29 მარტი 2026, 20:44 / სანდო წყარო

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი: პატრიარქის ავტოპორტრეტია წმინდა სამების ტაძარი. ეს ტაძარი ერთიანი საქართველოს ხატის სიმბოლოა. სამების მშენებლობით მოახერხა, რომ მოძრაობაში მოეყვანა მიძინებული ეროვნული ნიჭი, გონიერება და ძალა

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი

პატრიარქის ავტოპორტრეტია წმინდა სამების ტაძარი რამდენიმე ნიშნით. ყველამ მოინდომა, საძირკველში ქვები ჩაალაგა და ყველამ თავისი სათხოვარი დადო ღვთის წინაშე. ტაძრის თაღების ქვეშ როცა პატრიარქი მსახურობდა, იყო ყოველთვის ხალხით სავსე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

მისივე თქმით, პატრიარქის სამების ტაძარი ერთიანი საქართველოს ხატის სიმბოლოა.

„როცა პატრიარქი გადავასვენეთ, იქ უამრავი ხალხი მივიდა სიყვარულის და მადლიერების გამოსახატავად. პატრიარქის ეს ტაძარი ერთიანი საქართველოს ხატის სიმბოლოა.

ყველა ცნობილი მოვლენების ფონზე ბევრი მაყვედრებელი იყო და პატრიარქს განიკითხავდნენ, რომ რა დროს ეკლესიის მშენებლობაა, ხალხს უჭირს, შევიძინოთ კარტოფილი, ან დავეხმაროთ ამ გაჭირვებულ ხალხს და როცა ყველაფერი დალაგდება და მშვიდობა გვექნება, ეს ტაძარი მაშინ ავაშენოთო. პატრიარქი როგორც ყოველთვის, შემართული ღვთის მუშაკი, მსახურია და მან, არა კაცობრივი განზრახვით, არამედ საღმრთო მინიშნებით და საღმრთო კურთხევის ძალით დაიწყო ამ დიდებული საქმის კეთება. ეს ტაძარი გახდა სამშვენისი პატრიარქის მოღვაწეობისა“, - აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

მიტროპოლიტი იხსენებს პატრიარქის გეგმებს სამების ტაძართან დაკავშირებით.

„ამბობდა, რომ ჩვენი მეფეების ძვალთშესალაგი უნდა იყოს ამ ტაძრის პირველ სართულზე, სადაც არის ხარების სახელობის ტაძარიო. იქ უნდა იყვნენ ჩვენი მეფეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში არიან დაკრძალულიო. ასევე უნდა ყოფილიყო პატრიარქების ძვალთშესალაგი. მას ჰქონდა ასეთი სურვილი და შეასრულა კიდეც - მთელი ეზო უნდა იყოს ღია, თავისუფალი იქ მომსვლელი ადამიანებისთვისო. ასევე უწმინდესს ჰქონდა იდეა, რომ საპატრიარქო რეზიდენცია უნდა განთავსდეს საპატრიარქო ტაძრის, მონასტრის ტერიტორიაზე, ანუ სამების ტაძრის ეზოშიო.

ამ ტაძრის მშენებლობისას პატრიარქმა მოახერხა და უამრავმა ადამიანმა იქ შეიძინა პროფესია. მაგალითად ქვის მთლელის, ორნამენტის მკეთებლის, ქვაზე კვეთის და ეს ადამიანები დღეს საქართველოში ამ ტაძართმშენებლობის შემსრულებლები არიან. პატრიარქმა ტაძრის მშენებლობით მოახერხა, რომ მოძრაობაში მოეყვანა მიძინებული ეროვნული ნიჭი, გონიერება და ძალა. პატრიარქისთვის ეს არ არის მხოლოდ ნაგებობა, ეს არის ღვთის სახლი - ადარებს ვარდს, მარგალიტს, პატიოსან თვალს და ამბობს: „ადიდე მარად და იდიდე ყოველთვის“, - განმარტა მიტროპოლიტმა დავითმა.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

29 მარტი 2026, 22:13

პოლიტიკა

მათიკაშვილი გლოვის დღეებში რიგი ევრობიუროკრატების დუმილზე: ვერ დავიჯერებ, რომ არ ნახეს სრულიად ერი რიგში ჩამდგარი, რომ პატივი მიეგო უწმინდესისთვის და ქართული ტკივილი არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი, რომ გამოეხატათ თავისი მწუხარება

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედის კვირა“ პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იმ ევრობიუროკრატების დუმილი შეაფასა, რომლებიც სხვა დროს საქართველოს საკითხზე აქტიურობენ.

