საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელდ გთავაზობთ.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი
3 აპრილი, 2026 წელი. თბილისი
2026 წლის 3 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.
სხდომა დაიწყო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდით, რომელიც გადაიხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
ამის შემდეგ წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
თავის მისასალმებელ სიტყვაში მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლი და დამსახურება ეკლესიისა და ერის წინაშე. მან მადლობა გადაუხადა წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელოებას, ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის მიმართ გამოხატული სიყვარულისთვის და ითხოვა ეკლესიისა და ერის სისავსისაგან ლოცვითი შეწევნა ერთსულოვნების შესანარჩუნებლად და საარჩევნო პროცესის ღვთის სათნოდ წარსამართებლად.
სხდომის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის სხდომას წარუდგინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად შემუშავებული შემდეგი საარჩევნო პროცედურული საკითხები:
ა) საპატრიარქო კანდიდატების (სამი კანდიდატი) გამორჩევის წესი (სამუშაო ვერსია);
ბ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსარჩევად საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის გაფართოებული კრების პროცედურული საკითხები (სამუშაო ვერსია);
გ) დასახელებულ იქნა შემდეგი კომისიები: ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო, რომლებიც უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცესის სამართლიან, გამჭვირვალე და ორგანიზებულ ჩატარებას.
საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს:
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი), ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითემ (ბოგვერაძე), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია), ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე), ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი).
წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა:
1. წმინდა სინოდმა შემდგომ სხდომაზე განიხილოს საპატრიარქო კანდიდატების სია და პროცედურების დაცვით გამოავლინოს საბოლოო კანდიდატები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წარსადგენად.
2. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსარჩევი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ჩატარდეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში.
3. კომისიების წევრი მღვდელმთავრების სია:
ა) ხმის დამთვლელი კომისია:
კომისიის თავმჯდომარე:
ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
კომისიის წევრები:
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);
ბ) სამანდატო კომისია:
კომისიის თავმჯდომარე:
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია);
კომისიის წევრები:
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე);
გ) სარედაქციო კომისია:
კომისიის თავმჯდომარე:
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);
კომისიის წევრები: ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).
4. წმინდა სინოდის მომავალ სხდომამდე მმართველმა მღვდელმთავრებმა თავიანთი ეპარქიებიდან წარმოადგინონ გაფართოებული კრების დელეგატთა სრული სია წმინდა სინოდის სხდომაზე დასამტკიცებლად“, - აღნიშნულია გამმოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
12 აპრილი 2026, 10:16
საზოგადოება
სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ
სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
12 აპრილი 2026, 10:15
მსოფლიო
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით, დილის 6 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
12 აპრილი 2026, 10:05
საზოგადოება
12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი - სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.
12 აპრილი 2026, 10:01
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
12 აპრილი 2026, 00:17
პოლიტიკა
ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ
ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ.
12 აპრილი 2026, 00:00
საზოგადოება
მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა გაიმართა, რომლის დროსაც სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობლები იგალობეს. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.
11 აპრილი 2026, 23:53
საზოგადოება
მეუფე შიოს ეპისტოლე: უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას
უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში. ეპისტოლეში ნათქვამია, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. “საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი... მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს...
11 აპრილი 2026, 23:43
საზოგადოება
მეუფე შიოს ეპისტოლე: ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით... ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის!
ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით... ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის! - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში.
11 აპრილი 2026, 23:39
საზოგადოება
მეუფე შიოს ეპისტოლე: არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი
არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში. ეპისტოლეში ნათქვამია, რომ აღდგომის სამზადისის დროს საქართველოს მოსახლეობის გულები მწუხარებამ მოიცვა, რადგან დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
11 აპრილი 2026, 23:37
საზოგადოება
მეუფე შიოს ეპისტოლე: ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული
ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში.
11 აპრილი 2026, 23:28
საზოგადოება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე. სრულად
სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე.
11 აპრილი 2026, 23:23
საზოგადოება
სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს
სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს. წინდა ცეცხლის საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოაბრძანეს. სიონის ტაძარში უკვე მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე - მეუფე შიო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ღამისთევის მსახურებას აღავლენს.
11 აპრილი 2026, 23:15
საზოგადოება
ლაშა ჟვანია პატრიარქზე: ცხოვრებაში არც ერთხელ, არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ის იყო ცენტრი
ცხოვრებაში არც ერთხელ, არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ის იყო ცენტრი, მისთვის ცენტრი ყოველთვის იყო ღმერთი, ეკლესია, ასევე მსახურება ეკლესიისა და ქვეყნის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ილია II-ზე საუბრისას. „როცა ამაზე ფიქრობ, შენ ხვდები, რომ შენი ცხოვრებიდან ცენტრი არ წასულა, ცენტრის სახედ დაგვიტოვა ღმერთი. მას რომ თავისი თავი დაეტოვებინა ცენტრად ალბათ ჩვენც დაბნეულები ვიქნებოდით. ბედიც გვქონია ერსაც და თვითოეულ ჩვენგანსაც, აღდგომის მარხვაში მოხდა უწმინდესის გასვლა. ძველი სტილით 17 მარტს და ახალი სტილით 25 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მოხდა და 17 მარტს დაგვტოვა მისმა უწმინდესმა. რა თუ არა აღდგომა გაგვინელებდა იმ ტკივილს და იმ დანაკლისს, რომელიც უწმინდესის ამქვეყნიდან გასვლას ახლავს. მე პირადად სულიერად 40 დღის გასვლას ველოდები, მაქვს შინაგანი რწმენა, რომ 40 დღის გასვლის მერე კიდევ უფრო შეგვეწევა“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
11 აპრილი 2026, 23:10
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: მისი უწმინდესობა ყოველთვის გვარიგებდა, პირველ რიგში, იმ წუთებში ილოცეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრიარქი შედის საფლავში შიგნით და ის ლოცულობს მსოფლიოსთვის, თქვენ ილოცეთ საქართველოსთვის
მისი უწმინდესობა ყოველთვის გვარიგებდა, პირველ რიგში, იმ წუთებში ილოცეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრიარქი შედის საფლავში შიგნით და ის ლოცულობს მსოფლიოსთვის, თქვენ ილოცეთ საქართველოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ლაშა ჟვანიამ.
11 აპრილი 2026, 23:00
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს პირველი შემთხვევა იყო, როცა იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის ჩამოვიდა. ეს ინიციატივა და ლოცვა-კურთხევა პირველად უწმინდესისგან მოდიოდა
პირველად 2002-2003 წლებში ჩამოუსწრო ცეცხლმა საქართველოში სააღდგომო ლიტანიობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. მისივე თქმით, წმინდა ცეცხლის ტრადიცია IV საუკუნიდან იღებს სათავეს, როცა მაცხოვრის საფლავზე ტაძარი აშენდა.
11 აპრილი 2026, 21:45
საზოგადოება
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
„ჯორჯიან ეარვეისის” ბორტით წმინდა ცეცხლი თელ-ავივიდან თბილისში ჩამოაბრძანეს.
11 აპრილი 2026, 21:13
სპორტი
საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ბატუტზე ხტომაში ევროპის ვიცე-ჩემპიონია
პორტუგალია ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
11 აპრილი 2026, 18:51
საზოგადოება
12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი - სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.
11 აპრილი 2026, 18:26
საზოგადოება
წმინდა ცეცხლი „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტზეა, დელეგაცია საქართველოში მოემგზავრება
წმინდა ცეცხლი „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტზეა. მცირერიცხოვანი დელეგაცია საქართველოში მოემგზავრება.
11 აპრილი 2026, 18:23
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.


