06 აპრილი 2026, 15:55 / სანდო წყარო

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა აზერბაიჯანის პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია, სადაც მას საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, მისმა მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ და მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.

სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიციები, მათ შორის, „ქვის ხანა საქართველოში“, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური მასალა.

ასევე, პირველმა ქალბატონებმა დაათვალიერეს საგამოფენო სივრცე „არქეოლოგიური საგანძური“, სადაც წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური საიუველირო ნაკეთობები, რომლებიც ძვ. წ. III ათასწლეულიდან ახ. წ. IV საუკუნემდე თარიღდება. გამოფენა ნათლად წარმოაჩენს ქვეყნის უძველეს კულტურულ ტრადიციებს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს „აზერხალიჩის“ წარმოების ხუთი უნიკალური ხალიჩა გადასცა, რომლებიც ტრადიციული წესით, შალისა და აბრეშუმის ძაფებით ხელით არის ნაქსოვი.


ყველა სიახლე

06 აპრილი 2026, 17:29

პოლიტიკა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლე მეჰრიბან ალიევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია

მეჰრიბან ალიევას საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ თამარ ბაგრატიონმა, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, კულტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი მირცხულავამ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.

თამარ იოსელიანი

06 აპრილი 2026, 17:28

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: სულ უფრო იზრდება საქართველოს როლი რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში - 2025 წელს საკონტეინერო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოს როლი სულ უფრო იზრდება რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში, რასაც ადასტურებს როგორც გასული, ასევე მიმდინარე წლის სტატისტიკური მაჩვენებლები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მისი ინფორმაციით, 2025 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საკონტეინერო გადაზიდვებში, სადაც ზრდამ 17% შეადგინა, გენერალური ტვირთები 20%-ით, ხოლო საბორნე - 31%-ით გაიზარდა.

06 აპრილი 2026, 17:27

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა.

06 აპრილი 2026, 17:27

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გზებზე ხილული გამონაბოლქვის კონტროლის აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, გზებზე ხილული გამონაბოლქვის კონტროლის აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა.

06 აპრილი 2026, 17:27

პოლიტიკა

14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

14-17 აპრილის სასესიო კვირაში, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს.

მოჰამად რეზა არეფი

06 აპრილი 2026, 15:48

მსოფლიო

ირანის ვიცე-პრეზიდენტი: შარიფის უნივერსიტეტზე თავდასხმა ტრამპის სიგიჟისა და უმეცრების სიმბოლოა

„შარიფის უნივერსიტეტზე თავდასხმა ბუნკერების გამანადგურებელი ბომბების გამოყენებით ტრამპის სიგიჟისა და უმეცრების სიმბოლოა. მას არ ესმის, რომ ირანის ცოდნა არ იმყოფება ბეტონში, რომლის განადგურებაც ბომბებითაა შესაძლებელი; ნამდვილი ბუნკერი ჩვენი პროფესორებისა და ელიტის ნებაა“, - განაცხადა ირანის ვიცე-პრეზიდენტმა.

06 აპრილი 2026, 15:44

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), 2026-2027 აკადემიურ წელს, შთამბეჭდავი სიახლეებითა და მიზნებით ხვდება. უმაღლესი განათლების მიღების მსურველებს KIU მრავალფეროვან, ევროპული ხარისხის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს. პროგრამების უმრავლესობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM), ასევე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ანტონიუ კოშტა

06 აპრილი 2026, 15:30

მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია. ეს ეხება რუსეთის ომს უკრაინაში და ეს ეხება ნებისმიერ სხვა სიტუაციას

„ნებისმიერი დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე, უკანონო და მიუღებელია. ეს ეხება რუსეთის ომს უკრაინაში და ეს ეხება ნებისმიერ სხვა სიტუაციას. ირანის მშვიდობიანი მოსახლეობა ირანის რეჟიმის მთავარი მსხვერპლია. ის ასევე გახდება მთავარი მსხვერპლი სამხედრო კამპანიის გაფართოების შემთხვევაშიც“, - წერს კოშტა.

06 აპრილი 2026, 14:57

პოლიტიკა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ლედისთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია.

06 აპრილი 2026, 14:57

პოლიტიკა

ილჰამ ალიევი: საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას

საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას, - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ილჰამ ალიევი

06 აპრილი 2026, 14:51

პოლიტიკა

ალიევი: საუბარი გვქონდა რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში, ამ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

3.6 მლრდ დოლარია უკვე ინვესტირებული საქართველოს ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნიდან და დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ საინვესტიციო პროექტებზე, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

06 აპრილი 2026, 14:39

საზოგადოება

ვაკის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა

ვაკის რაიონში, სვანიძის ქუჩის N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ილჰამ ალიევი
ირაკლი კობახიძე

06 აპრილი 2026, 14:37

პოლიტიკა

ალიევი: გილოცავთ ბატონო პრემიერო - საქართველო დინამიკურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა ძალიან თვალსაჩინოა, შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო უცხოელი, მათ შორის, აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის

საკითხები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები, ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობას, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

06 აპრილი 2026, 14:37

საზოგადოება

ეკა კუპატაძე: მე სახელმწიფოს შევუკვეთე სამართალი. სახელმწიფომ მომისმინა, დადგა სწორ რელსებზე. არ მოვისვენებ მანამ, სანამ აბსოლუტურად ყველა საბრალდებო სკამზე არ დაჯდება

„რა თქმა უნდა სუბიექტური ვარ, მაგრამ მოსამართლე ალბათ მოსამართლე იმას აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას, რომ ეს არასრულწლოვანები საშიშები არიან საზოგადოებისთვის და მაქსიმალურად უნდა გაარიდონ საზოგადოებას. მე სახელმწიფოს შევუკვეთე სამართალი. სახელმწიფომ მომისმინა, დადგა სწორ რელსებზე და ამ ეტაპზე სამართალს მივაღწიეთ. ამ ეტაპზე მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ეს [პროცესი] გაგრძელებადია. ძალიან ბევრი დამნაშავეა ამ საქმეში და ყველა საბრალდებო სკამზე დაჯდება. არ მოვისვენებ მანამ, სანამ აბსოლუტურად ყველა საბრალდებო სკამზე არ დაჯდება“, - აღნიშნა კუპატაძემ.

06 აპრილი 2026, 14:36

საზოგადოება

წყნეთში, 10 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე განახლდება

წყნეთში, ამილახვრის N23-ში, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ფართობზე, დასასვენებელი სივრცე განახლდება, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

06 აპრილი 2026, 14:31

საზოგადოება

წყნეთში დიმიტრი ამილახვრის ქუჩა განახლდება

ვაკის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც წყნეთში დიმიტრი ამილახვრის ქუჩა განახლდება.

06 აპრილი 2026, 14:29

საზოგადოება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია ტრადიციულ სასაჩუქრე კალათებს გასცემს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია უფასო სასადილოებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებს ტრადიციულად სასაჩუქრე კალათებს გადასცემს.

06 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

06 აპრილი 2026, 14:26

პოლიტიკა

თბილისის მერია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებსა და მიმდებარე ტერიტორიებს აწესრიგებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში მუნიციპალური სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები მაქსიმალურად მოწესრიგდება.