29 მარტი 2026, 22:05

რეგიონი

ჩვენებური არქტიკა - ჯავახეთის ყინულოვანი სამყარო. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ სტუმრობდა ულამაზეს ჯავახეთის მხარეს, რომელსაც უწმინდესის ხელი დღემდე ამჩნევია. პატრიარქის დიდი დამსახურებაა ის, რომ 80-იანი წლებიდან იქ სამონასტრო ცხოვრება არ შეჩერებულა.

თინათინ რუხაძე

29 მარტი 2026, 21:57

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ეს იყო დუმილის, სიჩუმის, დიდი ტრაგედიის დღეები, რომელიც ყველამ ერთად გაიარა ღირსეულად. ჩვენ ყველა მოვიქეცით ისე, როგორც მისი უწმინდესობა მთელი ცხოვრება ჩვენ გვექცეოდა

მისი უწმინდესობა ამ ეპოქის ყველაზე დიდი პერსონაა, თუ არავინ მიწყენს, ბოლო ასწლეულში დიდი მოვლენაა, ეპოქალური, რომელიც სწორად იყო მიმართული ჩვენი კულტურის, იდენტობის, ისტორიული, პოლიტიკური და ყველა რაკურსით. ის ფიქრობდა ყოველთვის საქართველოზე, საქართველოს გამორჩეულობაზე, ჩვენს ისტორიასა და იდენტობაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.

29 მარტი 2026, 21:45

პოლიტიკა

მომავალი ეკუთვნით ახალგაზრდებს - „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

დადგება დრო, როცა ქვეყნის მართვის სადავეები ახალმა თაობამ უნდა გადაიბაროს. გამოწვევებით სავსე სამყაროში მნიშვნელოვანია პროცესებში მათი დროული ჩართულობა, მათთან დიალოგი, მათი აზრის მოსმენა და ინიციატივების გათვალისწინება.

29 მარტი 2026, 21:26

პოლიტიკა

ცრუ მოყვარეების რადიკალი მარიონეტები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საინტერესოა, რუსთაველის გამზირზე მყოფები არიან თუ არა შეურაცხყოფილები იმით, რომ არც ზელესკის ხელისუფლებამ და არც ევრობიუროკრატებმა არა თუ სამძიმრის წერილები გამოგზავნეს, წუხილიც კი არ გამოხატეს უწმინდესის გარდაცვალების გამო. სამაგიეროდ, წერილი წერილზე გამოაქვეყნეს, როდესაც რადიკალებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ და კანონდარღვევაზე სახელმწიფომ თვალი არ დახუჭა.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

29 მარტი 2026, 21:17

საზოგადოება

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: პატრიარქმა თავი შესწირა სრულიად საქართველოს, მისი მთელი მოღვაწეობა უკავშირდება საქართველოს სულიერ აღორძინებას და გამთლიანებას

ჩვენმა ხალხმა უდიდესი პატივი მიაგო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავარს და ამას თავისი საფუძველი აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

29 მარტი 2026, 21:05

საზოგადოება

პატრიარქის სიყვარულით გაერთიანებული საქართველო. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ანტიქართულმა ძალებმა - ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, სიყვარულით გაერთიანებული საქართველოს ნახვა ვერ აიტანეს. იმითაც შეშფოთდნენ, რომ პროცესია მაღალ დონეზე და ღირსეულად წარიმართა.

ნანა კაკაბაძე

29 მარტი 2026, 20:53

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ჩემგან მადლობა ეკუთვნის მელაძის გუნდს და მათ დამკვეთს, რომლებმაც ჩემდამი მოძღვნილი სიუჟეტით ყველა გონიერ მაყურებელს აჩვენეს არა მარტო დამკვეთის სახე და ინტერესი, არამედ ჟურნალისებად წოდებული პროპაგანდისტების სიბრიყვე

გუშინ ტვ. 1-ის „შაბათის შოუმ“ თავისი ძვირფასი ორსაათნახევრიანი დროის 33 წუთი დამითმო მე, როდესაც ნახევარ საათზე მეტი დროის განმავლობაში ძალიან უნიჭოდ და უშედეგოდ სცადა ჩემი გაშავება. ისეთი დიდი იყო ნოდარ მელაძის და მისი გუნდის მხრიდან ჩემს მიმართ შავი პიარის დავალების შესრულების სურვილი, რომ ყველა დასაშვებ ზღვარს გადააბიჯა და თუ გამოხმაურებებს დავუჯერებთ, უკუშედეგი მიიღო, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.

