხვდი უწმინდესს და რამხელა ემოცია წამოგყვა მისგან
როდესაც უწმინდესთან შეხვედრიდან გამოდიოდი, თითქოს სხვანაირად დადიოდი, სიმსუბუქეს გრძნობდი, ყველა ადამიანს უღიმოდი. ვისაც შეხვდებოდი, გინდოდა მოგეყოლა, რომ შეხვდი უწმინდესს და რამხელა ემოცია წამოგყვა მისგან, - იხსენებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი გადაცემაში „იმედი LIVE“.
20 მარტი 2026, 00:11
საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრებმა სიონის ტაძარში მოინახულეს ადგილი, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაიკრძალება
საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები დღეს სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ.
20 მარტი 2026, 00:08
ნონა გაფრინდაშვილი: საოცრება იყო, რომ ვუყურე პატრიარქის მონათლულ ბავშვებს. ვტკბებოდი, რასაც ვუყურებდი. სხვა ქვეყნებმა ჯობია შეხედონ ამას და მიხვდნენ, რომ ასეთ ქვეყანას ვერ დაჩაგრავენ
ის იყო ყველას პატრიარქი, უნიკალური ადამიანი. მისთვის ყველა ადამიანი იყო ადამიანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა.
20 მარტი 2026, 00:01
დეკანოზი შალვა კეკელია: პატრიარქი არის გრიგოლ ხანძთელის მასშტაბის მოღვაწე
პატრიარქი არის გრიგოლ ხანძთელის მასშტაბის მოღვაწე, რომ არ ყოფილიყო გრიგოლ ხანძთელი არ იქნებოდა დავით აღმაშენებელი, არ იქნებოდა თამარ მეფე, ქვეყანა ვერ გაბრწყინდებოდა, ზუსტად ასე პატრიარქის მოღვაწეობამ განაპირობა, რომ ეს ქვეყანა შეიკრა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა შალვა კეკელიამ, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა. დეკანოზმა პატრიარქის ნათლულებზე და დღეს მათ მიერ უწმინდესისთვის მიგებულ პატივზე ისაუბრა.
19 მარტი 2026, 23:35
ვიქტორ ჯაფარიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობა იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო
დიდი მადლობა იმ 49 წლისთვის, რომელიც მან, როგორც საჭეთმპყრობელმა დიდი რუდუნებით ატარა, ეს იყო საქართველოში მართლმადიდებლობის აღორძინების საუკეთესო წლები, თუმცა ეს არ იყო იავარდით მოფენილი გზა, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ რეგიონული ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ამ პოსტით იმ ღვაწლს უსვამს ხაზს, რაც ქვეყნისა და ერისა წინაშე პატრიარქს მიუძღვის.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


