მამა გიორგი ზვიადაძე: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება სამარადჟამოდ დაუკავშირდა ილია II-ს სახელს და ეს არის არა მხოლოდ ქართული ეკლესიისთვის, არამედ ერისთვისაც უმნიშვნელოვანესი დღე
მამა გიორგი ზვიადაძე
ფოტო: ვიდეოკადრი
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება სამარადჟამოდ დაუკავშირდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს სახელს და ეს არის არა მხოლოდ ქართული ეკლესიისთვის, არამედ ერისთვისაც უმნიშვნელოვანესი დღე, - განაცხადა საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღეზე საუბრისას, რომელიც 25 მარტს აღინიშნება.
მისი თქმით, ხვალ, 25 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში, სინოდის წევრებთან ერთად, აღავლენს პარაკლისს, რის შემდეგაც აღევლინება პანაშვიდი საქართველოს პატრიარქის ილია მეორესთვის, რადგან ხვალ მისი გარდაცვალებიდან მეცხრე დღეა.
„ავტოკეფალია ეს არის ეკლესიის დამოუკიდებლობა, როცა ეკლესია თავად განაგებს საკუთარ თავს და სხვა რომელიმე ადგილობრივ ეკლესიაზე დამოკიდებული არ არის. როცა 1811 წელს გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ეს იყო საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა. საქართველოს ეკლესიას ჰქონდა უძველესი ავტოკეფალია და მისი გაუქმება მხოლოდ შეეძლო მსოფლიო საეკლესიო კრებას. ვინაიდან ასეთი კრება არ გამართულა, ამდენად, კანონიკურ საფუძველს მოკლებული იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. რა თქმა უნდა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1917 წელს აღიდგინა ავტოკეფალია და ამას, რა თქმა უნდა, ბევრი თაობის სიცოცხლე და ძალისხმევა შეეწირა. ეს ძალისხმევა გულისხმობს იმას, რომ ამ დამოკიდებულებაში ავტოკეფალიის მოსაპოვებლად გამთლიანებული იყვნენ როგორც საერო, ისე სასულიერო პირები. ღვთის მადლით ეს შესაძლებელი გახდა 1917 წლის 12 მარტს, ძველი სტილით, ხოლო ახალი სტილით, 25 მარტს. მთელი სირთულე მდგომარეობდა იმაში, რომ ავტოკეფალია კი გამოაცხადდა, მაგრამ ამ დამოუკიდებლობას არ ცნობდა ადგილობრივი ეკლესიების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც ძალიან დიდ სირთულეს ქმნიდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს განუზომელი ღვაწლი აქვს ჩვენი ერის წინაშე. პატრიარქი მთელი თავისი ცხოვრება ფეხზე იდგა საქართველოსთვის და მისთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი იყო საქართველოს ეკლესია, საქართველო და მართლმადიდებელი სამყარო. პატრიარქის აღსაყდრების უპირველესი მიზანი ავტოკეფალიის დაბრუნება იყო. საპატრიარქოს არქივი ინახავს წერილებს, როგორ მიმართავს პატრიარქი მსოფლიო ადგილობრივი ეკლესიის მეთაურებს და წარმოუდგენლად საფუძვლიანი ცოდნით წარმოაჩენს იმას, რომ საქართველოს ეკლესია უძველესი დროიდან იყო ავტოკეფალიური. პატრიარქის ამ მრავალწლიანმა შრომამ, თანმიმდევრულობამ თავისი შედეგი გამოიღო და 1990 წელს 4 მარტს, მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს პატრიარქს გადასცა საქართველოს უძველესი ავტოკეფალიის ცნობის, ტომოსის სიგელი, რაც არის საბოლოო გამარჯვება, რაც სამარადჟამოდ დაუკავშირდა საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ს სახელს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე არა მარტო ეკლესიისთვის, არამედ მთელი ერისთვის. ამ დღეს თავად პატრიარქი ყოველთვის მობრძანდებოდა სიონის ტაძარში და ხვალ, 14:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა აღავლენს პარაკლისს, ხოლო ამის შემდგომ აღევლინება პანაშვიდი, რადგან უწმინდესის გარდაცვალებიდან არის მეცხრე დღე“, - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.