29 მარტი 2026, 20:51

საზოგადოება

უწმინდესმა ღიად თქვა, რომ თვალდახუჭული არ უნდა მივიღოთ ყველაფერი, რაც მოდის დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან. უნდა მივიღოთ ის, რაც არ ეწინააღმდეგება ჩვენს ფასეულობებს - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ორი ათეული წლის წინ უწმინდესმა ღიად თქვა, რომ თვალდახუჭული არ უნდა მივიღოთ ყველაფერი, რაც მოდის დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან. უნდა მივიღოთ ის, რაც არ ეწინააღმდეგება ჩვენს ფასეულობებს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

29 მარტი 2026, 20:20

საზოგადოება

წმინდა სამებამ თბილისში დაიდგა თავისი ტახტი - ქართველი ერის, ერთიანობის, სულიერი ძლიერების სიმბოლო. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისინი, ვინც ქართულ სახელმწიფოს და ეროვნულ იდენტობას ომს უცხადებენ, თავიდანვე ებრძოდნენ სამების ტაძარს, ებრძოდნენ უწმინდესს, აღმშენებლებს, ხატმწერებს და შემწირველებს. საარქივო მასალები გამოგვადგება იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ძალა აქვს ერთობას და ერთ თეთრსაც კი.

რობერტ ფიცო

29 მარტი 2026, 19:00

პოლიტიკა

სლოვაკეთის პრემიერი უკრაინისგან ნავთობსადენ დრუჟბას ბლოკირების მოხსნას ითხოვს

სლოვაკეთის პრემიერი უკრაინისგან ნავთობსადენ „დრუჟბას“ ბლოკირების მოხსნას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირს აფრთხილებს, რომ ბრატისლავა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარს არ დაუჭერს.

29 მარტი 2026, 18:56

სპორტი

ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩი ანგარიშით 0 : 2 დასრულდა

ლიეტუვისა და საქართველოს ამხანაგური მატჩი ანგარიშით 0 : 2 დასრულდა

რომის პაპი

29 მარტი 2026, 18:49

მსოფლიო

რომის პაპი: ღმერთი არ იღებს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს იწყებენ და რომელთა „ხელებიც სისხლიანია“

ღმერთი არ იღებს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს იწყებენ და რომელთა „ხელებიც სისხლიანია“ განაცხადა რომის პაპმა ლეო მე-14-მ საკვირაო ქადაგებისას. ბზობის დღესასწაულზე, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ათიათასობით ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლისას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ისიც აღნიშნა, რომ იესოს გამოყენება ნებისმიერი ომის გასამართლებლად დაუშვებელია. პონტიფიკოსმა ირანში მიმდინარე საომარ მოქმედებებს საშინელი უწოდა.

გიორგი მიქაუტაძე

29 მარტი 2026, 18:45

სპორტი

0 : 2 საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრაში სხვაობა გაზარდა

0 : 2 საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრაში სხვაობა ორ ქულამდე გიორგი მიქაუტაძის დუბლით გაზარდა.

გიორგი მიქაუტაძე

29 მარტი 2026, 18:34

სპორტი

0 : 1 - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლიეტუვას ნაკრებთან დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ დააწინაურა – 1:0.

კახა ძაგანია

29 მარტი 2026, 17:55

პოლიტიკა

კახა ძაგანია: ყოველგვარ კანონიერ, ეთიკურ, დიპლომატიურ ზღვარს სცდება, როდესაც საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ოფიციალურ დოკუმენტებში ჟარგონით მოიხსენებენ - არ ვცნობ, ასეთ საერთაშორისო სტრუქტურებს

პარტია „მემარცხენე ალიანსი“ ევროსაბჭოს ლიდერების მცდელობას უსუსურს უწოდებს, რომ კონგრესის გამოყენებით საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენოს.

29 მარტი 2026, 17:40

პოლიტიკა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რიგით მესამე ოფისი ქუთაისში გახსნა

მხარს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნეიტრალური სტატუსი უალტერნატივოა ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ლიდერებმა ქუთაისის როლზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ქუთაისი, როგორც ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი, გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობაში. ამიტომ, რეგიონის ეკონომიკური გაძლიერება და მოსახლეობის ინტერესების დაცვა პარტიის პროგრამის განუყოფელი ნაწილია.

მეუფე საბა

29 მარტი 2026, 17:34

საზოგადოება

მეუფე საბა: ერთი მნიშვნელოვანი რამ არ იციან ადამიანებმა, რომ ყველაფერი ზეცაში წყდება. არ იციან, რომ პატრიარქობა არ არის გარკვეული ადმინისტრაციის ადმინისტრატორობა, ან თანამდებობა. პატრიარქობა არის ტვირთი, ჯვარი, ცხოვრების წესი

პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით ვინ ცხენით და დადის და ვინ მანქანით, არ ხდება იმ შედარებით ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით, - განაცხადა ხონის და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ ქადაგებისას.

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი

29 მარტი 2026, 17:30

საზოგადოება

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ახალი პატრიარქის არჩევაზე: ყველას გვმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცება, მას ჰქონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს

ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის. უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა,- აღნიშნა აბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა საკვირაო ქადაგებისას.