მარიამ გრიგოლიშვილი: ვცდილობთ, ყველა მიმართულება მოვიცვათ და ახალგაზრდებისთვის გავაჩინოთ საინტერესო პროექტები, დასაქმების შესაძლებლობები, რათა მათთვის საინტერესო ყველა სფერო ამოვწუროთ
მარიამ გრიგოლიშვილი
ფოტო: თბილისის საკრებულო
,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და თბილისის საკრებულოს სიის წევრი, მარიამ გრიგოლიშვილი „იმედის დღეში“ ახალგაზრდების ხელშეწყობაზე საუბრობს.
„მრავალი მიმართულება არის, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისთვის საინტერესოა. ჩვენ ზუსტად ამიტომ ვცდილობთ, რომ ყველა მიმართულება მოვიცვათ და გავაჩინოთ მათთვის საინტერესო პროექტები, სხვადასხვა ტრენინგები, დასაქმების შესაძლებლობები, რათა მათთვის საინტერესო ყველა სფერო ამოვწუროთ. ახალგაზრდისთვის მთავარი გახლავთ ის, რომ რომელიმე სფეროში საკუთარი თავი იპოვოს და ამ გზაზე ვთვლი, ჩვენ ვეხმარებით იმით, რომ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ტრენინგები, პროექტები, რათა ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინონ მათი მთავარი და ძირითადი მიმართულება.“-აღნიშნა გრიგოლიშვილმა.
მან ასევე, სხვა ქვეყნის მმართველი პარტიების გამოცდილებაზეც ისაუბრა, თუ როგორ მუშაობენ ისინი ახალგაზრდულ ფრთასთან.
„ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად ცდილობს და მუშაობს, რომ გავიჭრათ ღირსეულად საერთაშორისო ასპარეზზე და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, თავისთავად ჩვენი ახალგაზრდობა. მათ შორის, გაფორმებული გვაქვს მემორანდუმები სხვადასხვა პარტნიორ ქვეყნებთან. მინდა, აღვნიშნო აზერბაიჯანისა და უნგრეთის მმართველი პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ჩვენი ურთიერთობა, რადგანაც არაერთი და მრავალი საერთო პროექტი განხორციელდა. გარდა იმისა, რომ ოფიციალური ვიზიტებით მათთან ჩავდივართ და ისინიც გვსტუმრობენ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ახალგაზრდა მოიცვას ამ პროექტებმა და ორასზე მეტი ახალგაზრდით კომპლექტდება ხოლმე ის ბანაკები, რომლებიც ხან მათთან ტარდება, ხან ჩვენთან და სფეროს პროფესიონალებთან ერთად ხდება სხვადასხვა ტრენინგების ჩატარება, პროექტების თაობაზე ერთმანეთთან ვცვლით გამოცდილებებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა აღვნიშნო, რომ უნგრეთში აქტიურად გვეპატიჟება ჩვენი მეგობარი მხარე, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, სადაც გვაქვს საშუალება, რომ მნიშვნელოვანი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს მოვუსმინოთ ადგილზე, მათ შევხვდეთ და სხვადასხვა ინიციატივები ერთმანეთში გავცვალოთ“, - განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.
ყველა სიახლე
27 მარტი 2026, 15:32
საზოგადოება
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.
27 მარტი 2026, 15:31
საზოგადოება
საქართველოში მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა 20-წლიანი წყვეტის შემდეგ შეიქმნა
საქართველოს მიწის ფონდის შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სისტემატიზაცია 20-წლიანი ინტერვალის შემდეგ შესაძლებელი გახდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ძალისხმევით. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
27 მარტი 2026, 15:29
საზოგადოება
ეკა კუპატაძე: წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი! დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის. ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ გიგას მკვლელობა, თამაშია
წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი! დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის, - წერს სოციალურ ქსელში მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.
27 მარტი 2026, 15:26
მსოფლიო
ორბანი ლატვიის პრემიერს ურჩევს მასზე თავდასხმის ნაცვლად, ზელენსკის მოსთხოვოს უნგრეთისთვის დაწესებული ნავთობის ბლოკადა მოხსნას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უსამართლო უწოდა ლატვიის პრემიერის, ევიკა სილინიას განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სესხის ბუდაპეშტის მხრიდან დაბლოკვა შანტაჟად შეაფასა და უნგრეთს ევროკავშირის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა.
27 მარტი 2026, 15:24
მსოფლიო
ცნობილი პირების წინააღმდეგ თურქეთში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჰანდე ერჩელმა სასამართლოს ჩვენება მისცა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტში თმისა და სისხლის ნიმუშები ჩააბარა
სტამბოლის გენერალური პროკურატურის მიერ ცნობილი პირების მიმართ წარმოებული „ნარკოტიკების“ გამოძიების ფარგლებში მსახიობი ჰანდე ერჩელი სასამართლოში ჩვენების მისაცემად მივიდა. ინფორმაციას თურქული გამოცემა evrensel ავრცელებს.
27 მარტი 2026, 15:18
სამართალი
გიორგი გაბუნია 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე: ეს იყო კარგად ორგანიზებული, გარედან კარგად მხარდაჭერილი და დაფინანსებული, უბინძურესი აქტი, რომელიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა აქციაზე ხალხის მისაყვანად ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი ეგონა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება.