ყველა სიახლე
24 მარტი 2026, 19:52
მსოფლიო
Euronews: ევროკომისიამ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ
ევროკომისიამ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი კვლავაც იწვევს რყევებს ენერგობაზარზე, - წერს Euronews-ი.
24 მარტი 2026, 19:18
მსოფლიო
მარტა კოსი: უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება
ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი წესები, რათა ქვეყნების ახალი ტალღის გაწევრიანება გახდეს შესაძლებელი, - განაცხადა სამშაბათს გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა.
24 მარტი 2026, 18:59
საზოგადოება
ზუგდიდში „საქართველოს მელიორაციის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა კომპანიის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები ქალაქ ზუგდიდში, აგრარული კომიტეტის გასვლით სხდომაზე წარადგინა, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
24 მარტი 2026, 18:53
საზოგადოება
საქართველოს პირველმა ლედიმ სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა
საქართველოს პირველმა ლედიმ სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა.
24 მარტი 2026, 18:45
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ზუგდიდში გასვლითი სხდომა გამართა
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ზუგდიდში გასვლითი სხდომა გამართა, რომელზეც „საქართველოს მელიორაციის“ 2025 წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
24 მარტი 2026, 18:38
მსოფლიო
მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში 60 დღით საგანგებო მდგომარეობის შემოღება დაამტკიცა, ხოლო პრემიერმა არ გამორიცხა ელექტროენერგიის გეგმიური გამორთვების შესაძლებლობა
მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში 60 დღით საგანგებო მდგომარეობის შემოღება დაამტკიცა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრუ მუნტიანუმ არ გამორიცხა ელექტროენერგიის გეგმიური გამორთვების შესაძლებლობა, რადგან უკრაინაზე რუსეთის დარტყმების გამო „ვითარება კვლავ რთული რჩება“.
24 მარტი 2026, 18:32
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: უცხოელი პოლიტიკოსების დუმილი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ მათთვის არაფერს წარმოადგენს ჩვენი სულიერება, არაფერს წარმოადგენს ჩვენი ფასეულობა და ღირებულება. მათთვის მხოლოდ ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ერი გახლიჩოს
უცხოელი პოლიტიკოსებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იყო ზუსტად ის ჩვენი სულიერი ერთობა, რომელიც საქართველოში მაცხოვრებელ ჩვენს თანამოქალაქეებს გვაერთიანებდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.
24 მარტი 2026, 18:17
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: არავის დავიწყებია, როგორ სვრიდნენ ტალახში პატრიარქს, როგორ აფინანსებდნენ „ენჯეოებს“, რომ სათანადოდ ეყვირათ, ეკლესია შიგნიდან, ან გარედან გაეტეხათ და დაეზიანებინათ
არავის დავიწყებია როგორ სვრიდნენ ტალახში პატრიარქს, როგორ აფინანსებდნენ „ენჯეოებს“, რომ სათანადოდ ეყვირათ, ეკლესია შიგნიდან, ან გარედან გაეტეხათ და დაეზიანებინათ. პატრიარქის საავადმყოფოში გადაყვანიდან მოყოლებული, ვერ მალავდნენ სიხარულს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“.
24 მარტი 2026, 18:14
მსოფლიო
CNN: ირანში ომი დარტყმას აყენებს ბიზნესს ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში
ახალი გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ ირანში მიმდინარე ომმა ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში გაზარდა ბიზნესის ხარჯები, შელახა ნდობა და შეაფერხა პროდუქციის გამოშვების ზრდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
24 მარტი 2026, 18:14
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ამ დღეებმა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ისტორიულად და ახლაც, დგას ჩვენი დედა ეკლესიის იდეოლოგიურ ფუნდამენტზე, რომელმაც განსაზღვრა როგორც ჩვენი ერის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს შინაარსი
ამ დღეებმა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ისტორიულად და ახლაც, დგას ჩვენი დედა ეკლესიის იდეოლოგიურ ფუნდამენტზე, რომელმაც განსაზღვრა როგორც ჩვენი ერის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს შინაარსი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
24 მარტი 2026, 18:14
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი აფხაზ სასულიერო პირთან შეხვედრაზე: ჩემთვის ეს იყო მაგალითი იმ სიყვარულისა, რომელიც მიუხედავად პოლიტიკოსების თუ საზოგადოების მიერ დაშვებული შეცდომების, არის პატრიარქის, ილია მეორის სიყვარულის გამოძახილი
აფხაზ სასულიერო პირთან შეხვედრა და ამ შეხვედრის შედეგად მიღებული ემოციები გაუზიარა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. განსაკუთრებული რუდუნებით კი, ის ფაქტი გამოყო, რომ ამ ადამიანმა, ჯერ აგრესიულად დაიწყო მასთან საუბარი და ცოტა ხნის შემდეგ ქართულად მიმართა. დავით ქართველიშვილის თქმით, მისი მხრიდან ქართულ ენაზე მიღებული დალოცვა იმ სიყვარულის გამოვლინება იყო, რომელიც საქართველოს პატრიარქმა აფხაზეთში მსახურებისას გაიღო.
24 მარტი 2026, 18:10
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი JP Morgan-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა JP Morgan-ის მმართველ დირექტორ სტეფან უაილერს და კომპანიის წარმომადგენლებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
24 მარტი 2026, 18:02
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ერთი დეპეშა არ გამოუგზავნიათ ევრობიუროიკრატებს პატრიარქის გარდაცვალების გამო ქართველი ხალხის სანუგეშოდ, იმ ხალხის, რომელსაც ასე მისტირიან და თითქოს გვერდში უდგანან
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების დუმილს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გამოეხმაურა.
24 მარტი 2026, 18:01
საზოგადოება
მამა გიორგი ზვიადაძე: მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როდესაც გაიმართა დამკრძალავი კომისიის სხდომა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ, ეს იყოს ელიტარული დაკრძალვა, ეს არის უკიდურესად მიუღებელი
„შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო მთელი საქართველოს წინაშე, რომ როდესაც გაიმართა სახელმწიფო კანცელარიაში დამკრძალავი კომისიის სხდომა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ეს იყოს ელიტარული დაკრძალვა, ეს არის უკიდურესად მიუღებელი. საქართველოს უწმინდესი პატრიარქი ძალიან ახლოს იყო ხალხთან, განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდა თავის სამწყსოსთან და აუცილებელი, რომ ხალხი იყოს ეკლესიაში. ყველას უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეკლესიის მრევლსა და ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ პატრიარქის დაკრძალვაში. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრით, მეუფე შიოს დამოკიდებულება“,- განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
24 მარტი 2026, 17:57
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: მთავრობა კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერას გააძლიერებს, რაც ფინანსური ინსტრუმენტების დივერსიფიკაციის გზით ეკონომიკაში კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს
საქართველოს მთავრობის როლი და თანამონაწილეობა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერასა და განვითარებაში კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა კავკასიის რეგიონში კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
24 მარტი 2026, 17:52
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, სოფელ კურსების დამეწყრილი ზონიდან ძაღლები გამოიყვანეს
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორის, ლაშა გეგეჭკორის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების დამეწყრილი ზონიდან ძაღლები გამოიყვანეს.
24 მარტი 2026, 17:49
საზოგადოება
მამა გიორგი ზვიადაძე: ამ დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში არის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება პატრიარქის განუზომელ ღვაწლთან - ჩვენმა საზოგადოებამ მთელ მსოფლიოს აჩვენა უდიდესი ღირსება და სიყვარული
„ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც ღვთვის მადლით გათვითცნობიერებულია ეკლესიურ აზროვნებასა და ცნობიერებაში, კარგად იცის რომ ეკლესიისთვის ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ როგორია დამოკიდებულება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამწყსოსი მის მამამთავართან. ამ დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში არის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება პატრიარქის განუზომელ ღვაწლთან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მთელი მსოფლიო ამას თვალს ადევნებს“, - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.
24 მარტი 2026, 17:48
საზოგადოება
შალვა ოგბაიძე: არ მოიძებნება ისეთი სიტყვა, რომელიც ჩემს მადლიერებას გამოხატავს უწმინდესის მიმართ
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის, ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, პატრიარქის ღვაწლის შესახებ ისაუბრა სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ.
24 მარტი 2026, 17:45
მსოფლიო
მარკო რუბიო 27 მარტს საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჩავა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 27 მარტს საფრანგეთში ჩავა, რათა „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.