27 მარტი 2026, 15:17
რეგიონი
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა შავღელეს სადრენაჟო სისტემის მოდერნიზაციის პროექტი წარადგინა
პროექტის განხორციელების შედეგად, 700 ჰექტარ სახნავ-სათესი მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დრენაჟის სერვისები, რაც დადებითად აისახება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე.
27 მარტი 2026, 15:14
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის ფორმირების პროცესს ეხება.
27 მარტი 2026, 15:13
საზოგადოება
რევაზ სოხაძე თბილისის №209 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თბილისის №209 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ დეტალურად გააცნო ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებული მიმდინარე მდგომარეობა და დაგეგმილი ნაბიჯები. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
27 მარტი 2026, 15:12
რეგიონი
ოზურგეთში მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები ქალაქ ოზურგეთში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
27 მარტი 2026, 15:10
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე: ამდენი წელია პოლიტიკოსია. კარგად იცოდა, ეს 5 კაციანი ორგანო აცხადებდა, რომ ხელისუფლება უნდა გადმოიბარონ
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მანჯგალაძის განცხადებას ეხმაურება.
27 მარტი 2026, 15:04
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: ელენე ხოშტარიას პატიმრობის პერიოდში სხვადასხვა შუამდგომლობა იყო, თუმცა უამრავი წერილით ის ამბობდა, ნუ ერევით ჩემს საქმეში, თქვენი დახმარება არ მჭირდებაო
ელენე ხოშტარიას საქმეზე მოსამართლემ ყველა ის გარემოება ჩამოთვალა, რომელიც მას არასაპატიმრო სასჯელის გამოტანის საშუალებას არ აძლევდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.
27 მარტი 2026, 15:02
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: სახელმწიფო ამბობს, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არ ჩაერევა და ასე უნდა გააკეთონ სხვებმაც, სინოდი საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა იმისთვის, რომ არავის დაექვემდებაროს
საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისთვის სახელის გატეხას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.
27 მარტი 2026, 14:58
მსოფლიო
ტრამპის სპეცწარმომადგენელი ლიეტუვას მოუწოდებს აღადგინოს კავშირები ბელარუსთან, რადგან აშშ-ს სასუქი სჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ბელარუსში, ჯონ კოული ოფიციალურ ვილნიუსს მოუწოდებს აღადგინოს მინსკთან ურთიერთობები, რადგან ბელორუსული კალიუმის სასუქი ამერიკას ძალიან სჭირდება. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
27 მარტი 2026, 14:48
ეკონომიკა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden შემოდის - თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები კვირაში 2 სიხშირით შესრულდება
2026 წლის ივნისიდან, თბილისს კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი - კოპენჰაგენი (დანიის სამეფო) დაუკავშირდება პირდაპირი ავიარეისებით. ახალ საჰაერო ხაზზე ფრენებს ცნობილი სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი - Norwegian Air Sweden შეასრულებს.
27 მარტი 2026, 14:47
ეკონომიკა
სემეკმა „თელასი“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების აღმოსაფხვრელად განხორციელებული, ნორმებთან შეუსაბამო სამუშაოების გამო დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების აღმოსაფხვრელად ჩატარებული ნორმებთან შეუსაბამო სამუშაოების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 35 ათასი ლარით დააჯარიმა და პრობლემის გამოსასწორებლად ვადა განუსაზღვრა.
27 მარტი 2026, 14:44
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „საერთაშორისო თანამშრომლობა არჩევნების ადმინისტრირებაში – ციფრული ინოვაცია, შესაძლებლობების განვითარება და ინსტიტუციური სწავლება“, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.
27 მარტი 2026, 14:42
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: „დიფ სთეითის“ ხელში ჰელსინკის კომისია არის გადაქცეული იმ მექანიზმად, რომ ქვეყნის დემოკრატიაზე მოხდეს თავდასხმა, რაც ელენე ხოშტარიასთან მიმართებით აშკარად ჩანს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განაჩენთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის განცხადებას „ქრონიკასთან“ ეხმაურება.
27 მარტი 2026, 14:40
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე: ეს ხალხი პირდაპირ ითხოვდა საქართველოს ნეპალიზაციას - მათ რომ ძალაუფლება ჰქონოდათ, ხომ კარგად ვიცით, რომ ისინი საქართველოში ნეპალზე უარეს სისხლისღვრასაც მოახდენდნენ
პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოს ნეპალიზაციას, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის შესახებ. იგი გამოეხმაურა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ ბრალი რომელიც პაატა მაჯგალაძეს აქვს წარდგენილი, მტკიცებულებებს არ ემყარება.
27 მარტი 2026, 14:40
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ავიარეისების არსებობა მნიშვნელოვანი გარემოებაა არამარტო ტურისტული ნაკადების ზრდის, არამედ საქმიანი კავშირების განვითარების ხელშეწყობის კუთხითაც
2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისს კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი დაუკავშირდება - 27 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით შესრულდება ფრენები თბილისსა და კოპენჰაგენს შორის. ეს ნიშნავს ჩრდილოეთ ევროპის მეტ დაკავშირებადობას საქართველოსთან და ტურისტული ნაკადების ზრდას, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ახალი ავიამიმართულების დაწყება.


